დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ლულის კვეთის "ფასკა"
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
gigi30
ცუდი ფასკის შემთხვევაში ერთიდაიგივე ტყვიაზე რომ "გავასწორო" მიზანი და სხვა ტყვიები არ ვიხმარო, ავიცილებ ფასკის კეთების წვალებას? ანუ, ერთიდაიგივე ტყვიები ცუდი ფასკიდან ერთნაირი გადახრით მოსწყდება თუ მაინც სხვადასხვანაირად. ღირებული იქნება პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე დასკვნა, ან ლინკი რომ მიმითითოთ.
Multi-Tool
gigi30
წესიერი ფასკა აუცილებელია და ვერ ასცდები მაგის დამუშავებას.
ზოგ იარაღს სჭირდება, ზოგს კი ისედაც ნორმალური აქვს.
ცუდი ფასკის შემთხვევაში, ერთი და იგივე ტიპის ტყვიებსაც სხვადასხვა მხარეს გაქცევები აქვს.
geojorjika
mishka23
არ ვიცი ვნახავ თუ მაქვს

ნიმერი და ადგილი დაგიპიემე
ja_ja
gigi30
ციტატა(gigi30 @ 25th October 2015 - 12:02 PM) *
ცუდი ფასკის შემთხვევაში ერთიდაიგივე ტყვიაზე რომ "გავასწორო" მიზანი და სხვა ტყვიები არ ვიხმარო, ავიცილებ ფასკის კეთების წვალებას? ანუ, ერთიდაიგივე ტყვიები ცუდი ფასკიდან ერთნაირი გადახრით მოსწყდება თუ მაინც სხვადასხვანაირად.

არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ერთი დაიგივე ტყვიები იქნება, მანდ გარდა მყარი ტყვიის მასალისა საქმეში მონაწილეობს ჰაერი და ლულიდან გამოპაროლი აირები, რომელიც რეაქტიული ნაკადის გამო ახდენენ ტყვიაზე სხვადასხვანაირ ზემოქმედებას, სხვადსხვა პირობებში, ნუ იქ ნიავი, ტემპერატურა, გასროლისას 1 კუბით მეტი აირი ან ნაკლები და შედეგად სულ სხვადასხვა ტურბულენტობა წარმოიქმნება, რომლის წინასწარმეტყველება საკმაოდ უმადური საქმეა, შედეგად გადახრები ყოველთვის გამოუცნობი იქნება
SCORPIONS
gigi30 ფასკა იყო ერთ იარაღზე სწორად მოჭრილი,მაგრამ შიგნიდან ქონდა ოდნავ ზაუსენცები დარჩენილი.შენ წარმოიდგინე,სანამ ის ხაოიანი ადგილი არ მოვაცილე ერთიორი ნულოვკა შკურკის გასმით,ვერ ვასროლინე იარაღს. P.S. მეც მასე მეგონა,რომ ყველა ტყვია ერთ ადგილში უნდა ესროლა მაინც,მაგრამ ვერა.

ლოგიკასაც მანდამდე მივყავართ,რომ რაცარუნდა მაგარი ფასკა იყოს,მაინც იარაღს თავისი გაფანტვა აქვს,ანუ ჯგუფი. ცუდი ფასკით ხო უარესი ექნება მაშ.? მოკლედ,ძაან გამიგრძელდა smile.gif biggrin.gif wink.gif
gigi30
SCORPIONS, გასაგებია, ხავსს ვეჭიდებოდი მაინც. ანუ მომიწევს დაშლა და ფასკის კეთება, მაგრამ მუზას უნდა დაველოდო. მუზა კი სანადირო სეზონის დახურვამდე არ მოვა, დავუცდი. დავაექსპერიმენტებდი, მაგრამ 1377-ის გირაგში მოქცევა კიდე ჰო, მაგრამ მერე მისი წნეხვა შეუძლებელი იქნება.
okela84
ჯაჯა ამ კითხვის პირველი ადრესატი ხარ შენ და გვაინტერესებს, ამ ორი ფოტოს მიხედვით ფასკის პრობლემებზე თუ შეგვიძლია საუბარი ?






ზუსტად 16 ტყვიისგან შემდგარი ჯგუფია



მოკლედ გვაინტერესებს დაზიანებული ფასკით შესაძლებელია თუ არა ასეთი შედეგის მიღება ?
ikaaa
გამოგრჩა smile.gif ეს ჯგუფი 40 მეტრზეა გაკეთებული
geojorjika
რას ერჩით მაგ ფასკას ვერ ვხვდები რა
ja_ja
okela84
და სად ხედავ ამ სურათზე დაზიანებულ ფასკას???



დავიწყოთ გარე შრედან...

ყვითელი - ეგ ვაბშეტა რეზბის კონუსის ადგილია და ფასკასთან საერთოდ კავშირი არ აქვს, ასე რომ მაგ ზონაში არსებული დაჭეჭყვები უფრო მოდერის ჩამოხრახვნაზე იქონიებს გავლენას ვიდრე თვითონ მოდერზე, ფასკაზე ან ჯგუფებზე, მოკლედ დაიკიდე პონტია smile.gif

წითელი - შენ ეტყობა წითლად შერებილ ზონებს აქცევ ყურადღებას... ნუ მამენტ სერიოზულად დასაფიქრებელია ეგეთი ნაჩაქუჩები რაფერ გაუჩალიჩე ლულის თავს, მაგრამ ეგ ისევ და ისევ საერთოდ არაა ლულის ფასკა, არამედ ლულის წინა მხარისა და მოდერის გარე რეზბის დასაწყისის ნაწილია

ლურჯი - შეიძლება ეგ მიგაჩნია ფასკად... ვაბშეტა ეგეც არაა ფასკა, ეგ არის ლულის დაბოლოება, ჩამონათალი, ჩამონაჭერი, რავიცი რაც გინდა დაარქვი, მანდ სულ რომ კრივა კოსად იყოს მოჭრილი ნაწიბურები იუყოს და ასე შედეგ... ვიზუალურად იქნება მაგარი დისკომფორტი, მაგრამ რეალობაში ეგ არც ფასკაა და არც გავლენას ახდენს სროლაზე, რატომღაც რუსებს უყვართ ხოლმე მაგ ადგილის რაღაც არაადეკვატურად გაპრიალება, მთელი მეთოდიკების აღწერა და შემდეგ, ნერწყვების წლაპვით და დორბლების ჩამოწუწვით კივილი რომ აი მეც მინდა და რაფერ გავალეთოო, არადა რეალობაში ეგ ადგილი თუ გინდა ნაჟობკით იყოს კრივად ჩამოჭრილი ვაბშე არაფერია smile.gif სუფთა ფსიქოლოგიური ვიზუალურა და როდესაც ხელოსნისგან გადის ლულა, პროსტა იმის იმიჯია რომ ზედაპირი მაქსიმალურად სუფთა იყოს რომ კლიენტი აღფრთოვანდეს smile.gif

მწვანე - ვაბშეტა ეს ჩაღრმავება ბევრის აზრით არის ფასკა... ნუ მამენტ ამას აქვს გარკვეული შეხება ფასკასთან და სწორედ მისი მეშვებით ფორმირდება ფასკა, მაგრამ ეს უფრო არის ფასკის დამცავი კანაო, პლიუს მაგ კონუსის მოჭრის გარეშე ნუ უბრალოდ არ გამოდის ფასკა

შავი - შავი იდეაში უკვე ლულის ხვრელია, მაგრამ ამასაც პირდაპირი შეხება აქვს ფასკასთან, თუმცა ახსნა მიჭირს, ზოგი უკუღმართულად გაიგებს. მოკელდ ფასკა არის შემდეგ პუნქტში აღწერილი

რეალური ფასკა - ნუ ვაბშეტა ფასკა არის მწვანისა და შავის გადაკვეთის ადგილი, ანუ ის წვრილი კანტი რომელიც მაგ ორი ადგილის შეხებისას იჩითება, ეგ ადგილი უნდა იყოს სწორი, სუფთა, არ უნდა ჰქონდეს გადახრები, ყველა ნარეზი სუფთად უნდა ჩანდეს, ყველა მინდორი სწორედ უნდა იყოს ისევე როგორც ნარეზი (ნარეზი არის ჩაღრმავება, ხოლო მინდორი არის, ის ადგილი რომელიც თვალის მიერ აღიქმება ამოღრმავებად, რეალში კი უბრალოდ ლულის ხვრელის საბაზისო დიამტრია) ანუ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ადგილზე შავის გარდა შესაძლებელია იყოს ნარტყამი, ჟანგი, ნაკაწრი და სხვა უბედურება, მაგრამ მთავარია შავისა და მწვანე ზონის შეხების ადგილი იყოს სწორე, სუფთა და ზედმეტი ნაკაწრების თუ ექსესების გარეშე, უნდა იყოს ლულის მიმართ ზუსტად 90 გრადუსის მქონე, ყველა მხრიდან რომ ყველა მინდორი და ნარეზი ერთნაირად თავდებოდეს ტყვიის გადმოსახედიდან...


ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ გადახედე აბა შენს ლულას და ნახე, სადმე ფასკაზე რაიმე ხარვეზს ხედავ??? მე პირადად ვერაფერს ვხედავ, ან ისეთი კუთხით გაქვს გადაღებული სადაც არაფერი ჩანს , მოკლედ ეგ წითელი ჩაჭჭყილი ზონები დაიკიდე და დაივიწყე, თუ ვიზუალურ დისკომფორტს გაყენებს ამოაცუნცულე ჩემთან და მივასუფთავებ, მაგრამ რეალურად დიდი საჭიროება არ არის...

ჩვენში დარჩეს და მშვენიერი ღრმა ფასკა გაქვს რომელსაც სანადირო ვერსიას ეძახიან, ანუ ლულის კვეთიდან ჩაწეულია რამდენიმე მილიმეტრით რომ იქამდე ვერ აღწევდეს რაიმე ზედაპირული შეხების წერტილები...
ilariona
okela84
ვაბშე არ გეკითხა არ გერჩივნა? biggrin.gif

ჩემით წავედი biggrin.gif
okela84
ja_ja
ჯაჯა მადლობელი ვარ ამომწურავი პასუხისთვის თუმცა ჩვენ უფრო სხვა რამეზე ვკამათობდით გუშინ, ანუ ფასკის დანიშნულებაზე და ადგილზე კი არ ვდაობდით არამედ ფასკის მდგომარეობაზე


ჰო ეხლა გადავიდეთ მთავარ კითხვაზე და შენ გვითხარი შესაძლებელია თუ არა რომ შეუიარაღებელი თვალით დანახულმა ფასკის დეფექტმა ასე ისროლოს ?
ja_ja
okela84
ციტატა(aleqsandre @ 16th May 2016 - 01:47 PM) *
შენ გვითხარი შესაძლებელია თუ არა რომ შეუიარაღებელი თვალით დანახულმა ფასკის დეფექტმა ასე ისროლოს ?

ვერ გავიგე რაღაც უკუღმნართული კითხვაა smile.gif

კაცო შენ ის მითხარი არ მოგწონს ნასროლი და ფასკას აბრალებ თუ პირიქით მოგწონს ნასროლი და თან ამასობაში გგონია რომ ფასკა დაზიანებული გაქვს smile.gif

ნებისმიერ შემთხვევაში თუ ფასკა არ ვარგა კარგ შედეგს ვერ მიიღებ და ახლა მიკრო, მინი-პიპი დონეზეა დაზიანება და თვალით ვერ ხედავ და მიკროსკოპია გამოსაძახებელიო.... მაგი არ განიხილება. მაგ დონის სუპერ პუპერ სიზუსტეები არ არსებობს ფასკაში, თუ რა თქმა უნდა ვინმე ბრუციანი ბებერი არ უყურებს და ვერაფერს ხედავს smile.gif
okela84
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 16th May 2016 - 02:30 PM) *
ვერ გავიგე რაღაც უკუღმნართული კითხვაა

მე პირიქით მომწონს შედეგი. 16 ტყვიიდან არცერთი არ გაიქცა და ვფიქრობ რომ ამ თოფის მაქსიმუმია.

კაროჩე ამ თოფს აქვს სანადირო კლასზე მეტი სიზუსტე და სპორტულზე ოდნავ ნაკლები ანუ სპორტულთან უფრო ახლოს არის თუმცა ჩამორჩება მაინც
geojorjika
რა სიჩქართ ისვრის ეგ ფიშტო ჯსბ-ს?
ilariona
40 მეტრი შედეგი არაა! 50 მეტრზე ისროლე და მერე ვილაპარაკოთ.

40 მეტრზე გაფანტვას არ იწყებს.
okela84
ilariona
ციტატა(ilariona @ 16th May 2016 - 03:54 PM) *
40 მეტრი შედეგი არაა! 50 მეტრზე ისროლე და მერე ვილაპარაკოთ.

გეთანხმები ეგ 10 მეტრი შვება ძალიან ბევრს, თვალითაც შემიმჩნევია ოპტიკაში ბოლოში რამხელაზეც იქნევს ტყვიებს

geojorjika
არ გამიქრონავს არც ერთხელ. ილარიონას როგორც ქონდა ისე დავტოვე. ალბათ 275-280-ზე იქნება

ამაზე როგორც წავიკითხე ანუ ფაქ ვერსიაზე 300-ზეც ნორმალური ბალისტიკა აქვს
ilariona
okela84
რამდენ გასროლა აქვს 200დან 125მდე?

და ისე ინფოსთვის, ფასკა ჯაჯას გაკეთებულია biggrin.gif
okela84
ilariona
ვიცი მითხრა ირაკლიმ, მშვენივრად გაუკეთებია მე კმაყოფილი ვარ


ციტატა(ilariona @ 16th May 2016 - 05:12 PM) *
რამდენ გასროლა აქვს 200დან 125მდე?

შენ წარმოიდგინე დაახლოებითაც არ ვიცი, ნუ ალბათ სამი კლიპი
ikaaa
მე იმით არ მომწონს ეს ფასკა, რომ ბოლოში ნარაზები გაცრეცილია და სიმკვეთრე არა აქვს, სურათზეც ჩანს.
ja_ja
ikaaa
ციტატა(ikaaa @ 17th May 2016 - 04:46 PM) *
ბოლოში ნარაზები გაცრეცილია და სიმკვეთრე არა აქვს

შენ ნაწრისფერ ნადებზე იძახი ხომ მგონი?.... მე უფრო ჭუჭყი მგონია მაგი...
ikaaa
მე ლაივში რო ვნახე ჭუჭყს არ გავს, აშკარად ჩანს რო თითქოს ბოლოში ნარეზები ასევთქვათ ნანეტზე მიდის და მკვეთრი დასასრული არა აქ.

იმიტო უთხარი ოკელას აქ რაღაც ისე არაათქო.
ilariona
okela84
4 კლიპი იყო ჩემ დროს, 265მწ-ზე მქონდა დარეგულირებული.
okela84
ilariona
ესეიგი შემეშალა და ეხლაც 4-ს ისვრის იმიტომ რომ არაფერი შემიცვლია გარდა ტყვიებისა, უფრო სწორად მწარმოებელი შევცვალე წონა იგივე დავტოვე
ბაიკერი
ჩემი 2 ისროდა. მერე დავწიე ქვემოთ სიჩქარე და მაქსიმუმ 4-5 გასროლა მოემატა. 280ზე დავაყენე მსუბუქებით.
ja_ja
ბაიკერი
გააჩნია ლულა რა გაქვენ? მოკლე ლულიანებზე 2-3 კლიპზე მეტს არ ისვრის, ან ეგრეთწოდებულ FSB ლულიანებზე, რომელსაც შრაუდერი აქვს და შიგნით მოკლე ლულაა

კაროჩე გადახარჯვით მუშოაბს ეგეთი ვერსიები
ბაიკერი
ja_ja
ყველაძზე გრძელი ისროდა 2 კლიპს ახალი. მერე ცოტა რო დავწიე სიჩქარე ოდნავ მოიმატა რა. მაგის მერე კრიკეტი არის ბრილიანტი. 70 მაინც ისვრის. დავზბორო ოპტიკით და დავთვლი
userman
ციტატა(ilariona @ 17th May 2016 - 11:20 PM) *
4 კლიპი იყო ჩემ დროს, 265მწ-ზე მქონდა დარეგულირებული.

ციტატა(ja_ja @ 18th May 2016 - 12:55 PM) *
გააჩნია ლულა რა გაქვენ? მოკლე ლულიანებზე 2-3 კლიპზე მეტს არ ისვრის

ციტატა(ბაიკერი @ 18th May 2016 - 03:21 PM) *
ყველაძზე გრძელი ისროდა 2 კლიპს ახალი


კი მაგრამ რეზერვუარი რამხელა აქვს მაგ ვაირაუხს ?
რავი ჩემს ატ 44 აქვს 180 კუბიკიანი რეზევუარი და ეს ისვრის 265 მ/წმ-ით 10.34 -იანებს ზამთარში 40-ს და ეხლა 55-60-ს.
datka25
ციტატა(userman @ May 18 2016, 05:23 PM) *
კი მაგრამ რეზერვუარი რამხელა აქვს მაგ ვაირაუხს ?
რავი ჩემს ატ 44 აქვს 180 კუბიკიანი რეზევუარი და ეს ისვრის 265 მ/წმ-ით 10.34 -იანებს ზამთარში 40-ს და ეხლა 55-60-ს.

ვარიას რეზიკი 175 კუბიკია. . .

წესიერი რეგულიროვკა და 25-ში ისვრის ჩემი ხაჩიკა 32 ტყვიას 288 მწ/მ-თ, 25.4 გრანს, (რეზიკი 255 კუბიკი, მინუს რედუქტორის მოცულიბა, დაახლოებით 35 კუბიკი, რედუქტორი

აყენია 125 ბარზე . . .) ამას სიჩქარე რო დავუგდო და 265 დავაყენო, მინიმუმ 15-თ მეტი გასროლა მექნება კიდე smile.gif

ნუ, ეს ყველაფერი ჯაჯას კლაპნის და გადამშვების დამსახურებაა wink.gif
giorgi80
მოგესალმებიტ ჰაცან 135 მინდა ფასკის გაკეტება.მაინტერესებს ლულა უნდა მოვჭრა ცოტა და მერე გავაკეტო ტუ ისედაც შეიძლება კარგი გამოვიდეს? ტუ უნდა მოვჭრა რამდენი სანტიმეტრი უნდა მოვაჭრა?დამეხმარეთ როგორ გავაკეტო?
userman
giorgi80
ციტატა(giorgi80 @ 26th November 2017 - 11:08 PM) *
მოგესალმებიტ ჰაცან 135 მინდა ფასკის გაკეტება.მაინტერესებს ლულა უნდა მოვჭრა ცოტა და მერე გავაკეტო ტუ ისედაც შეიძლება კარგი გამოვიდეს? ტუ უნდა მოვჭრა რამდენი სანტიმეტრი უნდა მოვაჭრა?დამეხმარეთ როგორ გავაკეტო?


ამ თემაში მშვენივრადაა ახსნილი მაგის შესახებ.

ლულას არანაირი მოჭრები არ სჭირდება . ლულას მიადე სასურველი ზომის შარიკი და დრელით დაატრიალე .
თუ არადა გამოცდილს მიანდე მაგის გაკეთება ,

ja_ja
giorgi80
ციტატა(giorgi80 @ 26th November 2017 - 11:08 PM) *
ლულა უნდა მოვჭრა ცოტა და მერე გავაკეტო ტუ ისედაც შეიძლება კარგი გამოვიდეს

რას ამბობ რა უნდა მოაჭრა ლულას... ლულის ქვეთიდან მაქსიმუმ 2 სანტიემტრშია დაწყებული ჩოკი, რა უნდა მოაჭრა, მითუმეტეს არანაირი სანტიემტრების მოჭრა წინიდან არ შეიძლება, მაქსიმუმ შეიძLება რამდენიმე მილიმეტრის მოთლა იმ შემთXვევაში თუ ცხვირი ან ნამეტანი უსწორმასწოროა, ან დაზიანებულია, სხვა შემთXვევაში ლულის წინა ნაწილის მოჭრა ექვივალენტია დაკოდვისა. მაგის მერე ლულა კაპუტენ smile.gif

დამოკლებაზე თუა საუბარი მხოლოდ უკანა მხრიდან ხდება დამოკლება, მაგრამ ზამბარ გდუშიანზე ვავა იმდენი საჩალიჩOა, ბლოკიდან ამოგდება, და მერე ხელახლა ჩასმა. ასე რომ დამოკლებაც თითქმის გამოირიცხა smile.gif

giga2010
სალამი მეგობრებო. ესეთ რამე შევამჩნიე ჩემი ფიშტოს ლულაზე. გავატარე ტყვია ლულაში შომპოლით და იმ ადგილას სადაც ჰაერის გადამშვებია, ტყვიის კაბას აზიანებს. ამის გამოსწორება შესაძლებელია? და რა გზით? მინდა გითხრათ ასევე, რომ სწრაფი გადატენვის დროს, ეს დაზიანება არ შეენიშნება ტყვიას. მხოლოდ ნელა, შომპოლით გადატენვის დროს აკეთებს.
sekurifa
შომპოლით გადამშვების მხრიდან გაატარე ტყვია?
giga2010
კი, შომპოლით გავატარე. გადამშვებიდან
sekurifa
გამადიდებლით და ფანრით დააკვირდი შიგნით? ნაწიბური აქვს სავარაუდოდ და გადასწორება უნდა. მაგისთვის საუკეთესო ვარიანტი ბორმანქანაა სპეციალური შარიკიანი ნასადკუთ მაგრამ ეგ არ გექნება ხელზე.

რამდენითაა ლულის კვეთიდან გადამშვები?
aleqsa
giga2010

გიგა მე მაქვს ბორმანქანაც და მგონი შესაბამისი პირიც უნდა მქონდეს, თუ გინდა გათხოვებ და შენ ქენი და თუ გინდა ერთად გავაკეთოთ
giga2010
sekurifa
aleqsa
მადლობა ბიჭებო. გასაკვირია ის, რომ მაინც ნორმალურად ისროდა და ისვრის. ბორმანქანა კი მაქვს, მაგრამ მაინც დავაკვირდები კიდევ. მიმწოდებლით არანაირი ნაწიბური არ ეტყობა ტყვიას.
sekurifa
ციტატა(giga2010 @ 16th February 2018 - 11:32 PM) *
მაგრამ მაინც დავაკვირდები კიდევ. მიმწოდებლით არანაირი ნაწიბური არ ეტყობა ტყვიას.

მიმწოდებელი შეიძლება ზემოთ უწევდეს ტყვიას იუბკას. ხდება ეგრეც ხანდახან როცა იდეალური ცენტრი არააქ მიმწოდებელს ლულის ხვრელთან. რავი აბა? ნიუანსებს რა გამოლევს პცპ-ში))

შეამოწმე ლუპით მაინც. ახლა როცა უკვე იცი რომ გადამშვები ტყვიას იუბკას ათლის რაცარუნდა კარგად ისროლოს რადნოი მიმწოდებელით გულში მაინც დაგრჩება ნემსივით და ისევ მიუბრუნდები ერთ მშვენიერ დღეს) არ მოგასვენებს ფიქრები))

ასეთია აირგანერის ხვედრი და შეგუება უნდა))
ja_ja
aleqsa
giga2010
sekurifa
შეეშვით თეორიებს smile.gif სულ სხვა პროცესია ხელით ტყვიის ჩატენვისას და სულ სხვა პროცესია როდესაც მიმწოდებელი ლუაში მიაქანებს ტყვიას

როდესაც თოფის მიმწოდებელი ლულას მიაქანებს წინ, მაშინ ტყვია ჯერ სწორდება რეზინის პირზე რომელიც ლულაშია გათხრილი, შემდეგ მიმწოდებელი აწვება მას, ტყვია მილიწამით ჩერდება, ამასობაში უკნიდან ძალა ემატება, რეზინა ფართოვდება და უცებ იმ ზომაზე იზრდება რომ ტყვია გაეტიოს, ამ დროს ტყვია რაკეტასავით წინ მირბის და იმ ხვრელს ასევთქვათ "ნივიჟუს" ურტყავს, როგორც კი ტყვიის თავი მაგ ხვრელს გადასცდება მერე იუბკა საერთოდ უმტკივნეულოდ გადადის მაგ ხვრელზე (მამენტ ესეც თეორიაა, რადგან ლუაში მე არასდროს არ ჩავმჯდარვარ, მაგისთვის ნამეტანი დიდი ვირი ვარ და შენელებული კადრებით ფაქტები ვიდეოზე არ გადამიღია smile.gif, მაგრამ შედეგების გამო ეს თეორია უფრო მართებულად მიამჩნია).

თუ რეალურად გინდათ შემოწმება ხდება თუ არა გასროლის წინ ტყვიის წაკვნეტა, შეეშვით შომპოლით გატარებას. მაგ დროს ცენტრირება ჭირს და ტყვიის შეტენისას იქეთ აქეთ იხრება ტყვია შედეგად წაკვეთაც იჩითება.

იმისათვის რომ დარწმუნდეთ არის მთელი ტყვია ლულაში თუ წაკვნეტილია, უბრალოდ გადატენეთ თოფი, ჩვეულებრივად თავისი მიმწოდებლით და კლიპით. შემდეგ გასროლის გარეშე მოხსენით ლულა თოფს (ზოგს მარტივად სძვრება, ზოგს კი ლამის მთელი თოფის დაშლა დასჭირდება) და აი მერე მიაწექით შომპოლით ტყვიას. არავითარ შემთხვევაში უკან არ გამოიტანოთ ტყვია, პირიქით წინ ბოლომდე გაიყვანეთ. გადმოაგდეთ ლულიდან (საიდანაც სროლიას უნდა დატოვოს ლულა ტყვიამ) და აი მერე უყურეთ ლუპით და ნათურით ხელში... აი თუ მაგ დროს წაკვნეტილი არის, მაშინ ბორმანქანა იქნება საჭირო თუ სხვა რამ არ ვიცი, მაგრამ ლულა მისახედია, ხოლო თუ ტყვიას არაფერი სჭირს, მაშინ შეეშვით არაკონდიციურ პირობებში მიღებულ შედეგებით დასკვნების გამოტანას smile.gif


---------------

არაერთი მოსულა ჩემთან ეგეთი თხოვნით რომ აი ტყვია იკვნიტება და ვაი ვუი, ნუ მეც თავიდან ვაკეთებ და ვამოწმებ, არაფერი არ იკვნიტება, ვატან კლიენტს და ისევ იძახის იკვნიტებაო, ერთხელაც დავდექი და თავი მოვიფხანე ეგ როგორ, გავიმეორე ყველაფერი რაც კლიენტმა მითხრა და ჰოი საოცრებავ იკვნიტება smile.gif პროსტა ეგაა რომ მიმწოდებელი ჩვენი ხელის კანკალით და დამიხნებით არ ჩალიჩობს ტყვიის ლულაშI ჩადებას, როგორც კი თოფს მიანდობ მაგ საქმეს, რატომღაც ყველანაირი წაკვნეტის სიმპტომები ქრება და სამკურნალოც აღარაფერია ხოლმე smile.gif
giga2010
ja_ja
მადლობა ყურადღებისთვის.
გუშინ სწორედ ესეთი რამ გავაკეთე. ლულა მოვათავსე კოლოფში, გადავტენე და მიმწოდებლით ტყვია შევიდა ლულაში. შემდგომ მოვხსენი ლულა და შომპოლით გავატარე. არანაირი დაზიანება არ ქონდა ტყვიას. მეც თავი დავანებე
sekurifa
ნუ მეც მოტო დავწერე შეიძლება მიმწოდებელი იუბკას ზემოთ წევს მეთქი რომ ცალტყვიანი ვერსია წაროვიდგინე უცებ რაც ჩემ ჰაცანს ქონდა და იქ რეზინას არ გადის ტყვია, რეზინა მიმწოდებელზეა. სავარაუდოდ კი ტყვია ირიბად მიდის ოდნავ ასეთ დროს ვიდრე კლიპიან ვერსიაზე.

საერთოდ კი გამიკვირდა რომ იუბკა მოჭრა თუნდაც შომპოლითაც. ნარეზებამდე კანალი ხო უფრო განიერია და არუნდა მოედოს. მე იჟზე მქონდა ეგეთი მომენტი რომ მიმწოდებლით გრამიანი ტყვია მივაწოდე რომელიც პლოტნად წავიდა და აათალა ცოტა გადამშვებმა. ნუ იჟი რაცარის ყველამ იცით და არც მიკვირს თუმცა ზოგმა თურქულმაც შეიძლება გაჭედილად წასული ტყვია მოჭრას მიმწოდებლით.

userman
ციტატა(ja_ja @ 17th February 2018 - 08:32 PM) *
როდესაც თოფის მიმწოდებელი ლულას მიაქანებს წინ, მაშინ ტყვია ჯერ სწორდება რეზინის პირზე რომელიც ლულაშია გათხრილი, შემდეგ მიმწოდებელი აწვება მას, ტყვია მილიწამით ჩერდება, ამასობაში უკნიდან ძალა ემატება, რეზინა ფართოვდება და უცებ იმ ზომაზე იზრდება რომ ტყვია გაეტიოს, ამ დროს ტყვია რაკეტასავით წინ მირბის და იმ ხვრელს ასევთქვათ "ნივიჟუს" ურტყავს


კი მართალია ლულის რეზინი გვევლინება , როგორც მაცენტრებელი ტყვიის მიწოდებისას .
ანუ თუ რეზინი არ დევს ლულაში თAვის ადგილზე ტყვიას ვერ ჩადებთ დაზიანების გარეშე .

დროთა განმავლობაში რეზინი ცვდება, განსაკუთრებით ლულის გაწმენდის მომენტში , თუ თანაბრად გაცვდა ხომ კარგი , მაგრამ ეს ცოტა იშვიათად ხდება , ყოველ შემთხვევაში რეზინი ხდება გამოსაცვლელი ადრე თუ გვიან .

ახალი რეზინი ცოტა ძნელად ატარებს ტყვიას . რაც იწვევს მის დაზიანებას , მე ყოველთვის ვცდილობ ისეთი რეზინი შეურჩიო , რომ ტყვია თავისუფლად შევიდეს , ეს კი იწვევს მცირე რაოდენობით ჰაერის დანაკარგს , მაგრამ სამაგიეროდ ტყვია დაუზიანებლად გადადის .

მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორი სიზუსტითაც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი მოწყობილი , მაინც არსებობს იმის ალბათობა , რომ ტყვია ჩადების ( მიწოდების ) მომენტში გაფუჭდეს .( ამ შემთხვევაში კლიპით ტყვიის გაფუჭებას არ ვგულისხმობ )
ეს ჩემს შემთხვევაში შეიძლება იყოს 30 დან ერთ შემთხვევაში შეიძლება 10 დან ერთხელ შეიძლება 100 დან ერთი . თუმცაღა ამის მიხვედრაც შესაძლებელია , თუმცა ამას დიდი პრაქტიკა სჭირდება smile.gif . არაერთხელ მქონია შემთხვევა როცა ტყვიის ჩადების პროცესი არ მომწონებია და ჰაერში ან მიწაზე გამომიგდია .

ასე რომ კარგი ჯგუფის მიღება დიდწილადაა დამოკიდებული ამ პროცესზე .
chicho
ციტატა(ja_ja @ Jul 11 2014, 02:24 PM) *
უმეტეს წილად თუ ფასკა სწორი არაა ტოველ გასროლაზე სხვადასხვანაირ უკუ დარტყმას მიირებს ტყვია ლულის ჭრილის დატოვებისას, შედეგად ხან იქეთ მოუხმემს ხან აქეთ

ლულის ფასკაზე კი არის მიღებული მაღალ დონედ გაპრიალება ისე რომ მზის სხივს ირეკლავდეს სარკეზე მოშნად, მაგრამ რეალში იდეა დაიყვანება შემდეგამდე, არ უნდა ჰქონდეს გადახრები და ლულის ჭრილი უნდა იყოს სწორი და არ უნდა იყოს დახრილი, პლიუს ნარეზების ბოლოები მკვეთრად რომ თავდებოდეს სასურველია ცოტათი კონუსური ფორმა ჰქონდეს. ნუ არის ბევრნაირი კონუსი, იქ სპორტული იქ სანადირო, იქ კომბინირებული, მაგრამ ძირითადი შინაარსი ერთია სწორედ დამთავრდეს ლულა და ლულის სწორ ჩამონაჭერზე ხრახნებს არ ფქონდეს ნაწიბურები.


1.გაუმარჯოს, რატომ არის ბევრნაირი კონუსი და რა საჭიროა ? მონადირესაც და სპორტსმენსაც ხომ უნდა რომ ტყვია ზუსტად წავიდეს ...

2.პუნჩერებში როგორაა ფასკის ხარისხი დაცული ხომ არ იცით?

3.ესეიგი თუ ფასკა არ ვარგა თვალითაც შევამჩნევ ხო ?
ja_ja
chicho
ციტატა(gihap0 @ 16th March 2018 - 12:58 PM) *
3.ესეიგი თუ ფასკა არ ვარგა თვალითაც შევამჩნევ ხო ?

წესით კი, ნუ თვალი ისეთი მამაძაღლია რომ ამჩნევს ეგეთ ცდომილებას რაც არ უნდა მიზერული იყო, ოღონდ გაუფრთხილდი ვიზუალურ მოტყუებას, ანუ ჩრდილების თამაშმა არ შეგიყვანოს შეცდომაში...

ციტატა(gihap0 @ 16th March 2018 - 12:58 PM) *
2.პუნჩერებში როგორაა ფასკის ხარისხი დაცული ხომ არ იცით?

ნორმალურია ქარხნულივე, მაგრამ ზოგი მაინც აკეთებს და სტანდარტულზე უკეთესს შედეგს იღებენ, თუმცა ქარხნულიც მთლად ცუდი არ არის

ციტატა(gihap0 @ 16th March 2018 - 12:58 PM) *
რატომ არის ბევრნაირი კონუსი და რა საჭიროა ? მონადირესაც და სპორტსმენსაც ხომ უნდა რომ ტყვია ზუსტად წავიდეს ..

სპორცმენისთვის საკმარისია უბრალოდ ფასკა, რადგან ლულა და თოფი როგორც წესი მოვლილია და დარბაზში იშვიათად თუ მოხვდება რაიმე ისეთ ზედაპირს რომ რაიმე ზიანი მიაყენოს ლულის ფასკას. აი სანადირო ვერსიაში კი ჩაღრმავებულია, იმიტომ რომ იქ წაქცევის ან რაიმე უხეშ საგანთან შეხებისას რომ ეგრევე ფასკა არ დაზიანდეს, რაც უფრო ჩაღრმავებულია მით უფრო ნაკლები შანსია რომ რაღაც იმენნა შიგნით ჩააღწევს და გააფუჭებს...

თუმცა სანადირო თოფებზე რომელსაც შრაუდერი აქვს ან მოდერი მუდმივად ასევე არ სჭირდება სანადირო ფასკა, რადგან ისედაც დაცულ გარემოშია ლულის ჭრილი
chicho
გაიხარეთ








ეს ჩემი პუნჩერის ფასკაა, მოდერი მოვხსენი და ამ ფოტოებით თუ შეიძლება რამის თქმა ფასკაზე როგორია?
giga2010
შენი ნახელავია? არ მგონია ქარხნულს ეგეთი ფასკა ქონდეს. ჩემი აზრით, მაგ ლულას ფასკის გაკეთება ჭირდება
chicho
ციტატა(giga2010 @ Mar 19 2018, 05:30 PM) *
შენი ნახელავია? არ მგონია ქარხნულს ეგეთი ფასკა ქონდეს. ჩემი აზრით, მაგ ლულას ფასკის გაკეთება ჭირდება


არა ფასკას არც მივეკარები ისეთი ფაქიზი საქმეა სწავლის გარეშე არ გავაკეთებ, ქარხნულია როგორც ჩანს
ja_ja
ბოლო სურათში აშკა5რად ჩანს რომ გვერდულადაა მოჭრილი ფასკა, მაგრამ პროსტა გვერდულად თუ არის ჯანდაბას, მთავარია ცალ მხარეს შესაბამისად უფრო ჩაღრმავებული არ იყოს, თუ ჩაღრმავებულია, მაშინ უკვე იასნია რომ გასაკეთებელია ფასკა....

თუ მეორე სურათში გამოსახულება კუთხისა და ჩრდილის გამო არაა დეფორმირებული, მაშინ მანდ ნუ აი 150%-ით ჩანს რომ ცალი მხარე ჩავარდნილია რაც კარგი არაა, ანუ კაკრაზ ცალი მხრიდან ადრე თავდება ლულა, ეგ იწვევს ჰაერის გამოტყორცნას და ტყვიისთვის ცალი მხრიდან წკლიპურტის წარტყმას შედეგად ვავა smile.gif

და ბოლოს პირველ და მეორე სურათზე თვითონ ფასკას რომ ტავი დავანებოთ ლულაში კოშმარი ჩანს smile.gif ერთი ისაა ცუდი რომ აშკარად ცუდი დამზადების კვალი ემჩნევა და სულ ნახაზებითაა მორთული ლულა, აშკარად გახვრეტის და სვერლოს კვალი ემჩნევა, ეგ კი ნიშნავს უსწორმასწორობას და მაგ პატარა ნაკაწრებში ტყვიის ნარჩენების ჩაწეპებას, მერე დაგროვებას, პატარა მუწუკების წარმოქმნას, შედეგად ყოველი შემდეგი და შემდეგი ტყვია კიდევ ტოვებს ნადებს და ბოლოს ტყვია ასევთქვათ გრუნტიან ოფროუდ გზაზე დადის, ალაგალეგ ექვეთება კაბა და ბოლოს ლულიდან კაი ნაცემი და დეფორმირებული გამოდს, ეგ კი სიზუსტეზე კარგად არ იმოქმედებს

ამ სიტყვების დადასტურება შეიძლება მეორე სურათით, რომელშიც სადღაც 9 საათის ექვივალენტზე ჩანს 2 ცალი მოჟანგო ფერის ნადები, კაკრაზ ზემოთ აღწერილი პროცესია წასული sad.gif. გამოსავალი:

1) ჯერესერთი უნდა მაგას ამოწმენდა, შესაბამისი ზეთებით, ბრინჯაოს ჩოთქებით და ასე შემდეგ, როდესაც ტყვიის ნადები მოცილდება მერე უნდა გადახვიდე მეორე პროცესზე

2) მეორე პროცესი არის, ლულის პოლირება, უნდა დაიადო პოლირების პასტა და უნდა ეჩალIჩო ლულას, ახლავე ვამბობ პროცესი მაგარი დამღლელი და მოსაწყენია, რადგან მონოტონური სამუშაოა საკეთებელი.

ესეიგი იღებ შომპოლს (არანაირი ჩხირები, შნუროკი, ლესკა და სხვა იაფიანი გამოსავალი, არ ღირს შომპოლი ძვირი, მგონი 12 ლარი ღირს 4.5-იანი შომპოლი, პლიუს 15-20 ლარი ნასადკების კომპლექტი), ჩამოაცმევ რბილ ნასატკას, აზილავ ზედ საპრიალებელ პასატას და ჩააყოფინებ ლულაში თავს, დალშე მიახლოებით ზონებად დაყავი ლულა და მიყები ამ სურათზე ნაჩვენებ რაოდენობებს...



ანუ ჯერ თავიდან ბოლომდე მინიმუმ 50-ჯერ გაატარებ შომპოლს (პერიოდულად შეიძლება საპრიალო პასტის დამატება დაგჭირდეს), მერე ლულის კვეთის 5-10 სანტიმეტრამდე არ მისული 100-ჯერ გაატარებ შომპოლს (ნუ რაღაც მეტკა დაადე შომპოლს რომ ბოლო 5-10 სანტიმეტრამდე არარ შეიყვანო შომპოლი, იასნია შომპოლი უკანა მხრიდან უნდა შეიყვანო), მერე პირობითად 3 ნაწილად დაყავი ლულის სიგრძე და ბოლო 2 მესამედი კიდევ 100-ჯერ გაატარე და სულ ბოლოს ბოლო მესამედზე კიდევ 100-ჯერ...

პერიოდულად აკონტროლე რომ ნამეტანი არ მოგივიდეს გაპრიალება და ნარეზები არ გააქრო საერთოდ, ისე კი ჩემის აზრით შენ ლალრას ლულის ბოლოში ისეთი ხაზები გიჩანს რომ შეიძლება 50 წინ და უკან გატარება არ გეყოს, მარა დააკვირდი აბა...

P.S. ფასკის გასწორება თუ მოგინდება შეგიძლია ჩემთან ამოიტანო და იქვე გაგიკეთება მაქსიმუმ 20 წუთში და დაგიჯდება 15 ლარი, მაგრამ აი გაპრიალებას შენს გარდა ვინ მოკიდებს ხელს ნამდვილად ვერ გეტყვი. დროის და ნერვების ვებერთელა დანაკარგია და ფასს კიდევ მაგ საქმეში ვერ მოითხოვ დიდს, შედეგად ყველა არიდებს დროის ხარჯვას თავს sad.gif ასე რომ მემგონი შენ მოგიწევს მაგის გაკეთება
chicho
ja_ja მადლობა, ჯერ შტუცერის პრობლემას მოვაგვარებ დამერე ვიფიქრებ მაგაზე, ყველაფერი ერთმანეთს გადაება, პლიუსმაგას რეზიკზე ბარომეტრი აღარ მუშაობს და ჯერ არც ვეძებ მაგის მოგვარებას biggrin.gif:D კაროჩე უკვე ისე ვარ ვფიქრობ რამე კაი ზდპში ხომ არ გადავცვალო biggrin.gif თუ გამიცვლიან
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.