დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman Nitro Venom
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
gela
r-O-m-A
გამოს არანაირად არ გირჩევ, არც მე და არც ჩვენი რომელიმე ფორუმელი,

პირველი დაითრიე,
უკეთესი ოპტიკა მოყვება და ინტეგრირებული შრაუდერითაა და იმათთან შედარების საკმაოდ ჩუმია, ბოლო ორი აბოსოლუტურად ერთი და იგივე პიარაღია, ირველს მიაწექო დროებით არის ის პირველი გაიაფებული და შეიძლება ავარდეს ისევ მაგისი ფასი,
EnDeL
r-O-m-A

აიღე რაც გელამ გირჩია სანამ ფასდაკლებაა კარგ ფასად იყიდება ეხლა
რომ მოიმატოს ფასმა 200$ მდე მაინც ავა და განბაჟება მოგიწევს
r-O-m-A
gela
EnDeL
მადლობა. მეც ეგ მესიმპატიუება smile.gif ხვალ გავივლი ბარამში და ვნახოთ რას მეტყვიან smile.gif
r-O-m-A
https://www.amazon.com/gp/css/summary/print...320326-5693008#

ვეღარ გავიგე ვიყიდე თუ ვერა sad.gif

თანხა არ ჩამომაჭრა მარა მგონი ვიყიდე sad.gif შეხედეთ რა
r-O-m-A
ვახ სურათსაც ვერ ვუღებ ეკრანს რო დავდო, გავიჩედე უშნოდ biggrin.gif
r-O-m-A




EnDeL
იყიდე აბა რა ქენი biggrin.gif რომ ჩამოვა მერე მოგილოცავ wink.gif

თანხას ჩამოგაჭრიან preparing for shipment რომ დაეწერება მაშინ... ჯერ Not yet shipped არის... პრაიმიც ჩაგირთავს - 2 დღიანი უფასო შიპინგი გაქვს, მაგრამ არ დაგავიწყდეს 1 თვეში გამორთვა თორე შენი ამექსი დაიჩარჯება 80 დოლარით...

p.s პირადი ინფო რომ დაგემალა ურიგო არ იქნებოდა
ja_ja
ვსიო ცინცინატში მაგ მისამართზე ვუშვებ 1 კონტეინერ მეორად პრეზერვატივებს და დახვდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პირად ინფოს რატომ დებ ეგრე ღიად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
r-O-m-A
რა პირად ინფოს ვდებ ღიად biggrin.gif ეხლავე გავაქრობ მაგ სურათებს :P
EnDeL
ციტატა(ja_ja @ 27th December 2013 - 06:09 PM) *
ვსიო ცინცინატში მაგ მისამართზე ვუშვებ 1 კონტეინერ მეორად პრეზერვატივებს და დახვდი


ციტატა(romamanjavidze @ 27th December 2013 - 08:47 PM) *
ეხლავე გავაქრობ მაგ სურათებს :P


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Shalva32
მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, ამ იარაღზე ოპტიკა ზერო პოინტზე რამდენ მეტრზე გაასწორეთ. დავუშვად 30 მერზე, მაშინ 60 მეტრზე სროლის დროს მიზანი ალბათ რამოდენიმე წერტილით ზევით უნდა დავიჭირო ხო? ნუ მაინტერესებს როგორ გავასწორო სამიზნე და როგორ ვისროლო, რომ მიზანს 30, 60, 80 მეტრში გავარტყა. საუბარია ბეღურის ხელა სამიზნეზე. ეს ჩემი პირველი იარაღია, ასე რომ გამოცდილება 0 მაქვს ამ საკითხში და თქვენ თუ გამიზიარებთ თქვენსას გამიხარდება. თუ მსგავსი თემა გახსნილია დამილინკეთ, იმიტომ რომ მე ვერ ვიპოვე smile.gif
gela
Shalva32
ციტატა(Shalva32 @ 3rd January 2014 - 12:27 AM) *
ნუ მაინტერესებს როგორ გავასწორო სამიზნე და როგორ ვისროლო, რომ მიზანს 30, 60, 80 მეტრში გავარტყა. საუბარია ბეღურის ხელა სამიზნეზე

უხ შენ გენაცვალე რა, როგორ იმედი ჩამისახე გულში smile.gif ზდპ-თი კი არა პეცეპეშნიკებს არ აქვთ სტაბილურად 80 მეტრზე ბეღურაზე გარტყმის ამბიცია და შენ გინდა ჰონდა ფიტით ფორმულა 1 მოიგო?
sekurifa
ციტატა(Shalva32 @ 2nd January 2014 - 11:27 PM) *
მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, ამ იარაღზე

თოფი ახალი ნაყიდი გაქვს? ლულა ხომარ ყანყალებს ცოტათი ზემოთ-ქვემოთ ან მარჯვნივ-მარცხნივ? კარგად დააკვირდი. ამას იმიტომ გეკითხები რომ თუ ოდნავი ლუფტი მაიც აქვს ლულას დაივიწყე ოპტიკის გასწორება ზედ.

ამას იმიტომ გეუბნები რომ ბევრმა არ იცის რომ შეიძლება მის თოფს დეფექტი ქონდეს. აქედან გამომდინარე ის ვერასდროს გაასწორებს მასზე ოპტიკას და სულ კითხვები ექნება ბლომად პასუხს კი ვერ მიიღებს.

დარწმუნდი თოფის ტექნიკურ მხარეში ბოლომდე და მერე უკვე ოპტიკასაც მიხედავ.
foxi
თოფს გაასწორებ 20 25 ნაბიჯზე. ან მეტრზე. გააჩნია როგორ გადაზომავ. ყოველი შემდგომი სამიზნე უნდა დაალაგო მასეთივე დაშორებით ერთმანეთისგან. ასეთი თან მიმდევრობის დაცვით. 25-50-75-100. ესვრი პირველ გასწირებულ სამიზნეს.(25.) მერე მეორეს(50.)
ბოლობდე ყველა სამიზნეს.აუცილებელი პირობაა ესროლო ყველა სამიზნეს ოპტიკის ჯვარით! ის წერტილები რომელზეც შენ წერდი,ოპტიკის მილდოტებია. თუკი პირველ სამიზნეს ზუსტად მოარტყავ, სხვა სამიზნეებს ჯვარის ქვემოთ მოხვდება, მანძილის ზრდასთან ერთად. იმ წერტილებს რომლებიც იპტიკურ სამიზნეს ააქვს მილ დოტი ქვია. ანუ, თუ პირველ (25) სამიზნეს ჯვარით დამიზნებით მოარტყავ,მეორეს (50), მოხვდება რამოდენიმე მილ დოტით ქვემოთ.

თუ სამიზნის მანძილი ზუსტად იცი და თოფიც ასეთი მეთოდით გაქვს გასწორებული,გეცოდინება რა მანძილზე რომელი მილ დოტით ესროლო. ეს ყველაზე მარტივი და სასარგებლო მეთოდია. უფრო რთულ და სკურპულოზურ გასწორების მეთოდებზე ჩვენი ექსპერტები
დაწერენ თუ არ დაიზარეს.
Shalva32
gela
QUOTE (gela @ 3rd January 2014 - 01:09 AM) *
ზდპ-თი კი არა პეცეპეშნიკებს არ აქვთ სტაბილურად 80 მეტრზე ბეღურაზე გარტყმის ამბიცია და შენ გინდა ჰონდა ფიტით ფორმულა 1 მოიგო?


შენ არ იყავი 80 მეტრში ბოთლებს რომ ხვრეტავდი? ბოთლი მთლად ბეღურის ხელა არაა, მაგრამ მაინც კაი შედეგი იყო. შენი შემყურე მე მომეცა იმედი და მაგიტომ დავწერე smile.gif


sekurifa
QUOTE (sekurifa @ 3rd January 2014 - 01:47 AM) *
ულა ხომარ ყანყალებს ცოტათი ზემოთ-ქვემოთ ან მარჯვნივ-მარცხნივ

არაა. არ ყანყალებს საერთოდ. კიდევ როგორ შეიძლება გავიგო ბრაკია თუ არა?

foxi
გაიხარე, დიდი მადლობა. ძალიან კარგი მეთოდია
gela
Shalva32

ციტატა(Shalva32 @ 3rd January 2014 - 12:56 PM) *
შენ არ იყავი 80 მეტრში ბოთლებს რომ ხვრეტავდი?

შალვა ბოთლი დიდია მეგობარო და 80 მეტრში მაგიტომაც ვარტყამდი. აი ბეღურას კი მაგ ოპტიკით ნამდვილად ვერ გავარტყამ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ 80 მეტრზე შენი ოპტიკით ბეღურა იმდენად პატარა გამოჩნდება , ,, საერთოდ თუ გამოჩნდება და ოპტიკის ჯვარი არ დაფარავს'' რომ გარტყმის შანსი ძალიან ცოტაა, აი ძალიან ცოტა : ))
r-O-m-A
ციტატა(gela @ Jan 3 2014, 02:38 PM) *
Shalva32


შალვა ბოთლი დიდია მეგობარო და 80 მეტრში მაგიტომაც ვარტყამდი. აი ბეღურას კი მაგ ოპტიკით ნამდვილად ვერ გავარტყამ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ 80 მეტრზე შენი ოპტიკით ბეღურა იმდენად პატარა გამოჩნდება , ,, საერთოდ თუ გამოჩნდება და ოპტიკის ჯვარი არ დაფარავს'' რომ გარტყმის შანსი ძალიან ცოტაა, აი ძალიან ცოტა : ))

+1
ბეღურა ძაან პატარაა, თან ნახევარი ბუმბულია biggrin.gif მაგაზე ტყვია არასდროს დამიხარჯავს პცპ როცა მქონდა smile.gif
Shalva32
gela
QUOTE (gela @ 3rd January 2014 - 02:38 PM) *
შალვა ბოთლი დიდია მეგობარო და 80 მეტრში მაგიტომაც ვარტყამდი. აი ბეღურას კი მაგ ოპტიკით ნამდვილად ვერ გავარტყამ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ 80 მეტრზე შენი ოპტიკით ბეღურა იმდენად პატარა გამოჩნდება , ,, საერთოდ თუ გამოჩნდება და ოპტიკის ჯვარი არ დაფარავს'' რომ გარტყმის შანსი ძალიან ცოტაა, აი ძალიან ცოტა : ))


კი გეთანხმები ბეღურა ძაან მოვინდომე smile.gif), მაგრამ ბოთლის ტოლი სამიზნეც მშვენიერი შედეგია. შენ როგორ გაასწორე ოპტიკა, როგორც "foxi" - მ მითხრა?
ilo
ციტატა(Shalva32 @ 3rd January 2014 - 03:17 PM) *
ბოთლის ტოლი სამიზნეც მშვენიერი შედეგია.


ბოთლის ხელა სამიზნეს კი გაარტყავ,
ფოქსიმ როგორც გითხრა ჯვარი გაასწორე 25 მეტრზე, მერე დააყენე სამიზნეები სხვადასხვა მანძილებზე გაისროლე და ნახე რომელ მმილდოტში ხვდება, და დაიმახსოვრე. მეტრების მიხედვით მილდოტები.
მერე როცა რაიმეზე სროლა გინდა გათვალე რამდენ მეტრშია და რომელ მილდოტით უნდა ესროლე გაიხსენე ეგაა და ეგა, ბევრი ფილოსოფია არ ჭირდება. biggrin.gif
gela
Shalva32
ციტატა(Shalva32 @ 3rd January 2014 - 03:17 PM) *
. შენ როგორ გაასწორე ოპტიკა, როგორც "foxi" - მ მითხრა?


ფოქსიმ როგორც გითხრა მაგ მეთოდით გაასწორე და დაამუღამებ : )
Shalva32
ilo
gela

გაიხარეთ. ვცდი და ერთ კვირაში სანადიროდაც გავალ smile.gif
r-O-m-A
ეუ ჩემი ფიშტო გამაგებინა სად დოზანაშია და თუ ჩამოვა საერთოდ. ოპტიკას კი დავღეჭავ მერე biggrin.gif


მიდის პატიოსნად ამანათი და არავინ იღებს. დაწყვეტას მაქ ნერვები :@
Rebellion
2 კითხვა მაქვს:

1) ამ მოდელის (ნიტრო ვენომი) სტანდარტულ ოპტიკაზე (რაც მოყვება) სულ უკანა სატრიალებელი რომაა + 0 - რომ აწერია ეგ რისთვისაა?
2) ლულის საწმენდი ტყვიები გამოვწერე და ინსტრუქციაში წერია არ გაისროლოთ, შონპოლით ძალიან ფრთხილად გაატარეთ ლულაშიო. არადა ჯაჯას ეწერა მგონი სადღაც რომ ვისვრიო მაგეებს ჩვეულებრივო. ხოდა რომ გავისროლო დგუშში ხო მარ გაჭედავს ან მექანიზმს ხომ არ დააზიანებს?
ja_ja
Rebellion
ზ.დ.პ-სთვის ჯობია არ გაისროლო, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი წყარო მაინც წერს რომ გაისროლეთო, ხოლო PCP-ს პრობლემა არ აქვს გასროლაზე. მანდ კაკრაზ რომ ვერ გაატარებ შომპოლით.
Shalva32
QUOTE (Rebellion @ 4th January 2014 - 04:57 PM) *
1) ამ მოდელის (ნიტრო ვენომი) სტანდარტულ ოპტიკაზე (რაც მოყვება) სულ უკანა სატრიალებელი რომაა + 0 - რომ აწერია ეგ რისთვისაა?


ფოკუსს ასწორებს. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თუ + სკენ გადაწევ, ეგ იგივეა რომ ახლომხედველმა ადამიანმა სათვალე გაიკეთოს, რომ შორს კარგად დაინახოს. თუ მინუსისკენ გადაწევ მაშინ პირიქით, შორსმხედველმა რომ ახლოს კარგად დაინახოს.

მე მაგალითად - მაქვს, ანუ შორს ვერ ვხედავ კარგად სათვალის გარეშე, მაგრამ ოპტიკას რომ გადავწევ + ისკენ ყველაფერი საკაიფოდ ჩანს. შენ თუ თვალებზე პრობლემა არ გაქვს და ახლოსაც და შორსაც კარგად ხედავ, მაშინ ჯობია 0 - ზე დააყენო
Rebellion
მადლობა მარტივი ყოფილა Shalva32
ja_ja
Shalva32
Rebellion
არასწორე დასკვნებს აკეთებთ. ყველა თვითნასწავლი სწორედ მაგ დასკვნამდე მიდის თითქოს და თვალშI რომ გაკლია ან შორს მხედველი ხარ მაგის კომპენსირებისთვისაა მაგი +-.

სინამდვილეში სულ სხვა რამეს ემსახურება.

1) გაიხედე სამიზნეში და შეხედე შენს ობიექტს რასაც უმიზნებ,

2) უცებ ხედვა გადმოიტანე ჯვარზე, მერე ისევ ობიექტზე

3) თუ აფიქსირებ რომ ჯვარი თითქოს და ორდება, სამდება, მოკლედ მკაფიო არ არის


აი მაგის გასასწორებლადაა ეგ +- და არა თვალში შორს მხედველი ხარ თუ ახლოს მხედველი ხარ smile.gif ერთი შეხედვით და დიდი ამბავია რა ჯვარი თუ მკაფიოდ არ ჩანს რეალში კი ეგ გაბურუსება იწვევს იმას რომ ხან იქეთ ხვდება ტყვია ხან აქეთ, ხან ზემოთ და სან ქვემოთ smile.gif

Shalva32
QUOTE (ja_ja @ 5th January 2014 - 12:11 AM) *
არასწორე დასკვნებს აკეთებთ. ყველა თვითნასწავლი სწორედ მაგ დასკვნამდე მიდის თითქოს და თვალშI რომ გაკლია ან შორს მხედველი ხარ მაგის კომპენსირებისთვისაა მაგი +-.


რაღაც მომენტში დავეჭვდი, მეგონა მართლა ხომ არ მეჩვენებოდათქო smile.gif, გადმოვიღე ჩემი იარაღი, სულ ბოლომდე გადმოვწიე + ზე, დავდე ნაწერი და დაახლოებით 6 მეტრიდან დავუწყე ოპტიკით ყურება, უსათვალოდ (-1.7 მაქვს). ხან ჯვარს ვუყურებდი, ხანაც ნაწერს, შედეგი ის იყო, რომ ორივე ჩანდა ძალიან ბუნდად, ტითქმის ვერაფერს ვხედავდი. შემდეგ ჩამოვიწიე სათვალე(შუბლზე მქონდა აწეული) და ორივე გაცილებით კარგად დავინახე, თუმცა ვერ ვარჩევდი ისევ ნაწერს. შემდეგ ნახევარი რკალით + სკენ გადმოვწიე ოპტიკის გასააწორებელი და ყველაფერი 5 იანზე ჩანდა, როგორც ჯვარი, ასევე ნაწერი. სათვალის მოშორების შემთხვევაში ორივე უარესდებოდა... ნუ მე დარწმუნებული ვარ , რომ თუ გადავწევთ მინუსისკენ, მინუსი მცირდება, ანუ ობიექტები რომელსაც უყურებ პატარავდება (მინუსიც სწორედ ეგ დაავადებაა, რომ ობიექტებს უფრო დიდად და ბუნდოვნად ხედავ, სათვალე აპატარავებს და შედეგაც მხედველობა ნორმალიზირდება), თუ პლიუსისკენ გადაწევ + მცირდება და ობიექტებს რომელსაც უყურებ ადიდებ. (პლიუსის დროს ადამიანებს უჭირტ მცირე ზომის საგნების გარჩევა ახლოდან. მაგალითად უჭირთ წვრილი შრიფტით დაბეჭდილის წაკითხვა) smile.gif


QUOTE (ja_ja @ 5th January 2014 - 12:11 AM) *
თუ აფიქსირებ რომ ჯვარი თითქოს და ორდება, სამდება, მოკლედ მკაფიო არ არის


ნუ ჩემი აზრით ადამიანებს, რომლებსაც ნორმალური მხედველობა აქვთ, შეიძლება მართლაც ჯვრის სიმკვეთრის გასასწორებლად გამოადგეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სადღაც შუაში, ანუ 0 ზე თუ არ დააყენეს, შანსი არაა დაინახონ ობიექტები კარგად.
ja_ja
Shalva32
იცი რა მაკვირბევს ხოლმე smile.gif ის კი არა რომ შეიძლება მე მცდარი ინფო დავწერო, არამედ ის რომ ცოცხალი თავით არავის არ უნდა ხოლმე მიიღოს დოკუმენტირებული ინფორმაცია და მხოლოდ თავისი დასკვნებით მიღებულის აყვანა უნდა ხოლმე იდეალში smile.gif

კაცოუ ბაზარი არაა შეიძლება შენ ეგრე იყენებ და შენებურად მოირგე, მაგრამ თუ ბუნდოვანია ყველაფერი, მაგის გასასწორებლად არის, პარალაქსი, ხოლო თუ პარალაქსით გასწორების მერე ობიექტი სუფთად ჩანს და ჯვარი გაშლილია, აი მაგ ჯვარის აზრზე მოსაყვანადაა ეგ +- და სათვალეების ქონა არ ქონა აფსოლუტურად არაფერ შუაშია მანდ.

ეგრე ერთ კაცს ვიცნობ და დღემდე მაგ უკანა გასასწორებელს იყენებს ჩქარი ფოკუსირებისთვის, ანუ სიტყვაზე ოპტიკის პარალაქსი გასწორებული აქვს 50 მეტრზე, მაგრამ უცებ რომ დაინახავს რაღაცას 20 მეტრში პარალაქსს კი არ ასწორებს, არამედ მაგ +--ს ეჩალიჩება smile.gif

ეგრე მაგალითად მე ტვულეტის ქაღალდს ვიყენებ გარაჟში ზეთის, ტაოტის და სხვა ჭუჭყის მოსაცილებლად, მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს იმას რომ მწარმოებელმა როდესაც ეგ ქაღალდი გამოუშვა მაგაზე იყო ორიენტირებული, იმან გამოუშვა ერთი კონკრეტული საქმისთვის smile.gif
Shalva32
უფრო მეტსაც გეტყვით smile.gif ახლა ნორმალური მხედველობის ადამინზეც დავტესტე და ისე მოხდა როგორც ვვარაუდობდი : ). ამ ოპტიკას არ აქვს, ან მე ვერ ვნახე როგორ უნდა დავაყენო 0 - ზე, ანუ არც + და არც - რომ არ იყოს, მაგრამ ვთქვათ დააყენე 0 ზე, სემდეგ გაიხედე და ჯვარი დაბუნდულია, ჩემი აზრით ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მინუსი გაქვს smile.gif.
Shalva32
QUOTE (ja_ja @ 5th January 2014 - 12:54 AM) *
მხოლოდ თავისი დასკვნებით მიღებულის აყვანა უნდა ხოლმე იდეალში


მე მხოლოდ ჩემ აზრს ვწერ, smile.gif


პარალიქსს რაც შეეხება, ახლა მივხვდი რატომ არ აქვს 0 ის ინდიკატორი მაგ გასასწორებელს. იმიტომ რომ თუ პარალიქსი არეულია, რაც არ უნდა ასწორო შეიძლება კარგად მაინც ვერ დაინახო, არა?
Multi-Tool
Shalva32
კი ეგრეა
Multi-Tool
Multi-Tool
დამავიწყდა დამეწერა. თუ პარალაქსი მუშაობს და აყენია რაღაც ნიშნუზე,
მაშინ მაგ მანძილზე მყოფ რამეს მიუშვირე სამიზნე და გაასწორე დიოპტრი.
r-O-m-A
ვაიმე ჩამოვიდეს და მეღირსოს ეს იარაღი და სულ მოვაძრობ მაგ ოპტიკას biggrin.gif

გიჟს ვგავარ, ყვლას ჩამოუვიდა და მე ვარ ჰაერში sad.gif
Shalva32
Multi-Tool
მადლობა
gela
Shalva32
რა საინტერესო სტატიაა, თვალი ვერ მოვწყვიტე biggrin.gif

10 წუთის განმავლობაში შეგიძლია რედაქტირება, და შეცვალე მაგ პოსტშივე, და აღარ იქნება ამდენი ორ გვერდიანი ფორმულები იმ ფოტოს ადგილას : )
Shalva32
biggrin.gif შემეშალა, რაღაც სურათს ვდებდი. ვინმემ წაშალოს რა
Shalva32
მოკლედ ყველანაირად კმაყოფილი ვარ ჩემი თოფით, სიძლიერე, სიზუსტე. ძალიან მაგარია. ვინაიდან ცემი პირველი იარაღია და არ ვიცი არაფერი : ), ერთი შეკითხვა ამქვს:

აგერ ასეთი რაღაც ჭირს, რომ ჩამოვიდა ასე იყო


მაინტერესებს ბრაკია? სროლაზე იმოქმედებს? თუ უბრალოდ მე ვარ "კლიაოზნი"? : D biggrin.gif
ja_ja
სურათზე კარგად არ ჩანს, მარა თუ რეზინაა ამოჭმული მაშIნ ბრაკია და გასროლისას ნაჭილ ჰაერს გამოაპარებს, შედეგად სიჩარე დავარდება
Shalva32
აი ასეა რა. ამოჭმულია.



გაკეთდებაა? : ( აუ მაგრად გამიტყდა
ReMiNgToN
Shalva32
ამოიღე ეგ რეზინა და ელიავაზე ნახე ზუსტად მასეთი , უშველებელი არაფერია. ისე გრიგოლისაც შეიძლება ჰქონდეს მისწერე მაინც
Shalva32
ReMiNgToN

გაიხარე, გრიგოლს დავურეკე და მე მაქვსო. ხვალ გამოვართმევ. და ჩასმით ადვილი ჩასასმელია?
gela
არაფერია რთული, ძველს ამოაგდებ დანის წვერით და ახალს ჩასვამ თითებით, მერე დანის ტარით გადაუსვამ ზედაპირზე რომ ბოლომდე კარგად ჩაჯდეს თავის ბუდეში, სულ ეგ არის,, თუ არა და გრიგოლი თვითონ აგიხსნის რომ მიხვალ მაგ სალნიკის წამოსაღებად : )
Shalva32
gela
კაია თუ ასეთი მარტივია. ახლა გავისროლე და ზევით დავადე ხელი და ჰაერის ნაკადი ვიგრძენი sad.gif თან გამიხარდა, smile.gif ესეიგი რომ გავაკეთებ უფრო ძლიერი იქნება. ისე მაგარი იარაღია რა სგ სგ ქროსმანი. როგორ მოვუარო, რა ზეთი ვუყიდო, როგორ დავზეთო, ეგენი მითხარით რა სად ვნახო. დამილინკეთ თუ მასეთი თემა გახსნილია
Shalva32
თქვნი დახმარება მჭირდება, sad.gif ცგღეს ვიყავი გრიგორისთან, გამოვართვი სალნიკი და გავუკეთე თოფს, მაგრამ რომ ვისვრი და დგუშის დარტყმის ადგილას ხელი ახლოს მიმაქვს, ჰაერის ნაკადს მაინც ვგრძნობ. არ ვიცი რა ვქნა, რამე მირჩიეთ რა. ლულა არ ყანყალებს, საკმაოდ მყარადაა.
giorgi555
ციტატა(Shalva32 @ Jan 10 2014, 08:57 PM) *
თქვნი დახმარება მჭირდება, sad.gif ცგღეს ვიყავი გრიგორისთან, გამოვართვი სალნიკი და გავუკეთე თოფს, მაგრამ რომ ვისვრი და დგუშის დარტყმის ადგილას ხელი ახლოს მიმაქვს, ჰაერის ნაკადს მაინც ვგრძნობ. არ ვიცი რა ვქნა, რამე მირჩიეთ რა. ლულა არ ყანყალებს, საკმაოდ მყარადაა.

გაუგზავნე მინჩანინს ზესტაფონში და გაგიკეთებს
iorama
r-O-m-A
რომა, ბარამით შეუკვეთე და ცინცინატის ოფისი?
Shalva32
იტოგში ქაღალდი ჩავუფინე ქვეშ და მერე ჩავჭედე სალნიკი და აღარ აპარებს ჰაერს. თუ ვინმე უკეთესს შემომთავაზებს სიამოვნებით მივიღებ
geojorjika
Shalva32
რას ჩაუფინე ქაღალდი?

თუ ისეთი ადგილი სადაც ზეთი ხვდება შეჭამს მაგ ქაღალდს
ja_ja
giorgi555
ციტატა(giorgi555 @ 10th January 2014 - 09:16 PM) *
გაუგზავნე მინჩანინს ზესტაფონში და გაგიკეთებს

სალნიკისთვის ზესტაფონში? biggrin.gif მდააა

Shalva32
ციტატა(Shalva32 @ 10th January 2014 - 08:57 PM) *
დგუშის დარტყმის ადგილას ხელი ახლოს მიმაქვს, ჰაერის ნაკადს მაინც ვგრძნობ

სურათით შეგიLძია მიახლოებით მოხაზო რა ადგილზეა საუბარი? და სად ჩაუფინე ქარალდი?

მგონი ისე გავიგე რომ სიმაღლე არ ყოფნიდა სალნიკს და რომ ჩაუფიემ შედეგად ამოიწია ცოტა ზემოთ, ამიტომაც, უფრო მჭიდროდ მიედო დაკეტვისას კედლებს და.... სწორედ გავიგე თუ არა?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.