დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ღამის მიზანი
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127, 128, 129, 130, 131, 132, 133, 134, 135, 136, 137, 138, 139, 140, 141, 142, 143, 144, 145, 146, 147, 148, 149, 150, 151, 152, 153, 154, 155, 156, 157, 158, 159, 160, 161, 162, 163, 164, 165, 166, 167, 168, 169, 170, 171, 172, 173, 174, 175, 176, 177, 178, 179, 180, 181, 182, 183, 184, 185, 186
MonSoon
giga2010
ჰოო ლოგიკურია იმიტო რო ძაღლები არ ჩანან ტელეფონში.

ან როდისღა შეაბეს დათვებს თუ შებმული აქვს რაიმე
giga2010
საზიზღარ კაპიტალისტებს ყველა ნადირი(დიდი უმრევლესობა) აღრიცხული ყავთ და დაჩიპული

MonSoon
გირეკავდი დღეს, არ მიპასუხე. დათვებს ხო არ დასდევდი wink.gif
ja_ja
MonSoon
ციტატა(bedo @ 4th November 2018 - 09:01 PM) *
თქვენ გაგიგიათ ჯპს_ით ნადირობა ? კერძოდ. გიჭირავს ტელეფონი რომელშიც ჩაწერიალია სპეც, პროგრამა და აჩვენებს სად ხარ შენ და სად არის ვთქვათ დათვი.


giga2010
ციტატა(giga2010 @ 4th November 2018 - 09:10 PM) *
ალბათ დათვს შებმული აქვს ჯპს, ისე არ არსებობს რომ თავად პროგრამა ეძებდეს ნადირს


ბავშეტა კარგად თუ დააკვირდებით მანდ ჩანს რომ ეკრანზე გარდა მოძრავი მიზნისა არის ასევე რამდენიმე სხვა ობიექტი რომლებსაც მიმართულების მაჩვენებელი ისრებიც კი აქვთ მიხატული...

აქედან გამომდინარე საქმე გაცილებით მარტივადაა ვიდრე წარმოგიდგენიათ.

- პირველი თქვენი მოსაზრების მერე რომ დათვსა აქვს შებმული GPS-ი ეგრევე კიტხვა გამიჩინა - GPS-ი კარგად ხარჯავს ენერგიას, მითუმეტეს ეგრე ჩქარა განახლებადი ტრეკინგით, რომ იყოს ყოველ 20-30 წუთში ერთხელ შეიძლება აკუმულატორი გეყოს 2-3 კვირა, მაგრამ ეგეთი აქტიური ტრეკინგით... ნებისმიერ მობილსაც კი დასვავს, აქედანვე გამომდინარეობს მეორე კითხვა საკუთარ თავთან

- კიმაგრამ რა ზომის აკუმულატორი აქვს დათვს და რამდენიხნის წინ იყო დათვი მარკირებული GPS-ით, ან დათვი მიშვეულია რომ სადმე შტეფსელთან დასატენად მივიდეს ხოლმე smile.gif რაც იმედია დამეთანხმებით ცოტა არ იყოს აფსურდული იდეაა smile.gif

მოკლედ ვიდეოს კარგი დაკვირვებით, იმის გათვალისწინებით რომ პროგრამაში სხვა ობიექტებიც ჩანს, ასევე ერთ ადგილზე ჩანს კადრი თუ როგორ მისდევს ძაღლი დათვს ბალახში... ჩნდება ძალიან მარტივი მუშაობის სქემა, თან ჭკვიანური და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი:

1) ყველა მონადირე აღჭურვილია პერსონალური GPS ტრეკერით და ერთმანეთს ხედავენ ვინ სადაა, საითა არის მიტრიალებული (შედეგად საით ისვრის), ერთმანეთს ფარავენ თუ არა და ვინ უნდა ისროლოს ისე რომ მეორე მონადირე სროლის ხაზზე არ იყოს

2) ძაღლი არის ასევე აღჭურვილი GPS ტრეკერით და ამ ტრეკერს პროგრამა როგორც დათვის გამოსახულებას ისე აღიქვავს, ხოლო ძაღლი თავის მხრივ დათვს მიერეკება და უკან მისდევს შედეგად ხედავ ძირითადი მოძრაობის მიმართულებას, ვის ზონაში გადის და ასე შემდეგ...

- აღწერილი სქემა, უზრუნველყოფს მეტყევის წყრარ ცხოვრებას (ანუ არ უნდა სდიოს სათითაო დათვს და ტრეკერები არ უნდა ჩამოჰკიდოს და მერე ელემენტების საცვლელად არ უნდა სდიოს), მონადირეები კი ერთმანეთს აფიქსირებენ როგორც მიმართულებით ასევე ადგილმდებარეობით... მორჩება ნადირობა და ყველა თავის ტრეკერებიანად შესაბამისი ზონიდან გავლენ და სიწყნარე იქნება smile.gif

იდეა ჭკვიანურია, პროსტა დათვის მიმართაა ცხოვრება უსამართლო smile.gif
geojorjika
ბავშვობაში თავი სნაიპერი მეგონა და ამათ შეხედეთ ერთი რა ლეველზე არიან biggrin.gif



gregory
ციტატა(giorgi @ 21st November 2018 - 01:56 AM) *
ამათ შეხედეთ ერთი რა ლეველზე არიან

geojorjika
რაის ლეველზე?!
"ჩეთი" აქვთ მაგათ 100%

geojorjika
დამონტაჟებულია biggrin.gif
okela84
რავალი რკინიგზა ავაწყე ? ბავშვს მოვუტანე და მგონი მე უფრო კარგად ვერთობი biggrin.gif

gregory
okela84
მაგარია!
შეჯახება არ გიცდია?! ბავშვი იხალისებს 9.gif
aleqsa
okela84


საღოლ ოკელ, მშვენიერი გასართობია....

მეც კარგათ გავერთობოდი... smile.gif wink.gif smile.gif
giga2010
სალამი მეგობრებო. 2018 წლის extreme benchrest championship-ის დაჯილდოვების ცერემონიალს წავაწყდი. შეიძლება თქვენც ნანახი გქონდეთ
რავიცი, ჩემში დადებითი ემოცია გამოიწვია როგორც დაჯილდოვებამ ისე გამარჯვებულმა. მინდა გაგიზიაროთ ეს ვიდეო
MonSoon
კაი ვიდეოა.

აი კიდევ ერთი ვიდეო ოღონდ დასურათებულია და მომენტებში ვიდეოთი გრძელდება, მაგრამ ჩემი აზრით შიდა სამზარეულო კარგათ ჩანს შეჯიბრების.

giga2010
MonSoon
სასიამოვნო საყურებელია i-m_so_happy.gif
aleqsa
giga2010


მეც ვისიამოვნე smile.gif

გამარჯვებულიც საკმაოდ ხალისიანი და პოზიტიური ტიპი ჩანს და რაღაცნარ გადამდებ სიხარულს გამოხატავდა... საღოლ!!! smile.gif
MonSoon
იფფფ კაი ოპტიკები უყენათ რა. mtc, nightforce, aztec, ძირითადად ესენი მომხვდა თვალში. მერე თოფებზე აღარაფერს ვამბობ. მოკლედ ძაან უკან ვართ, ცხოვრების დონის შესაბამისია განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ოპტიკა/თოფებშიც.
giga2010
ციტატა(bedo @ 25th November 2018 - 09:04 PM) *
მოკლედ ძაან უკან ვართ, ცხოვრების დონის შესაბამისია განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ოპტიკა/თოფებშიც.

სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმო. როგორი მეგობრული და მშვიდი გარემოა.
კარგია, კარგი ცხოვრება
aleqsa
giga2010
MonSoon


ჩემი სათქმელი თქვით, როდისმე მივალთ მაგათამდე?

რო ვუყურებდი აშკარად ვიგრძენი რომ "ლაგატკებით" დავდივართ მაგათთან შედარებით... sad.gif

მაგათ ვატყობ ლაგატკებიც უკეთესი ექნებათ?... wink.gif

ისე ბიჭებო კითხვა დამებადა, ეგ ოპტიკები ჩვენ კაი, ვნატრულობთ და ნატვრაა მარა ჩვენს სნაიპერებს მზინც თუაქვთ??? სამხედრო-საპოლიციო სნაიპერებს ვგულისხმობ
giga2010
aleqsa
ციტატა(ale @ 25th November 2018 - 09:46 PM) *
ისე ბიჭებო კითხვა დამებადა, ეგ ოპტიკები ჩვენ კაი, ვნატრულობთ და ნატვრაა მარა ჩვენს სნაიპერებს მზინც თუაქვთ??? სამხედრო-საპოლიციო სნაიპერებს ვგულისხმობ

აქვთ ალექს და თანაც მოწინავე სტანდარტების. ისევე უცხოელი მეგობრების დახმარებით
okela84
aleqsa
ციტატა(ale @ 25th November 2018 - 09:46 PM) *
ისე ბიჭებო კითხვა დამებადა, ეგ ოპტიკები ჩვენ კაი, ვნატრულობთ და ნატვრაა მარა ჩვენს სნაიპერებს მზინც თუაქვთ???

მაკმილანი, ბარეტი და აკურასი (AI) რო აქვთ ეგ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით შეზღუდული რაოდენობით ექნებათ

ოპტიკებიც აქვთ, აგერ ბესთი ქონიათ აღლუმზე და ალბათ NXS-ებიც ექნებათ
aleqsa
ძალიან კაი თუ მასეა, მშვენიერრრ... მიხარია!!!... smile.gif
NRG
https://youtu.be/BvMvde_qmKI
4:16 დან რა ჰქვია ფროფესიას? ესეთი მოძრაობები ჯერ არ მინახავს
NRG
geojorjika
NRG
ეგ არის ჭაბურღილის ოპეატორი თუ რაღაც ეგეთი
gela
მბურღავია smile.gif))
geojorjika
ეს კაცი მჭირდება რიონზე სანადიროდ იხვზე )

ხ.მ.ე.ლ.ო
მე კიდევ ეს იხვი მჭირდება სათევზაოდ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



ja_ja
ბლიაძ ეს ბაკლანი გიჟია, რამოდენა თევზებს იტენის პირში? თოკი რომ არ ჰქონდეს კისერზე მართლა ჩაყლაპავდა....
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Dec 13 2018, 04:34 PM) *
ბლიაძ ეს ბაკლანი გიჟია, რამოდენა თევზებს იტენის პირში? თოკი რომ არ ჰქონდეს კისერზე მართლა ჩაყლაპავდა....

კიი, ჩაყლაპავდა აბა რაას იზავდა, თოკი აკავებს. დაჟე რამის თოკი გაწყვიტოს და ისე ჩაყლაპოს biggrin.gif biggrin.gif
okela84
რას არ მოიგონებენ

pilotina
სამხრეთ აფრიკისთვის ზედგამოჭრილია. კრიმინალი ძალიან მაღალია იქ.
aleqsa


ბიჭებო ეს აქ ორ რედუქტორის დაყენებაზე ლაპარაკობს, 160-150 ბარის ქვემოთ უნდა რომ მეორე რედუქტორი ამუშაოს და ვინმეს გსმენიათ ასეთი რამ?
ორი რედუქტორით?
pilotina
ციტატა(ale @ 27th December 2018 - 12:52 AM) *
ბიჭებო ეს აქ ორ რედუქტორის დაყენებაზე ლაპარაკობს, 160-150 ბარის ქვემოთ უნდა რომ მეორე რედუქტორი ამუშაოს და ვინმეს გსმენიათ ასეთი რამ?


აქ იმიტომ ლაპარაკობს ორ რედუქტორზე, რომ რომელიც უყენია, ხანსას თუ ვიღაცის, ის რედუქტორის მაღალ წნევაზე 220-180 ბარამდე არ აძლევს სტაბილურ გასროლებს.
თუ რედუქტორი ნორმალურად მუშაობს, მაშინ რა თქმა უნდა რათ უნდა მეორე და მესამე?
aleqsa



თქვენი არვიცი ბიჭებო, მარა მე ისე გადამღალა ამ მოძალებულმა ყოველდღუმა საქმემ (ეხლა გაქანებული "შეზონი" გვაქვს და... wink.gif ) ეს ვიდეო რო ვნახე ძალიან მომინდა სადმე შუამთის ტყეში დაახლოვებით ესეთი ქოხის (რუსები რო "იზბუშკას" ეძახიან) აშენება და ცოტახნით იქ გადაბარგება ჩემს ცოლთან და ბასმონჩიკასთან ერთად, სამუდამოდ თუარა მინიმუმ 2 კვირით მაინც smile.gif wink.gif

არადა ეხლა მაქვს სეზონი და არ გაიგიჟო თავი როგორ გინდა მერე ნორმალური ახალი წელი და თან ეს ახალი ტერმინი "სეკრეტ-სანტაც" რო ყოველთვის მე ვარ და თან ყველამ რო იცის რო მე უნ და ვიყო როგორია??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პ.ს. სხვათაშორის შუამთის ტყე მსოფლიოს ათ ყველაზე ლამაზ ტყეებს შორის დასახელდა!!! ასერომ ადგილი მთლა მიკერძოვებული გადაწყვეტილება არააა smile.gif wink.gif
giga2010
aleqsa
ჯანი და იღბალი არ მოგაკლოს ალექს, ბარაქა გქონოდეს.
მართლა კარგი იქნებოდა სადმე მთაში, მონადირს სახლში. რამდენიმე დღე, რომ კაცი გაექცეს ყველაფერს.
userman
ციტატა(ale @ 27th December 2018 - 10:04 PM) *
პ.ს. სხვათაშორის შუამთის ტყე მსოფლიოს ათ ყველაზე ლამაზ ტყეებს შორის დასახელდა!!! ასერომ ადგილი მთლა მიკერძოვებული გადაწყვეტილება არააა


ალექს, ეგ რომელი ტყეა ? აბდუშაჰილი , რომ დაეხეტებოდა ხოლმე ? smile.gif ბაშიაჩუკის და, შველს, რომ ეფერებოდა ?

ხო მართლა შველზე გამახსენდა , იმედია შენც გაგახსენდა smile.gif შვლები და ირმები ჩვენთან უნდა ნახო , თუ რა თქმა უნდა მოგენატრა smile.gif .

ზოგ-ზოგიერთბმა სხვანაირად , რომ არ გაიგოს დავდებ ვიდეოს ნაკრძალიდან...

geojorjika
userman
ყველას დიდ პატივს გცემთ მაგრამ ესეთი უშინაარსო და გაწელილი ვიდეოები არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ. სურათები ჩემი თავი გენაცვალოთ მაგრამ აი რაღაცა ყველაფერს და ყველა თემას მოდებული ვიდეო რავიცი რაგითხრა.
userman
geojorjika

ციტატა(giorgi @ 28th December 2018 - 09:58 PM) *
ესეთი უშინაარსო და გაწელილი ვიდეოები არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ.


რა ვერ გაიგე კაცოო ? biggrin.gif

ფარდობითობის თეორემა იყო დასამტკიცებელი თუ ?! .... smile.gif

ხო შენიშვნას მეც შევიტანდი სათაურში. მაგალითად . კარგი იქნებოდა ასეთი სათაური ;; შვლის ნუკრის ნაამბობი 2 "" . smile.gif

კინაღამ ჩვენს სუფრას მოუჯდა, დაუპატიჟებელი შველი და სადღეგრძელო ითხოვა smile.gif , თანაც სამჯერ და შენ ერთხელაც ვერ გაიგე ? ... საწყენია უბრალოდ sad.gif .


ja_ja
userman
აუ ტარიელა ისევ..., კარგით რა… არ აღიარებს ეგ კაცი საქართველოს თუ რა ჭირს? ისევ რუსებისთვის ვიდეო….
userman
ja_ja
აუ ტარიელა ისევ..., კარგით რა… არ აღიარებს ეგ კაცი საქართველოს თუ რა ჭირს? ისევ რუსებისთვის ვიდეო….



ნუ , როგორც ილია მეორე იტყოდა : საშობაო ეპისტოლეში, უნდა მიუტევოთ ერთმანეთს , ნუ ეგ არც მიფიქრია , რომ თქვენ გაგაღიზიანებდათ .,

შეგიძლიათ ხმის გარეშე უყუროთ .... smile.gif აქ მთავარი ისაა , რომ შველი არის სიცოცხლის მომნიჭებელი , და გარემო , რომელიც დღევანდელ ქართულ სინამდვილეში არის საოცრებაა ბევრი რომ არ გავაგრძელო ....

და არ გვინდა აქცენტებზე გამახვილება smile.gif . ბოლო-ბოლო ახალი წელია !

მემგონოი უკეთესი ( დადებითი ) უფრო მეტია ვიდრე უარყოფითი .
STALINI
ციტატა(ja_ja @ Dec 31 2018, 08:30 PM) *
userman
აუ ტარიელა ისევ..., კარგით რა… არ აღიარებს ეგ კაცი საქართველოს თუ რა ჭირს? ისევ რუსებისთვის ვიდეო….
პირადად ვიცნობ მაგ ადამიანს! უბრალოდ მაგ ადამიანს აქვს არხი და ორ კაპიკს აკეთებს მის არხზე.მოგეხსენებათ,რომ მხოლოდ ქართულად რომ ისაუბროს,ვერ მიაწვდის ხმას მილიონობით ხალხს მთელ მსოფლიოში და აქ ნაცია არაფერ შუაშია! მოკლედ,არ გეკადრებათ განვითარებულ ადამიანს მასეთების წერა!!!
ja_ja
სლუში იოსებ ბესარიონოვიჩ smile.gif

ნაციებს და რასიზმებს აქ ნუ ურევ, თუ ქართული საზოგადოებისთვის აკეთებ რამეს გააკეთე ქართულად, ხოლო თუ უცხოურისთვის უცხოურად… ახლა მე რომ დავწერო ეგვიპტურად - ჩიტი, კრაკადილი, ნავი, კომბოსტო, ამონი, კრაკადილი, თვალი….. და ასე შემდეგ, ეგ შენთვის გასაგები იქნება?

თუ არხით ფულის შოვნა უნდა რომელი ქვეყნისთვისაც აკეთებს იმისთვის გააკეთოს. და მოდი ნუ დამიმტკიცებთ რომ 100-დან 500-მდე ვიდეოს ნახვებით ეგ კაცი ყუტუბზე ფულს აკეთებს, ამბიცია ვეჩნა ჰქონდა მაგის, მაგრამ არც მე მიჯერებს და არც იმ სასტავს ვინც მის ვიდეოებს ნახულობს…. ნორმალური კონტენტი უნდა შეარჩიოს და ნორმალურად მიაწოდოს ადამიანს ინფორმაცია და არა უცებ პახმელიაზე სარკეში ჩახედვის მაგივრად ვიდეო კამერიოს წინ რაცხას წაბურბუტება რომ მოუნდება….

ტარიელას კიდევ მეც ვიცნობ, რეალშიც და ფორუმზე უაზრო წერა გინებითაც, ნუ ნე ნადო რა დაჩაგრული ბავშვია და ვაი და ვუი.
STALINI
ციტატა(ja_ja @ Jan 2 2019, 01:57 PM) *
სლუში იოსებ ბესარიონოვიჩ smile.gif

ნაციებს და რასიზმებს აქ ნუ ურევ, თუ ქართული საზოგადოებისთვის აკეთებ რამეს გააკეთე ქართულად, ხოლო თუ უცხოურისთვის უცხოურად… ახლა მე რომ დავწერო ეგვიპტურად - ჩიტი, კრაკადილი, ნავი, კომბოსტო, ამონი, კრაკადილი, თვალი….. და ასე შემდეგ, ეგ შენთვის გასაგები იქნება?

თუ არხით ფულის შოვნა უნდა რომელი ქვეყნისთვისაც აკეთებს იმისთვის გააკეთოს. და მოდი ნუ დამიმტკიცებთ რომ 100-დან 500-მდე ვიდეოს ნახვებით ეგ კაცი ყუტუბზე ფულს აკეთებს, ამბიცია ვეჩნა ჰქონდა მაგის, მაგრამ არც მე მიჯერებს და არც იმ სასტავს ვინც მის ვიდეოებს ნახულობს…. ნორმალური კონტენტი უნდა შეარჩიოს და ნორმალურად მიაწოდოს ადამიანს ინფორმაცია და არა უცებ პახმელიაზე სარკეში ჩახედვის მაგივრად ვიდეო კამერიოს წინ რაცხას წაბურბუტება რომ მოუნდება….

ტარიელას კიდევ მეც ვიცნობ, რეალშიც და ფორუმზე უაზრო წერა გინებითაც, ნუ ნე ნადო რა დაჩაგრული ბავშვია და ვაი და ვუი.
აბა საქართველოს არ ცნობსო? მოკლედ გეტყვით ბატონო ჯაჯა! არ გინდათ მასეთი საუბარი.,გითხარით,რომ პირადად ვცნობ-თქო და ნუღარ ხსნით თქვენებურად!!! მოკლედ,ეგ კაცი,არაა დასაძრახი და ნუ ეცდებით!!! იუთუბზე კი აკეთებს 2 კაპიკს და ნუ ჯიუტობთ ისევ თქვენებურად!მოკლედ,ეს ადამიანი არაა თქვენი განსასჯელი!!!!!!!!!!
ბაიკერი
მომიკითხეთ ბებერი ტარიელა biggrin.gif
ja_ja
STALINI
ციტატა(stalini @ 2nd January 2019 - 06:06 PM) *
არ გინდათ მასეთი საუბარი.,გითხარით,რომ პირადად ვცნობ-თქო და ნუღარ ხსნით თქვენებურად!!!

და მოიცა, მოიცა კაცო…. მე რომ ვიცნობ ასევე პირადად და მაქვს ჩემი შეხედულება, მაგი უნდა დავივიწყო თუ რაფრაა საქმე smile.gif

okela84
STALINI
დიდი ხნის ჩავლილი თემაა მეგობარო. არც ტარასას ვიდეობია დასაზრახი და არც პიროვნულია რამე. ამ შემთხვევაში ვინმეს მხარეს არ მინდა აღმოვჩნდე, მეც შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდე ჯაჯას და ზოგადად ფორუმის კონსტიტუციას, მარა ჩემი როგორც რიგირთი იუზერის ხედვები რჩება ისევ და ისევ ჩემს ხედვებათ და ფორუმის დღის წესრიგს განაგებს ის ვინც ფორუმის არსებობას უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით, ფინანსებით და ათასგვარი საკმაოდ ინფორმატიული თემებით.
ვინ როგორი კაცია, ვინ ვის უყვარს და პატივს სცემს მაგას არ აქვს მნიშვნელობა ფორუმზე. აქ ფორუმის ადმინისტრაციაზე მეტად, იუზერები ვართ დაინტერესებული ფორუმის ინფორმატიულობის ხარისხით და შესაბამისად ვამცირებთ ფორუმზე ვიზიტებს, სიახლეებზე მონადირენი, რაც ავტომატურად უბიძგებს ადმინისტრაციას რეაგირებისკენ.

ja_ja
ჯაჯა ერთი რეალობა შენც უნდა მოისმინო და ეს რეალობა ისაა, რომ აბსოლუტურად უცხო ადამიანებთან ტონის შერჩევის პრობლემა გაქვს ზოგჯერ. დიდი ხანია ფორუმზე ვარ და ბევრჯერ შევწრებივარ შენი მხრიდან ახალბედა ფორუმელებთან შენს მიერ თუნდაც სწორს, მაგრამ უტაქტო შენიშვნებს. შენი ინსტრუმენტია შესწრორება, გაფრთხილება, ვორნი და ბანი. ამის იქით უკვე პიროვნულში გადაგივა.
okela84
desert tech-ის ინჟინერიის ნამდვილი სასწაული 16.gif

giga2010
okela84
კარგია, მაგრამ მაინც არარეალური მიმაჩნია საბრძოლო მოქმედებებში მისი გამოყენება. ატარო რამდენიმე ლულა და ვაზნები.
დასაწუნი კი ნამდვილად არაფერი აქვს
vexam
smile.gif)) ე.ი. მიადგება და "დეიზის პნევმატურივით" უნდა 0.177 დაუყენებს და უნდა 0.22. smile.gif
okela84
giga2010
ციტატა(giga2010 @ 11th January 2019 - 03:22 PM) *
კარგია, მაგრამ მაინც არარეალური მიმაჩნია საბრძოლო მოქმედებებში მისი გამოყენება. ატარო რამდენიმე ლულა და ვაზნები.
დასაწუნი კი ნამდვილად არაფერი აქვს

გიგა მთავარი ხიბლი იმაშია რომ 640 მეტრზე ორი სხვადასხვა ლულით ფაქტიურად ტყვია ტყვიაში დასვა. აქ უფრო ინჟინერული სიზუსტის დემონსტრირებაა.




როგორც მილიტარისტულ ასევე სამოქალაქო ბაზარზეც არის ლულების შეცვლის მოთხოვნა და დღევნადელ სნაპერებს ზოგ შემთხხვევაში ისეთი მანძილებიდან უწევთ მუშაობა რომ მერწმუნე, ლულის შეცლის ფუფუნებაც აქვთ და ბევრი სხვა რამისაც
giga2010
okela84
სად შეცვალა? იგივე ლულას აყენებს. არც სავაზნე მჭიდი შეუცვლია.
ოკელ, გამორიცხულია, რომ თუნდაც შეეცვალა და ისევე იქ მოახვედროს.
okela84
giga2010
უი მართალი ხარ. ისე ეგ ჩემთვისაც პარადოქსი იყო biggrin.gif ყველა კალიბრს თავის ტრაექტორია აქვს.

უცებ ვიფიქრე ისეთი მანძილი იპოვეს სადაც 2 კალიბრის ტრაექტორია იკვეთებათქო და მაგ მანძილზე ისროლეს. ნუ მაინც მაგარ სიზუსტეზე მეტყველებს მაგ მანძილზე ლულის მოხსნა დაყენებით მასეთი სიზუსტის შენარჩუნება.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2026 Invision Power Services, Inc.