დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ლულის კვეთის "ფასკა"
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
Jah
სწორად გაკეთებული ლულის კვეთის "ფასკა", ცეცხლსასროლი თუ პნევმატური იარაღი იქნება, არის ზუსტი გასროლის 80%, დანარჩენი კი 10-10% არის ტყვიის ხარისხი და მსროლელის გამოცდილება. ცეცხლსასროლ იარაღს როგორც წესი უკვე აქვს, ნორმალური ლულის კვეთის "ფასკა"
და მაგის უმაღლეს ხარისხს აქცევენ ყურადღებას მხოლოდ ზეზუსტი სროლის შაშხანებზე.
პნევმატურ იარაღში კი, თუ ეს არ არის ძვირად ღირებული ევროპული ბრენდი, ძირითადად საშინელი "ფასკებია". არა და იქედან გამომდინარე რომ პნევმატიკას აქვს დაბალი ენერგეტიკა და ასე ვთქვათ ტყვიის ქვე-ბგერის სიჩქარე, ლულის კვეთის ფასკა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ტყვიის სტაბილურობაზე.

ამ თემაში მინდა გავაკეთო ვრცელი, ასე ვთქვათ, მანუალი, თუ როგორ გავაკეტოთ ლულის კვეთის "ფასკა" პნევმატური შაშხანას ლულაზე.
არსებობს უამრავი მეთოდი. ჩვენ კი გავჩერდებით ყველაზე მარტივ, და ხელმისაწვდომ მეთოდზე, რომლისთვის არ დაგვჭირდება სპეციალური ხელსაწყოები და დაზგები. ყველა სამუშაოს, ჩატარება თავისუფლად შესაძლებელია სახლის პირობებში, ელემენტალური ინსტრუმენტის გამოყენებით.

ჯერ სურათებს დავდებ როგორი არის ხოლმე ქარხნული "ფასკა", და როგორი უნდა გავხადოთ იგი. 3-4 დღეში იქნება თვითონ მანუალი.

ქარხნული "ფასკა"
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დამუშავებული "ფასკა"
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ქარხნული ფასკა შტეირ-ზე
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Jah
მანუალი:
პირველ რიგში, ლულის ბოლოდან უნდა მოვხსნათ პლასტმასის, ეგრეწოდებული "ნადულნიკი". ძვრება ძალიან მარტივად. მძლავრად და მკვეთრათ დავარტყათ და ის მოძვრება, თუ ძალიან მაგრად არის დაპრესილი, ადუღებულ წყალში ჩაუშვათ 1 წუთით და ძალიან ადვილად უნდა მოძვრეს.
შემდეგი ეტაპი ლულის კვეთის ინსპექტირება და დეტალური დათვალიერება. ზემოთ პირველ სურათში კარგად ჩანს რომ ღარები ძალიან არა თანაბარია. ეს ძალიან ხშირად ხდება, განსაკუთრებით თურქულ ლულებზე. ამიტომ შემოწმებისას უნდა ვნახოთ თუ ღარები იყოს მკვეთრი და თანაბრად მოდიოდეს და მთავრდებოდეს ლულის კვეთამდე. მაგალითად პირველ სურათზე ღარები იყო ცუდი, ამიტომ ფასკის გაგეთების წინ ლულის კვეთიდან უნდა მოიჭრას 2 - 2,5 სანტიმეტრი, როგორც წესია ეს საკმარისია.
შემდეგ კი უნდა დავამუშაოთ ლულას კვეთი ჯერ ჩვეულებრივი, მერე კი ძალიან პატარა შკურკით. მოკლედ უნდა გამოიყურებოდეს ასე.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
შემდეგი ეტაპი არის პირველი, ასე ვთქვათ დამცავი ფასკის გაკეთება, რომელიც დაიცავს მათავარ ფასკას.
მე 3 სურათზე ჩანს როგორ უნდა გამოიყურებოდეს ორივე ფასკა.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ესეიგი პირველ რიგში უნდა შევიძინოთ 2 შაროშკა, 2 სხვა და სხვა დიამეტრით და ჩაშვებით.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დამუშავება შესაძლებელია უბრალოდ ხელით, ან მინი დრელით ძალიან დაბალ ბრუნვებზე. მე გირჩევთ ხელით გაკეთებას, იმიტომ რომ უფრო მარტივად შეიძლება გავაკონტროლოდ სწორად მიდის საქმე თუ არა.
აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ მეორე ანუ მთავარი ფასკა უნდა იყოს დაახლოებით ღარის სიგანის.
როდესაც მივიღეთ სასურველი ფასკები. გადავდივართ შემდეგზე არა ნაკლებად მნიშვნელობან ეტაპზე.
ფასკის პოლირება.
geojorjika
აი კიდევ ერთი მეთოდი ლულის კვეთის ფასკის გასაკეთებლად , და საერთოდ ეს საიტი საკმაოდ საინტერესოა მემგონი , ნახეთ რა დაზგები აქვთ smile.gif

http://anotherairgunblog.blogspot.com/2008...wning-part.html
nihontoman
მადლობა, ფანტომზე ვფიქრობდი კაკრას გუშინ მოდერის გაკეთებას და პლასტმასის მოხსნა შემეშინდა-არ გატყდეს და ჩამმა ძმამ არ ამიკლოს მეთქი. ახლა ვიცი როგორ მოვაძრო...
ფასკაზე ალბათ ვიჩალიჩებ, მარა ხელით ძნელი არ იქნება?
bazuka
ისა რა მაინტერესებს, აქ გამომავალ ფასკაზეა საუბარი თუ შემავალზე???
ja_ja
bazuka
გამომავალზე

შემავალსაც ფასკა ქვია ოღონდ რაღაც სხვა სახელი
nihontoman
ციტატა
ისა რა მაინტერესებს, აქ გამომავალ ფასკაზეა საუბარი თუ შემავალზე???

გამომავალია, იმგლისელები ეძახიან muzzle crown თუ რაღაც მაგგვარს..
geojorjika
nihontoman
ხელით ვერ გააკეთებ
nihontoman
ციტატა
nihontoman
ხელით ვერ გააკეთებ

რა იყო, განა ფრჩხილით ამოვფხაჭნი, :lol: :lol: :lol: :lol:
პროსტო მაინტერესებდა რამდენი ხანი დამჭირდება იმ პატარა რაღაცის ტრიალი ცერა და საჩვენებელი თითით, რომ შედეგს მივაღწიო
geojorjika
nihontoman
ჰოდა დიდი ხანი რომ დაჭირდება ძალიან მაგიტომ გითხარი ვერ გააკეთებ მეთქი და სიმეტრიული მაინც არ გამო და აზრიც არ ექნება smile.gif smile.gif
ja_ja
კარგიოთ რა, ჯერ უნდა უბრალო შარაშკით ოდნავ ამოღება და ბოლოს უნდა დრელში რაიმე ღერძის გარჭობა რომელსაც თავზე შარიკი ექნება. მიადებ ამ შარიკს ლულას (მანამდე რაიმე გასაპრიალებელს წაუშვავ) და სადრაც 1-2 წუთი ტრიალის მერე გაპრიალებული და ყველა მხრიდან ერთნაირი ამოჭრილი იქნება. ეგეც თქვენი ფასკის ჩალიჩი.

ფასკის დანუშნულება ერთია, გამოსვლისას ტყვია ერთიანად ყველა ხრახნს და ყველა მხრიდან ერთ მომენტში მოწყდეს, თუ ფასკა ზემოთ ქვემოთ ან მარცხნივ, მარჯვნივ არის ამოღრუტნული, შესაბამისად მაგ ადგილზე ტყვია ლულის ჭრილს ადრე ტოვებს და გამპარული ფაერი კაბაში ურტყავს, გამოდის რეაქტიური ძრავის ეფექტი და ტყვია არასწორი ამოჭრის საწინააღმდეგო მხარეს მიდის. ვსიო მაგის გასასწორებლადაა ფასკა საჭირო.



მემგონი ამ სურათით ნათქვამია ყველაფერი
parna
თავი დაანებე მაგთოფს ძაან კაი ფასკა აქ დაშლილი მაქ მაგის ბიძაშვილი :|
ochopintre
ხო არ იცით ვინმემ ვის გავაკეთო ჩემ ოლიმპიელის ლულაზე ფასკა, ორივე მხარეს მინდა გავაკეთო
ლულის ბოლოში ისედაც ჩანს რო ცუდი ფასკაა და გაკეთება უნდა და შემავალც რატომღაც მგონია დასჭირდება შელამაზება.
მეთვითონაც ვიჩალიჩებდი მაგრამ ამისწინ სიზმარში მოლა ნასრედინი გამომეცხადა და მითხრა:
შენ არ ეჩალიჩო თორემ გააფუჭებო და არ მინდა გული დავწყვიტო biggrin.gif
მოკლედ ვინმემ თუ იცით ისეთი ადამიანი ვინც ამ საშვილიშვილო საქმეს გამიკეთებს გამაგებინეთ
ja_ja
ochopintre
ოხ მოკელდ ეს ახალგაზრდობა რა smile.gif და რა დავწერო ახლა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
norica_dragon
მეც მინდა მაგის გაკეთება smile.gif მემგონი კეთილი ჯაჯა ბიძია უნდა ამ საქმეს biggrin.gif

რა მშუაშლიადა რეინჯფაინდერი ჩამოიდაააააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, აწი უკვე 100 იარდზე გადავალ smile.gif
ochopintre
ციტატა(ja_ja @ 11th February 2011 - 10:21 AM) *
ოხ მოკელდ ეს ახალგაზრდობა რა და რა დავწერო ახლა?

angel.gif
მისამართი სად შეიძლება ამ ყოველივეს გაკეთება
ციტატა(Avto @ 11th February 2011 - 10:26 AM) *
რა მშუაშლიადა რეინჯფაინდერი ჩამოიდაააააა

ნორიკ აბა ქართულად გვითარგმენე რისი დაწერა გინდოდა? biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 11th February 2011 - 10:26 AM) *
რა მშუაშლიადა რეინჯფაინდერი ჩამოიდაააააა

რაიო ბოშო????

ციტატა(Avto @ 11th February 2011 - 10:26 AM) *
აწი უკვე 100 იარდზე გადავალ

რავა მეტრებს აღარ კადრულობ?
kaka8079
მანძილ მზომი ჩამოუვიდა კაცსსა.გილოცავვვვ
koknar
norica_dragon
დაგვანახე ერთი რაფერია შენი მანძილფაინდერი. smile.gif
giga_st
აჰა წავიდა გაჯაზება არაbiggrin.gif, ნორიკ წამოიღე თუ წავედით გავზომოთ ის ტირი საინტერესოა რამდენზეა.
koknar
giga_st
მექანიკური რეინჯფაინდერით არ გაგიზომიათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif.
VTEC
ციტატა(Jah @ 7th February 2009 - 12:40 PM) *
ფასკის გაგეთების წინ ლულის კვეთიდან უნდა მოიჭრას 2 - 2,5 სანტიმეტრი, როგორც წესია ეს საკმარისია.

ლულას უნდა მოეჭრას 2-2.5 სანტიმეტრი?

ციტატა(Avto @ 11th February 2011 - 10:26 AM) *
რა მშუაშლიადა რეინჯფაინდერი ჩამოიდაააააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, აწი უკვე 100 იარდზე გადავალ smile.gif


მშუაშლიადა რა არის ვერ მივხვდი მაგრამ რეინჯფაინდერს გილოცავ smile.gif
ochopintre
თემის სათაურში სადმე წერია "მშუაშლიადა რეინჯფაინდერის" განხილვა?
ვინმემ თუ იცით სად მოვაჭრევინო ფასკა დაწერეტ თუ არადა ნაბიჯით იარ "ფლეიმისკენ"
Power_VANO
ochopintre
ჯა_ჯა-სთან, ჯა_ჯა-სთან, ხომ დაწერა თვითონაც წინა გვერდზე smile.gif das stanok-ით ბრწინვალე ფასკები გამოდის smile.gif
ochopintre
ციტატა(Power_VANO @ 11th February 2011 - 12:33 PM) *
ochopintre
ჯა_ჯა-სთან, ჯა_ჯა-სთან, ხომ დაწერა თვითონაც წინა გვერდზე das stanok-ით ბრწინვალე ფასკები გამოდის

სად დაწერა კაცო?

ციტატა(ja_ja @ 11th February 2011 - 10:21 AM) *
ochopintre
ოხ მოკელდ ეს ახალგაზრდობა რა და რა დავწერო ახლა?

არამგონია ეს ნიშნავდეს მე გავაკეთებო. რავიცი შეიძლება ვცდები . მოკლედ ველოდები დადასტურებას biggrin.gif
masteroff
ნებისმიერი ტოკარნი სტანოკი რომელსაც ცენტროვკა აქ გააკეთებს ნუ ჯაჯას კაი სტანოკიაქ მაგ ამბავში
norica_dragon
ციტატა(ochopintre @ Feb 11 2011, 12:45 PM) *
სად დაწერა კაცო?


არამგონია ეს ნიშნავდეს მე გავაკეთებო. რავიცი შეიძლება ვცდები . მოკლედ ველოდები დადასტურებას biggrin.gif



ერთად მივადგეთ ლულებით თუ მოიცლის smile.gif (მე დადასტურებამდე ვეტენები biggrin.gif )
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 11th February 2011 - 02:55 PM) *
მე დადასტურებამდე ვეტენები

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ხვალ დილიდან თუ მოახერხებთ ამოდით შენ და ის დროში და სივრცეში დაკარგული biggrin.gif, ისა ... რა ჰქვია კაცო ყვავის ქონი წამოიღეთ ამბობენ ფასკას უხდებაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ochopintre
ციტატა(koba @ 11th February 2011 - 12:45 PM) *
სად დაწერა კაცო?

ნუ რავი... ვინმეს თუ ნახავ ვისაც ლულის დანახვა ან მის ხსენებაზე არ შეეშინდება.... და სანამ გააგებინებ რომ ცეცხლსასროლი არაა და არაკანონიერს არაფერს ითხოვ.. smile.gif
masteroff
ე მეც ხომ არ წამოვიდე ჰა უი ნორიკ ქრონი წამაიღე რა ახალი ტყვიები უნდა გავატარო სანამ თქვენ ფასკებს მიალამაზებთ
citadel
ციტატა(ja_ja @ Jul 10 2009, 05:49 PM) *
კარგიოთ რა, ჯერ უნდა უბრალო შარაშკით ოდნავ ამოღება და ბოლოს უნდა დრელში რაიმე ღერძის გარჭობა რომელსაც თავზე შარიკი ექნება. მიადებ ამ შარიკს ლულას (მანამდე რაიმე გასაპრიალებელს წაუშვავ) და სადრაც 1-2 წუთი ტრიალის მერე გაპრიალებული და ყველა მხრიდან ერთნაირი ამოჭრილი იქნება. ეგეც თქვენი ფასკის ჩალიჩი.

ფასკის დანუშნულება ერთია, გამოსვლისას ტყვია ერთიანად ყველა ხრახნს და ყველა მხრიდან ერთ მომენტში მოწყდეს, თუ ფასკა ზემოთ ქვემოთ ან მარცხნივ, მარჯვნივ არის ამოღრუტნული, შესაბამისად მაგ ადგილზე ტყვია ლულის ჭრილს ადრე ტოვებს და გამპარული ფაერი კაბაში ურტყავს, გამოდის რეაქტიური ძრავის ეფექტი და ტყვია არასწორი ამოჭრის საწინააღმდეგო მხარეს მიდის. ვსიო მაგის გასასწორებლადაა ფასკა საჭირო.



მემგონი ამ სურათით ნათქვამია ყველაფერი

ყველაზე კარგი იქნება ჩარხზე დააყენო ლულა გაასწორო ზუსტად ცენტრში და შარაშკა ჩარხის პატრონაში დადგეს ამასთან შარაშკაც ზუსტად უნდა იყოს გასწორებული (ტრიალისას არ უნდა ურტყამდეს) წარმოდგენისათვიას: ჩარხის პატრონა თქვენს ხელს ცვლის რა smile.gif ) პოლირებაც ჩარხზე! აი იდეალური ფასკა
geojorjika
citadel
მართალ wink.gif
citadel
ციტატა(geojorjika @ Jul 10 2009, 04:02 PM) *
აი კიდევ ერთი მეთოდი ლულის კვეთის ფასკის გასაკეთებლად , და საერთოდ ეს საიტი საკმაოდ საინტერესოა მემგონი , ნახეთ რა დაზგები აქვთ smile.gif

http://anotherairgunblog.blogspot.com/2008...wning-part.html

საუკეთესო ვარიანტია i-m_so_happy.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 10th July 2009 - 04:02 PM) *
აი კიდევ ერთი მეთოდი ლულის კვეთის ფასკის გასაკეთებლად , და საერთოდ ეს საიტი საკმაოდ საინტერესოა მემგონი , ნახეთ რა დაზგები აქვთ

http://anotherairgunblog.blogspot.com/2008...wning-part.html


ნუ მანდ რაც არის აღწერილი თუ დამიჯერებ სისულელეა, ერთი მარტივი მიზეზის გამო....

ზ.დ.პ.-ს რიჩაგის მოხსნის დაზარება არის სრული იდიოტიზმი (ტიპი გვაჩვენებს შევფუთე ხელი რომ არ შემიშალოს ტრიალისასო), რამდენიც გინდა შეფუთე. ან ეგ კლიენტი არ აკვირდება ღერძს, არადა ქე აქვს ნაჩვენები რომ საზომი აქვს დაყენებული, ან სტანოკი აქვს 20 ტონიანი. მინი სტანოკზე მაგის გაკეთება ნიშნავს ზანზარსდა ჟრიალს, ვერანაირად ვერ შეინარჩუნებ ცენტრს (ჩემთან ოდნავ ცენტრ დარღვეულ ღერძს რომ ჩადებ ბაბთაში ის გაწყებინებს ზანზარს და წარმომიდგენია მაგხელა გადმოკიდებული ცენტრ აცდელინი რიჩაგი რას იზამს).

არ უნდა დაიზარო და უნდა მოხსნა ეგ რიჩაგი, ან უნდა ამოხრახნო ლულა საერთოდ. დამიჯერე, პრაქტიკაზე არა ერთი ფისკა გამიკეთების და ვიცი რასაც ვამბობ.
citadel
ვთქვათ ვიღაცას მაინც დაეზარა ან არ მოხსნა რაღაც მიზეზის გამო ნუ ეგ თავის საქმეა. ხომ არის ჩარხის ტისკები რეზეცი სადაც დგება იმ დაროშკაზე რო დააყენო თვითონ ჩარხზე და შიგ თუ გინდა მთლიანად დაუშლელი თოფი ჩააყენე იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არ იტრიალებს wink.gif ეს ერთი, მეორე
კონკრეთულად რაც მანდაა აღწერილი ეგ არ მიგულისხმია საუკეთესო ვარიანტში ჩარხზე ფასკის ამოღება ვიგულისხმე, ისე კი მართალი ხარ რო მოეხსნა ჯობდა. ეტყობა ფოტოებზე კაი მოშნი ჩარხია (გაასწორებდა ისე smile.gif )
მანდ რაღაც ლატუნისგან რომ გამოჩარხა პირველ ფოტოზე როა, მაგის საშუალებით ლულის კვეთი გაასწორა ხო ცენთრში და არა ლულის გარეთა დიამეტრი?
dushura
გამარჯობათ. ეხლა დამაინტერესა და ჩემს თოფს ფასკა საერთოდ არ აქვს sad.gif biggrin.gif და რატომ??
Power_VANO
dushura
რა თოფი გაქვს?
dushura
ციტატა(Power_VANO @ Sep 14 2011, 04:19 PM) *
dushura
რა თოფი გაქვს?




ძველი ჰატსანია 15 წელი იქნება რაც მაქვს თუ მეტი არა.კონდახზე აწერია hatsan ლულაზე 250. მეტი არაფერი
gregory
dushura
სიზუსტის პრობლემა აქვს(ქონდა თავიდანვე), თუ უბრალოდ დაგაინტერესა?

dushura
უბრალოთ დამაინტერესა. არანაირი სიზუსტის პრობლემა არ აქვს smile.gif ერთი ეგ არის ოპტიკას ვერ ვუყენებ ლულის უკანა მხარეს ანუ სავაზნე ადგილსა და უკან კედელს შორის შატკა გაუჩნდა და ლულას მაღლა პრიხავს როცა ლულის რეზინკა ცვდება.
ja_ja
dushura
შენ რასაც წერი რომ ძველიაო, ნუ იდეაში სულ მინიმუმ აქტიური მოხმარების პირობებში მინი ფასკა ნებისმიერ თოფს გაუჩნდებოდა smile.gif

ისე კი დააკვირდი ლულის კვეთას, არამგონი რომ არ ჰქონდეს. ანუ წარმოიდგილე შენი ლულა რომ უბრალოდ რკინის ღერძი იყოს და ბალგარკით გადაჭრა, ხომ წარმოგიდგენია უხეშად რა ზედაპირი იქნება (ხაოიან ზედაპირს არ ვგულისხმობ, ანუ 90 გრადუსით სწორად ჩათლილი ზედაპირი რომ იქნება), ეგეთი სუფთა ჩანათალი თუ გაქვს, მაშინ ფასკა არ გაქვს. ხოლო თუ ლულის ჭრილზე, წინა მხრიდან სადაც ხვრელია, ოდნავ მომრგვალებული ფორმები მაინც არის, ნუ მაშინ ეგ უკვე ფასკაა.

ფასკის გარეშე აქამდე მხოლოდ ტორუნ მაგნუმი მქონდა მე ნანასი, ხაჩიკებს შეიძლება მოედავო რომ სწორი ფასკა არ ექნება, მაგრამ სულ რომ არ ჰქონდეს... რავიცი, რავიცი...
dushura
ხო რ ავიცი ეხლა მიკავია ხელში თოფის ლულა და ვაკვირდები არანაირი ფასკა არ მოჩანს პირდაპირ ისე კი ნახვრეტის გარშემო რკალების პინტში დასდევს ზოლები დასდევს მაგრამ ზემოთ აღნიშნული ქარხნული ფასკებისგან განსხვავდება საერთოდ ანუ შემოთლილი არ არის არც გაფართოვებულია. მეც მიკვირს ძალიან.სურათების დადება მინდა და ამ ჩემს ტელეფონს რაგაც დაეტაკა კომპი ვერ ხსნის გავასწორებ და დავდებ სურათებს
Kukusha
დისკოზე მინდა ლულის კვეთის ფასკის (გაკაწრულია) განახლება...

ვისაც შესაბამისი ინსტრუმენტები, გამოცდილება, დრო და სურავილი გაგაჩნიათ, იქნებ გამაკეთებინოთ plz?...
ja_ja
Kukusha
შენი თემა გადმოტანილია, შემდეგში დიდი თხოვნაა გამოიყენე ძებნა და ყოველ ახალ კითხვაზე ახალ ახალ თემებს ნუ შექმნი.

ფაქტია ფორუმზე იგივე დასახელების თემა ერთი უკვე გვაქვს მეორე საჭირო ნამდვილად არაა smile.gif
Kukusha
ეს თემა კი ვნახე, მაგრამ ზოგად ინფორმატიული მეგონა.... აწი გავითვალისწინებ...
o.cho
სალამი ყველას smile.gif გავუკეთე ჩემს ვინტაჟს ლულის კვეთის ფასკები
1) ლულის წინა მხარეს ტყვიის გამოსასვლელი




ესეც უკანა მხარე








და ესეც ტყვია შომპოლით გავატარე ფასკებამდე არ ქონდა ასეთი კაი დაკბილვები ლულაში გატარებისას.







სურათები ცუდი ხარისხისაა ტელეფონით არის გადაღებული და კარგად არ ჩანს სამწუხაროდ
ikaaa
რითი გააკეთე და გოგორ ეგეც დაწერე, საინტერესოა. smile.gif
geojorjika
o.cho
ეგ ყველაფერი ძალიან კარგი მაგრამ

ის ღია სამიძნე თუ არ მოხსენი ვერ გააკეთებ ნორმალურ ფასკას

კიდებ ღარები ტყვიაზე არაფერ შუაში არ არის ფასკასთან , ფასკა უზრუნველყობს ტყვიის მოწყვეტას ლულის ღარებიდან ერთროულად და სიმეტრიულად, რომ არ გამოიწვის მისი გადახრა რომელიმე მხარეს
o.cho
ikaaa
უკანა მხარეს გავუკეთე სამსახურში ვიპოვე შაროშკა არ ვიცი ამას ქართულად როგორ ქვია smile.gif და იმითი გავაკეთე მერე რეზინის კონუსური საცობი წამოვაგე წვრილ სახრახნისზე და ცვრილად დაფხვნილი სალესი ქვის ფხვნილით რომელიც წყალში იყო მოზელილი თხელი ტალახის მდგომარეობამდე და ბოლოს ნულოვანი შკურკით და ქეჩით გავაპრიალე.
ხოლო წინა მხარეს იმ შAროშკის და შკურჯკის გარდა დანარჩენი ყველაფერი იგივე ვუქენი smile.gif
geojorjika
კი ვიცი გიო რო ვერ გავაკეთებდი მარა სხვანაირად ვერ გავრისკე წინა სამიზნის მოხსნა ვაითუ მერე სწორედ ვერ მივაყენო მეთქი. მარა ეხლა ნარეზი როგორც თვალით ვუყურებ ერთნაირადაა ზუსტად ერთ სიმაღლეზე და ერთდროულად მთავრდება smile.gif ალბათ მთავარი მიზანი ფასკისაც ესაათქო ასე ვიფიქრე
iorama
o.cho
საინტერესოა რა სხვაობას მოგცემს
o.cho
iorama
კი მეც ძალიან მაინტერესებს smile.gif მარა ტყვია აშკარად ბევრად კარგად გამოწურა ეხლა ვიდრე თავიდან იმიტომ რომ თავიდან რომ ვატარებდი ტყვიას ლულაში ნარეზი სოგან კარგად აჩნდა ზოგან წაშლილივით იყო ან სუსტად ეტYობოდა და ახლა ერთნაირია ყველგან
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.