დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რჩევა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4
vatato
ტვისტის დასათვლელი ფორმულა, საინტერესოა
https://www.vcalc.com/wiki/AndrewBudd/Green...ling+Twist+Rate
vatato
ოპტიმალური ტვისტის დათვლის ფორმულა
https://www.vcalc.com/wiki/AndrewBudd/Miller+Twist+Rule
vatato
თუ დავუჯერებთ ისტორიას, 1905 წლიდან მოყოლებული პნევმატური იარაღის ტვისტი არის 1:16
When pellet guns were first rifled, they were given the twist rate that was common for the .22 long rifle cartridge at that time, which is one complete turn in 16 inches of travel in the barrel (written as 1:16″). If there was any experimentation with other rates, nothing’s been written about it; so, the pellet gun twist rate has been 1:16″ since the beginning — about 1905. That holds true for all four smallbore calibers (.177, .20, .22 and .25).

vatato
მხოლოდ სპეციალურად დამზადებულ ლულებს აქვს განსხვავებული ტვისტი, მაგ: ლოთარ ვალტერის ლულებს აქვს 1:17.7
giga2010
vatato
მივესალმები თქვენს ასეთ მიდგომას. ძალიან კარგია და იმედია ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც მოგვაწვდით და რეალშიც კარგი აირგანერი დადგება თქვენგან.
რაც შეეხება ტვისტებს. სულ რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა ტვისტების არჩევის შესაძლებლობა. ძირითადად პნევმატიკაში ჭარბობდა 17.7ტვისტი, რომელთა დიდი ნაწილი ვალტერის ლულებს ქონდათ. ცოტა რთული თემაა ტვისტები, გააჩნია რის გასროლას აპირებთ და რა მიზნები გაქვთ
vatato
არაფერი არასტანდარტულის სროლას არ ვაპირებ, უბრალოდ მიზანში სროლა და ხანდახან ნადირობა (ფრინველი) მეტი არაფერი. ასე რომ სტანდარტული აქვს ტვისტი, მგონი მეყოფა მაგ საქმანობაზე smile.gif
giga2010
ციტატა(vatato @ 3rd May 2020 - 10:40 PM) *
არაფერი არასტანდარტულის სროლას არ ვაპირებ

რაც ადრე არასტანდარტულად ითვლებოდა ეხლა, სტანდარტებშიც მოექცა და ბაზარზეც გამოჩნდა.
ისე რომ ყველაფერი წინაა smile.gif
vatato
smile.gif ნუ მაგ შემთხვევაში შეიძლება ლულა გამოიცვალოს მარტო smile.gif ეხლა გადავხედე არც ისე ძვირებია, მაგრამ ელა ნამდვილად არ მინდა, ჯერ ეს ავითვისო ბოლომდე smile.gif
giga2010
ციტატა(vatato @ 3rd May 2020 - 10:56 PM) *
ჯერ ეს ავითვისო ბოლომდე

გეთანხმებით
vatato
ციტატა(giga2010 @ May 3 2020, 11:12 PM) *
გეთანხმებით


რა მინდა გკითხო, სროლებს სად ახერხებ? მე დიღომში ვცხოვრობ და აქ შესაბამისად ადგილი არ არის რომ სადმე ვისროლო, თან მანქანაც აღარ მყავს და ვერსად ვერ გავდივარ. ისეთი ადგილი თუ იცი, ტაქსმა მაინც რომ მიმიყვანოს, სადმე თბილისის შემოგარენში
giga2010
ციტატა(vatato @ 3rd May 2020 - 11:35 PM) *
რა მინდა გკითხო, სროლებს სად ახერხებ?

ავტომობილით გავდივარ ხოლმე, მუხათგვერდი. წეროვანი.
vatato
გასაგებია
MonSoon
ზევით კი აღნიშნეთ და გეთანხმებით მეც რომ ტვისტებზე გამოკიდება საერთოდ არ ღირს თუ ჩვეულებრივ ტყვიებს ისვრით. განსხვავებას ვერ ნახავთ ფაქტიურად. ლულის გამოცვლა ღირს იმ შემთხვევაში თუ ლულის ხარისხი უკეთესი მოგინდებათ და უკეთესი სიზუსტე.

მითუმეტეს რომ 406 ტვისტიან ლულას ან იშოვით ან არა. 80–90 % თოფებზე 450 ები აყენია. ოღონდ ზოგი 440 ია ზოგიც 470 და ასე შემდეგ
vatato
ციტატა(MonSoon @ May 4 2020, 12:03 AM) *
ლულის გამოცვლა ღირს იმ შემთხვევაში თუ ლულის ხარისხი უკეთესი მოგინდებათ და უკეთესი სიზუსტე.


ეგ ალბათ ძალიან შორეული მომავლის ამბაია, როგორც ზემოვ ავღნიშნე, ჯერ ეს ავითვისო ბოლომდე smile.gif
vatato
ჩინელებს ერთხელ მივწერე და უკვე მეორედ მივიღე პასუხი, რომ:
dear vakhtang
all of our product's barrel, the twist is 480mm რაც გამოდის 1:18.9
vatato
ჩინელებს ერთხელ მივწერე და უკვე მეორედ მივიღე პასუხი, რომ:
dear vakhtang
all of our product's barrel, the twist is 480mm რაც გამოდის 1:18.9
ja_ja
vatato
პირველი რაც მინდა გთხოვო, გაითვალისწინე ეს არის ფორუმი და არა ჩატი, შედეგად ყოველწამიერად რაღაც ახალი კითხვა რომ გიჩნდება თითო თითო სიტყვის ვარიანტშI ნუ აგდებ, თორემ ხანდახავ 1 გვერდს უყურებ და ნახევარი პოსტები შენია თან ერთიმეორეზე მიყოლებით.

დააგროვე ჩამოყალიბდი და ისე დაწერე ხოლმე თორემ ჭირს აღქმა..

მაგალითად წინაგვერდიდან მოყოლებული ამ გვერდამდე 5 პოსტი მიყოლებით გაქვს, ბოლო 3 პოსტი ლამის 15 წუთიანი ინტერვალებით... რაიმე ცუდი კი არ არის მაგრამ აფრთხობს ზოგიერთს პასუხისგან ვერ ერკვევა და საერთოდ ტოვებს თემმას, ამიტომაც კაია აქტიურობა, მაგრამ ჰიპერ აქტიურობა უკუეფექტს იძლევა.

ამიტომა ცოტა უცნაური სიტუაციაა და თან არ ვიცი რა ვთქვა, არ დაწერო მეთქი სისულელე იქნება, მაგრამ ასე პულიმიოტივით ნუ აყრი პოსტს პოსტზე smile.gif
vatato
არის უფროსო smile.gif

შენიშვნა მიღებულია
vatato
ფორუმელებო, დავდექი ასეთი პრობლემის წინ. ვცდილო გავასწორო ოპტიკა 50 იარდზე და არ მყოფნის კლიკების რაოდენობა. რა ვქნა? მაქსიმალურად ავწიე კლიკებით, მაგრამ მაინც ჯვარი არ ჯდება წერტილზე

რაღაცას არ ვაკეთებ სწორად?
MonSoon
vatato
როცა უმიზნებთ ტყვია სად ხვდება, დაბლა თუ მაღლა ??
და
რა მიმართულებით დაატრიალეტ ზედა დოლურა რო არ ყოფნის. რეზბასავით მოუსვი თუ დაუჭირე.
vatato
ტყვიით არა, ლაზერით ვასწორებ. მოვუშვი ასე რომ ვთქვათ
MonSoon
ლაზერიტ ვერაფერს ვიტყვი მაშინ.
vatato
საღამო მშვიდობისა

არ არის გამორიცხული რომ მომიწიოს ოპტიკის გამოცვლა, რადგან ერთი შეხედვით როგორც ჩანს არ ყოფნის კლიკების რაოდენობა და ოპტიკას ვერ ვასწორებ 50 იარდზე. იაფიანი ოპტიკიდა რომელს მირჩევთ? (ვიცი რომ ძვირიანი უეკთესია ბევრად, თუმცა ეს ფაქტი არ არის, მაგრამ ეხლა არ მაქვს მაგის საშუალება smile.gif smile.gif )

ამჟამად მაქვს 6-24X50AOEG, რომელიცი შევიძინე ბ-ნ გრიგოლთან.
vexam
6-24X50AOEG, კლიკის მნიშვნელობა არ გაქვთ მითიტებული, სავარაუდოდ 1/4. რითი ისვრით და არ ჰყოფნის კლიკები რას ნიშნავს-ტყვიის ვერტიკალური ვარდნა 50 იარდზე მეტი აქვს ვიდრე კლიკებით შეიძლება გასწორდეს? შესაძლოა რითიც ისვრით დაბალი ჯოულების პნევმატიკაა, არ არის გათვლილი 50 იარდზე სასროლად და შესაბამისად ძალიან დიდი ვარდნა აქვს ჭურვს. ოპტიკების მოხმარებას ბევრი ნიუანსი აქვს და მაგ საკითხებსაც გადახედეთ უფრო დეტალებში. წარმატებები.
vexam
ჭურვის დიდი ვარდნის შემთხვევაში თუ მაინც და მაინც , მაგ მაინძილზე გინდათ სროლა, მაშIნ უნდა შეარჩიოთ ოპტიკა უფრო დიდი გამომავალი ლინზით 56 ან 60. რომ მეტი მხედველობის არე გქონდეთ, მაგრამ ესეც ძალიან ზოგადი რჩევაა. უფრო კონკრეტულად თუ გინდათ, უნდა ნახოთ ვარდნა რამდენია მაგ მაძილზე და მაგის მიხედვით შეარჩიოთ კონკრეტული ოპტიკა, რომელსაც ექნება მახასიათებლებში შესაბამის მანძილზე აღნიშნული გადახრის გასწორების საშუალება. ანუ "იაფიანი" იქნება თუ "ძვირიანი" ეს ტერმინი ამ შემთხვევაში ვერაფერს დაგეხმარებათ თუ სწორი ღერძიდან გადახრა- ვარდნა უფრო მეტია ვიდრე ოპტიკის მხედველობის არეა.
აქვე ვთქვათ, რომ რა გადიდებაზე ისვრით მაგასაც გააჩნია. ნუ დააყენებთ მაინც და მაინც 24 გადიდებაზე და დააყენეთ 12-ზე ან 9-ზე. წესით უნდა ჩაეტიოს ვარდნა მხედველობის ველში . ოპტიკის მოხმარებას ბევრი ნიუანსი აქვს. სცადეთ ჯერ ჯერადობსი დაკლება და ისე სროლა.
vatato
6X გადიდებით ჯსბ ტყვია exact heavy diabolo 0.67g. კლიკები ¼. ჯერ ვასწორებდი ლაზერის სხივით, მერე ვცადე სროლა. შეიძება მე თვითონ ამერია რაღაც, არ ვიცი. ამ დღეებში კიდევ ვცდი
giga2010
vatato
6X გადიდებით, კლიკები 150 მეტრზეც უნდა გყოფნიდეთ.
ზოგადად იაფინი ოპტიკით, კლიკით არ გირჩევთ სროლას. გაანულეთ რა მანძილზეც გსურთ და შემდგომ ბადით ისროლეთ
vatato
გასაგებია
ja_ja
vatato
ციტატა(vatato @ 8th May 2020 - 05:03 PM) *
ტყვიით არა, ლაზერით ვასწორებ. მოვუშვი ასე რომ ვთქვათ

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ - შეეშვი ვირტუალურ სამყაროს smile.gif

მოხსენი და გადააგდე ეგ შენი ლაზერის სამიზნე გასასწორებელი. მაგით ატყუებენ ხალხს მაღაზიებში, აჯერებენ რომ მაღაზიის პირობებში 5 მეტრიან დახლზე თოფს ასე ვთქვათ ZERO-ზე დაუსვავენ - სისულელეა ეგ ყველაფერი

ცეცხლსასროლი თუ კიდევ გაპატიებს რაღაც დონემდე ეგეთ დეტსკი სადის თამაშებს იმიტომ რომ სიჩქარე სხვა არის და ტრაქტორია გაცილებით უფრო სწორეა, აი პნევმატიკა მაგას არასდროს გაპატიებს...

იმისათვის რომ კლიკებით გაასწორო ოპტიკა, ჯერ უნდა იცოდე რა დისტანციაზე გაქვს თოფი გასწორებული, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ დაივიწყე შენი საყვარელი 6 მეტრი 7 მეტრი, ან ერთხელ სადღაც ნახსენები ზუსტად გაზომილი 6.8 მეტრი, არასერიოზულია ეგ ყველაფერი. მინიმალური დისტანცია გასასწორებლად, ან ჯგუფის გასაზომად, ან თოფის რას აკეთებს იმის გასაგებად არის 25 მეტრი, რეალში კი 50 მეტრი

შესაბამისად რა ნოლიც არ უნდა დასვა 7 მეტრზე, ვერაფრით გაიგებ რა ხდება 50 მეტრზე, იცი რატომ? პატარა ნიუანსი გაკლდება, არ იცი რეალურად რა სიჩქარით ისვრი ტყვიას


აი დაჟე 7 მეტრზე რომ ასწორებდე თოფს მაშინაც კი შეიძლება გაიგო 50 მეტრზე რა უნდა დაუმიზნო, ან რამდენი კლიკი უნდა გააკეთო, მაგრამ ამისთვის უნდა იცოდე სიჩქარე, შედეგად მერე სიჩქარე ტყვიის წონა შეგყავს ბალისტიკურ კალკულატორში, ის გიხაზავს ტყვიის ფრენის მრუდს და იმის მიხედვით უკვე შეიძლება გაგება

შენ ეხლა რეალში ხელზე რა გაქვს? ლაზერული სანიშნებელი და მორჩა დანარჩენი ვირტუალური ფიქრები, თუ ოცნებები, თუ რავიცი რაც ჰქვია, არცერთი რეალური ასათვლელი მათემატიკური ალგორითმის მონაცემი არ გაქვს... რაფერ გინდა შეიყვანო ბალისტიკურ კალკულატორში ლაზერული სხივი? ეგეთი პარამეტრი არ არსებობს smile.gif (ნუ აქ ცოტა ვიტყუები, მაგრამ მარტო სხივის მონაცემები არ გაძლევს არაფერს, დეტალებში ჩასვლა არ მინდა თორემ 2-3 გვერდი უნდა დავწერო smile.gif მეზარება ცოდო ვარ smile.gif )

გაითვალისწინე ლულის მიმართულება და ოპტიკის მიმართულება ერთმანეთს არ ემთხვევა, თუ ჩავთვლით რომ ლულა პირდაპირ სწორად იყურება, ოპტიკას ყოველთვის ცხვირი ქვემოთ აქვს ჩამოწეული, არასდროს არაა ლულის ხაზის - მათემატიკულრად რომ ვთქვათ "ვექტორის" პარალელური

ჩამოქაჩე Chairgun-ი მაინცა, საწყისად ეგეც გამოგადგება, თუმცა უფრო ნავაროჩენებიც არსებობს (ნუ ეგ უკვე ძველი სოფტია და შეიძლება ასევე მოგთხოვოს JAVA-ს დაინსტალირება, მაგ შემთხვევაში დააყენე შესაბამისი ვერსია ამ ლინკიდან )


შედეგად გამოვიდოდა რომაააა 10.3 გრეინიანი JSB-ის ტყვია გასწორებული 7 მეტრზე და 280 მეტრ წამით... 50 მეტრზე ძალიანაც კარგად უნდა სწორდებოდეს ოპტიკაში, ჩათვალე რომ ეგ იგივეა რეალური ნოლი გაასწორო 84 მეტრზე smile.gif ამას კი უკვე სურათებზე გაჩვენებ...




ზედა სურათზე ჩანს პარამეტრები რაც შევიყვანე, შენც გაქვს ნაწილი ხელთ, მაგალითად როგორიცაა ტყვიის წონა და გასანოლებელი მანძილი, მაგრამ არცერთმა არ ვიცით რეალში რა სიჩქარე გვაქვს და მაგის გარეშე ფორმულა არ მუშაობს, ნუ ვთქვათ 280-ით ისვრის შენი ფიშტო, მაშინ აი ასეთ მრუდს მიიღებ



იმედია კარგად ხედავ რომ 7 მეტრზე განულებული თოფი იძლევა მეორე ნოლსაც ანუ ტყვია ზემოთ მიმართული ლულის გამო ჯერ ზემოთ მიდის ოპტიკის ბადის მიხედვით, მერე გრავიტაცია ძირს ექაჩება და ჰაერის წინაღობა სიჩქრეს აკარგინებს, ამის გამო ეშვება ძირს და კიდევ ერთხელ კვეთავს ოპტიკის და ლულის ხაზს სადღაც 84 მეტრზე....

ტყვია ზემოთ ადის სადღაც 15 სანტიმეტრით, ეგ კი დიდი არაფერი პრობლემაა უმეტესობა ოპტიკებისთვის, მაგხელაზე გასწორება უნდა შეეძლოს, ახლა მოდი ვნახოთ რამდენი კლიკი იქნება საჭირო მაგისთვის



მგონი ჩანს მონიშნული რომ სულ რაღაც 40 კლიკი უნდა იყოს საჭირო... ნუ წესით არაა ეგ პრობლემა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სიჩქარე ვიცით, აი მაგალითისთვის ყველაფერ იგივეს დავტოვებ და სიჩქარეს 220 მეტრ წამს ჩავწერ, ნახე რა გამოდის



ანუ უკვე მეორე ნოლი 60 მეტრზე გაქვს ხოლო 50 მეტრზე ტყვია ზემოთ მხოლოდ 5 სანტიმეტრით ადის, კლიკები კი -15 გჭირდება მხოლოდ მაგ დროს...

ასე რომ შეეშვი დიდი თხოვნაა ყველანაირი სახით ახალი ველოსიპედების გამოგონებას და დანერგვას, ან თხოვნას მიშველეთ გამაგებინეთ თიოფი შემაკეთებინეთ, ოპტიკა გადამაგდებინეთ და ასე შემდეგო... არ გაქვს ხელთ ამოსავალი მონაცემები და რას ერჩი ან თოფს ან ოპტიკას...

მოკლედ ადრეც გითხარი და ახლაც ვამბობ, შეეშვი ამ ყველაფერს. გინდა რამდენიმე აუცილებელი პირობა:

1) ნორმალური მანძილი
2) ნორმალური საყრდები
3) ნორმალური ოპტიკა (ეხლა რაც დაწერე საწყისისთვის საკმარისზე საკმარისია)
4) ქრონოგრაფის ჩვენება, ან იყიდე ან ვინმე დაიხმარე ვისაც აქვს

მანამდე არაფრის გამოთვლას, შეკეთებას, ხელახლა ყიდვას, ვინტის მოჭერას, ან თოფის ხეზე შემომტვრევას აზრი არ აქვს... შეგვიძლიზ უსასრულოთ ვწეროთ ერთმანეთში:

- აუფ მიშველეთ არ ისვრის
- უფ მიდი ის ვინტი მოუჭირე
- არ უშველა სხვა რა ვქვა
- სასწრაფოდ ოპტიკა გამოცვალე
- გამოვცვალე 10 000$-იანი ვიყიდე იგივეა
- ალბათ ბრაკია
- არა კაია
- მაშინ თოფი გადააგდე
- გადავაგდე, ოპტიკას რა ვუყო
- რავიცი შენ მაინც ვერ იყენებ და ვინმეს აჩუქე
- ფულს ვინ დამიბრუნებს
- აბა მე რავი

და ასე უსასრულოთ. გაითვალისწინე რაიმე აჩოკებს არ ვიწერთ არცერთი აქ არსებული, შევაბერდით ამ უბედურ პნევმატიკას, ვიცით რა როგორ მუშაობს (ნუ უმეტესი ნაწილი ვიცით, ყველაფერი არცერთმა არ ვიცით smile.gif ) და არ ვართ ამ საიტზე ფეისბუქის, ან იუტუბის ისე რა ზერელე იუზერები რომლებიც მხოლოდ ქულების დასაწერად რაღაცეებს პოსტავენ, იღებენ სურათებს და იძახიან მაგარია, ან იღებენ ვიდეოებს და არ იციან რაზე საუბრობენ..

იმისათვის რომ შენი თოფის ასავალ დასავალი გაიგო გჭირდება რომ გქონდეს ინსტრუმენტარიუმი, ან პირველ ეტაპზე დაიხმარო ვინმე ვისაც აქვს ეგ ნაკრები, შენს ჯინაზე ეს ჩინური კორონავირუსი დაგულაობს გარეთ და არ გამოდის ადამიანურად ვინმესთან შეხვედრა და დაკვალიანება, როგორც გავიგე რაცხაები გაქვს დაკვეთილი, მაშინ ბარემ დაელოდე და შენც ამოისუნთქავ და ტრიფონაც smile.gif
vatato
ციტატა(ja_ja @ May 13 2020, 02:53 PM) *
vatato

როგორც გავიგე რაცხაები გაქვს დაკვეთილი, მაშინ ბარემ დაელოდე და შენც ამოისუნთქავ და ტრიფონაც smile.gif


ლაზერზე ადრე მაქვს გასწორებული იარაღი და მაგის გამო ვიყიდე უფრო. გასაგებია რომ პნევმატიკას აქვს თავისი ნიუანსები. შეკვეთილი დიდი არაფერი არ მაქვს, იარაღის საყრდენი, ე.წ. bench rest და ეს ქრონოგრაფი. მანდ ეტყობა თან გაზომვის დიაპაზონმა შემაცდინა (სისწრაფის) 15-800 მ/წმ-დე.
giga2010
vatato
მისასალმებელია თქვენი ესეთი მონდომება. პირადად მეც ბევრი შეცდომა მქონდა როდესაც ვყიდულობდი საჭირო ინვენტარს.
ვფიქრობ რომ გამოგადგებათ რაც გამოწერეთ, ცოტა ქრონი მადარდებს, თუმცა არც ეგაა საგანგაშო
vatato
დილა მშვიდობისა ბიჭებო. შეკითხვა მაქვს ასეთი. არის შანსი რომ ავიღო CHRONY კომპანიის ქრონოგრაფი თავის პრინტერთან ერთად 450 ლარად. თქვენი აზრი? რამდენად გამომდგარი ქრონია?
vatato
დამავიწყდა დამეწერა, რომ არის MODEL GAMA
vatato
......................
ja_ja
vatato
ციტატა(vatato @ 15th May 2020 - 11:02 AM) *
არის შანსი რომ ავიღო CHRONY კომპანიის ქრონოგრაფი თავის პრინტერთან ერთად 450 ლარად. თქვენი აზრი?

ნუ გამოცდილი ქრონია, მაგრამ გამა ძალიან ენტრი ლეველია, მაგას მგონი მერ წამები არვ კი აქვს, იბეის თუ ჩაუჯდები შეიLძება 70-85$-ის დიაპაზონში ააგდო Alpha RED ეგ უკეთესია, მეტ გასროლებსაც იმახსოვრებს და მეტრული სისტემაც აქვს, პრინტერი დაივიქყე პროსტა გაქვს გამნოყენება 0-ია, შენ თუ დაიწყებ თოფების ტუნინგს და მერე გასწორებულ თოფს პატრონს მისცემ და ჩაფიქრებული გაქვს სერვისად ამონაბეჭდი მისცე ნუ კიდევ ჰა-და ჰააა. მაგრამ რეალშI ეგეც ისე რა არგუმენტია... მოკელდ პრინტერი ჩათვალე ვითომ და ვეს გმატებს და გამოყენება რეალში ნოლია

ასევე გაითვალისწინე VHRONY-ს ფირმის მოდელებს ძIრითადად დღის შუქზე აქვთ მუშაობა, ოთახისთვის ან ბინდბუნდისთვის ცალკე განათება უნდა ითრიო, ორიგინალი ძვირია, ცალკე რაღაცის ხლაფორთობანა მთლად ლამაზი არაა და მონსტრუქციაც საშინლად იზრდება

450 ჩემის გადასახედიდან ნამეტანია, მასეთ ფასში ბოლო ბოლო აქ ყიდიდა ჩვენი ფორუმელი კიდევ ერთ ქრონს, რომელსაც ბლუუსიც ჰქონდა, ტელეფონში გიჭერს ინფოს, კალკულაციას გაძლევს მეტრებშიც ფუტებშიც, ენერგიას გითვლის შეგიძლაი ამობეჭდო ჩვეულებრივ კომპზე, ან გადაუგზავნო ვინმეს, ან რაიმე ცხრილში გადაიტანო

ამ ეტაპისთვის მგონი ყველაზე კაია Caldwell-ის ქრონოგრაფი, არის ძველი და ახალი მოდელი,


ძველი არის 2 ვარიაციით, მხოლოდ ქრონოგრაფი და მეორე მოდელი დელუქსი თავისი შტატივით და დღის და ღამის განათებით, ტელეფონზე მისაეთებელი კაბელით, ტელეფონის უფასო პროგრამით, დამოუკიდებელი ელემენტების კვებით და ასე შემდეგ, ნუ ეგეთი ძვირები ღირს სადღაც 130-140$, მაგრამ ჩაჯდომა შეიძLება და დათრევა..

მაგალითად ძველებიდან მხოლოდ დღის შუქზე მომუშავე ერთერთი აკგერაა, ჯერ კაი ფასი აქვს თუ არ გაიქცა უსასრულოდ

ახალი მოდელები კი არის უკვე ბლუთუსით და ცოტა უფრო მასიურია, მაგრამ ლამის იდეალია აგერ ჩვენი ფორუმელი ყიდიდა 300 ლარად, თუ კიდევ აქვს გაყიდვაში ტუზი დაგეცა


vatato
მადლობა ჯა-ჯა ინფორმაციისთვის
vatato
დღეს კალიბრში ვიყავი და ყური მოვკარი, თითქოს მალე დაიწყებენ პნევმატიკის გაფორმებას, ვინმემ რამე ხომ არ იცით?
okela84
vatato
არის დპირებები გაფორმებქზც და სასროლეთზეც
vatato
კარგია, იმედია დაპირებად არ დარჩება
ja_ja
ჯერ ზღაპარია ეგ ყველაფერი, ბოლო 8 წლის განმავლობაში მინიმუმ 50 დაპირება და შეხვედრა იყო, სანამ არ დავინახავ რომ რაღაც გადაწყვეტილება მიღებულაი და მუშოაბს, მანამდე აზრი არ აქვს არაფრის განხილვას.

ეგრე დღესაცაა ქაჯური კანონი და რომ მუშაობდეს ეგეც გადასარევი იქნებოდა მიუხედავათ ყველა თავის სიქაჯისა, მაგრამ რეალში არაფერი არ მუშაობს

შეიძლება ვიღაცამ პესიმიზმში ჩამითვალოს, მაგრამ მე უფრო რეალიზმს დავარქმევდი... თორემ ეგრე ბოლოს თითქოსდა საახალწლოდ უნდა ამუშავებულიყო რაღაც წესები მაგრამ ... აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მანამდე სექტემბერ ოქტომბერში უნდა ყოფილიყო, მანამდე მარტი აპრილში, მანამდე კიდევ წინის წინა წელს და კაროჩე...
koba1973
ციტატა(ja_ja @ 29th May 2020 - 10:15 AM) *
შეიძლება ვიღაცამ პესიმიზმში ჩამითვალოს, მაგრამ მე უფრო რეალიზმს დავარქმევდი

ნამდვილად
vatato
ციტატა(ja_ja @ May 29 2020, 10:15 AM) *
ჯერ ზღაპარია ეგ ყველაფერი, ბოლო 8 წლის განმავლობაში მინიმუმ 50 დაპირება და შეხვედრა იყო, სანამ არ დავინახავ რომ რაღაც გადაწყვეტილება მიღებულაი და მუშოაბს, მანამდე აზრი არ აქვს არაფრის განხილვას.

ეგრე დღესაცაა ქაჯური კანონი და რომ მუშაობდეს ეგეც გადასარევი იქნებოდა მიუხედავათ ყველა თავის სიქაჯისა, მაგრამ რეალში არაფერი არ მუშაობს

შეიძლება ვიღაცამ პესიმიზმში ჩამითვალოს, მაგრამ მე უფრო რეალიზმს დავარქმევდი... თორემ ეგრე ბოლოს თითქოსდა საახალწლოდ უნდა ამუშავებულიყო რაღაც წესები მაგრამ ... აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მანამდე სექტემბერ ოქტომბერში უნდა ყოფილიყო, მანამდე მარტი აპრილში, მანამდე კიდევ წინის წინა წელს და კაროჩე...


მოკლედ Welcome to Georgian reality smile.gif
okela84
ja_ja
როცა არაა დასაჯერებელი მაშინ გჯერა და მაინცდამაინც ახლა ხარ პესიმისტურად. არჩევნებია მალე და არ გამიკვირდება რო 4.5 ის რეგისტრაცია და სასრლეთის ამბები დაძრან. უფრო სწოტად პნევმატიკა დაასრულონ და სასროლეთი დაძრან. ამ შეხვედრაზე მეზობელ კლუბებში გაცილბით ოპტიმისტური განწყობებია.
ამათი ყველაზე ნაკლებად მე მჯერა, მაგრამ ეს ის მომენტია როდესაც ჩვენზე მეტად თვითონ უღირთ.
vatato
ციტატა(okela84 @ May 29 2020, 12:06 PM) *
ja_ja
ამ შეხვედრაზე მეზობელ კლუბებში გაცილბით ოპტიმისტური განწყობებია.

კლუბზე გამახსენდა, ჩვენ არ გვაქვს კლუბი ან ასოციაცია?
okela84
კი ჟორჟიკას აქვს დარეგისტრირებული
vatato
ციტატა(okela84 @ May 29 2020, 12:56 PM) *
კი ჟორჟიკას აქვს დარეგისტრირებული

სად ვნახო?
ja_ja
რა უნდა ნახო? რას ეძებ ვერ მივხვდი? კლუბი არსებობს იურიდიულად, რაიმე შეკრების ადგილი და დისკოთეკა სამწუხაროდ არ არსებობს... კლუბის ეგიდით ღონისძIებები იგეგმება და ტარდება

რის ნახვა გინდა?
vatato
" კლუბის ეგიდით ღონისძIებები იგეგმება და ტარდება" ამის ნახვა მინდა და შეძლებისდაგგარად გაწევრიანებაც კლუბში smile.gif
vatato
დღეს ჩემს M16-ს პატარა კოსმეტიკური ოპერაცია ჩავუტარე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სიჩქარის რეგულირება დაშლის გარეშე smile.gif
ja_ja
აჰაა... დაადე ხვრელი ხომ კონდახზე smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.