დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ღამის მიზანი
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127, 128, 129, 130, 131, 132, 133, 134, 135, 136, 137, 138, 139, 140, 141, 142, 143, 144, 145, 146, 147, 148, 149, 150, 151, 152, 153, 154, 155, 156, 157, 158, 159, 160, 161, 162, 163, 164, 165, 166, 167, 168, 169, 170, 171, 172, 173, 174, 175, 176, 177, 178, 179, 180, 181, 182, 183, 184, 185, 186
geojorjika
Power_VANO
უსა-ში არაო და ექსპრესი ძვირია smile.gif
sekurifa
იცით რა მაინტერესებს? ველიკის ამორტიზატორი მაქვს დასატენი 100 პისიაიზე და ჩვეულებრივი კომპრესორი ხომ დატენის?
geojorjika
sekurifa
ჰაერით იტენება?
sekurifa
ციტატა(giorgi @ 14th April 2013 - 10:08 PM) *
ჰაერით იტენება?

კი ჰაერზეცაა და ზეთზეც. ანუ ქვემოდან ჰაერის ვაკუმი აქვს და მერე ზეთის ამორტიზატორი აჯდება ზემოდან. ჩანგლის ქვეშ აქვს პიპკა სტანდარტული საიდანაც იტენება.

ესეც ჩემი ველიკი. აბა რამმდენი მიზის თუ გამოიცნობთ smile.gif


ამერიკული ბრენდი cannondale caad3 (ამ მოდელის რამებს ხელით ადუღებენ)
გამოირჩევა მტკიცე ალუმინით სხვებისგან განსხვავებით.
სიჩქარეების სისტემა Shimano Xt ( 24 სიჩქარე)
ტორმუზები Magura Louise
ორმაგი 26 - იანი თავისივე დისკები
ამორტიზატორი ჰაერზე და ზეთზე ერთად. (ზეთის იკეტება სურვილისამებრ)
წონა 12 კილო
ახალი კამერები და შინები
geojorjika
მდაა 500 ლარი არ დამენანებოდა smile.gif
Davitus
sekurifa

აი ჩემიც


sekurifa
ციტატა(giorgi @ 14th April 2013 - 11:29 PM) *
მდაა 500 ლარი არ დამენანებოდა

კი ეგრე ღირს ეგ ყველაფერი მარა მე დამიჯდა 150 ლარი smile.gif

ანუ ეგ ველო ერთი ამერიკელიდან ვიყიდე. სამშობლოში მიფრინავდა და ყიდდა სახლიდან ზედმეტ ნივთებს. შვედურ კედელს ყიდდა ეგ ტიპი მაიმარკეტზე 60 ლარად ქარხნულს. როგორც კი დააგდო განცხადება მეც იქვე მეცა სუნი smile.gif

ერთ გერმანულ ველიკს ყიდდა კიდე 70 ლარად ჩემზე ოდნავ პატარას მარა დამასწრო სხვამ მისვლა და ყიდვა. კიდე კაი ჩემი ველიკი რომარ ნახა smile.gif
ხოდა რომ მივედი ტურნიკის საყიდლად ვკითხე ველოსიპედზეც. გავყიდეო მიტხრა მარა კიდე მაქვსო და ჯერ მაიმარკეტზე არ დამიდიავოოოოოოოოო smile.gif ხოდა მეც ეგრევე ვუთხარი აბა მისტერ მაჩვენეთ თუ შეიძლებათქოოოოოოოო smile.gif

ჩამიყვანა ავტოფარეხში და მაჩვენა BMX. ეს ჩემმა შვილმა ააწყო თვითონო.300 ლარზე ნაკლებად ვერ მოგცემო. მართლა ძან მაგარი BMX იყო მარა მე ეგ პონტი არ მაინტერესებს საერთოდ. ეგ ტრიუკაჩების ველოა smile.gif თან არც 300 ლარის მიმცემი ვიყავი ველოსიპედში საერთოდ.

გამიცრუვდა იმედები sad.gif ვუთხარი ეგ ჩემთვის არაა მე მთის ველიკი მინდა ცოტა დიდი ზომისთქო. ესესაა უნდა წამოვსულიყავი და შემთხვევით თვალი მოვკარი ხარახურებში ველოსიპედის რამას. ზემოდან ბრეზენტი ეხურა და ათასი რამ ეყარა იქ კიდე. ეგრევე ვკითხე ეგ რაარის მეთქი? თვითონაც არ ახსოვდა მგონი ისე გაიკვირვა smile.gif

უი ეგ ჩემი უფროსი ბიჭის ველიკიაო. ის დიდი ხანია გაფრინდა ამერიკაში და ასე დაშლილი დევს აქო. არ მუშაობსო მითხრა, არც კამერები და შინები აქვსო, არც ამორტიზატორი მუშაობსო მარა ძან მჩატეა ვიციო smile.gif

გადმოვაღებინე და ვფიქრობდი ნეტა თურქული ნაგავი არიყოსმეთქი და ჰოი საოცრებავ "Cannondale ". არ შევიტყვე რომ გამიხარდა და დანარჩენი ნაწილებიც მოვაძებნიე. ყველაფერი საგულდაგულოდ შევამოწმე. რამა, ტორმუზები, დისკები და სიჩქარეების გადაცემა. დეფექტი არაფერს არ უჩანდა აი ამორტიზატორი მართლაც დამჯდარი ქონდა.

მერე შევთავაზე მოეყიდა და მითხრა თუ გესმის ეგეთი რამეები და შეძლებ შეკეტებასო 100 ლარად მოგცემო. მეც ახლა რასვიზამდი ხომარ ვეტყოდი უარს. 100 ლარის დისკებია მარტო მეტი თუარა smile.gif წამოვიღე დავშალე, ამორტიზატორს ორი რეზინის სალნიკი ქონდა გახეული და ამის გამო ზეთი ქონდა გასხმული. ვიყიდე ეგ რეზინები ელიავაზე და გამოვცვალე. მერე ახალი კამერები და შინები ვიყიდე სულ 50 ლარი დაჯდა. ესეც მთლიანად 150 ლარი smile.gif

Dave
ვაა ! აგიწყვია ბოლომდე smile.gif მომილოცავს smile.gif
sekurifa
კი ავაწყვე და დილის 10 საათიდან რომ გავედი სახლდან ახლა შემოვედი ამწუთას. შემოვიარე მთელი თბილი? კიდევ ის გავიგე რომ თურმე ტორმუზები ჰიდრავლიკაზე ყოფილა, მე ტროსებზე მეგონა. კაროჩე რა ნაჩუქარზე ნაჩუქარი გამომივიდა რა ეგ ველიკი. ერთ ველოსიპედების შემკეტებელს ვაჩვენე და იმან ეგ ვაბშე კარბონია მგონიო. შანსი არაა ეგეთი სუფთა შედუღება იყოსო, საერთოდ არ ეტყობა ნაკერებიო,თან ეგეთი მჩატე ალუმინი არააო.

ნუ შეცდა რათქმაუნდა რადგან კენონდოილები იშვიათია საქართველოში და ზოგ ხელოსანს ნანახიც არ აქვს. ვუხსენი ხელითაა მეთქი შედუღებული და დამუშავებული და მიტოა ეგეთითქო.

ერთი სიტყვით ძან კმაყოფილი ვარ და მოვიგდებ ახლა ჩემს ბულკას ზურგზე და გამომივა სუპერ სპორტულ გამაჯანსარებელი გასვლები smile.gif
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 15th April 2013 - 06:03 PM) *
შანსი არაა ეგეთი სუფთა შედუღება იყოსო, საერთოდ არ ეტყობა ნაკერებიო

მაინცა და მაინც ელიავაზე მიტუას და მიხოს დადუღებულს უნდა ჰგავდესთქვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Dave
ცოტა უკეთესი სკამი გინდა თორე სხვა დანარჩენი კანFეტია რა smile.gif smile.gif
Power_VANO



აუჰ, დამეწვა გული sad.gif

როგორ ვესვრი ამის მერე... sad.gif


biggrin.gif
Dave
რა ფრინველია ეს ? smile.gif ეხლა არ მითხრათ ყვავიაო smile.gif ვიცი ყვავი როგორიც არის :P
ja_ja
Dave
ციტატა(Saint Dave @ 22nd April 2013 - 09:04 PM) *
ეხლა არ მითხრათ ყვავიაო

ნუუუუ, რავი აგვიკრძალე და რაფრა გითხრათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
koknar
ეს არის კაი ოჯახში გაზრდილი Corvus corone
ilariona
ციტატა(koka @ 22nd April 2013 - 09:40 PM) *
ეს არის კაი ოჯახში გაზრდილი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე ბევრს ადამიანს კი აჯობა ამ საქციელით biggrin.gif
iorama
ilariona
იიიიიიი.. ტელევიზორში გნახეი ჩემი კაი-ნიკალაი wink.gif
ilariona
iorama
biggrin.gif

კი გამომაჭენეს დღეს რუსთავი ორსა შინა biggrin.gif

რავა ხარ ვეჟო თუ იცი ჰა?

სად დაგვეკარგე?
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 23rd April 2013 - 01:42 AM) *
კი გამომაჭენეს დღეს რუსთავი ორსა შინა biggrin.gif

რატო რა ხდებოდა? უფროსწორედ რა მოხდა smile.gif
ilariona


აი ეს ხდებოდა smile.gif
koknar
ilariona
მოკლედ დროს არ კარგავ სულ საქმეში ხარ, გილოცავ !

და ჯორჯიკა რათ არი მანდ, ეგ სხვა კატეგორიაში გამოდის?
ilariona
ციტატა(koka @ 23rd April 2013 - 11:41 AM) *
და ჯორჯიკა რათ არი მანდ, ეგ სხვა კატეგორიაში გამოდის?

დავალიანების გამო გათიშულია კლუბიდან biggrin.gif

სტანოკებზე მიახარჯა მთელი თანხები და ავტომატურად გავთიშეთ biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
აუუუუუუუუუუ, კლუბის თანხები , რამდენი მაქვს დავალიანება? biggrin.gif
ilariona
90 ლარი მაისის ჩათვლით.
bazuka
ilariona
შენ ხეორხიაში ხარ ???
geojorjika
ilariona
ეუფ რა იყო გაიზარდა გადასახადი? თუ 2 წელია არ დამიდია? biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
geojorjika
ებრაული ბუღალტერიაა smile.gif

ჯერ ეკონომიას აკეთებენ და მერე თავში ხელებს ირტყავენ ხოლმე smile.gif

მაგიტომაცაა ჩამწკრივებულები რომ არიან გოდების კედელთან და გაქანებული თავს ურაკუნებენ მაგ კედელს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ilariona
bazuka
იეს დარაგოი.

დღეს ცოტას ვინერვიულებთ როგორც ჩანს smile.gif

რაღაც შიშები მაქვს, მგონია მაგარს მიგვჩექმავენ

geojorjika
biggrin.gif აპრილიდან 10 ლარიანი გახდა გადასახადი.

sekurifa
ციტატა(ja_ja @ 23rd April 2013 - 04:48 PM) *
ებრაული ბუღალტერიაა

ვაი ამათ ვის ხედავს ჩემი თვალები smile.gif არც ერთი არი ებრაელი და არც მეორეს უნდოდა ებრაელობა smile.gif ვლად არამოვი და მამუკა ონაშვილი სად გაჩითეთ გაფიცებთ ყველაფერს.
geojorjika
ilariona
ციტატა(ilariona @ 23rd April 2013 - 09:15 PM) *
რაღაც შიშები მაქვს, მგონია მაგარს მიგვჩექმავენ


ვააა ღათა? (ტიპა რათა რ)
bazuka
ციტატა(ilariona @ Apr 23 2013, 09:15 PM) *
bazuka
იეს დარაგოი.

დღეს ცოტას ვინერვიულებთ როგორც ჩანს smile.gif

რაღაც შიშები მაქვს, მგონია მაგარს მიგვჩექმავენ

geojorjika
biggrin.gif აპრილიდან 10 ლარიანი გახდა გადასახადი.

ველი გულისფანცქალით smile.gif
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 23rd April 2013 - 09:40 PM) *
ვლად არამოვი და მამუკა ონაშვილი სად გაჩითეთ გაფიცებთ ყველაფერს

აბა რავი გუგლში გოდების კედელი ავკრიფე ქართულად და აგე გამააძრო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 23rd April 2013 - 10:00 PM) *
აბა რავი გუგლში გოდების კედელი ავკრიფე ქართულად და აგე გამააძრო

ბუბა კიკაბიძის არ იყოს მაგ სურათზეა ნათქვამი " კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო" smile.gif გამიგია რომ ქრისტიანი სტუმარი იერუსალიმში მასპინძლის პატივსაცემად ხანდახან იხურავს თავზე ებრაულ ქუდს მარა მაგ კედელზე თავის წრთობა უკვე ზედმეტია ნამდვილად smile.gif
Dave
ციტატა(iorama @ 22nd April 2013 - 11:53 PM) *
ჩემი კაი-ნიკალაი


იორამ მაგარი ხარ რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვეჩნად მაგრად მეცინება ამ გამოთქმაზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გორში ხმარობენ ხშირად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჩემი კაი კატაი biggrin.gif : D:D
leogeo

თურქეთში, ტრაპიზონში მდებარე აირგან მაღაზიების მისამართები, კონტაქტები ან საიტები ხომ არ იცით ვინმემ ?
დავათვალიერებ და ნერწყვებს მაინც გადავყლაპავ smile.gif
ReMiNgToN
leogeo
ჯერ თურქეთის ბაზარი არ გვაქვს არავის ათვისებული მე როგორც ვიცი.

Power_VANO
ილო იყო თურქეთში აირგანების მაღაზიებში, ასე რომ, ილოს შეეხმიანე smile.gif
ja_ja
ილო იყო სტამბულის მაღაზიებში, მაგი კიდე ისეთ მანძილზეა რომ ვავა, ლეოს კი უნდა ტრაპზონში, ანუ აქვე რა, გადავიდა, დახედა, ჩამოვიდა biggrin.gif
gregory
სადაა ტრაპზონში ინტერნეტი biggrin.gif
ilariona
რავი ამ ერთ კვირაში ორჯერ ვიყავი ტრაბზონში (დღეს დილის 5 საათზე დავბრუნდი მაქედან) და რაღაცის ძებნაში ტრაბზონი შემოვიარე სრულად. აირგანის მაღაზიები არ შემიმჩნევია საერთოდ.

სტამბულში იცოცხლე იმდენია, მაგრამ ტრაბზონში ნაღდად არ შემიმჩნევია.

ისე კი ტრაბზონელი ბიჭები გავიცანი, ბათუმში საზღვაოზე სწავლობენ და კარტული ზოტა კერკებათ biggrin.gif

მაგრა დაგვეხმარნენ რაღაცეების ძებნაში და მაგათ ხომ არ დავურეკოთ? შეიძლება იცოდნენ რამე smile.gif


leogeo
ციტატა(ja_ja @ 30th April 2013 - 09:29 AM) *
ლეოს კი უნდა ტრაპზონში, ანუ აქვე რა, გადავიდა, დახედა, ჩამოვიდა


კიიი ეგრეა ზუსტათ biggrin.gif

ilariona

ციტატა(ilariona @ 30th April 2013 - 10:59 AM) *
სტამბულში იცოცხლე იმდენია, მაგრამ ტრაბზონში ნაღდად არ შემიმჩნევია.


სტამბულის იყოს, შორს კია, მარა მაინც smile.gif
ilariona
leogeo
სადღაცას ფორუმზე ვყრიდი ინფოებს სტამბულიდან, საიტებსაც.

თუ ვიპოვე კი დავაგდებ ლინკს

აჰა ვიპოვე
TAMPLIER
უკაცრავად კი ვარ მაგრამ ჩემი გრინდერის თემა ხომ არ გინახიათ smile.gif
geojorjika
TAMPLIER
რა იყო ბევრი დალიე გუშინ? biggrin.gif

აგერაა დაიჭი biggrin.gif
TAMPLIER
geojorjika
მე ფლეიმში გავხსენი დაიქ ვეძებდი!
მადლობა დიდი
nihontoman
ხალხო, აი ამის გადაწყობა მინდა ალუმინში და რა ვქნა? ვის მივმართო და ა.შ.



დაჟე გამოსადგმელი ფეხები და რამე არ მინდა, კიდევ უფრო მარტივს ვფიქრობ, სოლიდური ბაზით, და პრისოსკების გარეშე. smile.gif


თუ ვინმე დამეხმარებით, კარგს იზავთ biggrin.gif

პ.ს. ორიგინალი მაქვს.
nihontoman


ვიდეო არ დაიდო რატომღაც და...
geojorjika
ვინმემ იცის ეს წებოვანია თუ არა?


Power_VANO
geojorjika
კომენტებში უწერია მეტნაკლებად წებოვანია, კვალს არ ტოვებს იარაღზე და მოძრობაც შეიძლებაო. პირველივე კომენტარი ნახე ამაზონზე.
geojorjika
Power_VANO
თენქიუ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.