დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ლულის კვეთის "ფასკა"
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
ja_ja
chicho
ციტატა(gihap0 @ 20th March 2018 - 12:09 PM) *
პლიუსმაგას რეზიკზე ბარომეტრი აღარ მუშაობს

ბარომეტრი მუშაობს 1 ატმოსფერულ წნევაზე და სიმაღლის გაგებაში გვეხმარება smile.gif ხოლო აირის, ან სითხის წნევის გასაზომად უკვე მანომეტრი გამოიყენება smile.gif ნუ იმედია არ მიწყენ smile.gif
chicho
ციტატა(ja_ja @ Mar 21 2018, 09:00 AM) *
chicho
ნუ იმედია არ მიწყენ smile.gif


მართალი ხარ შემეშალა აშკარად biggrin.gif
name
chicho

ანუ აღარ ზომავს წნევას სტუკი აქვს ? თუ გვიან აჩვენებს , ? და ეს ყველაფერი ფაქტიურად ახლა თოფს რამდენხანში დაემართა?
chicho
ციტატა(name @ Mar 22 2018, 06:56 PM) *
chicho

ანუ აღარ ზომავს წნევას სტუკი აქვს ? თუ გვიან აჩვენებს , ? და ეს ყველაფერი ფაქტიურად ახლა თოფს რამდენხანში დაემართა?


გვიან აჩვენებდა თავიდანვე
gregory
არამგონია მანომეტრის ბრალი იყოს.
სავარაუდოდ "პრაკლადკაა" დეფორმირებული და ძაან ვიწრო ხვრელით ეწოდება ჰაერი
okela84
საშინელი ფასკა აქვს და ნარეზზეც წყვეტილი ხაზები ჩანს, ანუ როგორც ჩანს ტყვია მუდმივ კონტაქტში არაა ნარეზთან.
ეგ ლულა კარგად რო დამუშავდეს, შესაძლოა 4.6 მმ-მდე ავიდეს დიამეტრი.

chicho
პალიროვკას თუ გინდა მე ავიღებ ჩემს თავზე wink.gif თანხას არ გამოგართმევ, დრელი დამჭირდება და კიდევ ორი რაღაც, სადღაც 10 ლარის თემაა მაქსიმუმ
chicho
ციტატა(okela84 @ Mar 24 2018, 02:33 AM) *
საშინელი ფასკა აქვს და ნარეზზეც წყვეტილი ხაზები ჩანს, ანუ როგორც ჩანს ტყვია მუდმივ კონტაქტში არაა ნარეზთან.
ეგ ლულა კარგად რო დამუშავდეს, შესაძლოა 4.6 მმ-მდე ავიდეს დიამეტრი.

chicho
პალიროვკას თუ გინდა მე ავიღებ ჩემს თავზე wink.gif თანხას არ გამოგართმევ, დრელი დამჭირდება და კიდევ ორი რაღაც, სადღაც 10 ლარის თემაა მაქსიმუმ


სპასიბა ოკელ თურამეა დაგირეკავ
name
ეს ჩემი გაკეთებული ფასკააა დიდი არაფერი მარა ქარხნული არ მოწონდა 30 მეტრაში მაგრად ფანდავდა 13 გრანიენებს ჯიესბის,








ხოდა რაც ფასკა გაუკეთე, 30 მეტრზე რავვი 20 თეთრიანის ვადებ და ნასროლები იფარება, ნორმალური ჯგუფია მგონნი
ikaaa
პოლირება უნდა მწვანე ქვით smile.gif
name
ხო უნდა, ეგ მწვანე ქვა ვერ ვნახე არდა სახლში სუ მხვდებოდა თვალში როცა გინდა მაშინ ვერ ნახავ ვერაფერს
ja_ja
დაიკიდე ეგ მწვანე ქვაც და პოლირებაც.... ეგ პოლირება უფრო ვიზუალური მხარეა ვიდრე რეალურად საჭირო და რაიმე სარგებლის მომტანი smile.gif

გვირგვინი თავდება იქ სადაც ხრახნები თავდება. ხოლო კონუსი რომელიც ხრახნებამდე ჩადის და უმეტესწილად მაგას აპრიალებენ ხოლმე, ვააბშე არ მონაწილეობს საქმეში, მთავარია რომ ლულის ჩამონაჭერი იყოს ლულის ღერძის მიმართ 90 გრადუსით და ასევე კონუსი რომელიც ამოჭრილი გაქვს 90 გრადუსიან კუთხეს ქმნიდეს ხრახნებსა და ლულის ღერძს მიმართ, ასევე ხრახნები ყველა უნდა იყოს სწორე და იგივე 90 გრადუსს უნდა ქმნიდეს ლულის ღერძის მიმართ...

ანუ მთავარი შინაარსი არის ხრახნები ყველა ერთად თავდებოდეს და როდესაც ტყვია გამოძვრება ლულიდან რომელიმე მხარეს ხრახნები ადრე არ დამთავრდეს რომ ტყვიას გადახრა არ მისცეს, ჰაერის შებერვით ან ლულის პირზე წამოდებით....

დალშე ის კონუსი, კატლავანი თუ რაც არის, იქნება გაპრიალებული თუ არა, აი ვაბშემც ახატია ტყვიას smile.gif ეგ სუფთა შენი ვიზუალია, თუ თვალს გინდა ასიამოვნო სხვა საქმეა, მაგრამ ტყვიის სუზუსტეს ეგ არ გაზრდის smile.gif

p.s. ნუ პოლირება ერთადერთი შეიძლება სასარგებლო იყოს იმ შემთხვევაში თუ გვირგვინის გაკეთებისას ლულის ხრახნების ბოლოზე პატარა ნაწიბურები წარმოიქმნა, თუ მაგ ნაწიბირებს ადგილი არ აქვს, მაშინ პოლირებას რავი დიდი განსაკუთრეუბლი აზრი არ აქვს....
name
ისე როგორი დამუშავებულია ნორმალური თუ ისე რა, სურათზე როგორ ატყობ? რავი 30მ მომცა შედეგი, რო მივადე ცერა თითის და 20 თეთრიანით იფარება,

თავიდან ცივი ჩაის თავსახურისხელა ჯგუფს აკეთებდა

ცოტა ოპტიკის სიმძიმე ქმნის დისკომფორტს ხელიდან სროლის დროს, ჯერადობა 12X გავასწორე,
giga2010
ციტატა(name @ Apr 13 2018, 01:26 PM) *
ისე როგორი დამუშავებულია ნორმალური თუ ისე რა, სურათზე როგორ ატყობ? რავი 30მ მომცა შედეგი, რო მივადე ცერა თითის და 20 თეთრიანით იფარება,

თავიდან ცივი ჩაის თავსახურისხელა ჯგუფს აკეთებდა

ცოტა ოპტიკის სიმძიმე ქმნის დისკომფორტს ხელიდან სროლის დროს, ჯერადობა 12X გავასწორე,

მიუთითე რა მანძილზე ისვრი. ასევე გაურკვეველია ხელიდან აკეთებ მაგ ჟგუფებს თუ საყრდენით
name
ხო დამავიწყდა, ტისკში ჩამაგრებული და ჩამოდებითაც, აი ხელით კი უკვე ვეღარ ვღებულობ მაგ შედეგს, თუმცა თავისუფლად ვარტყავ ერთი გასროლითკოკაკოლის თავსაფარს
giga2010
ციტატა(name @ Apr 13 2018, 01:40 PM) *
ხო დამავიწყდა, ტისკში ჩამაგრებული და ჩამოდებითაც, აი ხელით კი უკვე ვეღარ ვღებულობ მაგ შედეგს, თუმცა თავისუფლად ვარტყავ ერთი გასროლითკოკაკოლის თავსაფარს

რა მანძილიზე ისვრი?
chicho
ციტატა(name @ Apr 12 2018, 06:45 PM) *
ეს ჩემი გაკეთებული ფასკააა დიდი არაფერი მარა ქარხნული არ მოწონდა 30 მეტრაში მაგრად ფანდავდა 13 გრანიენებს ჯიესბის,








ხოდა რაც ფასკა გაუკეთე, 30 მეტრზე რავვი 20 თეთრიანის ვადებ და ნასროლები იფარება, ნორმალური ჯგუფია მგონნი

ლულაში რა ბუწუწები ჩანს?
gregory
chicho
ყურის ჩხირია ან ბამბა.
მაგას იმიტომ დებენ რომ ლულის მეორე მხრიდან სინათლე არ ანატებდეს და გადაღებისას გამოსახულებას არ აფუჭებდეს
vexam
https://www.youtube.com/watch?v=9MOlxPdnbww
https://www.youtube.com/watch?v=962CVd1DQ7s
საინტერესო ინსტრუმენტია
chicho
ციტატა(gregory @ Apr 13 2018, 02:21 PM) *
chicho
ყურის ჩხირია ან ბამბა.
მაგას იმიტომ დებენ რომ ლულის მეორე მხრიდან სინათლე არ ანატებდეს და გადაღებისას გამოსახულებას არ აფუჭებდეს

ვერც ვიფიქრებდი მეგონა რამემ დაიბუდა მეთქი biggrin.gif biggrin.gif:d:d
ja_ja
chicho
ციტატა(gihap0 @ 13th April 2018 - 09:52 PM) *
ვერც ვიფიქრებდი

ერთხელ მაინც სცადე ლულის ფასკის გადაღება და მიხვდები რომ მნიშვნელობა არა აქვს რა დონის განათება იქნება, მაინც არ ჩანს ხოლმე ლულის კვეთა, ვეჩნა ჩრდილებია, ბურუსია....

ამასობაში პროსტა ბამბის ჩხურს ჩადებ, შუქს მიანათებ, აირეკლავს და განათებულია ისეთი რომ რა აპარატითაც გინდა გადაიღე ყველაფერი ხოშიანად ჩანს smile.gif

name
ისე კარგად თუ ჩააცივდები ერთიუ ორ ადგილზე პატარა შეტრიალებული ნაწიბური მგონი მაინც ჩანს, შენს კვეთაზე, ასე რომ მაინც პოლირება სცადე, ან ნულევოი შკურკით გავლა
mikheil marekhashvili
გამარჯობათ. პირველ რიგში მადლობა დამატებისთვის.

თითქმის ყველა გვერდი გადავიკითხე ამ თემის მაგრამ ჩემთვის საჭირო ინფოს ვერ მივაგენი. იქნებ დამეხმაროთ.

მაქვს GAMO Varmint 1250 FPS ზამბარაზე. 4x32 თავისივე ოპტიკით. აქვს მიზნის პრობლემა , არ ვიცი ოპტიკას დავაბრალო თუ ტყვიას , ვისვრი ჯიესბის 0,47 იან მრგვალთავა ტყვიას. თითქმის ყველა გასროლა სხვადასხვა ტრაექტორიით მიდის როცა თითონ თოფი დაფიქსირებულია.

მაინტერესებს ფასკა რომ გავუკეთო რა შედეგს მომცემს და რამდენად რეკომენდირებულია ზამბარიან თოფზე მისი გაკეთება?
giga2010
ციტატა(mikheil @ 17th April 2019 - 03:01 PM) *
ვისვრი ჯიესბის 0,47 იან მრგვალთავა ტყვიას

გამარჯობათ, კეთილი იყო თქვენი მოსვლა ფორუმზე. მარტო მაგ წონის ტყვია გაქვთ დატესტილი? ჩემი აზრით უფრო მძიმე ტყვია უნდა შეარჩიოთ. რა მანძილზე ისვრით?
mikheil marekhashvili
giga2010 მადლობა.
0,54 და 0,67 იანიც ვცადე მაგრამ შედეგი იგივეა. sad.gif
giga2010
mikheil marekhashvili
რა ჯგუფი გამოდის და რა დისტანციაზე?
mikheil marekhashvili
ციტატა(giga2010 @ Apr 17 2019, 03:34 PM) *
mikheil marekhashvili
რა ჯგუფი გამოდის და რა დისტანციაზე?

40-45 მეტრის მანძილზე 30 სანტიმეტრიანი ჯგუფი .
giga2010
ციტატა(mikheil @ 17th April 2019 - 03:46 PM) *
40-45 მეტრის მანძილზე 30 სანტიმეტრიანი ჯგუფი

ბევრია ძაან.
mikheil marekhashvili
giga2010
ზუსტად მაგიტო ვკითხულობ ფასკის გაკეთება რაიმე შედეგს თუ მომცემს ? ან რაიმეს ხო არ დავაზიანებ მისი გაკეთებით? რათქმაუნდა გამომსვლელ მხარეს ვგულისხმობ
ja_ja
ნუ პირველი იმას ვიტყოდი რომ შესამოქმებელია

1) ლულის შიდა ხვრელი,
2) აუცილებლად სიჩქარე რა სიჩქარით ისვრის რეალში, ყუთზე დაწერილი 1250 არაფერს არ ამბობს, კაცმა არ იცის რა ტყვიაზეა ეგ სიჩქარე
3) ხომ არ არის ლულა მოყანყალებული ბუდეში, ანუ გასროლისას რომ არ ყანყალებს რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეგეთი გაფანტვა
4) დგუში წესრიგშია? ხომ არ არის დაზიანებული რის გამოც ნორმლაურიად ჰაერს ვერ აწვდის და პირიქით ლულის ქედელს უმოწყალოდ ურახუნებს
5) ლულის ჩაკეტვის ადგილზე რეზინა მტელია?

მოკელდ ბევრი საკითხია გასავლელი ფასკამდე, თვითონ ფასკას რაც შეეხება დიდად ძვირად ღირებული პროცედურა ეგ არაა, მაგრამ ძნელია ზდპ პნევმოს ლულის დაზგაში ჩადება თავისი უკანა ნაწილისა და რიჩაგის გამო, ან გრძელი ლულა უნდა იყოს (რომ თუნდაც პატარა დაზგაში ჩაჯდეს უკნიდან და წინიდან თავის გამოყოფის შესაძლებლობა ჰქონდეს), ან სტანოკი უნდ აიყოს რაღაც ვეებერთელა რომ ჩაეტიოს მაგხელა კონსტრუქცია.

კიდევ ერთი კაი გამოსავალი არის ლულაში ჩადე ყურის საწმენდი ბამბები, ასე 3-4 მილიმეტრით ჩააყვინთინე ლულაში და გადაუღე სურათი, ეგ სურათები აქ დადე რომ ვნახოთ რაიმე განსაკუთრებული დარღვევა ჩანს თუ არა ფასკაზე. ნუ აი როგორც აი ამ პორტში აქვს დადებული ჩიკოს, ბამბის ჩხირები საჭიროა იმისათვის რომ ფოტოაპარატმა ფოკუსირება მოახდინოს და შუქი უსასრულო ხვრელში არ დაიკარგოს....

koba1973
mikheil marekhashvili
კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ფორუმზე.
გამო ვარმინტი გადასატეხ ლულიანია, ყოველი შემდეგი გასროლისთვის ლულა უნდა ჩამოწიოთ ძლიერად ამიტომ შესაძლოა თოფი იცვლის პოზიციას. რაში გაქვთ დაფიქსირებული?
mikheil marekhashvili
ja_ja
გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისთვის. რათქმაუნდა მაგ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებ, უბრალოდ ერთი ის არის რუმ სულ ახალი ვიყიდე და ალბათ 1 ყუთI ტყვია თუ მაქვს გასროლილი და მეეჭვება რაიმე სერიოზული პრობლემა ქონეს. უდერადაც აშკარად არ ვეპყრობი. რეზინა თავის ადგილზეა. საპოხი მასალაც არ აკლია. რაც მაეჭვებს არასწორი სიმძიმის ტყვია ან და ოპტიკა. ოპტიკის თემასაც მოვაგვარებ ამ დღეებში და შედეგს დავწერ აუცილებლად. რაც შეეხება ბამბის ამბავს აუცილებლად გადავუღებ სურათს და დავდებ. ფასკის ამოსაჭრელად ყველანაირი ხელსაწყო მაქვს და მგონი არც ეგ გამიჭირდება უბრალოდ ვერ გავარკვიე ჯერ რამდენად საჭიროა ჩემი თოფისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ

koba1973
მართალი ხართ ნამდვილად ეგრეა. არც მაგ ვერსიას გამოვრიცხავ თუმცაღა უნდა დავრწმუნდე. ფიქსირებას რაც შეეხება ხელნაკეთი პოდია და პოზიციას არ იცვლის გასროლისას ამიტო მგონია სხვა მიზეზი უნდა ვეძებო. wink.gif
giga2010
mikheil marekhashvili
სხვა მწარმოებლის ტყვიაც მოსინჯეთ. არის ზოგიერთი მწარმოებლის ლულები, რომლებიც ვერ ისვრიან ჯსბ-ს. ბარაკუდა ან ჰნ-ს ფილდ ტარგეტი მოსინჯეთ. არის მცირე რაოდენობის კოლოფები, 200 ცალი დევს
კ.ვ.ა.დ.რ.ო
mikheil marekhashvili

ზამბარ დგუშიანებს დაფიქსირება არ უყვართ, ჩამოდე კონდახით რამეზე, ისე რომ ლულა არ ეხებოდეს არაფერს და მიეცი თოფს საშუალება გასროლისას ცოტა გამოძრავდეს :)

ანუ თავისით ცოტას რავ გადაგიხტუნებს დარტმა არ შეეწინააღმდეგო :)

Youtub-ზე airgun ან springer artilery hold ჩაწერე და უკეთესადაა ახსნილი და ნაჩვენები :)

.54 ან .67 ჯსბ ისროლე ან ბარაკუდა მატჩი smile.gif
aleqsa
mikheil marekhashvili


მოგესალმები და წარმატებებს გისურვებ მომავალში, იმედია შევძლებთ დაგეხმაროთ და შენი შედგები გააუმჯობესო,

შედეგებიკი მართლაც არასახარბიელო გქონია.

ჩემი რჩევაა პირველ რიგში ოპტიკა გადაამოწმე, რაც წავიკითხე ჯიესბის თითქმის ყველა წონა გიცდია და მაგხელა გაშლა ტყვიების ცოტაარიყოს და ძალიან ბერია.

ღია სამიზნე თუ გააჩნიე თქვენს თოფს აბა მაგით სცადეთ და თუარადა სხვა ოპტიკა მოსინჯეთ...

კიდევ ერთხელ წარმატებები smile.gif
MonSoon
ჩემზე ადრე ოპტიკა ურევდა, ახალზე, ოპტიკით 20 მეტრზე 4 სმ_ს აკეთებდა. მოვხსენი ოპტიკა და 10 თეთრიანს არ სცდებოდა ღია სამიზნით. კინაღამ გავყიდე ისე მომშალა ნერვებზე. არადა თურმე რა კარგათ ისროდა.
pilotina
mikheil marekhashvili
ციტატა(mikheil @ 17th April 2019 - 09:34 PM) *
საპოხი მასალაც არ აკლია


ამან დამაეჭვა, ზდპ-ზე ზედმეტი საპოხი მასალა ¨ბოროტებაა¨, დიზელის ეფექტი ხომ არა აქვს თოფს? გასროლის შემდეგ ცოტა ბოლივით ხომ არ ამოდის ლულიდან? თუ ეგრეა, დეკონსერვაცია,დასჭირდება
mikheil marekhashvili
pilotina
კი აქვს ცოტა ბოლი მაგრამ არა ყოველთვის. დეკონსერვაციას რაას გულისხმობ?

aleqsa

სამწუხაროდ ღია სამიზნე არ აქვს ამიტომაც ვწვალობ ესე. მადლობა wink.gif

კ.ვ.ა.დ.რ.ო
გავითვალისწინებ აუცილებლად. მადლობა wink.gif



mikheil marekhashvili
ესე გამოიყურება ჩემი თოფის ფისკა



pilotina
mikheil marekhashvili
ციტატა(mikheil @ 18th April 2019 - 09:41 AM) *
კი აქვს ცოტა ბოლი მაგრამ არა ყოველთვის. დეკონსერვაციას რაას გულისხმობ?


უნდა დაიშალოს და ცილინდრიდან და დგუშიდან საპოხი მასალა გაიწმინდოს და შემდეგ თავიდან ძალიან თხელ ფენად დაისმაზკოს დგუშის მანჟეტი სილიკონის საპოხით
MonSoon
mikheil marekhashvili
ციტატა(mikheil @ 18th April 2019 - 10:48 AM) *
ესე გამოიყურება ჩემი თოფის ფისკა

სურათს არ ხსნის.

საპოხ საშუალებებს როგორ და რა პერიოდულობით აწვდი თოფს ?? შლი და ზეთავ თუ რა ფორმით შვრები.
არანაირი კვამლი არ უნდა ჰქონდეს არასდროს თოფს ლულიდან.

თავიდან, სულ ახალთახალზე შეიძლება ისიც რამოდენიმე გასროლაზე გაჩერდება კვამლი.
mikheil marekhashvili
MonSoon
pilotina
ნუ, რასაც ვხედავ ამას ფასკა არ ჰქვია. თანაც ზედა მხარეს რაღაც ნაწიბურებივით ჩანს მგონი.
ja_ja
mikheil marekhashvili
ციტატა(mikheil @ 17th April 2019 - 09:34 PM) *
უბრალოდ ერთი ის არის რუმ სულ ახალი ვიყიდე

გულს ნუ გაიტეხ შეიძLება შემთხვევიც წუნი იყოს და ახალი არაა მაჩვენებელი იმისა რომ გარანტირებულად იდეალურად უნდა ისროდეს

ციტატა(mikheil @ 17th April 2019 - 09:34 PM) *
საპოხი მასალაც არ აკლია.

ჰოო ეს კიდევ ცალკე საკითხია, დიზელის ეფექტი ხომ არ აქვს, ანუ დეკონსერვაცია უნდა წესით ზდპ თოფებს, თორემ ტაოტის და ზეთის აირი ცილინდრშI უცებ შეკუმშვისას იღებს დიზელის მატორის ეფექტს, ანუ აალება ხდება, ამის გამო ხან დიდი აალებაა და ხან პატარა, ამიტომაც, გაფანტვა შეიძLება იყოს

ციტატა(mikheil @ 17th April 2019 - 09:34 PM) *
ოპტიკის თემასაც მოვაგვარებ

არც ეგაა გამორიცხული, ძლიერ ზდპ-ზე ოპტიკები ხშირად იშლება ხოლმე და მერე ჯვარი დაკატაობს იქეთ აქეთ, შედეგად მიზანი ფაფუ



რაც შეხება სურათს, ცუდათ ჩანს მარა მემგონი მანდ პროსტა ჩამოთლილია ლულა და ვსიო არანაირი ფასკა მანდ არ ჩანს, ვაბშეტა ლულის შიდა ზედაპირით კაი აჭრილი ჩანს ანუ ხაოიანი ზედაპირია, ვერაა მემგონი მაი ლულის საქმე კარგად....
pilotina
აი ამას შეადარე ეხლა



MonSoon
mikheil marekhashvili
ციტატა(bedo @ 18th April 2019 - 12:17 PM) *
საპოხ საშუალებებს როგორ და რა პერიოდულობით აწვდი თოფს ?? შლი და ზეთავ თუ რა ფორმით შვრები.

ამაზე რას იტყვი ? არანაკლებ მნიშვნელოვანია.
vexam
გამოს ლულებს "ფასკა" არ აქვთ დამუშავებული ქარხნულად? ამ სურათზე რასაც ვხედავ საერთოდ ხელშეუხებელია.
mikheil marekhashvili

ძალიან დიდი სხვაობა მომცა. ვისროდი 0.54 იან ჯსბ ს. 35 მეტრიდან. პოდით. დეკონსერვაცია ნამდვილად არ ჭირდება მაგას კი მივხვდი. ერთი ის მაინტერესბს ფასკა რამდენად საჭირია ჩემთვისნზედა სურათით თუ ვიმსჯელებთ? ოპტიკას რომ თავი დავანებოთ? ერათი რასაც დავაკვირდი 1 გასროლას ზუსტად ისვრის დანარჩენს სხვაობას მაძლევს გასწორების შემდგომ. sad.gif

ბოლი თავიდან ქონდა . ბოლო 30-40 გასროლა აღარ შემიმჩნევია.
pilotina
mikheil marekhashvili
ციტატა(mikheil @ 18th April 2019 - 08:27 PM) *
ერთი ის მაინტერესბს ფასკა რამდენად საჭირია ჩემთვისნზედა სურათით თუ ვიმსჯელებთ?


ფასკა სჭირდება ერთმნიშვნელოვნად
MonSoon
mikheil marekhashvili
მაინც არ პასუხობ რასაც ვკითხულობ. მგონია თავს არიდებ და გგონია ვინე გაგკიცხავს თუ იტყვი რო კი ვზეთავ დგუშს ან რაიმეს ვაწვეთებ ან მსგავსს რომ სულ ზეთში იყოს ან მეტი სიჩქარე ჰქონდესო.

თუ თავს არიდებ მაშინ გეტყვი რო ძააან დიდი ალბათობით ზედმეტი ზეთი დგუშში 1-2 ან მეტი პრობლემის თავი შეილება იყოს, უფრო მეტი დამნაშავე ვიდრე ფასკა, უფრო მეტი დამნაშავე ვიდრე ის რაც გგონია.
ჯაჯამ ახსენა ის რისი ტქმაც მინდა.

საიდან ვასკვნი რო "თავს არიდებ" ?
ციტატა(mikheil @ 17th April 2019 - 09:34 PM) *
უბრალოდ ერთი ის არის რუმ სულ ახალი ვიყიდე და ალბათ 1 ყუთI ტყვია თუ მაქვს გასროლილი და მეეჭვება რაიმე სერიოზული პრობლემა ქონეს.

ბოლო პოსტში კი გიწერია რომ ბოლო 30-40 გასროლა არ ჰქონია კვამლი, ანუ გამოდის 1 კოლოფიდან ბოლო 40 სროლა არ ჰქონდა, მანამდე ჰქონდა. ანუ დიზელი აქვს ამ ხნის განმავლობაში.
პლიუს მაგას ზედა პოსტებს დიზელზე არ პასუხობ. მისდევ ფასკებს და ტყვიების შერჩევას.

თუ ისეა საქმე როგორც მე დავწერე, ჩემი აზრით დასაშლელია ეგ თოფი. მანჟეთი კაი დღეში შეილება არ იყოს და სწორედაც ეგ მანჭეტი შეილება იყოს ერტერთი დამნაშავე დიზელთან ერტAდ ის რომ არაზუსტად ისვრის.

აკვიატებაში რო არ ჩამეთვალოს და "მცოდნეს" იმიჯი არ შევიქმნა შეიზლება იცი მაგრამ მაინც ჩამოვწერ დიზელის და მანჟეტის გაფუჭებამ რა შედეგები იცის.

დიზელი იწვევს მანჟეტის დაწვას, პპლიუს მაგას სხვადასხვანაირი აალება და შესაბამისად სხვადასხვა სიჩქარე. (ჯაჯასაც უწერია).
დამწვარი მანჟეტი კიდევ კომპრესიას ვერ ქმნის და აქაც სიჩქარის არასტაბილურობამდე მივდივართ, პლიუს მაგას სიჩქარის ვარდნა.

აი პნევმატიკაში კიდევ ტყვიის სიჩქარის სტაბილურობა რამდენად მნიშვნელოვანია პცპ რო გქონდეს ქრონთან ერთად კი გეცოდინებოდა. ერთერთი უმთავრესია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აქ ყველამ იცის.
mikheil marekhashvili
MonSoon
არა მეგობარო ნამდვილად არ ვარიდებ თავს მაგ კითხვას უბრალოდ ვთვლი რომ არ ღირს მაგაზე ყურადღების გამახვილება რადგან ლულა შევპოხე რამოდენიმეჯერ მსუბუქათ და ე.წ ცევიო (დამრტყმელი მექანიზმი) პატარა სალნიკი სადაც დგას, პლიუს გადამხსნელი მექანიზმი დაშლითაც კი არ დამიშლია მხოლოდ ზედაპირულ შეზეთვაზე მაქვს საუბარი, შეიძლება ამ ყველაფერს ჩემი უცოდინრობის გამო ვაკეთებ თუმცაღა ფაქტი ისაა რომ უკვე აღარ აქვს ბოლი და შესაბამისად აღარ მივიჩნიე ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება საჭიროდ, მაპატიეთ თუ ვცდები wink.gif

დღევანდელი ტესტიდან გამომდინარე დავწერე ზემოთა პოსტიც. ჩემი მთავარი პრობლემა ისაა რომ ახლო მანძილზე ზედმეტად დიდი გაშლა აქვს ამიტომ მინდა გავარკვიო თუ რისი ბრალეულობაა. ოპტიკის, ტყვიის თუ თვითონ თოფის. იქიდან გამომდინარე რომ კარგი ოპტიკა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ამიტომ ვფიქრობ ყველაზე მარტივით დავიწყო. როგორც ახალბედა ამ საკითხში თითოეული თქვენთაგანის რჩევა ჩემთვის მნიშვნელოვანია ამიტომ ყველა საკითხს ზედმიწევნით გავითვალისწინებ. wink.gif
giga2010
mikheil marekhashvili
ვფირობ რომ ჯერ მაინც ოპტიკა უნდა გამორიცხოთ. კარგი იქნებოდა რომ ქონოდა ღია სამიზნე, მაგრამ ნეტუ smile.gif . ზოგადად არაა გამართლებული ზამბარ დგუშიანზე ოპტიკის დაყენება, ადრე თუ გვიან მაინც დააზიანებს. ბაზრობის ოპტიკა მაქვს, ვიცი რომ მუშაობს და არ აქვს პრობლემა, შემიძლია გათხოვო და დატესტე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.