დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ლულის კვეთის "ფასკა"
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
aleqsa
mikheil marekhashvili


გიგამ რაც გითხრა მეც ეგ უფრო მგომია, ოპტიკიდან დაიწყე, თუ დარწმუნდი რომ ოპტიკა არაფერშუაშია ფასკებზე შემდეგ იფიქრე, მოკლედ გამორიცხვის მეთოდით უნდა მიყვე და იპოვი "დამნაშავეს" wink.gif

ხო კიდევ ლულის შეზეთვას არგირჩევ, მხოლოდ გამოწმინდე და რაც შეიძლება ბოლომდე გამოამშრალე, ლულაში ზეთი იგივე დიზელირებაა, დიზელირება კი ზედმეტი სიმძლავრე და აცა-ბაცა გაფრენილი ტყვიებია!!
mikheil marekhashvili
giga2010

კარგი მეგობარო აუცილებლად ვნახავ ოპტიკის თემას, მეორე თოფიც მაქვს თურქული ზამბარიანი და იქიდან გადმოვაყენებ ან ჩამოვიტან, რამოდენიმე დღით საზღვარგარეთ ვიქნები და იქნებ იქ ვიშოვო რამე ნორმალური თუ ძაან ძვირი არ ღირდა. მადლობა დახმარებისთვის.

ერთი კითხვა მაქვს : ზოგადად ყველა ზამბარიანი ეგრე მოქმედებს ყველა ოპტიკაზე თუ ოპტიკის ხარისხზეა დამოკიდებული რამდენად მდგრადი იქნება ზამბარიანი თოფის მიმართ?

giga2010
mikheil marekhashvili
ზამბარ დგუშიანი პნევმატიკაზე, ოპტიკის დაყენება ჩემი აზრით არაა გამართლებული. ცოტა ადრე რომ შემოსულიყავით გირჩევდით რომ აუცილებლად შეგეძინათ ღია სამიზნით და გეყიდათ ნიტრო პისტონზე. თავად ზამბარდგუშიანს არ აქვს ის სიზუტე რომ ოპტიკით სროლით ისიამოვნოთ.
ხარისხიანი ოპტიკა კი ხშირად თოფზე ძვირია, რამდენად გიღირთ მაგ თოფზე დააყენოთ, ეგ თქვენი გადასაწყვეტია.
თუ ზუსტი სროლა გიტაცებთ, აჯობებს შეცვალოთ პნევმატიკიკის სისტემა და გადახვიდეთ პცპ-ზე.
mikheil marekhashvili
მოკლედ ბიჭებო დავშალე ჩემი ოპტიკა და მივაგენი კიდეც მიზეზს მგონი. ე.წ ჯვარის მექანიზმის შემდგომ მოდის ერთი ლინზა და მერე მეორე რომელშიც უშუალოდ ვიხედებით. ორივე ლინზას ქონდა საკმაოდ დიდი ე.წ შატკა. შესაბამისად ლოგიკურია ყოველი გასროლის შემდგომ ჯვარის პოზიცია იცვლებოდა ლინზასთან მიმართებაში ამიტომაც ვფქირომ მქონდა ყოველ ჯერზე სხვადასხვა შედეგი.
ორივე ლინზა მყარად დავაფიქსირე რათა გასროლისას პოზიცია არ შეიცვალოს. შედეგიც სახეზეა გასწორებიდან 4 გასროლა გავაკეთე და 15 მეტრის მანძილზე 5 თეთრიანის ზომა მოხვედრის არეალი მივიღე. ბოდიშით რო სურათს ვერ ვდებ სტოლბას ვესროდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ფიქსირებისთვის გამოვიყენე ლინზის დიამეტრის მქონდა სალნიკი მინიმალური სისქით.

ძალიან დამეხმარა ეს ვიდეო და ვისაც გამოგადგებათ აგერ ლინკიც



ამ დღეებში შორ მანძილზეც გავტესტავ და შედეგებს აუცილებლად გაგიზიარებთ რამდენად გაამართლა.

ძალიან დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის და რჩევებისთვის.
giga2010
mikheil marekhashvili
ძალიან კარგი, ჩვენც გაგვეხარდა რომ შეძელით და მიაგენით პრობლემას. ასევე სასიხარულოა, რომ ფორუმის მიმართაც ყურადღებით ხართ. მადლობა!!!
იმედი მაქვს კიდევ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მოგვაწვდით, ან თქვენ შედეგებსაც გაგვიზიარებთ.
წარმატებები, სულ ათიანებში!!!
ja_ja
რაცხა ვიდეო ჩემთან არ ჩანს...

P.S. ანუ ოპტიკა დასალე მე როგორც გავიგე... და ამ წვიმიან ამინდებშI როგორ ააწყვე? ნესტი იქნება შიგნით და ზაფხულის ცხელ დღეებში კონდენსატი გაგეჩითება ლინზებზე
vexam
ციტატა(ja_ja @ Apr 23 2019, 09:51 AM) *
რაცხა ვიდეო ჩემთან არ ჩანს...

P.S. ანუ ოპტიკა დასალე მე როგორც გავიგე... და ამ წვიმიან ამინდებშI როგორ ააწყვე? ნესტი იქნება შიგნით და ზაფხულის ცხელ დღეებში კონდენსატი გაგეჩითება ლინზებზე

ბ.ნ ჯაჯა. აღნიშნული საკითხი დავსვი "ფრანკენშტეინი"-ს თემაში. აღმოჩნდა, რომ თეორიულად დაორთქვლის საფრთხის მიუხედავად, ფორუმელების გამოცდილების მიხედვით- პრაქტიკაში მსგავსი პრობლემები ნაკლებად იჩნს თავს.
ja_ja
რავიცი, რავიცი, ღმერთი შენსკენ smile.gif
ja_ja
ფასკებზეა საუბარი და ბარემ აქვე დავდებ

აი ასეთი ქარხნული ფასკებიც არსებობს ზოგიერთ თოფზე



რამდენად საყვარლად გამოიყურება შეგიძლია დატკბეთ, იიგვე მოდელის თოფზე სხვა მომხმარებლის ფასკაც...



თუმცა არის საოცრებაც და იგივე მოდელის თოფზე შეიLძება კარგი ფასკაც შეგხვდეთ



ნუ ფასკას კი უნდ აგაპრიალება და ლულაც მგონი გამოსაწმენდია შიგნიდან, მაგრამ თვითონ ქარხნული ფასკა ასე თუ ისე მისაღებია....

მე რაც შემხვდა და გავასწორე, იმის მინი რეპორტი აგერაა, დანარჩენებს თვითონ დაწერს ალბათ ხალხი

P.S. ეს ყველაფერი ხდება აქინე, ანუ საქართველოში, არი არის ეს საიდანღაც მოტანილი სურათები smile.gif
nihontoman
სალამი ხალხო! ჩემმა ძმამ შეიძინა არტემისის მ25, მშვენიერი ფიშტოა უოველ მხრივ, გარდა ლულის კვეთისა - რაღაცა დაუცენტრავი ღრმა კონუსია.

შედეგად მივიღეთ ის, რომ 45 მეტრზე ჯგუფები არ გამოდის. 0.67-იანი ჯსბ-ც კი, 7-8 სმ-ია მინიმუმ.... sad.gif

სამწუხაროდ არ მაქვს შესაბამისი დაზგა/დანადგარები, რომ მივხედოთ, ნებისმიერ ტოკარიან ტიპთქნ მისვლაც არ მინდა, სხვა რამეს გააფუჭებენ და თქვენი დახმარება მჭირდება ბიძიებო :დ
ja_ja
და არ იცი აქ ვინა აკეტებს ეგეთ რაღაცეებს? smile.gif
nihontoman
ციტატა(ja_ja @ Feb 27 2022, 10:27 PM) *
და არ იცი აქ ვინა აკეტებს ეგეთ რაღაცეებს? smile.gif



შორიდან მოგიარე ეგრე გამოდის
nihontoman
ja_ja
კი მოგწერე პირადში, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ინბოქსზე ლიმიტი გვაქვს, ამიტომ აქაც დავწერ ბარემ - რაიმე დასაკონტაქტებელი საშუალება ჩამიგდე რა შენი ჯაჯა ბატონო, ტელეფონი, ფეისბუქი, რავი რამე, რომ დაგიკავშირდე smile.gif

მადლობები წინასწარ
nihontoman
ჯაჯაა, გადმომხედე რა biggrin.gif
nihontoman
პატარა აფდეითი - ბატონი ჯაჯას დახმარებით, გამოსწორდა არტემის მ25-ზე ლულის კვეთა. მანამდე კოშმარი იყო სასწაული, სოტყვით გადმოცემა შეუძლებელია, სადღაც ლულის ბოლო 3სმ-ზე ჩათხრილი და დატრიალებული იყო დრელი. ახალი კვეთის მოჭრის შემდეგ, დაჟე თურქულ სლაგებსაც კი გადაზომილ 53 მეტრზე ისვტის იდეალურად, რა კენჭსაც დავუმიზნე გავარტყი. სამწუხაროდ ჯგუფების გაკეთება ვერ მივახერხე, თუმცა აუცილებლად ვეცდები!


მადლობა ჯაჯას biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.