დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რჩევა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4
vatato
ამოვჭერი ცოტა, ძAლიანაც არ დამახინჯდა smile.gif სამაგიეროდ მოხერხებულია smile.gif
vatato
სად დავწერო არ ვიცი, მოკლედ ცხოველების მოყვარულთა ჯგუფში ვარ და დღეს ხალხი გამწარებული წერს, რომ ხალხი პნევმატიკით უბანში კატებს და ძაღლებს ესვრის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საუბარია დასახლებულ ადგილზე პნევმატიკის გამოყენებაზე. აპირებენ ჩივილს და პატრულში დარეკეს უკვე, თან როგორც ამბობენ ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ძAლიან გავბრაზდი.
giga2010
ციტატა(vatato @ 29th June 2020 - 08:54 PM) *
სად დავწერო არ ვიცი, მოკლედ ცხოველების მოყვარულთა ჯგუფში ვარ და დღეს ხალხი გამწარებული წერს, რომ ხალხი პნევმატიკით უბანში კატებს და ძაღლებს ესვრის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საუბარია დასახლებულ ადგილზე პნევმატიკის გამოყენებაზე. აპირებენ ჩივილს და პატრულში დარეკეს უკვე, თან როგორც ამბობენ ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ძAლიან გავბრაზდი.

ალალია თუ ვინმეს ფაქტზე წაასწრებენ და კარგადაც დასჯიან.
სამწუხაროდ ბევრს პნევმატკის გამოყენების სფერო ძაღლები და კატები გონიათ
vatato
მაგ იდიოტების გამო მერე ჩვენც პრობლემების წინაშე ვდგებით
pilotina
ციტატა(vatato @ 29th June 2020 - 08:54 PM) *
რომ ხალხი პნევმატიკით უბანში კატებს და ძაღლებს ესვრის


ასეთები პასუხისგებაში უნდა მისცენ, ოღონდ ის თოფები ჯერ უკანალში გაუკეთო.


ციტატა(vatato @ 29th June 2020 - 09:19 PM) *
მაგ იდიოტების გამო მერე ჩვენც პრობლემების წინაშე ვდგებით


ეს კიდე ცალკე თემაა
koba1973
რამდენჯრმე დავწრე და ისვ წავშალე, მერე გადავწყვიტე დამეწერა. ეს ყველაფერი ისევ ჩვენი ბრალია. სროლაც და უპატროო ცხოველებიც. ქვეყანაში არ არის სამსახური რომელიც რეალურად მოაგვარებს პრობლემას.
ფაქტები? რამდენიც გნებავთ! ლაგოდეხში ე.წ უღელტეხილის ტერიტორიაზე არის უპატრონო ძაღლების ტერიტორია. თავიდან არაკეთილსინდისიერი ადამიანები უშვებდნენ ძაღლებს, მერე ნელ ნელა სახელმწიფომ აიღო მათი პატრონობა და ტენდერი გამოაცხადა ძაღლების კვებაზე, შარშან სახლებიც ჩაუდგეს ერთი სიტყვით ყველაფერი ერთი შეხედვით კარგადაა. სამაგიეროდ ცუდადაა იქვე სოფელ ბაისუბნის მცხოვრებთა ფრინველების საქმე. შეწუხებულმა მოსახლეობამ გამგებელს მიმართა. გამგებელმა შესაბამის სამსახურს ვაცნობეთ და ყველა ცხოველი აცრილია და დამუშავებულია, მეტს ვერაფერს გავაკეთებო.
თელავის სამხედრო ნაწილთან იმდენი ძაღლი შეგროვდა იძულებული გახდნენ დაეჭირათ, გალიით სხვა ტერიტორიაზე გადაეყვანათ და იქ გაეშვათ.
სიღნაღის გამგებელმა (ყოფილმა)პირად საუბარში აღნიშნა იმდენი ძაღლია ხროვებად დადიან და კარგი იქნებოდა სადმე თავშესაფარი ყოფილიყოო თორემ სულ ყეფა და აურზაურია და ერთხელაც ვინმეს დაკბენენ, ტურისტულ ქალაქში ამდენ ძაღლს რა უნდაო.
მეორე მხრივ შეწუხებულ მოქალაქეს არა აქვს არანაირი მექანიზმი რომელიც ამ პრობლემას გადაუჭრის, იძულებულია რამე იღონოს და ყველაზე იაფი, ჩუმი, თუმცა ნაკლებ ეფექტური ისევ პნევმატური იარაღია.
ცხოველების წინააღმდეგ პნევმატურის ან ცეცხლსასროლის გამოყენებაზე არის პასუხისმგებლობა და მოსთხოვენ პასუხს შესაბამისი ორგანოები. აი ცხოველებს რომ მაწანწალობისთვის წირავენ ამათ წინააღმდეგ არაა არაფერი ქმედითი და ძალიან ცუდია.
ja_ja
ნუ ისეთი ხალხი რომელიც პნევმატურით პირობითად "შინაურ ცხოველებს" დასდევს კარგად დასაკუჭია, დასატკეპნია და ასე შემდეგ, ეგ არის მდაბიო შეგნება, აღზრდისა და მავნებლობის ჩადედის ერთიანი კოქტეილი, სამწუხაროდ ეგეთ ხალხს არანაირი ადეკვატური არგუმენტი არ აფიქრებს თავის საქციელზე,. ასე რომ ახია მაგათზე, გამოიძახონ პატრული და დაახიონ ყურები.

რა თქმა უნდა კარგად საერთო სტატისტიკაზე არ აისახება ეს ყველაფერი, მითუმეტეს კიდევ გვაქვს მოლაპარაკებები სამინისტროებთან და ჩართულ სტრუქტურებთან,. და ადრე თუ გვიან ვინმე წამოგვაყვედრებს ეგეთ რაღაცას, მაგრამ რელაშI მოდი ასე შევხედოთ სიტუაციას:

- რომ იყოს გაფორმება, ან რომც იყოს გაფორმების გარეშე ფლობა იარაღის, ნუ აი ეგეთი გიჟი რომ გაიჩითება ხომ უნდა დაიჭირო და დაჭიპო
- ცეცხლსასროლი ავიღოთ, გაფორმებულია კონტროლზეა, მაგრამ ხანხადან ჩნდება ჭკუა გადატრიალებული ხალხი და გამოდიან და ხან ნათესავს ხან მეზობელს ესვრიან - არიან თუ არა დასაჭიპები?!

ანუ იმის თქმა მინდა რომ იქნება გაფორმება, არ იქნება, მნიშვნელობა არ აქვს გიჟი და უვიცი ყოველთვის იქნება, წესით მინიმალურს უნდა უხსნიდეს მაღაზია, მაგრამ მაღაზიაშI იმასაც არ ექუბნებიან რომ გაფორმება უნდა და არის დომფხალი...

მოკლედ ვინც მიქარავს დასაჭიპია რამდენადაც უსიამოვნო არ უნდა იყოს, ეგეთი ხალხი ჩვენც გვარცხვენს და რადგან ჯანსაღ აზრს არ მიყვებიან იქნებ და პოლიციამ და ჯარიმამ შეაგნებინოს რაიმე
koba1973
ციტატა(ja_ja @ 30th June 2020 - 12:50 PM) *
ანუ იმის თქმა მინდა რომ იქნება გაფორმება, არ იქნება, მნიშვნელობა არ აქვს გიჟი და უვიცი ყოველთვის იქნება,

ნამდვილად მასეა.და იარაღის ქონა არ ქონა არაფერს წყვეტს.
aleqsa

უპატრონო ძაღლები ძალიან დიდი პრობლემაა ნებისმიერი ქვეყნისთვის,ჩვენთვის მითუმეტეს, ვეთანხმები კობას უპასუხისმგებლოდ ვუდგებით საერთოდ საზოგადოება ამ საკითხს და სავალაო შედეგიც სახეზეა, ვიდრე ფუმფულა და საყვარელი ლეკვია ყველას უნდა ეფერებიან ეთამაშებიან, "უი რა საკალელია" და როგორცკი წამოიზრდება და უკვე მეტი ზრუნვა და მოვლა სჭირდება ისე დაუნანებლად უშვებენ სახლიდან თითქოს ის "საკალელი" ლეკვი არი რომელსაც ეფერებოდა.... sad.gif

ხოდა საბოლოოდ ჩვენი ეს ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ისევ ჩვენ გვხვდება წინ და უფრო სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის...

ჯაჯასაც ვეთანხმები, პნევმატური იარაღი გაფორმებული და დარეგისტრირებული ექნება ხალხს თუ გაოფორმებელი რეგვენები და ტუტუცები ყოველთვის მოიძებნებიან რომლებიც მსგავს უზნეობას ჩადიან!!! ასერომ აკრძალვა არაა გამოსავალი!!!

პ.ს. სიტყვა "ჩვენი" ვინმეზე პირადულად არ მიგულისხმია ზოგადად საზოგადოებას, ხალხს ვგულისხმობ
vatato
კიდევ ერთი შემთხვევა, ამჯერად ჩემს მეგობარს დაუჭრეს ძაღლი დიდ დიღომში, ვირაცამ თეთრი ინფინიტიდან ესროლა. ამჯერად საქმე აღძრეს და ეძებენ თეთრი ინფინიტის პატრონს. ცუგა გადარჩა, მაგრამ ტყვია მუცლის ღრუშია შესული და საჭიროებს ოპერაციას.
pilotina
ციტატა(vatato @ 25th July 2020 - 07:31 PM) *
ეძებენ თეთრი ინფინიტის პატრონს


იმედია იპოვიან და საკადრისს პასუხს აგებიებენ
koba1973
რა სიამოვნებას ნახულობენ ვერ გამიგია.
ციტატა(pilotina @ 26th July 2020 - 01:40 AM) *
იმედია იპოვიან და საკადრისს პასუხს აგებიებენ

name
გამარჯობათ,

M40 SEMIAUTO PCP

ამ ფიშტოს დავადგი თვალი, მაგრამ ინტერნეტში დიდი ვერაფერი მოვიძიე ინფო ვერც იუთუბზე თუ გაქვთ რამე ინფო მომაწოდეთ რო გადავწყვიტო ყიდვა, ჯერ ისევ ვიკავებ თავს, როგორია სიზუსტეში ნახევრად ავტუმატურის კვალობაზე



ეს მონაცმები კი უწერია მაგრამ სიზუსტის მხრივ როგორია ვერ ვნახე ინფო

Regulated
Integrated suppresser
Manual safety
With picatinny rail
CAPACITY 240cc
Action MULTI SHOT BOLT
Type Pre-charged
Stock Beech hardwood
Trigger Two stage (adjustable)
Barrel type Steel precision rifled
Weight 3.1kg
Length (total) 78.7cm
Length (barrel) 46cm
MonSoon
name
გაგიმარჯოს.

მე პირადად ერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის რომ საკმაოდ ისეთი, სოლიდური შეგრძნებისაა ხელში, სათამაშოს შთაბეჭდილებას არ ტოვებს. იგივე ითქმის ვიზუალზეც.

დეტალების დამუშავება საკმაოდ კარგი აქვს.

სროლის დროს უკუცემა უმნიშვნელოდ აქვს მომატებული მაგრამ ყურადღების გამახვილება შეიძლება არც ღირდეს.

მექანიზმს რაც შეეხება. გასროლილი ჰაერის ნაკადით იტენება. სროლა შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად.

ხმა რაღაცა დიდი და შემაწუხებელი არ აქვს.

ჰაცანის ან კრალის ნახ ავტომატებთან შედარებით უფრო ჩუმი და უფრო ნაკლები უკუცემის მქონეა.

შედეგები არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი.
ja_ja
name
თუ ავტომატიკა გხიბლავს პრობლემა არ უნდა იყოს, უბრალოდ გამოყენების სფერო რამდენად გექნება და წინასწარ მორალურად მოემზადე ტყვიების და ჰაერის ხარჯისთვის...
name
კი მომწონს მარა სიზუსტე მაფიქრებს ავტომატიკის კვალობაზე, რა არის ამისთანა რო ინფო ვერც ვიდეოს სახით ვერც ტექსტის სახით ვერ მოვიპოვე, ტყვიების ხარჯს კიდე ავიტან : )) უზუსტობას ვერა
ja_ja
ეხლა ეგ არ უნდა გაიკვირვო, არცერთი ავტომატი არ გამოირჩევა სიზუსტით, ასე რომ მაგას ნუ მოსთხოვ მაგ პარამეტრს. ავტომატის მთავარი ფუნქციაა სულიერად გასიამოვნოს, + ნუ ნადირობისას მოგცეს ჩქარჩქარა გამოკვრისას 1 მიზანში 2 ტყვია მიაწიო. ვსიო

ადრე 1-2 ადამიანთან მქონდა ნალაპარაკები და ჰაცანის ავტომატს მიქებდნენ, მძიმეა, მოუქნელი და ხმაურიანიო, მარა ნადირობისას იხვზე გაძლევს საშუალებას რომ ჩარჩქარა გამოკვრით 2 ტყვია მიაწიო და გარანტირებულად დააგდოო...
koba1973
ციტატა(ja_ja @ 13th August 2020 - 10:40 AM) *
ეხლა ეგ არ უნდა გაიკვირვო, არცერთი ავტომატი არ გამოირჩევა სიზუსტით, ასე რომ მაგას ნუ მოსთხოვ მაგ პარამეტრს. ავტომატის მთავარი ფუნქციაა სულიერად გასიამოვნოს, + ნუ ნადირობისას მოგცეს ჩქარჩქარა გამოკვრისას 1 მიზანში 2 ტყვია მიაწიო. ვსიო

ალბათ ვის როგორ.
მე ბოლტით უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ ვიდრე ნახ.ავტომატით. თან ძალიან ხარჯიანია biggrin.gif . მოხედვას ვერ ვასწრებ და 10 ტყვია გაფრენილია უკვე.
სხვა იარაღზეა საუბარი მაგრამ პრინციპი ერთია.
NRG
name
ჩვენს ფორუმელს აქვს ეს მოდელი და მიყოლებით მთელი მჭიდის დაცლით 25-30 მმ აქვს გაკეთებული 50 მეტრზე , როცა მოიცლის თვითონაც დააკომენტებს, მეც ვისროლე მარა გამიჭირდა სროლა ვიბრაციის გამო მიუჩვეველზე პირველ ჯერზე რთულია თვითონ ფიშტო ძაან ლამაზია და საიმედო ჩანს ჩემი აზრით, სასხლეტის დარბილება და მიჩვევა უნდა სპორტულობა ჩემი აზრით არც შეეფერება ნახ. ავტო სპორტული ვერ იქნება მარა სანადირო საპლინკაოდ ძაან კაი რამეა
vatato
ისევ ჩემ თემაში დავდებ smile.gif

ზიგ-ის კონდახს მივაბი ადაპტერის მსგავსი PP750-თვის, ველოდები CNC-ს პასუხს, თუ რამდენად დამიმზადებსsmile.gif თუ კარგი გამოვიდა და სურვილი გექნებათ, ფაილი ჩემზეა smile.gif

https://imgur.com/xXiSWCl
giorgi80
მოგსალმებით მეგობრებო .მრავალს დაესწარით.მაინტერესებს თქვენი აზრი 5.5კალიბრი k 600 არმს800ლარში მაძლევს მხოლოდ თოფი.რამდენად ღირს?
giorgi80
მოგსალმებით მეგობრებო .მრავალს დაესწარით.მაინტერესებს თქვენი აზრი 5.5კალიბრი k 600 არმს800ლარში მაძლევს მხოლოდ თოფი.რამდენად ღირს?
geojorjika
giorgi80
სალამი , K600 რა თოფია?
giorgi80
kuzeu arms eseqvia pcp თრქულია.
geojorjika
აქ არავის არ ქონია ეგ ფიშტო. თUმცა მაგ ფასად უფრო არტემისზე ვიფიქრებდი
giorgi80
ჩვენ ბაზარზე არი არტემიდი? რომელ მაღაზიასააქვს?
ja_ja
ციტატა(giorgi80 @ 31st December 2021 - 10:29 PM) *
ჩვენ ბაზარზე არი არტემიდი?


ნუ ორიგინალი სახელია არტემისი, ჩვენებურად არტემიდა, ინგლისურას არტრემისი... დღეს კი სახელი გადაირქვა ფირმამ და SnowPeack ჰქვია, ანუ მთიანი მწვერვალიო

მაგ ფირმის იარაღები დღეს მხოლოდ Iaragi,ge-ს აქვს


ციტატა(giorgi80 @ 31st December 2021 - 02:58 AM) *
kuzeu arms eseqvia pcp თრქულია.

ამას რაც შეეხება ნუ ერთადერთი ფასის გამო თუ იყიდი, 800 ლარი კაი ფასია, თორე თოფი ჩვეულებრივი სტანდარტულია, კაი 10-12 წლისწინანდელი ტექნოლოგიის მიხედვითაა დამზადებული

თუ არავცდები ამ თოფზეა საუბარი ხომ
mister_io
მოგესალმებით მეგობრებო, კრუგერგანზე ინფო ვერსად ვიპოვე ჩვენს ფორუმზე და თუვინმეს ჰქონიათ შეხება იქნებ დამაკვალიანოთ რამდენადდ კარგი იარაღია და რააქვს პლიუსი და მინუსი
mister_io
სალამი მეგობრებო, მაქვს მარადიორი და ჯსბ ტყვიებს ვერ ვშოულობ და ვერც კროსმანის, იქნებ გეგულებათ ვინმე ან სხვა ალტერნატივა თუვინმეს გაქვს გატესტილი და თუვარგა რომელიმე ტყვია 0.67 ჯსბ ვისროდო ძველმა მეპატრონემ კროსმანის პრემიერები უკეთ მოწონს მაგრამ ვერვიშოვე
gigi30
გამარჯობათ! კარგახანია არ შემომიხედავს აქ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა ძმებო. ასეთი რამ მომიტანეს და ვერ გავარკვიე, რამდენ ატმოსფეროზეა დატენილი? ანუ რამდენს უძლებს? https://exotic--whip-com.translate.goog/pro...mp;_x_tr_pto=sc
gigi30
ასეთი ინფო მოვიძიე: 'ცილინდრის წნევა დარჩება 5136.6 kPa-ზე (745 psig), სანამ თხევადი ფაზა არ ამოიწურება და როდესაც შიგნით რჩება მხოლოდ აზოტის ოქსიდი'. და ეს რამდენი ატმოსფეროა? დაახლოებით 50 ატმოსფერო, ჰო?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.