დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რჩევა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4
ja_ja
vatato
ციტატა(vatato @ 20th April 2020 - 12:22 AM) *
გამარჯობა ჯა-ჯა, რა აკრძალვებია და სად შეიძლება გავეცნო?

ნუ პროსტა ყოველ მეორე რეგიონში კარანტინია, პოლიცია უაზროდ დარბის იქეთ აქეთ და იარაღიანი კაცი თვალში რომ მოხვდეს... მანქანით სიარულიც კი აღააა, იმედია დღეს მოხსნიან მაგ შეზღუდვას, მაგრამ ქალაქებიდან გასვლა მგონი ისევ აკრძალულია... მოკლედ ამ კარენა თუ კორონა ვირუსის გამო აწეულ შეზღუდვებს ვგულისხმობ...

თუ კერძო სახლი და საკუთარი ეზო გაქვს მაშინ საერთოდ არაა პრობლემა...

ციტატა(vatato @ 20th April 2020 - 12:49 AM) *
პატარა ბალონის შოვნა თუ შეიძLება იაფად ?

თბილისში მხოლოდ 6.8 ლიტრიანია ყველაზე პატარა, დანატჩენ საბჭოთა ვერსიებს არ გირჩევ არანაირად, ჯერესერთი იშვიათია 200 ბარზე მეტიანი იყოს, იშვიათად არის 250-იანი, დანარჩენი როგორც წესი 150 ბარიანია... რა პირობებში აქვთ ნამუშევარი და რამდენიხნისაა კაცმა არ იცის...

მოკლედ ძველებულ ვითომ და მაგარს და გამოცდილ საბჭოთას, ან ნახმარ მაშველების და დაივერების ბალონებს მოერიდე (მაშველების ბალონები და დაივერების როგორც წესი 200-225 ბარიანია), როგორც წესი ან ვადა აქვთ უკვე გასული ხოლმე ან აი აი და გაუვა, აზრი არ აქვს ეგეთის არც ყიდვას და არც ჩუქებას.

ან იყიდე მაღაზიებში 6.8 ლიტრიანი კომპოზიტი და 300 ბარიანი, ან ალიექსპრესზე იყიდე და ჩამოიტანე 2 ან 3 ან 5 ლიტრიანი...

P.S> გაითვალისწინე შენს ბალონს სამუშაო წნევა უნდა ჰქონდეს 300 ატმოსფერო, ნაკლებს აზრი არ აქვს... როგროც წესი თოფშI მინიდ მინიმუმ 200 ბარი, ახალ ზოგიერთ მოდელებში კი 250-იც მიდის, შედეგად რა აზრი აქვს 200-225 გქონდეს ბალონში როდესაც თოფში 250 გჭირდება? დაჟე 200 -იც რომ გყოფნიდეს თოფში, პატარა ბალონი და 220-ით მაქსიმუმ 2-3-ჯერ დაგიტენის და მერე ბალონშიც 200 ატმოსფერო დაჯდება, ყოველი შემდეგი დატენვა კი 200-ზე ქვემოთ იქნება, რაც საერთო ჯამში გასროლების რაოდენობას შეგიმცირებს ყოველ მომდევნო დატენვაზე სანამ ბალონს ხელახლა არ გაავსებ
vatato
მადლობა ჯა-ჯა ! !

საკუთარი სახლის ბედნიერება ვინ მომცა smile.gif ბინაშI ვარ გამოკეტილი smile.gif 7 მეტრამდე მაქვს საშუალება smile.gif კიდევ კარგი, მარტო ვცხოვრობ ძაღლთან ერთად smile.gif ხვალ მინდა კიდევ ერთხელ ვცადო და გავაწორო ნოლზე 7 მეტრზეsmile.gif ვნახოთ smile.gif
vatato
ეს სად დავდო, რომელ თემაში, არ ვიცი. იმედია მეტყვით და გადავიტან მერე.
გადაკეთებული ჰატსანით 276 იარდზე . airgunnation-ფორუმზე ვნახე.

One of my shooting buddies (Rallyshark) who posts mostly over at GTA modified a 177 cal Hatsan flashpup that I will put money on. It's modded to the point where it's only a Hatsan in name. He added a LW polygon barrel, a larger cylinder and completely rebuilt the valve system. It shoots NSA 16 grain slugs well over 1000 fps. The last time we were out shooting he hit a Gatorade bottle 5 out of 7 times at 276 yards. And it's so quiet it sound like it's broken. He had it shooting 52 fpe with 24 gr NSA but discovered that it shot the 17 gr better.
giga2010
vatato
ეეჰ, ნაადრევად დაგეწყოთ უკვე ფიქრი და მოდიფიკაცია. კარგი გაგებით ვიძახი ამ ყველაფერს biggrin.gif .
რაც პირველი პცპ შევიძინე იმის მერე ძიებაში ვარ. მოსვენებას არ მაძლევს.
ისე მთლად მაგ დისტანციაზე არა, მაგრამ 200 მეტრზე და 223 მეტრზე ჩვენც გვაქვს გააზრებული მოხვედრები გაკეთებული.
ისე რომ, გისურვებთ წარმატებას, ვატყობ გაყვებით ამ ჰობს
vatato
ციტატა(giga2010 @ Apr 21 2020, 11:41 PM) *
vatato
ეეჰ, ნაადრევად დაგეწყოთ უკვე ფიქრი და მოდიფიკაცია. კარგი გაგებით ვიძახი ამ ყველაფერს biggrin.gif .
...........
ისე რომ, გისურვებთ წარმატებას, ვატყობ გაყვებით ამ ჰობს


ეგ ჩემი სუსტია წერტილია, როდესაც რამეს ვყიდულობ, მერე ეგრევე მის გაუმჯობესებაზე ვფიქრობ smile.gif ეხლაც ვუყურებ და ვკითხულობ, თუ რისი გაკეთება შეიძლება smile.gif. ჯერჯერობით მხოლოდ რედუტორის გამოცვლაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ უნდა ვნახო თავისი როგორ იმუშავებს. რა მინდა ვიკითხო. ქარხნულად დაახლოებით რა სიჩქარეზეა დარეგულირებული მ16 ან პ15? როგორც ვხვდები ორივე ერთი სისტემიაა (ფორმის გარდა)
vatato
სურათის დადება ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე, მაპატიეთ smile.gif
ამიტომ ისევ ბმულს თუ მიჰყვებით. დღეს გავასწორე დაახლოებით 7 მეტრზე, მეტის საშუალება არ მაქვს smile.gif ვისროლე 8 ტყვია LUMEN 0.68g. გამოვიდა დაახლოებით 17მმ ჯგუფი. ხვალ ვცდი კროსმანის 0.54გ ტყვიებს. ბოლო გასროლები მოხდა დაახლოებით 90-95 ბარზე.
https://imgur.com/tHFBhJE
vatato
კიდევ ერთი კითხვა, Bipod-ის დაყენება მინდა და როგორს მირჩევთ?
ja_ja
vatato
ციტატა(vatato @ 21st April 2020 - 11:15 PM) *
ხვალ მინდა კიდევ ერთხელ ვცადო და გავაწორო ნოლზე 7 მეტრზე ვნახოთ

მაგ დისტანციას აზრი არ აქვს, არაფერს მოგცემს, მაგ დისტანციაზე გასწორებული თოფით 20 მეტრზეც კი ვერაფერს გათვლი, ჯერ ალბათ კიდევ აღმავალი იქნება ტრაექტორია...

მოკლედ მინიმუმ ჩემის მოკრძალებული აზრით 40-50 მეტრზე უნდა გაასწორო და გაანოლო ოპტიკა, რომ ტრაექტორიის აღამალი და დაღმავალი წერტილებიც რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, 7 მეტრი ნუ აფსოლუტურად არაფერია. პროსტა გულს თუ გაიხარებ სახლში მეტი არაფრისთვის გამოდგება

ციტატა(vatato @ 21st April 2020 - 11:36 PM) *
ეს სად დავდო, რომელ თემაში, არ ვიცი. იმედია მეტყვით და გადავიტან მერე გადაკეთებული ჰატსანით 276 იარდზე . airgunnation-ფორუმზე ვნახე.

რა უნდა დადო? ჰაცანის აბგრეიდი? თუ რას გულისხმობ ვერ ვხვდები? საერთოდ აბგრეიდი ჩათვალე არის ძალიან ცუდი რამ smile.gif ნუ კაი გაგებით ცუდია... იმიტომ რომ პატრონის ჩათრევა იცის შეიძლება თოფის ღირებულებაზე 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტი დახარჯო, მიიღო გადასარევი შედეგი, მაგრამ გაყიდვა როცა მოგინდება უმეტესობა მაგ ჩალიჩს და ჩაყრილ ფულს ვერ ხედავს და ისევ იაფად უნდათ თოფი

გარდა მაგისა ეს პროცესი ხანგრძლივია, ხან ერთი დეტალია გადასაკეთებელი, ხან მეორე, ხან ყველა გადაკეთებული ამოსაღები და გადასაგდებია და ახალია ჩასადები და ასე შემდეგ...

მოკლედ დროშიც და ფინანსებშიც ხარჯია და თუ შენთვის არ ირგებ კონკრეტულ თოფს აზრი არ აქვს მოდიფიცირებებს.. თუ ფინანსები და დრო შენთვის არაფერ დიდ დისკომფორტს არ იწვევს მაშინ თამამად შეგიძლია გადახტე მაგ მორევში, უბრალოდ ყველა თოფი ინდივიდუალურია და ის რაც მაგალითად 1 ეგზემპლარზე მოერგო და იდეალურად მუშაობს სულაც არ ნიშნავს რომ ზუსტად იგივეს მეორე თოფზე გააკეთებ და იგივე შედეგს მიიღებ...

დეტალების და მოდიფიკაციების ჩაყრა ერთია, და მაგის დაკონფიგურირებას და იდეალში გაყვანას ასევე ცალკე დრო უნდა და ფული (ნუ ტყვიების სროლა სამიზნეები, ჰაერი და ასე შემდეგ)... ან შენ უნდა გააკეთო ან ვინმემ უნდა გაგიკეთოს ეგ საქმე... ამ ეტაპზე ჩვენთან მაგის გამკეთებელი არავინაა ასე რომ შენ უნდა ჩაუჯდე...

უცხოეთში მაგ გამართვაზე ცალკე სასტავი ჩალიჩობს, ვთქვათ უკვეთავ ვისი მოდიფიკაციები გინდა ჩაგიყენოს და რა შედეგს ელი და ის ცალკე ჩალიჩობს მერე შერჩევა გამართვაზე რაშიც ცალკე გასამჯელოს იღებს

ციტატა(vatato @ 21st April 2020 - 11:49 PM) *
ჯერჯერობით მხოლოდ რედუტორის გამოცვლაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ უნდა ვნახო თავისი როგორ იმუშავებს

ჩემი რჩევა იქნება ჯერ კაი დისტანცია მონახე ჩაუჯექი და ისროლე თუ 50 მეტრზე მოგცა 20-25 მილიმეტრი სტაბილურად 5-5 გასროლიდან შეეშვი და ხელი არ მოჰკიდო, თორე მერე კაი იქნება 1-2 მოდიფიცირებაში თუ გაჩერდება საქმე თუ არა და smile.gif .

ბევრი ყოფილა ჩემთან და ზოგს ქარხნულადვე აქვს იდეალური თოფი და ვააბშე ხელის ხლება არ უნდა, (ზოგი მოკიდებს და უფრო ცუდ შედეგს იღებს, მერე მიდის ფიქრი ნეტა ის ყოფილიყო რაც იყოო), ზოგი ნუ არაფრის დიდებით ქარხნულზე არ მუშაობს და მოდიფიცირება მართლა საჭიროა, ნუ მაგ Artemis-ის პროდუქციაში ეს მეორე უფრო ხშირია, მაგრამ ჯერ მაინც შეამოწმე, ეგებ და შეგხვდა ისეთი რომელიც იშვიათი და ზღაპარი ეგზემპლარია

ციტატა(vatato @ 21st April 2020 - 11:49 PM) *
ქარხნულად დაახლოებით რა სიჩქარეზეა დარეგულირებული მ16 ან პ15? როგორც ვხვდები ორივე ერთი სისტემიაა (ფორმის გარდა)

ინდივიდუალურია, გაითვალისწინე რომ ჩინურია, ბევრი მოუტანიათ რომელიც ნუ აი სცემე თუ გინდა და 220 მეტრ წამზე მეტს არაფრის დიდებით არ იძლევა ქარხნულად, ზოგს კი ხვდება ისეთი ეგზემპლარი, რომ ყუთიდან ამოიღებს და 300-320 მეტრამდე შეუძლია უპრობლემოდ გაქაჩოს... არ ვიცი რისი ბრალია, თითქოს და ყველა კომპონენტი ერთი და იგივეა და სერიული ნაწილებითაა ყელა აწყობილი მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება

ციტატა(vatato @ 22nd April 2020 - 12:50 PM) *
დღეს გავასწორე დაახლოებით 7 მეტრზე, მეტის საშუალება არ მაქვს ვისროლე 8 ტყვია LUMEN 0.68g. გამოვიდა დაახლოებით 17მმ ჯგუფი.

ნუ .... ვაიჰ smile.gif

ვაი 2 მიზეზის გამო, ნუ LUMEN-ი რაიმე განსაკუთრებული შედეგის მომცემი არაა ასე რომ მაგით ძნელია გაიგო ტყვია ურევს, თუ თოფი.

მეორე ვაის მიზეზი კი 8 ტყვია და 17 მილიმეტრია სულ რაღაც 7 მეტრში... კლასიკურად რაღაც წარმოდგენა რომ შეგვექმნას უკვე მიჩვეულ წესს ვიყენებთ 5-5 გასროლა ერთ წერტილში და არა 6 7 ან 8 და 9 ტყვია, ნუ ახლა თუ თოფი სუპერ იდეალურად ისვრის და გინდა დაგვანახო რა იდეალური შედეგის მომცემია და რომ გასროლიდან გასროლამდე არაფერს ურევს, მაშინ შეიძლება 1 სამიზნეში 10-20 და 50 ტყვიაც გაუშვა რომ დაუმტკიცო სხვებს რომ აი მიუხედავად ამდენი ალბათობისა შენი თოფი მაინც იდეალურად ისვრის,. ესეც რა თქმა უნდა მუდმივად არა 1-2-ჯერ სადემონსტრაციოდ ხდება

დანარჩენ შემთხვევაში 5-5 ტყვია თითო სამიზნეში რომ რაღაც უკვე სტერეოტიპად ჩამოყალიბებულ სიტუაციაზე შენც და ჩვენც წარმოდგენა შეგვექმნას

რაც შეეხება 17 მილიმეტრს.. 7 მეტრიან დისტანციაზე მემგონი კატასტროფაა... 7 მეტრში თუ ოპტიკა გაძლევს საშუალებას რომ ფოკუსი სწორედ დაიჭირო, მაშინ ტყვია ტყვიაში უნდა იჯდეს, ან ნატყვიარები ერთმანეთს კედლებით უნდა ეხებოდეს...

თუმცა ახლა გულს ნუ აიცრუვებ, ჩვენ რეალში არ ვიცით როგორი პოზიციიდან ისვრი, თოფი როგორ გიდევს, შეიძლება ეგეც იყოს დამნაშავე ესეთი შედეგების, ან შეიძლება ღია სამიზნით ისვრი... ნუ მოკლედ ჯერ ყველა დეტალი არ ვიცით მაგრამ 17 მილიმეტრი 7 მეტრზე დიდი ვერაფერია ლაითად რომ ვთქვათ, ეგ შედეგი 50 მეტრზე რომ გქონდეს ვიტყოდი ხელი არ ახლო იდეალური შედეგია მეთქი

ციტატა(vatato @ 22nd April 2020 - 12:50 PM) *
ხვალ ვცდი კროსმანის 0.54გ ტყვიებს.


ნუ რამდენადაც ვიცი მაგ თოფს 22-დან 30 ჯოულამდე ენერგია აქვს, შედეგად მემგონი მსუბუქი ტყვია ნამეტანი იქნება მაგისთვის, წესით მაგას უნდა ისროლოს JSB-ის 0.67-იანი ტყვია სადღაც 270-280 მეტრ წამის დიაპაზონში, p15 კაკრაზ მაგ სიჩქრეებზე აკეთებს გადასარევ შედეგებს და მაგ jsb--ში ასე რომ მსუბუქ ტყვიებზე ორიენტირებას მგონი აზრი არ აქვს და არც მძიმეებს, დაიჭირე 0.67-0.68 გრამიანი ტყვიები JSB-ისგან და მანდ იქნება მგონი კაი შედეგები

ციტატა(vatato @ 22nd April 2020 - 12:59 PM) *
კიდევ ერთი კითხვა, Bipod-ის დაყენება მინდა და როგორს მირჩევთ?

ჯერ ბიპოდი აარჩიე, რომელს თრეულობ, და იქედან გამომდინარე შეიძლება დამაგრების სისტემაზე საუბარი, ზოგი ვივერზე ან ევრო რელსზე მაგრდება და ზოგი კი ქამრის სამაგრ ანტაბკაზე, ასე რომ ჯერ რა ბიპოდი გაქვს და მერე უკვე დამაგრების სისტემას შეგარჩევინებთ
vatato
ჯა-ჯა მადლობა პასუხებისთვის.
1. მეც ვხვდები რომ 17მმ ჯგუფი ასეთ მანძილზე დიდია. სროლის დროს თოფო უბრალოდ პენოპპლასტზე მედო, რომელსაც ღარი ამოვუჭერი თოფის დასადებად. თოფი მყარად არ იჯდა. თან ოპტიკა რომელიც მიყენია არ არის გათვლილი ასეთ პატარა დისტანციაზე, შეიძლება ამის ბრალიც იყოს, შეიძლება ჩემი ბრალიც. ველოდები რომ გავიდე სადმე და შორს მანძილზე შევძლო სროლა და ნორმალურად გავასწორო ოპტიკა. ეხლა ყველაფერი სავარაუდოდ მაქვს თვალზე გასწორებული, ყველანაირი ხელსაწყოს გამოყენების გარეშე. ბიპოდს რა შეეხება, ჯერ მინდოდა გავრკვეულიყავი, თუ რომელი სამაგრი სისტემა სჯობია და მერე ვაპირებდი ყიდვას. ისე კი ამას ვუყურებდი https://www.mymarket.ge/ka/pr/15121167/iara...di-2-soSkebi%29
თავიდან ჩAმოატანას ვფიქრობდი, მაგრამ უფრო ძვირი დამიჯდება
giga2010
vatato
მე პირადად ვერ შევეგუე ბიპოდს, არ იფიქროთ რომ ზუსტი სროლისთვის გამოგადგებათ. სანადიროდ და პლინკისთვის გამოიყენებს ადამიანი.
ალბათ ბიჭებიც იტყვიან და მეთანხმებიან რომ ბალიშები ბევრად მყარია და ზუსტი სროლისთვის ბევრად კარგ შედეგებს იძლევა.
მოიკითხეთ მეორადი, შეიძლება ბიჭებს ქონდეთ და გაასხვისონ. მე პირადად ორივე გავაჩუქე, ვერ მოვიხმარე
MonSoon
vatato
ციტატა(vatato @ 22nd April 2020 - 12:50 PM) *
სურათის დადება ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე, მაპატიეთ

BBCode (Forums) _ის ლინკს ხო აკოპირებთ. რატო არ გამოდის ნეტა.
vatato
იარაღი დატენილი ბალონით შევინახო თუ ცარიელით?
giga2010
ციტატა(vatato @ 24th April 2020 - 10:49 PM) *
იარაღი დატენილი ბალონით შევინახო თუ ცარიელით?

გააჩნია რა პერიოდით და სად ინახავთ. მზეზე არაა რეკომენდირებული.
ზოგადად ყველას, მათ შორის მეც დატენილი რეზერვუარით ვინახავ, ამ შემთხვევაში სალნიკები უფრო ინახება.
მაინც დაელოდეთ სხვები რას იტყვიან
vatato
გასაგებია, გუშინ ვივარჯიშე ნასოსით და 210 ბარამდე დავტენე smile.gif ხოდა მერე ვიფიქრე ვაითუ..... smile.gif
vatato
0.45L/4500psi Paintball PCP ბალონი ორჯერ დამიტენის?
giga2010
vatato
აგერ არის ჩვენს ფორუმზე ბალონის გამოსათვლელი
http://www.airgun.ge/balon_calc.htm
vatato
მადლობა, გამოვიდა 2.61, ანუ ორჯერ დატენის კარგად.
ეს მომხვდა თვალში: https://www.ebay.com/itm/4500psi-PCP-Cylind...4.c100667.m2042
giga2010
vatato
რით უნდა დატენოთ?
vatato
ალბათ ჯაჯას ვესტუმრები ხოლმე smile.gif
არამგონია რომ სამ დატენვაზე მეტი დამჭირდეს გასვლაზე, იარაღს გასვლამდე დავტენი და პლუს ეს, სამი დატენვა გამოვა. ძვირებია ეს დედააფეთქებული ბალონები
userman
ციტატა(vatato @ 25th April 2020 - 12:10 AM) *
0.45L/4500psi Paintball PCP ბალონი ორჯერ დამიტენის?

vatato

ერთხელაც ვერ დაგიტენის , 300 ბარზეც რომ იყოს ეგ ბალონი დატენილი , თანაც მაგას სჭირდება დამტენი სადგური, მოწყობილობა .

ეგ რომ დატენო კომპრესორით და შემდეგ მაქედან შენი თოფის რეზერვუარი .

ნასუსით ვერ ტენი ?

vatato
ჯერ არ შემიძენია ეგ ბალონი, იარაღს ნასოსით ვტენი, თუმცა ალბათ მაგისი დატენვაც შეიძლება ნასოსით, კარგი ვარჯიშიც გამოვა
userman
vatato
ციტატა(vatato @ 25th April 2020 - 01:08 PM) *
ჯერ არ შემიძენია ეგ ბალონი, იარაღს ნასოსით ვტენი, თუმცა ალბათ მაგისი დატენვაც შეიძლება ნასოსით, კარგი ვარჯიშიც გამოვა


მაგის ნასოსით დატენვას , შენი თოფი დატენო ნასუსით არ ჯობია ? smile.gif
vatato
მაგაში გეთანხმები, მაგრამ რომ რა ჯობია, ნასოსი ათრიო თან თუ ეგ ბალონი smile.gif
giga2010
vatato
300 ბარზე მაგ ბალონის დატენვა არაა ადვილი საქმე.
ja_ja
vatato
ციტატა(vatato @ 25th April 2020 - 01:16 AM) *
მადლობა, გამოვიდა 2.61, ანუ ორჯერ დატენის კარგად.ეს მომხვდა თვალში: https://www.ebay.com/itm/4500psi-PCP-Cylind...4.c100667.m2042

ჯობია გადაიფიქრო, ან კარგად დაუფიქრდე და დათვალო

1) ბალონი ნამეტანი პატარაა, ჯობია 1 ან 2 ლიტრიანი კომპოზიტის ითრიო, მესმის სიიაფე გხიბლავს მაგრამ წყალქვეშა ქვები აქვს მაგ საქმეს საკმაოდ ბევრირომლებზეც შემდეგ პუნქტებში აგიხსნი

2) მარტო ფასს და ბალონის სილამაზეს რომ უყურებ, თუ კითხულობ კარგად პირველ წყალქვეშა ქვას? - 4500psi input,800psi output ანუ 4500PSI_ზე კი იტენება რაც 300 ატმნოსფეროა, მარა გამომავალი რომ 800 PSI აქვს მაგას თუ ითვალისწინებ?! ანუ 55 ბარია გამომავალი... შენ არ ითვალისიწნებ იმ გარემოებას რომ მაგ ბალონს თავზე კლაპანი კი არ აქვს, არამედ პეინტბოლის რედუქტორი აქვს, რომელიც მაღალ 300 ბარიან წნევას 55-ზე აგდებს... რა ჭირად გინდა 55 ბარი? როცა თოფშI მინიმუმ 200 ბარი გინდა?

3) და იმას თუ ითვალისწინებ რომ მაგ ბალონს წვევის შეცვლა უნდა ანუ 55 ბარი გამომავალი არაფრად არ გაწყობს, 200 ბარზე რომ გადაიყვანო რედუქტორი სადღაც 30-40$-ის ნაწილები დაგჭირდება... მაგას ხარჯში ითვალისიწნებ?

4) ჰოო კიდევ ცუდი ისაა რომ მაგ ბალონს სჭირდება ონკანი რომელიც გახსნის მაგ თავზე წამოწმულ კლაპან/რედუქოტრს და გამოუშვებს ხოლმე წნევას, როგორც წესი ეგეთი ონკანები რაც არის გაყიდვაში არის პეინტბოლის და გათვლილია 55 ბარზე, ნუ იაფიც ღირს ასე 10-15$, მაგრამ უკვე 200 ბარიანი ჰოოოო უკვე 25-დან 45$-მდე ღირს...

5) თუ ითვალისწინებ რომ მაგ ბალონს არ მოყვება ასევე შლანგი და სავარაუდოდ ასევე დაგჭირდება ქვიქ დისკონექტი...

6) ასევე საჭიროა სადრურის ერთერთი აუცილებელი ნაწილი, კერძოდ შლანგში წნევის დამგდები, ეგეც ფულია, გინდა გიყიდია გინდა გაგიკეთებია

7) დატენვა მაგის და 2 ლიტრიანის ერთი ფასია , შედეგად რა დიდი ხეირი, თან კომპოზიტური 1 ან 2 ლიტრიანი მაგაზე მძიმე არ იქნება, ეგ ბალონი ჰქონდა ერთს ჩამოტანილი, ძალიან სქელი კედლითაა და მოშნად წონა აქვს

მოკლედ კაი გათვლისას ეგ ბალონი მინიმუმ ერთი იმდენს კიდევ დაიმატებს რაც ღირს (რეალში კი მემგონი 2-3 მაგდენსვე) და მაინც რაცხა ნიტო იქნება, ჯობია ალიექსპრესზე დაძებნო 1 ან 2 ლიტრიანი კომპოზიტი და იქვე დაითრიო კრანი თავის შლანგით და წნევის დამგდებით?

მოკლედ კარგად დაფიქრდი სანამ იყიდი...
vatato
ციტატა(ja_ja @ Apr 25 2020, 07:15 PM) *
vatato


მოკლედ კაი გათვლისას ეგ ბალონი მინიმუმ ერთი იმდენს კიდევ დაიმატებს რაც ღირს (რეალში კი მემგონი 2-3 მაგდენსვე) და მაინც რაცხა ნიტო იქნება, ჯობია ალიექსპრესზე დაძებნო 1 ან 2 ლიტრიანი კომპოზიტი და იქვე დაითრიო კრანი თავის შლანგით და წნევის დამგდებით?

მოკლედ კარგად დაფიქრდი სანამ იყიდი...

აი ფიქრის პროცესში რომ ვარ, მაგიტომ დავწერე smile.gif და მერე შევამჩნიე რომ გამოსავალი დაბალი წნევის აქვს smile.gif

ძვირია ალიაზეც ეს ბალონები, 140 დოლარზე ნაკლებად ვერ ვნახე sad.gif შეიძება კარგად არ ვეძებდი, არ ვიცი

დამავიწყდა მეთქვა, დღეს ისევ შევამოწმე 6.5 მეტრზე, (სხვა გზა არ მაქვს ჯერ) იგივე ლუმენის ტყვიებით. ამჯერად სამი ტყვია ფაქტიურად ერთ ადგილას ჩაჯდა, ორი გამექცა. მოკლედ ჩემი ბრალია და იმის რომ ნორმალური ადგილი არ მაქვს რომ ვისროლო smile.gif
vatato
ასეთი მძმე ტყვიები თუ გამოყენებიათ ვინმეს?
https://nielsenspecialtyammo.com/collections/177-caliber
MonSoon
vatato
არ გვიცდია კონკრეტულად ეგ წონები მაგრამ მაგ ფირმის სხვა კალიბრის ტყვიები საკმაოდ კარგებია როგორც ინტერნეტ სივრცე იტყობინება.
userman
vatato
ციტატა(vatato @ 27th April 2020 - 09:43 PM) *
ასეთი მძმე ტყვიები თუ გამოყენებიათ ვინმეს?
https://nielsenspecialtyammo.com/collections/177-caliber


თუ დატესტავ , კარგს იზავ , ნამეტანი კი აქებენ , მარა ცოტა ფასი იკბინება smile.gif .
განსაკუთრებით ნიავის მიმართ ყოფილა მდგრადი და დიდ მანძილზე ინარჩუნებს ენერგიას .
vatato
გასაგებია, გამოვწერ საცდელად საშუალო რომელიც აქვთ მაგ სამში და დავტესტოთ მერე
vatato
გამოვწერე 18Gr ტყვიები, იმედია ჩამოვა 2 კვირაში მაინც და გავტესტოთ სადმე
MonSoon
vatato
უნდა დამეწერა ნუ ჩქარობ მეთქი მარა გამოგიწერიათ უკვე. რაღა იქნება.

ცოტა მძიმეა 4.5 ში 1.2 გრამი. თან სლაგი. მისი ტანის შეხების ფართობი ლულაში უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ტყვიის, მრგვალთავიანის. ანუ უფრო მეტი ჰაერია საჭირო სლაგის დასაძვრელად ვიდრე მრგვალთავიანის.
vatato
ეგ ვიცი, ვესაუბრე ამ კომპანიის წარმომადგენელს, სანამ გამოვიწერდი
userman
vatato
ციტატა(vatato @ 28th April 2020 - 02:06 PM) *
გამოვწერე 18Gr ტყვიები, იმედია ჩამოვა 2 კვირაში მაინც და გავტესტოთ სადმე


ძალიან კარგი .

რა მაინტერესებს ქრონი არ გაქვთ ? ანუ 0.67 გრამიანს რამდენით ისვრის მაქსიმუმზე , მაინტერესებდა .
წესით 300 მ/წმ-ით მაინც უნდა ისროდეს , შესაბამისად მაგ სლაგებს 220 -ით მაინც გაისვრის სულ ცოტა , და უფრო შორს წავა , ვიდრე 0,67 გრამიანი 300 -ით გასროლილი .
MonSoon
userman
300 ით ან გაისვრის ან არა.
vatato
ციტატა(userman @ Apr 28 2020, 09:32 PM) *
vatato


ძალიან კარგი .

რა მაინტერესებს ქრონი არ გაქვთ ? ანუ 0.67 გრამიანს რამდენით ისვრის მაქსიმუმზე , მაინტერესებდა .
წესით 300 მ/წმ-ით მაინც უნდა ისროდეს , შესაბამისად მაგ სლაგებს 220 -ით მაინც გაისვრის სულ ცოტა , და უფრო შორს წავა , ვიდრე 0,67 გრამიანი 300 -ით გასროლილი .

ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით ვერაფერს, სულ ერთი კვირაა რაც მაქვს. ჯერ არ გამომიცდია არც ქრონზე და არც ნორმალურ მანძილზე. იმედია ცოტა ხანში ჯა-ჯასთან შევძლებ სტუმრობას რათა გავტესტოთ და პროფესიონალური თვალით შეხედოს. იმედია მიმასპინძლებს smile.gif ამასობაში იმედია ეს ტყვიებიც ჩამოვა
vatato
ასეთი რამე გამოდგომადია? https://www.krale.shop/en/pellet-sizer-tinbum-tuning/

ასე ვიცი, როცა რამე ახალ თემაში ვარ, ყველაფერს ვუყურებ და ვსწავლობ smile.gif
giga2010
ციტატა(vatato @ 29th April 2020 - 12:04 AM) *
ასეთი რამე გამოდგომადია?

თუ ნორმალური ტყვია იქნება და თოფს შეურჩევთ, მე პირადად მაგის აზრს ვერ ვხედავ
vatato
როგორ გავიგო რამდენი აქვს ტვისტი ჩემ იარაღს? ინტერნეტში გადავქექე და ვერსად ვერ ვნახე
giga2010
vatato
თუ არტემის მ16 ზე საუბრობთ. დიდი ალბათობით 450 ექნება.
შეგიძლიათ თქვენც გაზომოთ, რუსული ვიდეოს გამო ბოდიშს ვიხდი

vatato
მადლობა, ბოდიში რისთვის smile.gif რუსულის გამო? (ენა კარგად ვიცი, თან მაგათი ქალებიც მიყვარს ლოგინში smile.gif)
giga2010
ციტატა(vatato @ 1st May 2020 - 12:09 AM) *
თან მაგათი ქალებიც მიყვარს ლოგინში

მთლად უკეთესი
vatato
ვინმეს თუ გაქვთ PP800 და შეგიძლიათ თქვათ? ვუყურებ PP700SA არის გაყიდვაში, მაგრამ მხოლოდ 1 ტყვია ჩადის. ვფიქრობ PP800 და მერე რედუქტორის დაყენებას. თქვენ რას მირჩევდით?
vatato
ჩამომივიდა AOFAR HX-1200T ადრე მქონდა გამოწერილი. გამოგიყენებიათ ვინმეს?
MonSoon
vatato
ციტატა(vatato @ 2nd May 2020 - 06:01 PM) *
ჩამომივიდა AOFAR HX-1200T ადრე მქონდა გამოწერილი. გამოგიყენებიათ ვინმეს?

მანძილმზომია ხო ??

თუ მანზილმზომია ჩემი აზრით პნევმატიკისთვის აუცილებელი ატრიბუტია. გამოგვიყენებია რომელია. ყველას თუ არა ნახევარს მიანც აქვს. დრო დაუდგება საბოლოოდ ყველას რო აუცილებელია ჰქონდეს.
vatato
კი, მანძილმზომია. ერთი შეხედვით თითქოს ნორმალურია 5-1200 იარდი, ცდომილება +-1 იარდი. აივნიდან რომ გავზომე მანძილი ყველაზე შორ შენობამადე, 1285 იარდი დამიწერა, შეიძლება ასეც იყოს, არ ვიცი. 25 მეტრზე სადღაც +-0.2 მიჩვენა ცდომილება, თუმცა ეს შეიძლება ჩემი ბრალიც იყოს, უნდა ვცადო კიდევ
vatato
ტვისტის შესახებ გავუგზავნე შეკითხვა მწარმოებელს და დღეს მიპასუხეს, რომ მაგათი ლულების ტვისტი არის 480 მმ. ეს ალბათ ყველა თოფს ეხება?
giga2010
ციტატა(vatato @ 3rd May 2020 - 01:53 PM) *
ეს ალბათ ყველა თოფს ეხება?

არა, ყველა თოფს ნამდვილად არ ეხება. ცოტა მეეჭვება ეგ ტვისტი რომ ქონდეს, შემთხვევით ხომ არ აერიათ და სიგრძე ხომ არ მოგწერე ლულის?
ლულის სიგრძე მასეა 47სმ-ზე ცოტა მეტი
vatato
47.5 არის ლულის სიგრძე, კიდევ ერთხელ ვკითხავ, იმედია მიპასუხებენ
vatato
ეხლა დიანას მწარმოებელსა გავუგზავნე კითხვა, მ16 და ოუტლავ ერთი და იგივეა თითქმის
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.