დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ღამის მიზანი
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127, 128, 129, 130, 131, 132, 133, 134, 135, 136, 137, 138, 139, 140, 141, 142, 143, 144, 145, 146, 147, 148, 149, 150, 151, 152, 153, 154, 155, 156, 157, 158, 159, 160, 161, 162, 163, 164, 165, 166, 167, 168, 169, 170, 171, 172, 173, 174, 175, 176, 177, 178, 179, 180, 181, 182, 183, 184, 185, 186
ხ.მ.ე.ლ.ო
geojorjika
შენ ყიდულობ ხოლმე ასეთ რაღაცეებს და ხომ არ გნდა ამ იარაღის ყიდვა? თვალი მოვკარი მაიმარკეტზე სპორტულ ფიშტოს, თან მართლა კარგ მდგომარეობაში უჩანს კონდახი და დანარჩენი არ ვიცი smile.gif
geojorjika
ხ.მ.ე.ლ.ო
მაგ ტიპს ვიცნობ , მაგრამ მაგას თუ ყიდდა არ ვიცოდი smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(geojorjika @ Mar 14 2015, 08:36 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
მაგ ტიპს ვიცნობ , მაგრამ მაგას თუ ყიდდა არ ვიცოდი smile.gif

ჰო რა ვიცი მაინც შეგატყობინე, თუ მოგესურვებოდა ყიდვა სხვას რომ არ დაესწრო smile.gif
mister_io
biggrin.gif biggrin.gif აუ ეს რა ანახეთ ეხლა geojorjika-ს ღამე რაღა დააძინებს აწი სანამ არიყიდის smile.gif
gela
მგონი ეს ამბავი ყველას გვეხება და რეა ვიცი რეაა ვიცი, და არა მარტო პნევმო მოყვარულების ინწირესში უნდა იყოს აი ამბავი და, თქვენი აზრიც მაინტერესებს მეგობრებო, მე ქე მუაწერე პეტიციას მაჯა და smile.gif
SCORPIONS
gela ჩემი ხმაც ჩვენ!!! რავი,თუ ამ ხელმოწერებზეა მარტო დამოკიდებული..მეეჭვება smile.gif wink.gif
ja_ja
დიდი სიამოვნებით მეც დავტოვე ჩემი კვალი მანდანე, იმედია რაიმე გამოვა მაგ საქმიდან თუმცა მანდ მოყვანილი არგუმენტები ძალიან სუსტია და სავარაუდოდ შეგროვებული ხმები მხოლოდ განხილვის ინიცირებას გამოიწვევს დადებითიდ ა სასურველი შედეგების მიღების გარეშე, ანუ მთავრობა იტყვის:

- განვიხილეთ, არ მიგვაჩნია არგუმენტირებულად, საჭიროა მეტად საფუძვლიანი შესწავლა და ამის გამო ცვლილება შეტანილი არ იქნება... ანუ სტანდარტული ბიუროკრატიზმი.

მარა ჯანდაბას იყოს ეგრე, ჩემგან რა მიდის და ეგებ და გამოვიდეს რაიმე ხეირიანი
gela
რეა ვიცი რეა ვიცი ჩემო ჯაჯიკო, იქნებ თხა იყოს კვერცხი დადოსო თუ როგორც არის : )))
SCORPIONS
gela
ციტატა(gela @ 23rd March 2015 - 09:19 PM) *
იქნებ თხა იყოს
ტყუპი მაიგოს.. smile.gif wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gela
SCORPIONS

ვიცი კაცოუუ, იუმორში გავატარე რაღა : ))))
geojorjika
მავაწერე ხელი
pilotina
მივაწერე მეც...
Multi-Tool
ჩავაავტოგრაფე
maqsimusa
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...03-2015%2011:16
ეს გვინდოდა კიდევ? 14.gif sad.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(maqsimusa @ Mar 31 2015, 12:08 PM) *
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=im...03-2015%2011:16
ეს გვინდოდა კიდევ? 14.gif sad.gif

თფუუუი, გადატენილს ატარებდა :@ მართლა ეგღა უნდოდა პნევმო სამყაროს smile.gif
koknar
ხო მაგარი კუკობაა, თან ყველა სიახლეებში გავიდა მგონი, კაროჩე ქვა აღმართში !
cz80
ხოხ, კიდევ ერთი საპანიკო მიზეზი მიეცათ ამ "მეკანონეებს"..
ამ ხალხმა კიდე რით ვერ ისწავლა იარაღთან მოპყრობა რა ბლიაძ..
ja_ja
მდააა...... რა უნდა ვთქვა აღარ ვიცი.... სავსეა ქვეყანა უმეცრებით.... საინტერესოა ცეცხლსასროლი რომ ჰქონოდა იმასაც დატენილს ატარებდა? აი რა ყრუმუნჯი ხალხია ბლიაძ რა ტავის საქმეს იფუჭებს ჯანდაბას, მაგრამ მთელს ერს უფუჭებს და იმაზე ვინ ფიქრობს ბლიაძ!!!!
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Mar 31 2015, 03:16 PM) *
მდააა...... რა უნდა ვთქვა აღარ ვიცი.... სავსეა ქვეყანა უმეცრებით.... საინტერესოა ცეცხლსასროლი რომ ჰქონოდა იმასაც დატენილს ატარებდა? აი რა ყრუმუნჯი ხალხია ბლიაძ რა ტავის საქმეს იფუჭებს ჯანდაბას, მაგრამ მთელს ერს უფუჭებს და იმაზე ვინ ფიქრობს ბლიაძ!!!!

საიდან ეცოდინება ერს უფუჭებს საქმეს თუ მხოლოდ თავის შვილს? არც ის ეცოდინება პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით რა ამბებიც არის ატეხილი. აგე შემოვიდა ნიტრო ზამბარიანი თოფები, გაიგო ეხლა მაგ ვიღაცამ რო გადატენილ მდგომარეობაში არ ჯდება და ჰა... კი ატარებდა გადატენილს... ეჰ...
SCORPIONS
პნევმოსთან ამ ამბავს,არაფერი შეხება არ აქვს რა.ცეცხლსასროლებითაც ხდება უბედური შემთხვევა,მაგრამ რა??? მოკლედ,არ ღირს დაჟე საკომენტაროდ რა.... ცხენიდან რო ჩამოვვარდე და ჩანგალს დავერჭო,ვილკას,რაა ვილკებს აკრძალავენ,თუ რააა???
gela
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 31st March 2015 - 03:40 PM) *
ცხენიდან რო ჩამოვვარდე და ჩანგალს დავერჭო,ვილკას,რაა ვილკებს აკრძალავენ,თუ რააა???


არც მასე მარტივადაა საქმე, აი რამდენიმე წლის წინ სკოლის მოსწავლემ თავს თანაკლასელს პნევმატური პისტოლეტიდან ესროლა და მის მერე მთელი 4 თუ 5 წელი პნევმატური იარაღის შემოტანა აკრძალეს, მოდი და ნუ იტყვი რომ კავშირში არაა sad.gif
cz80
ციტატა(SCORPIONS @ 31st March 2015 - 03:40 PM) *
ცხენიდან რო ჩამოვვარდე და ჩანგალს დავერჭო,ვილკას,რაა ვილკებს აკრძალავენ,თუ რააა???

ვაბშეტა კანონს თუ დავუჯერებთ ეგეც აკრძალულია, ნუ, ტარებაა აკრძალული, ცივ იარაღში გადის biggrin.gif
მჩხვლეტავიცაა ბასრიც და მჭრელიც biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
gela
ზუსტად მაგ ერთეული სირანკოების გამოა რომ საერთო საქმე ფუჭდება, ერთმა ჭუჭყიანმა ღორმა ასე ღორი გასვარაო ხომ გაგიგია? ახლა ღორებს კი არ ვუწოდებ ჩვენს თავს, მაგრამ ანდაზა მოვიყვანე რა მაგალითად. ზუსტად მაგ ერთეულების გამო აკრძალეს ქუჩაში ლუდის დალევა, განა იმიტომ რომ მე ან შენ ლუდის დალევით რამეს ვაშავებდით, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დალევდნენ ქუჩაში ლუდს, მიაყოლებდნენ არაყს, დათვრებოდნენ და მერე ერთმანეთზე დაკადაკა ქონდათ გაჩაღებული ყაყანებდნენ იგინებოდნენ და ათას სისაძაგლეს ჩაადიოდნენ, ნაგავს ხომ ნაგვად ტოვებდნენ, პლასმასის ბოთლების და ჭიქების სახით. ახლა კანონი შემოაქვთ რომ საღამოს ათი საათის მერე ხმამაღალი საუბარი იკრძალება, და რატომ? იმიტომ კი არა რომ ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს? მაგრამ თითქმის ყოველ ღამით ჩემი კორპუსის წინ მაგიდაზე ათასი პასტარონი სასტავი ჯდება და ყაყანებენ იმხელა ხმაზე რომ, არც ადარდებთ ხალხს ძინავს თუ ღვიძავს, რამოდენიმეჯერ გადავძახე და გავაჩუმე, კიდევ კაი შეიგნეს და გაეცალნენ, ხომ შეიძლებოდა ვინმე იმათზე უფრო შუუგნებელი ყოფილიყო და, რამე ზედმეტი რომ ეთქვა თავყბა უნდა გამეხია, და ხომ ხდება ასეთებიც? ხოდა მაგ ერთეული სირიკოების გამო იღებენ მაგ კანონებსაც, მოკლედ ეს ერთეული გრუზინული შეგნების ხალხი სადამდეც იქნება საზოგადოებაში, მაგათ გამო აბსოლუტურად ყველას უწევს ოროსანი ბავშვივით კუთხეში დაყენება, კიდევ დაგისახელებთ სხვა მაგალითებსაც, რის გამოც ერთეული ბრტყელტვინიანი როჟების გამო მასიურად ხალხი დასჯილა, ნაგავი რომ მანქანიდან გარეთ არ უნდა გადააგდონ და ურნაში უნდა ჩააგდონ კანონით უნდა ასწავლო ხალხს? მაგრამ ხომ დაინახე ჭირდებათ ეგეც. და კიდევ ცოტა ხანში თუ შემოიღებენ კანონს რომ უნიტაზის დასაჯდომ რგოლზე დაფსმა არ შეიძლება ეგეც არ გამიკვირდება, ჩარეცხვაზე აღარაფერს ვამბობ, ჩემს სამსახურში ზოგი ისეთი ქაჯი მუშაობს, ტუალეტში რა დანიშნულება აქვს უნიტაზს ეჭვი მეპარება რომ იცოდნენ,
SCORPIONS
ან რო მიედმოედებიან,სადა ნახეს რო პნევმატური იყო? მე,არ მიყურებია,გაკვრით ვნახე რა. მოკლედ,ესეა თუ ისეა,პანიკას თუ არ ავყვებით,ყველაფერი რიგზეა. რაც სასმელს შეეხება,არ ვსვავ და არც სხვას ვურჩევ,რო ქუჩაში დალიოს.განა არ დამილევია? ოოოოოხ,მე რო ვსვამდიიიიი.....ტანკის ლულასავით გავიშვერდი ხოლმე ბოთლს პირიდან და ვახრიალებდი.შეფუთე და სვი რამდენიც გინდა,სოჭში,ლუდს,რომ ვყიდულობდი ხოლმე,გამყიდველი,თვითონვე ისე ფუთავდა,რომ არ გამოჩენილიყო,თუ რას ვახრიალებდი.
ikaaa
რა განერვიულებთ?

რაც ეხლა ხდება საქართველოში პნევმატიკასთან მიმართებაში, მასეთი რამე ისტორიას არ ახსოვს და ამაზე უარესი რაღა უნდა ქნან?

ეგეთი უბედური შემთხვევები კი ყოველთვის იყო და იქნება იმიტომ, რომ დაუდევარი ხალხი, ყველგან და ყოველთვისაა.
gregory
შეიძლება სასიკეთოც კი ოყოს. იტყვის უფროსობა რატომ არ ქონდა დარეგისტრირებულიო და დაიწყებენ რეგისტრაციას smile.gif

gela
ლუდის სმაზე, ხმაურზე და ნაგავზე მიღებულ კანონებზე რა მოგახსენო, მაგრამ ეს მაგარია:
ცხოველის მფლობელი ვალდებული იქნება, იმის მიხედვით, თუ რა ცხოველი ჰყავს სახლში, საცხოვრებელი სახლის კარზე სპეციალური ნიშანი დაამაგროს.
ვინღა მოვა ჩემთან რაიმის საყიდლად კარზე რომ "ბასკერვილების ძაღლის" ფოტო დახვდება?! biggrin.gif biggrin.gif

ესეც კიდევ ერთი შედევრი კანონმდებლობის:
ღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, განისაზღვრა წესიც, თუ რა ფორმით იკრძალება ცხოველის მოკვლა. დოკუმენტის მიხედვით, დაუშვებელია ცხოველის მოკვლა დახრჩობით, გაგუდვით, მოწამვლით, ელექტრომუხტის გამოყენებით, მექანიკური დაძინებით, იძულებითი შიმშილითა და წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით. დოკუმენტში არ არის საუბარი იმაზე, რომ იკრძალება ცხოველის მოკვლა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით.
pilotina
ციტატა(ikaaa @ 31st March 2015 - 07:21 PM) *
ეგეთი უბედური შემთხვევები კი ყოველთვის იყო და იქნება იმიტომ, რომ დაუდევარი ხალხი, ყველგან და ყოველთვისაა.


+1000
ნებისმიერი იარაღი, გინდა პნევმატიკა, გინდა ცეცხლსასროლი თავისთავად არც ცუდია და არც კარგი. ეს მხოლოდ კინოშია, რო თუ იარაღი კედელზე ჰკიდია, ფილმის ბოლოს აუცილებლად გაისვრის.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ხელშია იარაღი: წინდახედული, ფრთხილი და მოაზროვნე ადამიანის, თუ ჭუჭუზემკიდია დაუნის.
სახელმწიფოს მოვალეობაც ეგაა, რომ ასეთი დაუნების ხელში არ მოხვდეს იარაღი. აიღონ მაგალითი იგივე ამერიკიზგან ან ევროპისგან, სადაც ლიცენზია რომ მიიღო იარაღზე, ჯერ სპეციალური კურსები უნდა გაიარო გამოცდილი ინსტრუქტორების დახმარებით.
უბედური შემთხვევა კი თავისთავად არ ხდება, აქ რაღაც დაგავიწყდა, იქ რაღაც ვერ ან არ გაითვალისწინე და მიიღე ის რაც მიიღე...
აბა ეგრე რაც ავტოავარიებში ადამიანები იღუპებიან ყოველ დღე მთელს მსოფლიოში, არც ერთ საბრძოლო მოქმედებებში არ დაღუპულა და რა ვქნათ, ავკრძალოთ მანქანები? წარმოიდგინეთ რამდენ ადამიანს შეუნარჩუნდებოდა სიცოცხლე... აბსურდია? კი აბსურდია...
ხოდა იგივე აბსურდია პრიმიტიული აკრძალვის დაწესება იგივე იარაღზე... კი არ უნდა აკრძალო, არამედ ისეთი კანონი შეიმუშავო, რომ უვიცის და დაუნის ხელში არ მოხვდეს იარაღი.
cz80
ციტატა(pilotina @ 31st March 2015 - 08:10 PM) *
არამედ ისეთი კანონი შეიმუშავო, რომ უვიცის და დაუნის ხელში არ მოხვდეს იარაღი

ცოტა ძნელია ჩვენთან მსგავსი კანონის შემუშავება.. ხალხის თვითშეგნება თუ არ ჩამოყალიბდა, ვერანაირი კანონი ვერ უშველის ამას smile.gif
და კიდევ.. ვინ შეიმუსავებს ამ კანონს,ეგეც საკითხავია, "ჭუჭუზემკიდია დაუნი" იქაც გამოერევა ხოლმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
SCORPIONS
pilotina + უამრავი! მეც მაგას არ ვამბობ კაცოო? უბედური შემთხვევები,იყო,არის და იქნება..პნევმატიკა,ზდეს ნე პრეჩიომ რა! + უბედურებას,ბედნიერება მოსდევსო და ვნახოთ... wink.gif
Der Rote Baron
gregory
რომელ კანონში წერია ეგენი დამილინკე აბა
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(SCORPIONS @ Mar 31 2015, 03:40 PM) *
პნევმოსთან ამ ამბავს,არაფერი შეხება არ აქვს რა.ცეცხლსასროლებითაც ხდება უბედური შემთხვევა,მაგრამ რა??? მოკლედ,არ ღირს დაჟე საკომენტაროდ რა.... ცხენიდან რო ჩამოვვარდე და ჩანგალს დავერჭო,ვილკას,რაა ვილკებს აკრძალავენ,თუ რააა???

შეხება არ აქვსსსს? შენ იცი რატომ ატყდა პნევმოსთან დაკავსირებული გადაფორმებების და ტარებების ამბები? რატო და ზუსტად მსგავსი შემთხვევის გამო, არ აქვს კი არა და ზუსტად მასეთი შემთხვევების დამსახურებაა ეს გადაფორმებების ამბები smile.gif
koknar
ხ.მ.ე.ლ.ო
პრობლემა ისაა რომ ცეცხლსასროლივით ვერ აფორმებენ, ადეაში ნახევრად სათამაშო იარაღია ზოგი მთლა სათამაშოა და ესე ვერ გაატარებ ზღვაარს რომ ყველა გაფორმდეს. პლიუს ნომერი ყველას არა აქ. ტყვიას ანაბეჭდით ვერ აიდენტიფიცირებენ.
ერთი ვარიანტი იყო ნომერი დაარტყან თვითონ და გაგიფორმონ, მაგრამ ვინ დაარტყმევინებს ჩაქუჩით ლულაზე ნომერს. და არი ასე ჰაერში გამოკიდებული ეგ ამბავი
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(koknar @ Apr 1 2015, 05:50 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
პრობლემა ისაა რომ ცეცხლსასროლივით ვერ აფორმებენ, ადეაში ნახევრად სათამაშო იარაღია ზოგი მთლა სათამაშოა და ესე ვერ გაატარებ ზღვაარს რომ ყველა გაფორმდეს. პლიუს ნომერი ყველას არა აქ. ტყვიას ანაბეჭდით ვერ აიდენტიფიცირებენ.
ერთი ვარიანტი იყო ნომერი დაარტყან თვითონ და გაგიფორმონ, მაგრამ ვინ დაარტყმევინებს ჩაქუჩით ლულაზე ნომერს. და არი ასე ჰაერში გამოკიდებული ეგ ამბავი

მე თუ მკითხავ, ძაან კარგადაც და მარტივადაც შეუზლიათ მაგ საკითხის გადაწყვეტა, უბრალოდ თავს არ იწუხებენ და მაგრად "ჰკიდიათ". ვერც იმას მოიმიზეზებენ რეალურად რომ ვითომ და სხვა ბევრად მნიშვნელოვანი საქმით არიან დაკავებულები, ესენი არიან მართლა უნიათოები და თავს ვერ აბამენ ვერაფერს, ხან იქ მოედებიან ხან აქ, ბოლოში კიდე გამოდის ვინეგრეტი smile.gif
SCORPIONS
ისეთი ვიდეოა ეს,რომ არ ვიცოდი,სად დამედო..ხოდა იდოს აქ,თუ წინააღმდეგი,არავინ იქნება..თან მძიმე თემაა მაღლა და ცოტა გაანეიტრალებს დაძაბულობას smile.gif wink.gif

SCORPIONS
ვერ ვხვდები,რას ატყლაშუნებს ეს მამაძაღლი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ja_ja
SCORPIONS
კაიფობ თუ სერიოზულად კითხულობ??
SCORPIONS
ja_ja არა,არა..მართლა ვერ ვხვდები,რა გატყრობის ხმა არის..ტოლი,დიზელ,ტოლი ნე ზნაიუ. თან,ცეცხლებსაც ყრის,თუ არ მომეჩვენა smile.gif
ja_ja
აი მომკალი და არ მესმის რა ჭირად გჭირდება ეგრე ზუსტად რომ იცოდე ეს დაჯღვარკული რუსი ბახალა რაფერ გამოაცემინებს თოფს მაგისთანა ხმას smile.gif აი ვთვქატ გაიგე მერე??? smile.gif

მინიმუმ 2 ვარიანტია:

1) რადგან ვიდეო მაინც ნამპნტაჟებია და მუსიკაც დადებულია რა პრობლემაა გასროლის ხმაც დაადო?

2) შეკაცო შეხედე გადაჭრილი ლულიანი თოფიდან ისვრის ეს ბახალა და იმდენ ბოლს აყენებს გასროლისას რომ ძველ რუსულ ბერდანკას არ დაესიზმრება smile.gif იასნია რომ გაქანებული დიზელი აქვს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
SCORPIONS
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 8th April 2015 - 04:05 PM) *
დაჯღვარკული
მასეთი სიტყვა,ჯერ არ მსმენია wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
SCORPIONS
იმიტომ რომ ზესტაფონში არ ხარ ნამყოფი biggrin.gif
SCORPIONS
geojorjika გავლით ვარ ნამყოფი და ეტყობა ვერ მოვკარი ყური მარშრუტკიდან biggrin.gif . კადეტთა კორპუსი ზავოდში რომაა, ქუთაისში,მაგაზე,მეც მაქვს აგური დადებული.ვოტ!
Multi-Tool


ეჰ, მომენატრა ჩემი იმერეთი, მალე გავიგონებ
მგნაირ ჩაკვარახჭინებულ ლაპარაკს biggrin.gif
Der Rote Baron
ხალხნო და ჯამაათნო, რას მირჩევთ ეს რითი დავამაგრო ლულაზე?
ორმაგი სკოჩი არ მაწყობს (სქელია და სიმაღლეს მისცემს) და რამე კაი წებო ხომ არ იცით შესაბამისი? (პლასტმასს + რკინა)
pilotina
Der Rote Baron
ციტატა(George @ 14th April 2015 - 09:39 PM) *
ხალხნო და ჯამაათნო, რას მირჩევთ ეს რითი დავამაგრო ლულაზე?


სილიკონის გერმეტიკით, ელიავაზე ვედრო ათი შაურია...
ja_ja
Der Rote Baron
შეიძლება კიდევ 3M-ის ორმაგი სკოჩით, მანქანებისთვის რომელიცაა... თხელია და სასიკვდილო ხვატკა აქვს, მაგით მაგრდება მანქანებზე უმეტესი მონიკელებული დეკორატიული ელემენტები, იგივე ბაგაჟნიკზე სიმბოლოები და წარწერები... რომ გინდოდეს ვერ მოაძრობ smile.gif... წერეთელზეა 3M-ის მაღაზია და მგონი კაკრაზ ეგეთიც ჰქონდათ
nihontoman
Der Rote Baron
მე მაქვს ორმაგი სკოჩი მობილურებისათვის რომაა, 0.2 მმ-ა სიმაღლეში და სიგანეში 2მმ. მაგით უკვე სამი ეკრანი დავაწებე და სიმაღლე კი არა იდეალური რამეა. 3M-ის არის სხვათაშორის. ხოდა რავი მოდი და მოგცემ ცოტას :D პროსტო ხვიაა და ჯობია რომ მოხვალ ადგილზე დაა%E
SCORPIONS
Der Rote Baron ჯიგარო,შენ,ჩემი აზრით,გინდა წებო,რომელიც მოგცემს მუშაობის საშუალებას და არა ეგრევე შეჭიდებას.ანუ, ორმაგი სკოჩით,რომ ნახევარი მილიმეტრით გვერდზე მოგივიდეს,ხო ასაძრობი გექნება?გექნება. მოკლედ,გამოსავალი,წებოა.
წებოს შოვნა კი,რა პრობლემაა?ინსტ.წაიკითხა,იყიდა.. smile.gif
SCORPIONS
გამარჯობათ! დღეს,ბოსტანში ყოფნისას,ვნახე ჩემი აზრით,არც თუ ისე იშვიათი,მაგრამ ძნელად სანახავი ცხოველუკები..
სამწუხაროდ,გრიზლი,უკვე აღარ სუნთქავდა.ხტუნია ბაყაყუნია კი ოხრახუშის ბუჩქიდან გამომიხტა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თქვენს წინაშეა,მომღერალი გრიზლი და ხტუნია ბაყაყუნია.







iorama
ტარხუნა უნდა მაგას და ბლომად ქინძი biggrin.gif biggrin.gif
Der Rote Baron
მადლობა გამოხმაურებისთვის.
როგორ აღმოჩნდა საერთოდ არ საჭიროებს წებოს და ა.შ ეგრევე დაჯდა იდეალურად გაქვავებული biggrin.gif
თუმცა მაინც არ გამოვიდა ის რაც მე მინდოდა მარა არაუშავს ნელნელა მივა იმ კონდიციამდე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.