დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოპტიკის შერჩევა
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკური სამიზნეები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27
pilotina
vanolaf
ციტატა(vanolaf @ 19th January 2016 - 11:40 PM) *
გამარჯობათ, ამ ოპტიკაზე რა აზრის ხართ benjamin trail np 2 ამისთვის მინდა ცენტრპოინტის მოყვა ქარხნული და რაღაც არ მომწონსავით. თუ იცით საქაეთველოს ფოსტას ჩამოაქვს თუ არაა?

http://www.aliexpress.com/item/100-Origina...1674843220.html

ეს არაა ცუდი ოპტიკა, მსუბუქია და ნათელი. ჩვენს ფორუმელს აქვს, ბაიკერს და კმაყოფილია, მარა თუ ზდპ-ზე გინდა არ გამოგადგება, გაგიფუჭებს ზდპ მაგ ოპტიკას.
ზდპ-სათვის დარტყმაგამძლე ოპტიკაა საჭირო, მაგ. UTG-ს TS ტო უწეტია, ანუ True Strength რო უწერია, მაგ ეს.
სხვა საიტებზეც დაძებნე, შეიძლება უფრო იაფად ნახო.
ბაიკერი
სუპერ ოტიკაა ბსა, პცპზე მშვენიერად მუშაობს. ახლა გეკოზე დავაყენე biggrin.gif

vanolaf
გასაგებია TS უნდა იყოს, მაგრამ ამაზონზე მაგ მოდელებს უმეტესობას ჩინური უწერია და ზოგს საერთოდ არა აქ მითითებული ვისი გამოშვებაა. ასეთი კითხვა მაქვს TS იყოს და იყოს ჩინური ?

ეს წავა? http://www.amazon.com/UTG-3-12X44-Scope-36...rds=Leapers+UTG

benjamin trail np 2 ამ მოდელზე.
temo-777
ციტატა(vanolaf @ 23rd January 2016 - 12:55 AM) *
ეს წავა?

ჩემი აზრით ყველა ზემოთჩამოთვლის ჯობია.
ის მაინც იცი რას ყიდულობ , რამოდელია და ინფოს მოიძიებ ინტერნეტში.
SCP3-U312AOIEW თან 30-იანია.
მშვენიერია
vanolaf
მადლობა მეგობარო.
pilotina
vanolaf
ციტატა(vanolaf @ 23rd January 2016 - 12:55 AM) *
ასეთი კითხვა მაქვს TS იყოს და იყოს ჩინური ?

უმეტესობა ბიუჯეტური ოპტიკების ჩინურია. დაჟე 500-600 $-იანი ოპტიკებიც ჩინურია მეტი წილი.
მე მხედველობაში მაქვს ჩინეთში აწყობილი. და რას ერჩი ამ ჩინეთს, აიფონები და მაკბუკებიც ჩინეთში იწყობა, მარა ქე არის ტაციაობა მსოფლიოში.
gregory
ციტატა(vanolaf @ 23rd January 2016 - 12:55 AM) *
ეს წავა? http://www.amazon.com/UTG-3-12X44-Scope-36...rds=Leapers+UTG

benjamin trail np 2 ამ მოდელზე.

vanolaf
საკმაოდ მძიმე ოპტიკაა და თუ გავითვალისწინებთ, რომ კონკრეტულად მაგ თოფს ახასიათებს ვივერის რელსის მოგლეჯა, ნუ რავიცი აბა...
თანაც მად ოპტიკის რეალურრ დარტყმაგამძლეობაშიც ცოტა ეჭვი მეპარება
userman
[
ციტატა(gregory @ 24th January 2016 - 04:56 PM) *
საკმაოდ მძიმე ოპტიკაა

კილოგრამამდეა სადღაც . კი უწერია დარტყმაგამძლეაო და რავი აბა...
Lukiane123
მეცმინდა რამე ოპტიკა 16 ჯერადობის 9 რაღაც აღარ მყოფნის უკვე გამიძნდა მუღამი მიზანში სროლის და 9 ნიტოა 50 მეტრზე,მირჩიეთ რამე ფასი ძაან დიდიც ნუ იქნება ეხლა biggrin.gif
მარჯვე
ბიჭებს გაუმარჯოს
ახალი ვარ და სიამოვნებით მივიღებ თქვენგან რჩევებს

ახლო მომავალში ვაპირებ Benjamin np xl ყიდვას და მისთვის რამე ნორმალური ოპტიკის შერჩევა მინდა
70 მეტრი +

რამოდენიმე ვიდეოს ვუყურე იუთუბზე და ასე თუ ისე ცენტრპოინტის ოპტიკით ჰქონდა ნორმალური შედეგი ავტორს
ეს:
http://www.airgundepot.com/centerpoint-opt...ifle-scope.html

მაქსიმუმ 150 $-ის ფარგლებში
TS ფაქტორიც ცოტას მანერვიულებს, ამაზონზე კომენტარებში მიუხედავად ტს მხარდაჭერისა ხშირად წავაწყდი ## გასროლის შემდეგ აურიაო... უკუცემა მაინც თავისას შვრება

აბა თქცენ რას ფიქრობთ smile.gif
pilotina
მარჯვე

აქ მოცემულ ლინკებიდან პირველის მაგივრად ეს არ გირჩევნია? უფრო კომპაქტური და მსუბუქია. მახასიათებლები იგივე აქვს.
ისე კი ზდპ-ზე არა მგონია ისეთი ოპტიკა ნახო სადმე, რომელიც 100 წელი გაგიძლებს. ზდპ ნებისმიერ ოპტიკას დაშლის, უბრალოდ ზოგს ადრე, ზოგსაც უფრო გვიან, მარა ბოლო ერთია ყველასი.
მარჯვე
ციტატა(pilotina @ Jan 25 2016, 08:38 PM) *
მარჯვე

აქ მოცემულ ლინკებიდან პირველის მაგივრად ეს არ გირჩევნია? უფრო კომპაქტური და მსუბუქია. მახასიათებლები იგივე აქვს.
ისე კი ზდპ-ზე არა მგონია ისეთი ოპტიკა ნახო სადმე, რომელიც 100 წელი გაგიძლებს. ზდპ ნებისმიერ ოპტიკას დაშლის, უბრალოდ ზოგს ადრე, ზოგსაც უფრო გვიან, მარა ბოლო ერთია ყველასი.

მაგიც კარგი ვარიანტია ვნახოთ....
100 არა, კაკ მინიმუმ სანამ არ მომწყინდება biggrin.gif 1-2 წელი რო ნორმალურად მოიქცეს მშვენიერია
უბრალოდ 40 გასროლის მერე არ აურიოს......
okela84
მარჯვე
რაღათ გინდა ეს ნპ, მითუმეტეს მაშინ როდესაც 150$ გაქვს ოპტიკისთვის გამოყოფილი ?

150$ არის 370 ლარი, ამას პლიუს შენი ნიტროს 250-300 ლარი და ძალიან ახლოს ხარ ბიუჯეტურ პცპ-სთან რომელიც გრიგორს აქვს თუ არ ვცდები და მაგას უკვე შეგიძლია ნებისმიერი ოპტიკა დაადგა 100 ლარის ფარგლებში

პლიუს ამას დაზოგავ 150$-ს რომელიც შესაძლოა ძალიან მოკლე დროში ნაგავში მოისროლო(ოპტიკის დაშლას ვგულისხმობ)
მარჯვე
okela84
მართალი ხარ
მაგრამ არაა პცპ ჩემი სტილი....

აყენებენ და უძლებთ გარკვეული დროით და...
Lukiane123
მეც დამერხა ტო ჩემ ოპტიკას მოეღო ბოლო ბადე გადაეხარა გვერდით დავშალეთ კივეუბნებოდი არა თქო მარა მაინც და ეხლა ვაფშე დაერXა ბადე გაიხა და კაროჩეე რა,ვათვალიერე ოპტიკები და არვიცი რომელი გამომადგება 9X არ მინდა ცოტაა ჩემთვის უფრო დიდი მინდა 16 დან 24 მდე რამე ბიუჯეტური რა თან ცოთა ხანს მაინც რომ გაძლოს 1 წელი რა.
პ/ს ვინმეს შეუძლია ჩემი ოპტიკის აღდგენა ? მიშველეთ რამე რა
userman
SVD

ციტატა(SVD @ 26th January 2016 - 03:02 AM) *
ვინმეს შეუძლია ჩემი ოპტიკის აღდგენა ? მიშველეთ რამე რა

აბა სკორპიონა ტარიელი ნახე დაუკავშირდი .
ja_ja
SVD
ციტატა(SVD @ 26th January 2016 - 03:02 AM) *
პ/ს ვინმეს შეუძლია ჩემი ოპტიკის აღდგენა ? მიშველეთ რამე რა

წესით ეგ ნიშნავს იმას რომ ოპტიკა ბავსვს უნდა მისცე სათამაშოდ. შენ კი ახალი უნდა იყიდო...

მაგის აღდგენა არის თამაშობანა smile.gif, იმიტომ რომ ლინზა რომ სწორედ დააყენო საჭიროა შესაბამისი სიზუსტე, ნუ ახლა მაინცა და მაინც დაზგაა მეთქი საჭირო არ ვიტყვი, მაგრამ თვითონ ოპტიკას გადახრები არ უნდა ჰქონდეს და თარაზოში უნდა იყოს, პლიუს დაშლისას მთელი მტვერი შიგნით ჩავა და ეგეც ცალკე ვაია, პლიუს ჩვენი ხელებით შიგნით ჩაძრომა კიდევ უარესი ვაია, იმიტომ რომ ნათითურები დაემჩნევა, მერე ბადე ისეთი თხელი დატანილია რომ უმეტეს შემთხვევაში იბრიდება და ბოლო დაშლის შემდეგ შედის შიგნით ნესტი, შედეგად სიცხეში ორთქლი იჩითება ლინზებში და პრაქტიკულად ღრუბელს უყურებ, ხოლო სიცივეში წყლის წვეთები კიდია ხოლმე ლინზებზე...

მაგ წყლის წვეთების გამო ნელნელა ლინზა ბინძურდება და.... თუ იკითხავ წყალი საიდანო, ნუ ატმოსფეროშია ნესტი, მითუმეტეს ეხლა ზამთარში. ქარხანაში აწყობისას მშრალ აზოტს იყენებენ და გამოდევნიან ჩვეულებრივ ჰაერს შემდეგ კი ლუქავენ, აზოტს კი სიცივე სიცხეზე ნაკლები რეაგირება აქვს, პლიუს ნესტს არ შეიცავს....

ვერ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი არაგაკეტებადია, მაგრამ შესაბამისი მშრალი და სიფთა ოთახი, ინსტრუმენტარიუმი, აზოტი, თარაზოში გასწორება, ბოლოს ან გამოვა კალხოზი, ან თუ ყველაფერს წესებით გააკეთებ იმდენად ძვირი გამოვა აღდგენა რომ აშკარად ახლის შეზენა ემჯობინება...
Lukiane123
ციტატა(ja_ja @ Jan 26 2016, 09:14 AM) *

მართალი ხარ არ ღირს ამის კეთება 70 ლარიანი ნაგავი ბუშნელია.2 დღეა ვეჩალიჩები და ვაფშე დაიბრიდა სანამ ახალს ვიყიდი ამითაც ვისვრი გაჭირვებით.ვაფშე არვაპირებ ყიდვას ჯერ ეხლა დისკოზე ვფიქრობ ჩემის გაყიდვა მინდა და რამე რა,უეჭველად მინდა ამ ზაფხულამდე,700 ლარად ტოფს ნასოსიანად ვერა ?
pilotina
SVD
ციტატა(SVD @ 26th January 2016 - 08:59 PM) *
მართალი ხარ არ ღირს ამის კეთება 70 ლარიანი ნაგავი ბუშნელია.2 დღეა ვეჩალიჩები და ვაფშე დაიბრიდა სანამ ახალს ვიყიდი ამითაც ვისვრი გაჭირვებით.ვაფშე არვაპირებ ყიდვას ჯერ ეხლა დისკოზე ვფიქრობ ჩემის გაყიდვა მინდა და რამე რა,უეჭველად მინდა ამ ზაფხულამდე,700 ლარად ტოფს ნასოსიანად ვერა ?

და რად გინდა დისკო? აგერ გრიგოლმა ჩამოიტანა მშვენიერი ფიშტოები, ამოირჩიე რომელიც მოგეწონება, ფასიც არაა ძვირი, მგონი 780 ლარი და დისკოს ყველაფრით ჯობია. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული პცპ-ა.

Lukiane123
ციტატა(pilotina @ Jan 26 2016, 09:25 PM) *
SVD

და რად გინდა დისკო? აგერ გრიგოლმა ჩამოიტანა მშვენიერი ფიშტოები, ამოირჩიე რომელიც მოგეწონება, ფასიც არაა ძვირი, მგონი 780 ლარი და დისკოს ყველაფრით ჯობია. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული პცპ-ა.

ეს პცპ ები სისტემატიურად ჩამოვა და იქნება გაყიდვაში ? ეხლა არმაქ ეს დედაძაღლი ფული რა
pilotina
მე ვფიქრობ კი. თუმცა ჯობია გრიგოლს დაუკავშირდე და თავად ჰკითხო. თუ არ ვცდები განვადებაც მოსულა.
Lukiane123
ციტატა(pilotina @ Jan 26 2016, 09:36 PM) *
მე ვფიქრობ კი. თუმცა ჯობია გრიგოლს დაუკავშირდე და თავად ჰკითხო. თუ არ ვცდები განვადებაც მოსულა.

კი ვიცი განვადება რომ მოსულა განვადებით მაქ ის ერთი თოფიც biggrin.gif საჩინლად მინდა პცპ რა ამზაფხულამდე უეჭველი
SCORPIONS
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 26th January 2016 - 09:14 AM) *
წესით ეგ ნიშნავს იმას რომ ოპტიკა ბავსვს უნდა მისცე სათამაშოდ. შენ კი ახალი უნდა იყიდო...
ჩაგეჭრებით თქვენის ნებართვით.. okela-მ ისროლა აღდგენილი ოპტიკით და რავი,მაგისთანა არაფერი უთქვამს,რომ ღრუბელს ხედავდა და წყლის წვეთებს..პირიქით მოეწონა კაცს და ღამეც კი ფანრის შუქზე გადასარევად ესვროდა სამიზნეს.

P.S. ახალი კარგია და სასიამოვნო,მაგრამ ყველას როდი აქვს ახლების ყიდვის საშუალება.......................

okela-მ ქე იცის იმდენი,რომ საკმარისზე მეტი ამ საქმეში..ბოლობოლო ჩემპიონია კაცი vinsent.gif cmp1.gif
mister_io
სალამი მეგობრებო, რჩევა მჭირდება, ეს ოპტიკა არის ნორმალური მონაცემების ჩემს 24 ჯოულიან ნიტროზე გადაკეთებულ ფანტომს როგაუძლოს? თუ გქონიათ შეხება ამ ბრენდთან ვინმეს და თუღირს რაფასიც ადევს რეალურად... წავიკითხე რამოდენიმე ადგილას დარტყმა გამძლეა და .50 კალიბრზეა გატესტილიო და გაუძლებს ნეტა პბევმატურსაც?
https://www.amazon.com/SNIPER-4-16x50mm-Ill...6-24x50mm+scope
geojorjika
აი ეს იყიდე

10 თავით სჯობია მაგას
mister_io
ციტატა(giorgi @ 24th September 2016 - 05:11 PM) *
10 თავით სჯობია მაგას

ხო ჰავკი მაგარია მაგრამ ის აქდევს მაიმარკეტზე 160 ლარად და ვიფიქრე თუა ნორმალური ავიღებმეთქი
okela84
mister_io
ეგ რო 50 კალიბრზე დასვა ტყვიაზე შორს ლინზას ისვრის პირველივე გასროლაზე biggrin.gif
mister_io
ციტატა(aleqsandre @ 27th September 2016 - 12:44 AM) *
ეგ რო 50 კალიბრზე დასვა ტყვიაზე შორს ლინზას ისვრის პირველივე გასროლაზე

ხო გამიკვირდა მეც მაგრამ ვერგაუძლებს ვითომ ჩემს პნევმატიკას? ან აქხოარავინ ყიდის ვინმე ნეტა 150 ლარის ფარგლებში ცოტა ნორმალურს რამეს პცპ ზე ნახმარს biggrin.gif
okela84
მე გირჩევ ფიქსირებული დაბალი ზუმით
mister_io
ციტატა(aleqsandre @ 27th September 2016 - 01:42 AM) *
მე გირჩევ ფიქსირებული დაბალი ზუმით

4X32 კიმაქ მაგრამ არმაკმატოფილებს არჩანს კარგად შორმანძილზე
NRG
გამარჯობათ ფორუმელებო, გთხოვთ მითხარით აქ რა წერია გადამრია გუგლ ტრანსლეიტმა...
რაღაცეები კი მესმის, მაგრამ სანამ ჩამოვწერ რა არ მესმის ბარემ სრულიად მითხარით.

- Magnification: 2.5-10x

- Objective (mm): 56

- Exit pupil range (mm): 5

- Field of view (m): 8.41-2.10

- Tube: 30 mm

- Length: 316 mm

- Weight: 803 grams

კარგია? როგორია, რა ღირს ამ მონაცემების ოპტიკა? მაგალითად bsa, ან სხვ.
მე ვეძებ უნივერსალურ ოპტიკას რადგან ექსპერიმენტების და მარკეტინგის საშუალება არ მაქვს, ვიყიდი ერთს და მორჩა. სანადიროდ-საქაღალდედ, შორს და ახლო (30 მეტრიდან-უსასრუბამდე) მანძილზე სასროლად. გთხოვთ გამიგეთ და დამაკვალიანეთ
NRG
ეს მონაცემები არის ამის:
BSA OPTICAL 2.5-10X56IR SCOPE. ADVANCE SERIE
NRG
რა ძაან აქტიური ფორუმია ვეღარ ვასწრებ პასუხების წაკითხვას shout.gif 31.gif big_boss.gif
ბაიკერი
NRG
ვერ ვნახე პოსტი თორე გიპასუხებდი.

10X ოპტიკა არის მხოლოდ სანადირო გადიდების. ან მაქსიმუმ 30 ან 40მეტრზე ჯგუფის გასაკეთებლად. თუ რაიმე მიზნების მოწყვეტს გინდა 16 დან ზემოთ გინდა გადიდება. 30 მმ ტრუბა ნათელი იქნება ვიდრე 1 ინჩიანი. გააჩნია რისთვის გინდა მეგობარო. 30 მეტრის ზემოთ მე ვერ ვაკეთებდი ჯგუფს 10X ით.

და ფასი! ფასი მთავარია smile.gif

NRG
ბაიკერი
გმადლობთ 30.gif მე მსურს 30 მეტრიდან 100-130 მეტრამდე გამოვიყენო, ასეთი ოპტიკა ალბათ არსებობს. როგორც მივხვდი და ლოგიკიდან გამომდინარე პირველი ზუმის მაჩვენებელი რაც პატარაა უფრო ახლო დამიზნებაზე მუშაობს ხოლო მეორე მაჩვენებელი რაც დიდია შესაბამისად შორს გამოიყენება (მაგ. 4x16 ).
მილის დიამეტრი და გამავალი ლინზის დიამეტრების მნიშვნელობა ასე გავიგე: მილის დიამეტრი რაც დიდია უფრო ნათელია გამოსახულება, ხოლო გამავალი ანუ ბოლო ლინზის დიამეტრი რაც უფრო დიდია უფრო დიდი დიაპაზონის ხედვა გაქვს გამზერისას. ასეა?
userman
NRG

ციტატა(nrg123 @ 13th October 2016 - 02:44 PM) *
მე მსურს 30 მეტრიდან 100-130 მეტრამდე გამოვიყენო, ასეთი ოპტიკა ალბათ არსებობს. როგორც მივხვდი და ლოგიკიდან გამომდინარე პირველი ზუმის მაჩვენებელი რაც პატარაა უფრო ახლო დამიზნებაზე მუშაობს ხოლო მეორე მაჩვენებელი რაც დიდია შესაბამისად შორს გამოიყენება (მაგ. 4x16 ).
მილის დიამეტრი და გამავალი ლინზის დიამეტრების მნიშვნელობა ასე გავიგე: მილის დიამეტრი რაც დიდია უფრო ნათელია გამოსახულება, ხოლო გამავალი ანუ ბოლო ლინზის დიამეტრი რაც უფრო დიდია უფრო დიდი დიაპაზონის ხედვა გაქვს გამზერისას. ასეა?

თქვენ სწორად ჩასწვდომიხართ საქმისს არსს ... smile.gif
მე კი ამასთან დაკავშირებით ჩემს აზრს მოგახსენებ :
ძნელია , როცა ადამიანი ორ კურდღელს დასდევს და დასაჭერად კი უფრო ძნელია. მოკლედ იმის თქმა მინდა , რომ ქაღალდზე სასროლად და სანადიროდ ერთიდა იგივე ოპტიკის გამოყენება არასრულყოფილია .
სანადიროდ 10 -ჯერადი გადიდებით საკმარისია , ქაღალდზე სასროლად კი იმხელა ზუმი უნდა ჰქონდეს რა მანძილზეც გინდა სროლა .ეხლა იტყვი ავდგები და სიტყვაზე 60 X დავაყენებ 10-ზე და ისე ვინადირებო , მაგრამ სირთულე იმაშია , რომ მასეთი ოპტიკები ცოტა უფრო მძიმეებია და შესაბამისად ძნელი მოსახმარებელია ნადირობისას.
მე მაგალითად 12 X მაქვს და სანადიროთაც კარგად ვხმარობ და ქაღალდზეც.
რაც მთავარია ხარისხს უფრო მიანიჭე უპირატესობა და არა დიდ ზუმს.
ამ საქმეში ჩემზე კომპეტენტურებიც შემოვლენ და დაწერენ ისინიც თავიაანთ აზრს.

NRG
userman
დიახ, რა თქმა უნდა ზუმთან ერთად წონაც გაიზრდება, ქაღალდზე რა მანძილზე ესვრით ხოლმე? თუ ინდივიდუალურია? აქვე მხოლოდ ერთი შეკითხვაღა მექნება პრაქტიკოსებთან,
კონკრეტულად მინდა ქაღალდზე 40 მეტრში სროლა და სანადიროდ 70-100 მეტრში და 4-16x50 გამოდგება თუ 6-24x50 ?
datka25
ციტატა(userman @ 13th October 2016 - 04:05 PM) *
მაგრამ სირთულე იმაშია , რომ მასეთი ოპტიკები ცოტა უფრო მძიმეებია და შესაბამისად ძნელი მოსახმარებელია ნადირობისას.

აი ეხლა ეს დამათრევინა და თუ გინდა 5 კილო იყოს biggrin.gif

http://www.sportsmanguncentre.co.uk/schmid...-sport-ft3-2-be

მითუმეტეს რო 1.1 კილოა და შენს 12X ლიპერსსაც არ აქვს ნაკლები წონა მგონი smile.gif
pilotina
datka25
ციტატა(datka250885 @ 13th October 2016 - 09:42 PM) *
აი ეხლა ეს დამათრევინა და თუ გინდა 5 კილო იყოს

ხოოო, გემოვნება კაი გქონია biggrin.gif , ეხლა მაგ გემოვნებას ცოტა ფინანსებიც წაახმარე და შეუძლებელი არაფერია... wink.gif
okela84
მაგაზე მეც ვოცნებობ, მაგრამ ნამეტანი ძვირია
userman
NRG
ციტატა(nrg123 @ 13th October 2016 - 06:46 PM) *
კონკრეტულად მინდა ქაღალდზე 40 მეტრში სროლა და სანადიროდ 70-100 მეტრში და 4-16x50 გამოდგება თუ 6-24x50 ?

ისევ ხარისხს მიაქციე ყურადღება , თუ ერთიდაიგივე ფირმისა და მოდელისაა , მე მაინც 4-16 -ს ავირჩევდი. ოპტიკა რომელი მოდელი ?
ისე რომელი იარაღისთვის გინდა ? თუ ზამბარ-დგუშიანისთვის , მაშინ ფიქხირებულ ზუმიანი უნდა აირჩიო .
მე მაგალითად ქაღალდზე 70 მეტრამდეც მშვენივრად ვართმევ თავს ჩემი 12X ოპტიკით, რა თქმა უნდა ზოგისთვის დაუჯერებლად შეიძლება ჟღერდეს მაგრამ ნაცადი მაქვს და ეს ასეა, პირველ რიგში რაც მთავარია იარაღი უნდა მოგყვებოდეს . wink.gif smile.gif
NRG
userman
pcp სათვის მინდა.
4-16x50 არის gamo და აქვს 24.5 იანი მილი, ფასი დაახლოებით 550 ლარამდე
6-24x50 არის bsa 24.5 მილით ფასი დაახლოებით 590 ლარი.
8-32x56 არის bsa აქვს 30 იანი მილი. ფასი დაახლოებით 665 ლარამდე
სხვაობა არც ისე პატარაა ფასში მაგრამ.. მთავარია რომელი უფრო გამოსადეგი იქნება ჩემთვის. და ეს ფასები როგორია საერთოდ?
datka25
PCP-სთვის ჩემის აზრით ერთერთი ყველაზე კარგი ბიუჯეტურებიდან ესაა:

https://www.amazon.com/SWFA-SS-20x42-Tactic...rds=swfa+SCOPES

sidewinder-იც მშვენიერია, მაგრამ ფასით მაინც ეს ჯობია, ბოლო-ბოლო იაპონურია რაა wink.gif

datka25
ციტატა(NRG @ Oct 14 2016, 10:45 PM) *
userman
pcp სათვის მინდა.
4-16x50 არის gamo და აქვს 24.5 იანი მილი, ფასი დაახლოებით 550 ლარამდე
6-24x50 არის bsa 24.5 მილით ფასი დაახლოებით 590 ლარი.
8-32x56 არის bsa აქვს 30 იანი მილი. ფასი დაახლოებით 665 ლარამდე
სხვაობა არც ისე პატარაა ფასში მაგრამ.. მთავარია რომელი უფრო გამოსადეგი იქნება ჩემთვის. და ეს ფასები როგორია საერთოდ?

სადაც bsa-ში 665 ლარს ფიქრობ დაამატე ცოტაც და აგერაა სხვადასხვა გადიდებით, 10-დან 20-მდე. . .

https://www.amazon.com/SWFA-SS-20x42-Tactic...rds=swfa+SCOPES

ზემოთ ჩამოთვლილებს არც უნდა შეადარო ჩემის აზრით smile.gif
ბაიკერი
datka25
ფიქსირებული 20X ით თუ მაზოხისტი არ ხარ არ უნდა იმოძრაო biggrin.gif
NRG
datka25
ამას მხოლოდ 20x აქვს ზუმი და გამავალი ლინზა აქვს 42
და ეს მე გამომადგება 40 მეტრში სასროლად? თან თოფზე ძვირი ღირს მგონი unknw.gif
userman
NRG

მე აი ეს ოპტიკა მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ . ბადეც კარგი აქვს
https://www.amazon.com/UTG-3-12X44-Compact-...=utg+Riflescope

მაგნუმში 320 ლარი ღირდა .
ატ-44-ზეც ეგ მიყენია და კრალზეც , მაგრამ ატ-44-ზე მანქანით გადაადგილებისას ირეოდა და ოპტიკის ბრალი მეგონა , მარა მიზეზი ფიქსირებული შრაუდერი იყო smile.gif .
რაც შეეხება კრალს , სადაცაა წელიწადი გადის და რაც ოპტიკა დავაყენე , გასწორება აღარ დასჭირვებია. მაქსიმალურ ზუმზე 12X-ზე მაქვს მუდმივად დაყენებული და 10 მეტრიდან 150 მეტრამდე მშვენივრად ვართმევ თავს . 25 მეტრიდან 70 მეტრამდე ნადირობისას კი, პარალაქსია თუ ფოკუსი, იმასაც არ ვატრიალებ smile.gif .
okela84
http://www.mymarket.ge/ka/product/view/10147565/

Es tu is aris 400$ mde girs da sheesiet biggrin.gif

Vx3 tua 400 mde jdeba da mark 4 tua bevrad meti. Mokled linzebze da klikebis xarisxzec mixvdebit.
geojorjika
კაი რამე ჩანს ნადვილად, მიკრობისთვის

მაგრამ ეჭვი მაქვს , რომ ეს ქაქი იქნება

ის მაეჭვებს რომ ლეოპოლდის ოპტიკებს მილდოტი ისიატაფ აქვს და თან მაგ მოდელი მემგონი საერთოდ არ გამოდის მილდოტის ბადით

თორემ ეხლავე ვიყიდდი smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.