დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman Nitro Venom
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
zaza0070
ვენომის მფლობელებო ერთი კითხვა მაქვს ეს თოფი 0.8მმ ალუმინის ფურცელს გახვრიტავს? აი სახურავებში რომ არის გამოყენებული ის,
აი ეს არის მგონი
http://huahaisteel.en.made-in-china.com/pr...ding-Sheet.html

ანუ ის კი არ მინდა ეს გახვრიტოს, არ უნდა გახვრიოტს biggrin.gif კონკრეტული კონსტრუქციები არ მინდა გახვრიტოს სოფელში, მაგრამ როცა ყიდულობ თან სოფელში მიგაქვს მაინც მაინც თოფის ძალიაკენ გაგირბის თვალი, ნადირობა მაინც მოგინდაეა
gocha311
ნამეტანი საინტერესო მეცნიერულ ფსიქოლოგიურ ფილოსოფიურ შეკითხვას სვავ ეხლა შენ umnik2.gif
ja_ja
zaza0070
ეხლა დაცწერო მეცნიერული ნაშრომი თუ შენთვითონაც მიიღებ პაწია მონაწილეობას ტვინის რუხი ნივთიერების ამოძრავებაში smile.gif

გააჩნაი იარაღს, ტყვიას, სიჩქარეს, ტყვიის ფორმას, ამინდს, მოხვედრის კუთხეს, მანძილს.... აეეეე იმდენი ფაქტორი იყრის თავს რომ ჩემს მტერს smile.gif რაფრა უნდა გითხრას ვინმემ ერთი და გამოჭრილი პასუხი?

ყველაზე კაია პრაქტიკაზე ჩაატარე ტესტირება და შედეგი აქინე დადე smile.gif

გამოვა რომ შენც მეცნიერული შრომა გაწიე და სხვასახ ახალი ინფორმაცია მიაწოდე smile.gif
nihontoman
რაც ჯაჯამ თქვა. აიღე ეგ ფურცელი და ასე 3 მეტრიდან ესროლე კროსმანის მძიმე პრემიერები ან მსგავსი მაგარი შენადნობის ტყვიები. რა თქმა უნდა მართი კუთხე უნდა იყოს. თუ არ გქიხვრიტა, ჩათვალე უფრო შორიდანაც ვერ გახვრიტავს. მარა თუ კოროდირებულია მაშინ ოოოო...
zaza0070
ციტატა(ja_ja @ 28th May 2014 - 01:34 PM) *
გააჩნაი იარაღს, ტყვიას, სიჩქარეს, ტყვიის ფორმას, ამინდს, მოხვედრის კუთხეს, მანძილს.... აეეეე იმდენი ფაქტორი იყრის თავს რომ ჩემს მტერს რაფრა უნდა გითხრას ვინმემ ერთი და გამოჭრილი პასუხი?

იარაღი ნიტრო ვენომი ხო არის, მაგ ყველაფერს რომ მნიშვნელობა აქვს ვიცი, პირობები დაახლოებით ასე:
მანძილი 10 მეტრი, ტემპერეტურა 20 ცელსიუსით, პირდაპირი მოხვედრით, ქართულ ბაზარზე ნაგავი ტყვიები რომ არის აი იმით და მერე უკვე მძიმე ტყვიებით.



ციტატა(ja_ja @ 28th May 2014 - 01:34 PM) *
ყველაზე კაია პრაქტიკაზე ჩაატარე ტესტირება და შედეგი აქინე დადე


ციტატა(nihontoman @ 28th May 2014 - 01:38 PM) *
რაც ჯაჯამ თქვა. აიღე ეგ ფურცელი და ასე 3 მეტრიდან ესროლე კროსმანის მძიმე პრემიერები ან მსგავსი მაგარი შენადნობის ტყვიები.

მანდ ერთი პრობლემაა მეგობრებო, არ მაქვს ვენომი biggrin.gif რომ მქონდეს ხო ვესროდი კაცო, სიცივეშიც, სიცხეშიც და ყველა კუთხიდანაც
o.cho
zaza0070
ეს ალუმინი არაა ცინკის დაფარვით რკინის ჟეშტია და ვინტაჟი ვესროლე და გახვრიტა ორად გაკეცილსაც ვესროლე და ერტი ფენა გახვრიტა მეორე გაბზარა მარა იყო 0.5 და არა 0.8 ასე რომ ო.8 ტავისუფლად გაიტან ერთ ფენას
zaza0070

ციტატა(o.cho @ 29th May 2014 - 12:31 PM) *
ეს ალუმინი არაა ცინკის დაფარვით რკინის ჟეშტია

ჰო ეგაა მგონი

ციტატა(o.cho @ 29th May 2014 - 12:31 PM) *
მარა იყო 0.5 და არა 0.8 ასე რომ ო.8 ტავისუფლად გაიტან ერთ ფენას

ჰო ეგ მაინტერესებდა, მადლობთ
Rebellion
ციტატა(o.cho @ May 29 2014, 12:31 PM) *
zaza0070
ეს ალუმინი არაა ცინკის დაფარვით რკინის ჟეშტია და ვინტაჟი ვესროლე და გახვრიტა ორად გაკეცილსაც ვესროლე და ერტი ფენა გახვრიტა მეორე გაბზარა მარა იყო 0.5 და არა 0.8 ასე რომ ო.8 ტავისუფლად გაიტან ერთ ფენას


+1
Shalva32
მოგესალმებით,
\მოკლედ დავიტანჯე რა ჩემი ვენომის ოპტიკის სწორებით. მიზანი გასწორებული მქონდა, ტყვია ტყვიაში მიდიოდა და გუშინ მანქა ნით წავიღე სოფელში. მიზანსი სროლის დროს აღმოჩნდა, რომ საგრძნობლად ქვევით მიაქვს ტყვია.სულ მაგლა ვწევ ოპტიკას და მაინც ქვევიტ მიაქვს. ადრეც მოივუდა მსგავსი რამ. მოკლედ ვერ გავიგე რისი ბრალია, მგზავრობის გამო ემართება? შეიძლება ოპტიკა მანქანით მგზავრობის გამო აირიოს? 10 მერტიდან ვისვრი და ძალიან ქვევით ხვდება. მაინტერესებს მსგავსი რამ თქვენც თუ დაგმართიათ. მეორე დღეს თითქოს ცოტა გასწორდა. მერე ისევ აურია.
ja_ja
Shalva32
ციტატა(Shalva32 @ 14th August 2014 - 01:36 PM) *
10 მერტიდან ვისვრი და ძალიან ქვევით ხვდება

სიტყვა ძალიან არის საკმაოდ ... ნუ რაფერ ვთქვა სუბიექტური შეფასების საგანი... ჩემთვსი სიტყვა ძალიან შეიძLება იყოს 10 მილიმეტრი, ვიღაცისთვსი კიდევ 10 მეტრი...

ამიტომაც კაი იქნება თუ რაიმე ორივე ოპონენტისთვსი მისაღებ ათვლის სისტემას ახსენებ, ვთქვათ იგივე მილდოტებს.

რაც შეეხება ოპტიკის არევას, ეგ შეიძLება თვითონ ოპტიკა ჩაიშალა, ან რინგებია მოშვებული ან ლულის შეერთების ადგილშია მორყეული თოფი... ამიტომაც მკითხაობა რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ:

1) შეამოწმე ლულა ხომ არ ყანყალებს დახურულ მდგომარეობაში, არ უნდა ინძრეოდეს არც გვერდებზე არც ზემოთ ქვემოთ
2) თოფი დააფიქსირე რამით, ვთქვათ გირაგით (ჯობია ლულა დააფიქსირო) და გაისროლე 5-10 ტყვია. თუ ტყვიები ერთი და იგივე ადგილზე მიის, მერე გადადი შემდეგ ეყაპზე
3) შეცვალე ქარალდი და ოპტიკა გაასწორე მიახლოებით იმ ადგილზე სადაც ხვდებოდა ტყვიები. ყოველი გასროლის მერე გახედე ოპტიკაში მიზანს, თუ ტყვია იგივე ადგილზე მიდის და ოპტიკა ვეჩნა სხვადასხვა ტოჩკას უყურებს, მაშIნ განაჩემი გაქვს, ოპტიკა ჩაშლილია.
Shalva32
მადლობა jaja, ხო არასრულად დავწერე.

მოკლედ:
ლულა შემოწმებული მაქვს, საერთოდ არ ყანყალებს, მაგრადაა. ოპტიკა მგონი ჩაშლილი არაა, როგორც უკვე ვთქვი სულ მაღლა მაქვს აწეული და ქვევით მიქონდა, რომ დავაზუსტო, 10 მეტრიდან სულ ქვედა მილდოტს ცოტატი უნდა ჩამოსცდენოდი, რომ 20 თეთრიანზე ოდნაც ფართო მიზანს მოხვედროდა(სამიზნე ქარალდზე მქონდა დახაზული), შემდეგ ოპტიკის ზევით-ქვევით მარეგულირებელი , რომელიც სულ ზევით მქონდა დაყენებული სულ ქვევით ჩავწიე და შემდეგ ტყიებს ქაღალდს ვეღარ ვახვედრებდი იმდენად ქვევით მიქონდა, ანუ მარეგურირებლებიც მუშაობს. რაც შეეხება ტყვიებს, ერთ ადგილას ხვდება, ოღონდ სადაც ჯვარია დამიზნებული იმის ქვევით.
ja_ja
ვააბშე ვერაფერი გავიგე smile.gif

თუ ლულა მყარადაა, თუ ოპტიკა ჩაშლილი არაა აბა რა ხდება გამაგებინე smile.gif

ამიტომაც მოდი ნომერაციის მიხედვით გამეცი პასუხი:

1) დამაგრებულ მდგომარეობაში ოპტიკისგან დამოუკიდებლად გასროლილი ტყვიები ერთი და იგივე ადგილზე ხვდება თუ არა?

2) დამაგრებულ მდგომარეობაში მყოფ თოფზე ოპტიკაში რომ გაიხედავ და ზემოთ ქვემოთ სამოძრავებელ ბარაბანს ატრიალებ დადის თუ არა ოპტიკსი ჯვარი ზემოთ ქვემოთ სამიზნეზე არსებული წერტილის ადგილმდებარეობის ათვლის გათვალისწინებით?

Shalva32
1) თითქმის ერთიდაიგივე ადგილას ხვდება, კარგად არ მაქვს დამაგრებული.
2) მიუხედავად იმისა, რომ ოპტიკის სამოძრავებელ ბარაბანს ვატრიალებ, რომ ზევით აიწიოს ოპტიკის ჯვარი, მეტი აღარ ტრიალდება, მაგრამ მაინც 3-4 მილდოტით ქვევით მიაქვს. თუ საპირისპირო მხარეს დავატრიალებ, მაშინ უფრო ქვევით მიაქვს

არვიცი, არვიცი ... : D
ja_ja
Shalva32
მაიცააა smile.gif ნუ გარბიხარ და ნუ ცდილობ 1 პასუხში 300 კითხვა დააკმაყოფილო smile.gif

ანუ გამოდის შემდეგი პასუხები:

1) კი პრაქტიკუალდ ერთი და იგივე ადგილზე ხვდება
2) ოპტიკის ბარაბნის ტრიალისას ჯვარი არ გადაადგილზება.

დალშე არსებული ტქსტი მგონი სულ სხვა კითხვის პასუხი უნდა ყოფილიყო:

3) სად მიაქვს ტყვია ოპტიკის ამ პოზიციაზე თოფს - სადრაც 3-4 მილდოტით ქვევით და არაფრის დიდებით არ ხერხდება ჯვრის ზემოთ ამოწევა.

მგონი ასეა ხომ პასუხები smile.gif

მაშინ ჩვენე გვაქვს ის პრობლემა რომ ოპტიკას აქვს კუკუშკები ნატირები smile.gif ანუ ზემოთ ქვემოთ სატრიალებელი ბარაბნის ვინტის რეზბა ან მოცვეთილია და არაფერს არარ არეგულირებს, ან ნამეტანი დაატრიალე და ამომხტარია ბუდიდან შედეგად ტრიალისას კბილს ვეღარ კიდებს რეზბას და იქეთ აქეთ დახტის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე იასნია რომ ბუდიდან ამოვარდნილი ვინტის დროს ფიქსირება ოპტიკას არ აქვს, ანუ გარე ცილინდრის შიგნით არსებული ტრუბა გაჩერებულია გვერდებზე სამოძრაო ვინტით ერთ სიბრტყეში და ქვემოდან აწვება ბრტყელი ფორმის ზამბარა. რომელიც გასროლიდან გასროლამდე ხან იქეთ მიაბრუნებს შიდა მილს ხან აქეთ და არის რა ეგრე ხტუკნავში მთელი კონსტრუქცია.

მგონი ეს სურათი დაგეხმარება გაიგო რაფრაა უხესად მოწყობილი ოპტიკა




გამოსავალი.....

ნუ საკმაოდ მურტალი იქნება, მაგრამ რამენაირად უნდა მოახერხო ვინტის ადგილზე ჩასმა, ამისათვის გვერდითა სატრიალებელი ბარაბანიც უნდა ტატრიალო რომ დაგეხმაროს რამენაირად ვინტი თავის ბუქესთან მივიდეს, პლიუს თოფი დამაგრებული უნდა იყოს და ზემოთ ქვემოთ სატრიალებელი ბარაბანი უნდა ატრიალო ისე რომ ზემოთ ამოწებაზე მუშაობდეს და ეგებ და ერთხელ წამოსდოს კბილი და ჩაჯდეს თავის ბუდეში, მაგას გაიგებ იმ შემთXვევაშI თუ თან პახოდუ უპტიკაში იყურები და რაღაც ერთ ათვლის სისტემასთან მიმარტებაშI ამოწმებ.

როგორც კი ჯვარი დაიწყებს ზემოთ წასვლას იასნია რომ ვსიო ბუდეში ჩაჯდა ვინტი. ერთი ორი სტული აბაროტიც გააკეთე რომ საბოლოოდ ჩაეხრახნოს ტავის ადგილს და მერე გასროლებით მიიყვანე სასურველ წერილამდე. ბოლოს დააფიქსირე და შემდეგში ნუღა ჩახვალ ეგრე ძირს smile.gif
ja_ja
აი კიდევ ერთი სურათი ვნახე აქ კარგად ჩანს სქემატურად გამოსახული ქვედა ბრტყელი ზამბარა. იმედია იდეას მიგახვედრებს ეს ნახაზები თუ რა სჭირს შენს ოპტიკას ამ მომენტისთვის

geojorjika
Shalva32
რა ოპტიკა გაქვს მითხარი , თუ თავისი 3-9X40-ია ?
Shalva32
ja_ja
დიდი მადლობა, ძალიან გულისხმიერი ხარ მეგობარო. ერთსაც გკითხავ: თუ სატრიალებელ ბარაბანს ქვევით ჩაყავს სამიზნე, ზევით რატომ აღარ უნდა აყავდეს? რეზბა მგონი მოცვეთილი არ უნდა იყოს. დატრიალებისას თუ ზევით მინდა აწევა სამიზნის, ბარაბანი ზევით ამოდის, საპირისპიროდ დატრიალებისას ქვევით ჩადის(თვითონ ბარაბანი). უბრალოდ მარტივად რომ ვთქვა, ბარაბნის ზევით დატრიალების დროს უკვე რეზბა ბოლომდეა მისული და მეტს აღარ მატრიალებინებს. ამ დროს ტყვია წესით სამიზნეზე მაღლა უნდა წაიღოს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით ქვევით მიაქვს. გამოსავალი კიდეს ისაა, რომ სამიზნე სულ ბოლო მილდოტზე დავიჭირო და ისე ვისროლო. რაც ცოტა მოუხერხებელია ჩემთვის... არადა სეზონი ახლოვდება, შემოდგომაზე მინდა რომ ვინადირო და დავპანიკდი : )))

geojorjika
თავისი აქვს, ოღონდ 3-9X32.
ja_ja
Shalva32
ცოტახანი დაივიწყე ტყვია, სად მიდის როგორ მიდის და ასე შედმეგ, შენ ახლა ჯერ ოპტიკის ტემა გაქვს გასარკვევი, ასე რომ ჯერ იმაზე ნუ ფიქრობ ტყვია ზემოთ მიდის ქვემოთ, იქეთ ატრიალებ თუ აქეთ და რატომ არ მიდის ტყვია ნებისმიერ სასურველ ადგილზე... როგორც უკვე გითხარი ჯერჯერობით ტყვიის საკითხი ვააბშე უნდა დაივიწყო როგორც ასეთი, მაგის განხილვა არც კი მიმდინარეობს.

ანუ მარტივი ანალოგია რომ მოვიყვანო, შენ ახლა წერ რომ მანქანაში გაზის პედალს აწვები და ცოცხალი თავით მანქანა წინ არ მიდის, ამასობაში მატორი ღმუის მარა რავიცი არ მიდის წინ მანქანაო. მე კი გეუბნები ჩაშლილია სიჩქარეების კარობკა და კბილებს მოკიდება არა აქვს და გინდა პედალს დააჭირე და გინდა რული ატრიალე შედეგი არ იქნება მანამდე სანამ ჯერ კოლოფის საქმეს არ მოაგვარებ.


ამიტომაც, ტყვიაზე ვააბშე არაფერს ვამბობთ. სამაგიეროდ შენ რომ წერ
ციტატა(Shalva32 @ 15th August 2014 - 12:20 PM) *
დატრიალებისას თუ ზევით მინდა აწევა სამიზნის, ბარაბანი ზევით ამოდის, საპირისპიროდ დატრიალებისას ქვევით ჩადის(თვითონ ბარაბანი)

თვითონ ბარაბანი კი დადის ბაზარი არაა, მაგრამ ბარაბნის სიარული ამ შემთხვევაში იგივეა რაც გაზის პედალზე დაჭერა. შედეგს ეგ არ იძლევა, მე გეუბნები გააკეთე შემდეგი:

1) დამაგრებული უნდა გქონდეს თოფი ვთქვათ იგივე ტისკებში რომ შენზე არ იყოს არანაირად მისი მოძრაობა და რამე რუმე. თოფის დატენვა არ გვაინტერესებს არაფერში ასე რომ პროსტა მკვდრად უნდა იყურებოდეს თოფი წინ.
2) მიდიხარ იმ ადგილზე სადაც იყურება ოპტიკა, დებ ქაღალდს და რამდენიმე წერტილს სვავ, სასურველია სხვადასხვა ფერისას რომ ასე ვთქვათ ასათვლელი სისტემა გქონდეს.
3) მიდიხარ თოფთან იყურები ოპტიკაში და თვალის მოუცილებლად და სახის გაუნძრევლად იწყებ ზემოთ ქვემოთ სატრიალებელი ბარაბნის ტრიალს,\
4) თუ ბაზედე დატანილი გადამკვეთი ხაზები მოძრაობს ფურცელზე დატანილ წერტილებთან მიმართებაში, მაშინ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ პროსტა იქეთ აქეთ იხტუნავებს, პლიუს ოდნავ ჩაიწევა და აიწევა ხოლმე. ეს პირდაპირი მანიშნებელია რომ ოპტიკაში შიდა მილი ამძვრალია გარე ბარაბნის ვინტიდან.

ახლა რაფერ შეიძლება ასე ხდებოდეს რომ ატრიალებ და ცოცხალი თავით არ ხდება ამოსვლა? გითხარი უკვე ვინტი ვერ ჯდება თავის ბუდეში მეთქი და რა ვქნა არ გინდა დამიჯერო smile.gif ანუ რეალში წარმოიდგინე რომ ეგ ბარაბანი რეალურად არის ვინტი, და შიდა მილზე არის მიდუღებული გაიკა... წარმოიდგინე რომ გაიკა პროსტა ჩამოკიდებულია ვინტზე (ნუ ფიქრობ მხოლოდ ოპტიკის მაშტაბებში, პროსტა წარმოიდგინე რომ ვინტზე გაქვს წამოცმული გაიკა და ხელში გიჭირავს.) ახლა წარმოიდგინე რომ გაიკას ატრიალებ ატრიალებ და პუხ... მოძვრა ვინტიდან... რა მოუვა? დავარდება ხომ ძირს... შედეგად ახლა რამდენიც გინდა ატრიალე ეგ ვინტი ჰაერში ის ძირს დავარდნილი გაიკა არაფრის დიდებით ზემოთ არ ამოხტება და ვინტზე არ დაიხრახნება.

მე არ ვიცი მაგ კონკრეტულ ოპტიკაში რაფერაა ეგ ყველაფერი მოწყობილი, შეიძლება ვაბშე მოძვრა ის გაიკა და იმიტომაც ვერ ხერხდება ვინტის ბუდეში ჩაჯდომა, შეიძლება რაცხა მილზე იყო დანაგრებული რომელიც თავისმხრივ თავისუფლად ტრიალებდა შიდა მილზე და როდესაც მოეშვა ბოლომდე ვინტი ადგა და ამოტრიალდა უკუღმა შედეგად ახლა ძირს იყურება და ზემოთ არსებულ ვინტში არ ჯდება (ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოა), შეიძლება როცა მოიშვა შიდა მილი წინ ან უკან გაიწია და ასცდა ერთმანეთს ვინტი და გაიკა, შედეგად ვეღარ ხვდებიან ერთმანეთის პირდაპირ რომ დაეხრახნონ ერთმანეთს, შეიძლება გვერდზე სატრიალებელი ვინტით შიდა მილი ძალიან მარცხნივ ან მარჯვნივ გაქვს მიწეული და ამიტომაც აცდენილია ზედა მხარეს არსებული ბოლტი... და ასე შედმეგ და ასე შედმეგ... აზრი დაიყვანება იმაზე რომ ვინტი და გაიკა ერთმანეთში ვერ ჯდებიან და იმიტომაც ვერ ხერხდება ბადის მოძრაობა. პროსტა ვინტის ტრიალი კი არაფერს გაძლევს.

გამოსასწორებლად გინდა ვეებერთელა მოთბინება, და ჩალიჩი რომ ეგებ და შემთხვევით გაარტყა ეგ ორი შტუკა ერთმანეთს, ამისთვის დაგჭირდება ბევრი ტრიალი, პლიუს არაა გამორიცხული რომ გვერდით სამოძრავებელი ბარაბნის ტრიალიც დაგჭირდეს და ჯერადობის შემცვლელი რგოლის მოძრაობაც საჭირო გახდეს... არაა გამორიცხული რომ საერთოდ ვერ გაასწორო მაგ მეთოდით და საერთოდ დასაშლელი გახდეს ოპტიკა. მაგრამ დაშლის მერე აზოტი დაიკარგება და ვეჩნა დაიორთქლება ხოლმე შიგნიდან, პლიუს თითი რომელიმე ლინზაზე თუ მოგიხვდა მერე თითის ანაბეჭდი იქნება ზედ და ვეჩნა გაგიდღაბნის ხოლმე გამოსახულებას და ასე შედმეგ და ასე შედმეგ...

მოკლედ შენი არ ვიცი და მე შენს ადგილზე ახალ ოპტიკას ვიყიდიდი და მაგ ოპტიკას საერთოდ დავიკიდებდი, მაგრამ მე მე-ვარ და შენ კიდევ შენ, ასე რომ ჩემთვის მისაღები მოქმედება შენთვის შეიძლება მიუღებელი იყოს... რავიცი რა გითხრა სხვა smile.gif
Shalva32
ja_ja
შემშურდა კიდეც შენი გადმოცემის უნარის. ყველაფერი გასაგები და ნათელია. ძალიან დამეხმარე. მაგას ყველაფერს ვცდი და დავაკვირდები ოპტიკის ჯვარი როგორ მოძრაობს. უღრმესი მადლობა smile.gif
archi_daili
zaza0070
ციტატა(zaza0070 @ 28th May 2014 - 01:17 PM) *
ვენომის მფლობელებო ერთი კითხვა მაქვს ეს თოფი 0.8მმ ალუმინის ფურცელს გახვრიტავს? აი სახურავებში რომ არის გამოყენებული ის,
აი ეს არის მგონი

მე ვესვრი "ჟეშტის ვედროებს" და ხვრეტს თავისუფლად მეორე მხარესაც ღუნავს ოდნავ.
ze moreira
ამ იარაღს დავადგი თვალი , 550 ღირს mymarket-ზე
მირჩევთ ვიყიდო ან ჩამოვიტანო? უკეთესი ვარიანტები არის იგივე ფასში?
pilotina
ze moreira


აბა რომელს? smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ze moreira @ Feb 23 2015, 04:16 PM) *
ამ იარაღს დავადგი თვალი , 550 ღირს mymarket-ზე
მირჩევთ ვიყიდო ან ჩამოვიტანო? უკეთესი ვარიანტები არის იგივე ფასში?


ze moreira
თუ მოგწონს, აწონ-დაწონე კარგად და ყიდვას თუ გადაწყვეტ შემეხმიანე, ჩემი მეგობარი ყიდის, შესანისნავ მდგომარეობაშია, ახალია ფაქტიურად და ბევრად დაბალფასად გაგატანს.
თან ჩემი გატესტილია ეგ თოფი და საკაიფოა, მომეწონა. იმის რისკი არ გექნება რომ თოფი არ გამოგადგეს. კარგად არის აწყობილიც და მზანშიც მაგრად ისვრის smile.gif
P.S. იმიტომ არ გეუბნები ამას, რადგან ჩემი მეგობარი ყიდის, მართლა ესეა როგორც მოგახსენე, უბრალოდ ძალიან უნდა გაყიდვა და რაღა სულ უცხოს მიყიდოს, გასინჯულ მუშა და ფაქტიურად ახალ იარაღს შენ გაგატანს ბარემ. smile.gif თუ რამეს გადაწყვეტ, პირად მესიჯში შემეხმიანე და ყველაფერს კონკრეტულად გეტყვი smile.gif

კონსულტაციის პონტში კი გეტყვი რომ პატარა უკუცემა აქვს საკმაოდ, თავის ძალასთან შედარებით. ძალა აქვს კარგი. ის, მე რაც გავტესტე დაჟე ქაღალდზე სასროლადაც შეიძლება გამოიყენო 50 მეტრში და სანადიროდ ხომ თავისთავად. smile.gif
ყველაფერი კარგად გადავუმოწმე მაგ თოფს და განსაკუთრებით მომეწონა ლულის ფიქსაცია. ანუ ლულა მყარად ზის ბუდეში. წონითაც მსუბუქია და რა ვიცი კიდევ რა დავამატო. smile.gif
ze moreira
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Feb 23 2015, 06:16 PM) *
ze moreira
თუ მოგწონს, აწონ-დაწონე კარგად და ყიდვას თუ გადაწყვეტ შემეხმიანე, ჩემი მეგობარი ყიდის, შესანისნავ მდგომარეობაშია, ახალია ფაქტიურად და ბევრად დაბალფასად გაგატანს.
თან ჩემი გატესტილია ეგ თოფი და საკაიფოა, მომეწონა. იმის რისკი არ გექნება რომ თოფი არ გამოგადგეს. კარგად არის აწყობილიც და მზანშიც მაგრად ისვრის smile.gif
P.S. იმიტომ არ გეუბნები ამას, რადგან ჩემი მეგობარი ყიდის, მართლა ესეა როგორც მოგახსენე, უბრალოდ ძალიან უნდა გაყიდვა და რაღა სულ უცხოს მიყიდოს, გასინჯულ მუშა და ფაქტიურად ახალ იარაღს შენ გაგატანს ბარემ. smile.gif თუ რამეს გადაწყვეტ, პირად მესიჯში შემეხმიანე და ყველაფერს კონკრეტულად გეტყვი smile.gif

კონსულტაციის პონტში კი გეტყვი რომ პატარა უკუცემა აქვს საკმაოდ, თავის ძალასთან შედარებით. ძალა აქვს კარგი. ის, მე რაც გავტესტე დაჟე ქაღალდზე სასროლადაც შეიძლება გამოიყენო 50 მეტრში და სანადიროდ ხომ თავისთავად. smile.gif
ყველაფერი კარგად გადავუმოწმე მაგ თოფს და განსაკუთრებით მომეწონა ლულის ფიქსაცია. ანუ ლულა მყარად ზის ბუდეში. წონითაც მსუბუქია და რა ვიცი კიდევ რა დავამატო. smile.gif

მადლობა ხმელო
დღეს ვნახე პოსტი თორემ ვიფიქრებდი
გუშინ გვიან ვიყიდე ვანტაჯი ამაზონიდან. ღია სამიზნე აქვს + ცუდი ოპტიკა, ნიტრო პისტონი, 99$ ღირს და განბაჟება არ უწევს
მთლად თუ არ გაგიჟდა ლარი smile.gif

რამდენად ყიდის ისე საინტერესოა
Lukiane123
გამოდგება 40 მეტრზე სანადიროდ ფრინველებზე? http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(SVD @ Mar 6 2015, 08:48 PM) *
გამოდგება 40 მეტრზე სანადიროდ ფრინველებზე? http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html

უეჭველი გვეკაიფები. ხომ დასვი უკვე 2 ჯერ შეკითხვა, ნუ სხვა თემაში იყო მაგრამ ხომ გაგეცა პასუხი.
30 შიც გამოდგება, 40 შიც გამოდგება, 50 შიც გამოდგება და თუ კარგი მსროლელი ხარ 60 შიც...
Lukiane123
კარგიი მსროლელიი? :დ მოდით და გავსინჯოთ კაი იარაღით ვინ უკეთ ისვრის
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(SVD @ Mar 6 2015, 09:11 PM) *
კარგიი მსროლელიი? :დ მოდით და გავსინჯოთ კაი იარაღით ვინ უკეთ ისვრის

ხო და თუ კარგად ისვრი 60 შიც გამოგადგება. დაკმაყოფილდა შენი ინტერესი?
Lukiane123
Ratqmaunda nawilobriv )))))
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(SVD @ Mar 6 2015, 09:39 PM) *
Ratqmaunda nawilobriv )))))

რაც იკითხე, ყველაფერზე გაგეცა პასუხი და რაღა ნაწილობრივ.
Lukiane123
კარგი ეგრეა.ამ იარაღში რა ტყვიები უნდა ჩავტენო?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(SVD @ Mar 7 2015, 01:49 AM) *
კარგი ეგრეა.ამ იარაღში რა ტყვიები უნდა ჩავტენო?

ეგ ტყვიების თემაა. ჯერ იყიდე თუ ნამდვილად გინდა და მაგაზე მერე იკითხე.
ქროსმან პრემიერები 10.5 გრანიანი ან ჯიესბი ჰეავი დიაბოლო 10.34 გრანიანი.
მოკლედ კიდევ ბევრი შეიძლება მოუხდეს შენს ჯერ არ არსებულ თოფს და მომავლის საკითხია ეგ.
Lukiane123
უკვე არსებულია დღეს ვიყიდე და ჩვეულებრით ვყვიებს ვისვრი მაგრამ მიზანში ნიტოა რა და ტყვიის ბრალია ხო?

http://iaragi.ge/30021-in-geo.html ესეც ჩემი თოფი ხვალ ჩემ გადაღებულს უსრათებს დავყრი თან წავინადირებ და
TORA
SVD
ციტატა(SVD @ 8th March 2015 - 01:58 AM) *
ჩვეულებრით ვყვიებს ვისვრი მაგრამ მიზანში ნიტოა რა და ტყვიის ბრალია ხო

ჩვეულებივი ტყვიები რომელია? თურქულ 2 ლარიან ტყვიებს თუ გულისხმობ მაგის ბრალი იქნება 100%. ეგ მტერს არ ესროლო თორე მოყვარეს მოხვდება biggrin.gif
Lukiane123
კი მაგას ვისვრი :დ და რატომ ვერ მეტყვი?
Multi-Tool
SVD
ანუ გაინტერესებს 2/ლარიანი თურქული ტყვია რითია 25 ლარიან ჯსბ ზე ცუდი?
არსებობს ეგეთი მცნება, თვითღირებულება. და რეს რას ნიშნავს გასაგებია მგონი.
მაგ თურქული ტყვიებიდან არც ერთს არა ქვს ერთი წონა და ფორმა
ანუ განმეორებადობა თითქმის არ არსებობს. აიღე გამადიდებელი და შეხედე თან როგორი
დაბრეცილებია. პლიუს ამას ისიც დაუმატე რომ სასწაული ჭუჭყიანები, რაღაც ტყვიის მტვერსა და
ზეთის ნაზავში ამოთხვრილები არიან, რაც სიზუსტეს ნამდვილად ხელს არ უწყობს.
ზემოთ წაკითხული შენი პოსტიდან ვხედავ, კარგი მსროლელი ყოფილხარ და ეგეთ კითხვებს
არ უნდა სვამდე მაშინ.

Lukiane123
სროლით კი ვისვრი უბრალოდ ტყვიის განსხვავება მაინტერესებდა ანუ ამ ტყვიით 25 მეტრზე გარე სამიზნით სპიცჰკის კოპონს ვერვარტყამ სადგაც მიაქ რაა
ხ.მ.ე.ლ.ო
პ.ს. ეს ნიტრო ვენომის თემაა, შენ კი ქროსმან ვენტეჯი გიყიდია და ისევ აქ პოსტავ. მერე მოდერი ვორნს მოგცემს,
რადგან ჩემი გაფრთხილების მიუხედავად სხვადასხვა საკითხების შემცველ პოსტებს ბეჭდავ სხვადასხვა შეუსაბამო თემაში.
ჯერ იყო და ბენჟამინის თემაში დაპოსტე ნიტრო ვენომთან დაკავშირებით,
მერე იყო და ნიტრო ვენომის თემაში დაბეჭდე ქროსმან ვენტეჯი-ს შესახებ,
თან ამავე თემაში მოაყოლე ტყვიების შესახებ საკითხი,
მერე თოფი იყიდე და ეხლა ისევ ტყვიებზე ბეჭდავ ამ თემაში,
მითუმეტეს უკვე გირჩიე რომელი ტყვიებიც გამოგეყენებინა და მაინც თურქული ნაგავი ტყვიები ჩატენე მაგ შენს ახალ თოფში.
ეგ ტყვიები იმის გარდა რომ ზუსტი არ არის, იმდენად მსუბუქებია რომ დგუშს უფრო მალე დაუზიანებს თოფს
და თუ პოსტავ შეკითხვას, რჩევასაც უნდა ითვალისწინებდე და თუ რჩევას ყურადღებას არ აქცევ, აბა რიღასთვის პოსტავ?
smile.gif smile.gif smile.gif
პ.ს. რამდენი წლის ხარ?
Lukiane123
ანუ უეჭველი მინდა კაი ტყვიები თორე გავაფუჭებ ტო?
TORA
SVD
კი ეგრეა, ან ქროსმან პრემიერები იყიდე 10.5იანები ან jsb exact heavy diablo 10.34იანები. ისე ბოლო დროს მე მინდოდა ჯსბის ყიდვა და მთელი თბილისის მაღაზიები მოვიარე მაგნუმიდან დაწყებული, ისეთებით დამთავრებული რო პნევმატიკას საერთოდ არ ყიდიდნენ მარა ვერ ვიშოვე ვერსად, ეხა იმედია შემოიტანეს. მოდი ამ თემაში აღარ დაპოსტო თუ თემა ნიტრო ვენომს არ უკავშირდება. smile.gif
beqazaqradze1992
გამარჯობათ მაქვს ნიტრო ვენომიდა რაღაცა ძალა დაკარგა ხმაც აგარააქვს და ძველ ფიცარშიც ტყვია ძლისვ იმალება აი თითქოსდა პოლშინს როერხეოდეს ისეა და ებაყზე დევს 49დოლარად ნიტრო ზამბარა და ყირს გამოწერა?10 000ტყვია აქვს რესურსი 125ატმოსფეროზეა დატენილი და როგორი იქნება ივარგებს?
ja_ja
beqazaqradze1992
სანამ გამოიწერ ჯერ ის გაქვს გასარკვევი რისი ბრალია ეგ ძალის დაკლება?

შეიძლება მართლა მხოლოდ ნიტრო ზამბარა იყოს, და შეიძლება კიდევ დგუში ან ცილინდრის ბრალი იყოს, მაგალიტად დახეული დგუში ვეღარ აკეთებს ჰაერის აკუმულირებას იმიტომ რომ გასდის ყველა დირკაში, ან კედლებია ცილინდრში დახაზული და ის აპარებს ჰაერს....

გადატენვისას ძალა თუ იგივე გჭირდება რაც ადრე, დიდი ალბათობით ნიტროს ბრალი არ უნდა იყოს, აი თუ გაცილებით იოლად იტენება თოფი, მაშინ კი გარანტირებულად ნიტროს აქვს დარხეული...

ასე რომ ჯერ დამატებითი ინფო დადე, მერე ასევე გადახედე გრიშას მაღაზიას iaragi.ge მაგია კროსმანის წარმოამდგენელი და ეგებ და აქვე ჰქონდეს ეგ ნიტრო მისაღებ ფასში....
gregory
ვენომის ნიტრო ზამბარა ჩემთან 40$ ღირს
ja_ja
beqazaqradze1992
აჰა ხომ ხედავ ოკეანის გაღმა ეძებდი და ლამის ყურის ძირში - დიღომში აღმოჩნდა უფრო იაფად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეხლა პროსტა გასარკვევია მაგია დამნაშავე თუ სხვა რამე,,,,
beqazaqradze1992
ja_ja
მემგონი დგუშია რა გადატენვისას იგივე ძალა ჭირდება და ერთი გამოვიყენე საახლობლო წრეში და შემარხვინა არადა ასეთია ისეთია ვიძახოდი ღორის თავს ხვრიტავს ამას შOბა იმას შობა და ვაშლი ძLისვ გახვრიტა smile.gif
ja_ja
ეტყობა ვიღაცამ მოახერხა და ცარიელზე გაისროლა რამდენიმეჯერ და კაპუტ დგუში sad.gif
koba1973
საოცრება!!
არ ვიცი სხვა რა დავარქვა ამ ამბავს რაც დღეს ვნახე.
თავიდან დავიწყებ:
დილით მოვიდა ჩემთან მეზობელი და მოიტანა პნევმატურის ნარჩენები. ნიტრო ვემონის. მისი თქმით ვიღაცამ წინა პატრონს გაუტეხა სასხლეტის დამცავი პლასმასი და გაშმაგებულმა შემოსცხო სტოლბას. შედეგად ლულა გაიღუნა კონდახი დაიმტვრა, გაიღუნა და გადატყდა ოპტიკის მილიც(ცენტრ პოინტი). ჩემთან მოვიდა იმისთვის რომ ეკითხა ოპტიკის გატეხილ მილს თუ ახალ რეზბას მოუჭრიდა იმუშავებდა თუ არა ოპტიკა. მე ავუხსენი რომ დამტვრეული და დაღუნული ოპრიკა კი არა უბრალოდ დავარდნილიც კი ხშირად არ მუშაობს რადგან იშლება. მითუმეტეს დამტვრეული. ხასიათწამხდარი წავიდა.
საღამოს ისევ მოვიდა და მოიტანა უკვე აწყობილი თოფი!!!
სხვა რაღაცის კონდახი მოურგია. რაღაცეები გადახვრეტილ გადათლილი იყო. ვინც იცის ვემომი ისიც ეცოდინება რომ კონდახში აქვს სპეციალური რელსი რაზეც დაგორავს გადასატენი ბერკეტის როლიკი. ეგეც მოურგია და რაც ყველაზე საოცარია ოპტიკაც აღდგენილი იყო. თავიდან ოპტიკას მომძვრალი ქონდა ბარაბნების წინა მილი ანუ შუაზე იყო გატეხილი. წინა მილზე რეზბა ქონდა რითაც ეჭირებოდა ბარაბნებღან შესქელებულ ნაწილში ხოდა ეს რეზბა იყო გატეხილი. ამდგარა ქლიბით უხეხია ნელ ნელა და როგორღაც ჩაუჭედია. ჩემთან მოვიდა იმისთვის რომ ოპტიკის გასწორება არ ვიცი და დამეხმარეო. არ იმუშავებს ეგ ოპტიკა ტყუილად წვალობთქო ვუთხარი მაგრამ რამოდენიმე გასროლა მაინც გავაკეთე. ჩემდა გასაოცრად ტყვიები ერთიდა იგივე წერტილში ხვდებოდა თუმცა სადღაც მარჯვნივ და დაბლა. ბარაბნებით ვერენაირად ვერ გავასწორე, რადგან ლულა გაღუნული იყო. ავდექით და ლულის გასწორება ვცადე. ხის ორკაპში მოვატანე და საწინააღმდეგოდ გადავღუნე. საბოლოოდ 15 მეტრში საკმაოდ პატარა ჯგუფი გავაკეთე. ალბათ 12-15 მმ. ხელიდან. ამაზე საოცარი არაფერი გამიგონია და მინახავს.
ja_ja
რაღაც ამდაგვარი მიგიღიათ smile.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

კაცო პროსტა რადი პონტა ისეთი კალხოზი გაკეთებულები მინახავს რომ ჩემს მტერს... თუ პატრონს აწყობს ....
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.