დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოპტიკის შერჩევა
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკური სამიზნეები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27
ilariona
ReMiNgToN

მილის ზომა დაწერე კაცოუუუუ smile.gif
ReMiNgToN
ilariona
რავი აბა biggrin.gif

http://www.amazon.com/BSA-24x40-Tactical-S...3127&sr=8-1

ამ ოპტიკისთვის მინდა და რავი თუ მანდ ეწერება მილის ზომა არ ვიცი მე გაგება :X
ilariona
ReMiNgToN
3/8 უწერია ზომა, რაღაც ვერ გავიგე smile.gif

იდეაში მე მაქვს 30მმ-ზე რინგები, გაზომე შტანგელით გამავალი მილი რა ზომისაა და თუ 30მმ-ია მაშინ მე მაქვს რინგები და მოგცემ.

ja_ja
ReMiNgToN
ნუ პირველი თოფი არაა რაც გაქვს... როგორ შეიძLება ყველაფერი მიდიოდეს?

რაც უფრო ზემოთ აწევ ოპტიკას, მით უფრო აცდენილი იქნება მისი ღერძი ლულის ღერძს.... ასე ფეხებზემკიდიად რაფერ არჩევ რინგებს? მერე წამოვა ჩივილი ვერ ვარტყავო!

რაც შეეხება დაგდებულ ლინკს მაგ ოპტიკას მილის ზომა უწერია 1" tube ე მაინც ხომ უნდა გქონდეს დამუღანებული? ანუ 25.4 მილიმეტრიანი მილი გაქვს, აგერ არის ილარიოპნა მსურველი მოგაწოდოს რინგები, მაგრამ როგორც ხედავ მაგრამ სხვა ზომის რინგები აქვს.... კაცს დახმარება უნდა და შეცდომაში შეგყავს, მერე გაიხსნება ცალკე პოსტი, არიქა აი მომაწოდეს და გადავცვლი მეორენაირში (ოღონდ იქაც დაგეზარება და არ მიაწერს რანაირის გადაცვლა გინდა რანაირში... და ავოეეეე)

ნუ რაღა დავწერო არ ვიცი smile.gif სიზარმაცის ფორმულა ხარ biggrin.gif

P.S. ისე ჩვენში დარჩეს 50$-ად 24x-იანი ოპტიკა რა უნდა იყოს? იგივე ლილოს ოპტიკა იქნება ამერიკიდან ჩამოტანილი biggrin.gif
ReMiNgToN
ja_ja
აქამდე 130 ღირდა და მერე დააგდეს ფასი, ისე მააინც და მაინც არ აბუნდებს . საკმაოდ მომეწონა , მთავარია თოფზე რას იზამს, რაც შეეხება შერჩევას, არ ვიცი ნაღდად როგორ უნდა ავარჩიო იდეალური რინგები, უბრალოდ ვიცოდი რომ ამ ოპტიკას უნდა მორგებოდა და სიმაღლით მედიუმი უნდა ყოფილიყო, რადგან წინა ოპტიკა 40 მილიმეტრიანი ობიექტივით იყო და მედიუმ რინგებით მეყენა
gigilo23
http://www.amazon.com/gp/product/B007IMDGL...m=ATVPDKIKX0DER

ეს რა ფირმის ოპტიკა გამარკვიეთ რაა, ფანტომისთვის წავა ეს რომ ვიყიდო ხომარ ჩამიშლის?
თან ამას მგონი ლინზის ხუფებიც მოყვება და პარალაქსიც დაბალი აქვს

თუ ეს
http://www.amazon.com/gp/product/B0041GQBI...=A1HZY90HEPA6YB


ან ეს

http://www.amazon.com/UTG-3-12X40-Mil-dot-...pd_sim_sbs_sg_2
nikola_migina
http://www.airgun.ge/forums/index.php?show...amp;#entry94121
არ გინდა ??? biggrin.gif
ja_ja
gigilo23
პირველი დაივიწყე, არაფერი აწერია რა ჯერადობებზე მუშოაბს, პლიუს ბადე აქვს რედ დოტი, ანუ ერთი წითელი წერტილია შუაში და სულ ეგაა. გაროჩე ქაქია.

მესამე კაი შტუკაა, პროსტა 2-დან 4 კვირა უნდა გამოგზავნასო, ანუ საწყობში არ აქვთ და დაკვეთიდან ჩათვალე 1 თვე ელოდები სანამ ჯერ მარტო გამოაგზავნიან, მერე სანამ ჩავა ამერიკაშI კიდევ 1 კვირა, მერე სანამ აქ ჩამოვა კიდევ 1 კვირა და ქე გამოვიდა 6 1.5 თვე smile.gif

მეორე კარგია, მაგრამ მგონი არაა გათვლილი ზ.დ.პ კლასზე და არცაა საჭირო 16x ზ.დ.პ-ზე.

მაგრამ ყველაზე მთავარი უნდა ჩამოაყალიბო რისთვის გინდა ოპტიკა (ნადირობა თუ ქაღალდზე მიზნებშI სროლა) და რა ბიუჯეტში გინდა ჩაეტიო.
gigilo23
ციტატა(ja_ja @ May 15 2012, 10:34 AM) *
gigilo23

მაგრამ ყველაზე მთავარი უნდა ჩამოაყალიბო რისთვის გინდა ოპტიკა (ნადირობა თუ ქაღალდზე მიზნებშI სროლა) და რა ბიუჯეტში გინდა ჩაეტიო.




ისე სიმართლე გითხრა დიდად არ ვნადირობ ხოლმე, უფრო რაგაც სამიზნეებზე ვკაიფობ ხოლმე და რა გავაკეტო ისევ დაველოდო თვე ნახევარი და მესამე ლინკზე რომ იყო ეგ შევიძინო?
nikola_migina
მგონი ზ.დ.პ-ზე 3-9X ყველაზე კარგია wink.gif ნადირობაშიც და პლინკაობაშიც smile.gif
ilariona
gigilo23
ციტატა
უფრო რაგაც სამიზნეებზე ვკაიფობ ხოლმე და რა გავაკეტო ისევ დაველოდო თვე ნახევარი და მესამე ლინკზე რომ იყო ეგ შევიძინო?


სხვაგან დაძებნე, მარტო ამაზონი ხომ არაა სადაც ოპტიკები იყიდება, თან აუცილებელი არაა რომ ეს უთგ-იყიდო.

შენთვის ახლა მთავარია ესეთი პარამეტრები ჰქონდეს ოპტიკას:
3-9-40 ან 50-თი
4-12-40 ან 50-თი

ბადე: მილ-დოტი
პარალაქსი-5 ან 10 მეტრიდან რომ სწორდებოდეს და ეგაა რა.

ბიუჯეტნიკებიდან ზემოთ ნიკოლოზამ კი გირჩია ჩემი ოპტიკა იყიდეო და არაა ცუდი ვერსია.

gigilo23
ბიუჯეტნიკებიდან ზემოთ ნიკოლოზამ კი გირჩია ჩემი ოპტიკა იყიდეო და არაა ცუდი ვერსია.
[/quote]



ხოდა ეგ ნიკოლოზას ოპტიკა კი ვიყიდე და ეხლა ოპტიკის ხუფები მინდა და ხომ ვერ მიმასწავლით სად შეიძლება მაგის ყიდვა? მაგნუმში ვიყავი და არ გვაქვსო, ამაზონზე კი ვნახე მარა ზომებში ვერ გავერკვიე, 3-9X40-ზე რომელი წავა არ ვიცი
Power_VANO
gigilo23
X40 გაინტერებს შენ მაქედან, ანუ გამავალი ლინზის ზომა = 40 მმ. ასევე ნახე შემავალი ლინზის დიამეტრი და მაგის მიხედვით აარჩევ ამაზონზე.
gigilo23
ციტატა(Power_VANO @ May 18 2012, 09:25 PM) *
gigilo23
X40 გაინტერებს შენ მაქედან, ანუ გამავალი ლინზის ზომა = 40 მმ. ასევე ნახე შემავალი ლინზის დიამეტრი და მაგის მიხედვით აარჩევ ამაზონზე.



ეხლა სანტიმეტრით გავზომე გამავალი ლინზა და 50 მმ-ია ეტყობა შიგნით რაც შუშაა ისაა 40 მმ

http://www.gunaccessories.com/ButCreekScop..._size_chart.asp

აი ამ საიტზეა ზომების ცხრილი და აქედან როგორც გამოვთვალე ესენი უნდა წავიდეს არა?

http://www.amazon.com/gp/product/B004YTXX7...=A1NBRSLCT7OH96

http://www.amazon.com/gp/product/B0047QVV7...=A1NBRSLCT7OH96

14 და 31 ზომა
ja_ja
მანდ უკვე 3-9x40-ს კი არ უნდა უყურო. არამედ უკანა მხარეს რა გარე დიამეტრი აქვს ოპრიკას და წინა მხარეს რა გარე დიამეტრი აქვს.... ლინზას კი ნუ უყურებ თვითონ შავი ალუმინი რომაა მაგის გარე ზომაზეა საუბარი
gigilo23
ციტატა(ja_ja @ May 18 2012, 11:38 PM) *
მანდ უკვე 3-9x40-ს კი არ უნდა უყურო. არამედ უკანა მხარეს რა გარე დიამეტრი აქვს ოპრიკას და წინა მხარეს რა გარე დიამეტრი აქვს.... ლინზას კი ნუ უყურებ თვითონ შავი ალუმინი რომაა მაგის გარე ზომაზეა საუბარი



ხო ეგრე გავზომე წინა მხარეს 50მმ და უკანა მხარე 40მმ, ამაზონის ლინკები რაც დავდე მგონი ეგენი უნდა წავიდეს

არავის გაქვთ ისე ეგ ხუფები? ზომები რომ მითხრათ რა ზომები გამოვწერო
CHICO30
ეხლა 2 ოპტიკა დავდე გასაყიდად და რომ გაიყიდება ვინ გამომაწერიებს ამაზონიდან ოპტიკას? კარტა აღარ მაქვს ბანკის, თან უ2გ ს და ამაზონის უზერი და პაროლები აღარ მახსოვს და თუ ვინმე დამეხმარებით კარგი იქნება ანგარიშზე ჩაგირიცხავდით თანხას.

http://www.amazon.com/BSA-24x40-Tactical-S...864&sr=8-17
ეს ოპტიკა რატო გაიაფდა ასე? ბანძია რომ ვიყიდო? ამხელა ოპტიკა არ მინდოდა მაგრამ ფასი მიზიდავს.


უშუალოდ თანხა რომ მეცოდინება რამდენი მაქვს ვიტყვი და დამეხმარებით ალბათ არჩევაშიც ხომ? ბენჯამინ დისკოსთვის მინდა ოპტიკა სანადიროდ.
ja_ja
რატომ გაიაფდა ვერაფერს გეტყვი, ისე კი დისკოსთვის ცოტა არ იყოს მგონი დიდია... მე მქონდა დისკოზე დაყენებული 6-25-იანი ოპტიკა და ასე 2 თვე ამაყი ტარების მერე მივხვდი რომ რეალურად მძიმე და მოუხერხებელი იყო დისკოსთვის მაგხელა ოპტიკა... პლიუს ჩემსას 10 იარდიდან ჰქონდა პარალაქსის გასწორება და ზოგჯერ ახლო მჯდარ ობიექტს ვერ ვხედავდი ოპტიკაში, ამ ეგზემპლარს კი 15 იარდიდან ანუ სადღაც 13 მეწტრიდან აქვს გლეხუარდ რომ ვთქვათ "ფოკუსის" გასწორება...


რაც შეეხება ვარგა არვარგას... ნუ აქ არავის გვქონია, თუ ამაზონის გამოხმეურებებს დავუჯერებთ მხოლოდ 2 უარყოფითი გამოხმაურება აქვს და ჩვებნში დარჩეს და ეს ამერიკელები ცოტა არ იყოს ავადმყოფები არიან, ყიდულობენ 50$-იან ოპტიკას აყენებენ მოსინზე, SKS-ზე და 308 წინჩესტერზე და მერე წერენ 150 გასროლის მერე ჯვარმა სიარული დაიწყოოო... 50$-იან ოპტიკას რა უნდა მაგხელა ძალის მქონე ვაზნის თოფზე smile.gif

მოკლედ PCP-ზე (ანუ ჩვენებურაც წდპ-ზე), შენ ჯვარის არევა წესით გახატია, ასე რომ იმ ორი ავადმყოფის კომენტარი შეგვიძლია გავატაროთ და ჩავთვალოთ რომ მისაღებია ფასის გამო, თუმცა 1 დუიმიანი მილი და 40 მილიმეტრიანი გამომავალი ლინზა ავტომატურად უნდა გკარნახობდეს რომ მაგ ჯერადობაზე ეგ ორი პარამეტრი მაღალ ჯერადობაზე ჩაგიბნელებს გამოსახულებას და შეიძLება ბუნდოვანიც გახადოს, თუ ეს პუნქტები მისაღებია მაშინ ნიხტ პრობლემო....

რაც შეეხება დათრევას და ბარათის არ ქონას, .... შეეშვი U2G-ს და ნახე ოხრად სხვა გადამზიდავები არსებობენ, რომლებიც მინიმალურ ფასად ან უფასოდ დაგეხმარებიან გაყიდინონ ეგ ოპტიკა თავისი პარატებით.... პროსტა მოსაძებნია ისეთი გადამზიდავი რომელიც არ იქნება იმ შტატში რომელიც ამ გამყიდველს აკრძალულ სიაში ყავს:


ციტატა
We do not ship orders to post office boxes or APO/FPO addresses.
Due to state laws many of our items CANNOT be shipped to the following states: CA, DC, HI, IL, MA, MD, NY, NJ
Restricted Items cannot be shipped to LA COUNTY, CA; LOS ANGELES, CA; NEW YORK CITY, NY; OAKLAND, CA; ORANGE COUNTY, CA; SACRAMENTO, CA; SAN FRANCISCO, CA; COOK COUNTY
Restricted Items cannot be shipped to AURORA, IL; CINCINNATI, OH; CLEVELAND, OH; COLUMBUS, OH, DAYTON, OH; DENVER, CO; DUBLIN, OH; PHILADELPHIA, PA; S BEND, IN; SHAKER HEIGHTS, OH; SOUTH BEND, IN; TOLEDO, OH;
Check your state regulations, hunting regulations, etc before placing an order for the product.


მგონი ნახევარი ამერიკა ამოყრილი ყავს სიიდან smile.gif

პლიუს გაითვალისწინე, ოპტიკა კი ღირს 49.97$, მაგრამ ასევე შიპინგიც გადასახდელი გექნება ანუ კიდევ დამატებით 10.99, თუ კარგად დააკვირდები უწერია ეგ ყველაფერი გამყიდველს:
$49.97 + $10.99 shipping

და ბოლოს.... ჩემის ღრმა რწმენით ჯობია უფრო რაიმე 4-16-ზე ან 4-12-ზე გააჩერო მზერა... ჯერესერთი სანადიროთ 10-ზე მეტ ჯერადობას მაინც არ გამოიყენებ, და მეორეცესერთი ახლა შენ არ უკვირდები და მე ჩემს თავზე გადავიტანე რა არის დიდი და მძიმე ოპტიკა... ცოტახანში დამიზნება მეზარებოდა smile.gif
foxi
ციტატა(ja_ja @ 13th June 2012 - 10:40 PM) *
რაც შეეხება ვარგა არვარგას... ნუ აქ არავის გვქონია

ეგ ოპტიკა ნიკოლოზას ააქვს. ძალიან კმაყოფილია. მიუხედავად იმისა რომ ჯერ თოფზე არ დაუყენებია. 27.gif უბრალოდ ვიზუალური მხარით და ფასით არის მოხიბლული. არ დაყენების მიზეზი კი რინგების უქონლობა სახელდება. იქნებ ნიკოლოზამ გვიამბოს უფრო კონკრეტულად მოცემულ ოპტიკაზე.
gregory
CHICO30
მაგ ფასში აიღე აუცილებლად. თუ რამეა მაიმარკეტზე ორჯერ ძვირად ლიწინ-ლიწინით წავა smile.gif
CHICO30
აი გრეგორის ბიზნესური მიდგომა აქვს. დღეს გავყიდე 1 ოპტიკა 100 ლარი უკვე არის.

ჯაჯა რაც შეეხება მაღალ ჯერადობაზე ჩაბნელებას მე მქონდა 20X იანი ოპტიკა მაგრამ 12 ზემოთ არ მიხმარია არასოდეს. მე სულ სანადიროდ დავდივარ და მიყენია ყოველთვის 9 ზე. ხოდა შიპინგის 10 დოლარიც დიდად არ მანაღვლებს თუ მაგას დავითრევ. ერთი მაინტერესებდა თუ ვინმეს ქონიდა და უხმარია როგორია.
sekurifa
ციტატა(CHICO30 @ 13th June 2012 - 08:37 PM) *
ვინმე დამეხმარებით კარგი იქნება ანგარიშზე ჩაგირიცხავდით თანხას.


გადამზიდით ისარგებლე არ გაწყობს?
Davitus
ციტატა(CHICO30 @ 13th June 2012 - 09:37 PM) *
ეხლა 2 ოპტიკა დავდე გასაყიდად და რომ გაიყიდება ვინ გამომაწერიებს ამაზონიდან ოპტიკას? კარტა აღარ მაქვს ბანკის, თან უ2გ ს და ამაზონის უზერი და პაროლები აღარ მახსოვს და თუ ვინმე დამეხმარებით კარგი იქნება ანგარიშზე ჩაგირიცხავდით თანხას.


მოიფიქრე, ლინკი მომწერე, ჩამირიცხე და გამოგიწერ wink.gif
CHICO30
დავითიუს გადავწყვიტე მაგის აღება მომწერე ანგარიშის ნომერი და ყველაფერი რაც საჭიროა ფულის ჩასარიცხად პმ ში. და თუ იცი ზუსტად რა რინგებიც წავა მაგაზე ისიც გამოვიწეროთ ბარემ. 2–3 თვე ვიხმარ და თუ რამეა მერე გავყიდი. სანამ ნადირობის სეზონი მოვა მანამდე ვიპლინკავებ. უბრალოდ ყიდვა მეჩქარება ივლისის დასაწყისში რაჭაში მივდივარ დასასვენებლად და იქ გასართობი ხო მინდა?
Davitus
CHICO30

მოგწერე


ეგ მოდელი იბეიზე 83 ცენტით ძვირი ღირს smile.gif

http://www.ebay.com/itm/BSA-6-24-x-40-mm-M...=item1c26a90aab
norica_dragon
მე თანამშრომლებმა შემირჩიეს და ამ დილით ოფისში მაგიდაზე დამხვდა :P


ja_ja
norica_dragon
ვააა ნორიკ ახალი ოპტიკა გაქვს და ამასობაშI რაზე დააყენო არ იცი smile.gif
norica_dragon
ციტატა(ja_ja @ Jun 18 2012, 12:51 PM) *
norica_dragon
ვააა ნორიკ ახალი ოპტიკა გაქვს და ამასობაშI რაზე დააყენო არ იცი smile.gif


ზუსტად მაგ დრეში ვარ biggrin.gif
ilariona
norica_dragon

ვახ გილოცამ ხო იცი შენა smile.gif კარგი რამ ჩანს.

cz80
vaa mshvidobashi norikjan wink.gif
davil
გილოცავ ავთო
CHICO30
ეეე მეც კი მაქვს დღეს დაბადების დღე მაგრამ ოპტიკას არავინ მჩუქნის biggrin.gif
norica_dragon
გაიხარეთ, აბა ვის გყავთ ჩემნაირი თანამშრომლები?? biggrin.gif
kaka8079
გილოცავ ნორი ჯან,როდის გაგავაცნობ შენს საჩუქარს?
geojorjika
ვაა გილოცავ ზიზია ოპტიკასა და ლეპტოპსა კიდენა smile.gif
norica_dragon
არა რა ლეპტოპს, ეს ჩემი სამუშაო მაგიდაა, სამსახურში დაბადების დღეზე დამახვედრეს ოპტიკა და ბუშტები ჩემს დესკთან

კაი ოპტიკაა არა?? smile.gif
kaka8079
norica_dragon
ჯერ გვაცჰვენე და მერე ალბათ გეტყვით wink.gif
geojorjika
norica_dragon
არ გინდა და ნუ გინდა biggrin.gif biggrin.gif
norica_dragon
ციტატა(geojorjika @ Jun 19 2012, 11:40 PM) *
norica_dragon
არ გინდა და ნუ გინდა biggrin.gif biggrin.gif


რა არ მინდა?? smile.gif
geojorjika
ლეპტოპი biggrin.gif
dawiti
გილოცავ ავთო, დღეს ძალიან მომეწონა შენი ოპტიკა smile.gif სანადიროდ მართლაც მაგარი იქნება.
CHICO30
ციტატა(CHICO30 @ 13th June 2012 - 09:37 PM) *
http://www.amazon.com/BSA-24x40-Tactical-S...864&sr=8-17
ეს ოპტიკა რატო გაიაფდა ასე? ბანძია რომ ვიყიდო? ამხელა ოპტიკა არ მინდოდა მაგრამ ფასი მიზიდავს.


ჩამოვიდა ეს ოპტიკაც, ვიზუალურად ნორმალურია, კარგ ნამუშევარს გავს. 24X ზე რა გითხრათ ბნელია ცოტა მაგრამ 12-16 X - მდე შესანიშნავ გამოსახულებას იძლევა.

დღეს მოვიარე ერთი 5 მაღაზია მაგის რინგების ძებნაში და ვერ ვიშოვე. მაგნუმშიც ვიყავი არ ქონდათ. ხომ არავის გაქვთ მეცხლისკუდა 1 დიუმიანი (25 მილიმეტრი მგონი) რინგები? სიმაღლეს მნიშვნელობა არა აქვს ბენჯამინ დისკოვერისთვის მინდა რომელსაც ოპტიკის დასადგამის სიგანე თუ არ ვცდები 12 მილიმეტრი აქვს. ან მომყიდეთ ან მაჩუქეთ biggrin.gif წინასწარ დიდი მადლობა.

ოპტიკის ხარისხზე ბოლომდე მაშინ დავწერ როცა სროლაში გამოვცდი
kaka8079
CHICO30
დინამოსთან მაღაზია გლოკი რომ არის მის გვერზე არის კიდევ ერთი მონადირის მაღაზია და სწორედ მანდ მიყიდია რამოდენიმეჯერ ისეთი რინგები როგორიც შენ გჭირდება.
CHICO30
ხვალ დავივლი მანდაც. მადლობა ძმა.
sekurifa
ჩემი თოფისთვის მინდა რამე მოკლე და კომპაქტური ოპტიკა. სანადიროდ მინდა მარტო. ჩემი სანადირო დისტანციაც 50 მეტრს იქეთ არაა რადგან წიწვოვან ტყეში ვნადირობ. შევარჩიე ეს მოდელო ოღონდ ვერ გავიგე რომელ სალასკაზე მიდის. მგონი ვივერია თუაერ ვცდები.იქნებ ამიხსნათ.
http://www.amazon.com/Tactical-Release-2-5...ref=pd_sbs_sg_4
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 30th June 2012 - 03:20 PM) *
მგონი ვივერია თუაერ ვცდები.იქნებ ამიხსნათ.

აი ეს გადაიკითხე

Integral Sunshade And Integral Quick Release 7/8" Weaver-Picatinny Rail Base Mount

ანუ ვივერის ჩქარი მოხსნის რინგია, ნუ ჩქარს ეძახიან დიდი ვინტები რომ აქვს, ხელით შეგიძლაი უცებ მოუჭირო ან მოხსნა, კლუჩები საჭირო არაა, თუმცა რეალურად ჩქარი მოხსნის რინგი არაა smile.gif

ამასაც დააკვირდი

Illuminated Red & Green P4 Mil Dot Rangefinder Reticle : 11 different settings (1-Black when not illuminated, 5-Red, 5-Green)

ამას ბადე აქვს რეინჯფაინდერი და შემ,თხვევით არ გეგონოს რომ ინტეგრირებული მანძილმზომი აქვს. თუმცა ბოლომდე ვერ გავიგე რა წერია, თან მილდოტიაო, თან რეინჯფაინდერიო... ესენი ვერ არიან მგონი smile.gif, სურათზე ჩვეულებრივი მილდოტია და რავიცი აბა smile.gif

ერთერთი ლაზერის სხივი აქვს ინტექგიგრბული, მაგრამ რამდენად იმუშავეს ეგ შტუკა თან წიწვებში...

მოკელდ თუ დაუკვეთავ და ჩამოვა რევიუ არ აგვაცილო smile.gif
sekurifa
იცით კიდევ რა მაინტერესებს? მაიმარკეტზე რომ ტიპი ყიდდა ოპტიკებს და რინგებს გეცოდინებათ ალბათ რომელზე ვამბობ, ბუშნელის ოპტიკები ქონდა. ახლა აღარ დევს მისი განცხადებები და იქნებ შემთხვევით ვინმეს მისი ნომერი გაქვთ ამოწერილი.

კიდევ ეს ოპტიკა ვნახე და გადამზიდმა 93$ ჯდება და ღიირს ვითომ? უბრალოდ აღარ მინდა დიდი ზომის ოპტიტა რა. ვიცი ტარებაში ხელს შემიშლის. მოკლე და კომპაქტური 3-9X40 მგონი საკმარისი იქნება სანადიროდ.

http://www.amazon.com/BARSKA-3-9x40-Compac...858&sr=1-39
CHICO30
ერთს გეტყვი რომ ბარსკას ძალიან სუფთა ხედვა აქვს. გაკრიალებულად ჩანს ყველაფერი შიგნით. გადასარევი ლინზები აქვს. ეხლა რომ ოპტიკა ჩამომივიდა იმას გამოსახულების სიწმინდეში ბარსკა ჯობდა. 93$ სულ ჯდება? თუ მარტო ჩამოტანა.

ჩემ ოპტიკას ნახავ და მიხვდები რომ 9X40 მეტი საჭირო არაა. მე პროსტო 2 თვე ვიპლინკავებ და მერე გავყიდი და შემოდგომით რამე სანადირო ოპტიკას დავითრევ პატარას.
ja_ja
sekurifa
ნუ შემოგთავაზებდი აი ესეც განგეხილა, შენს მოდელზე სულ რაღაც 2.5 მილიმეტრით გრძელია, ზატო 25 გრამით უფრო მსუბუქია და მოყვება რინგები, თან ქვიქ დისკონექტ რინგები . ასევე 2 დუიმიანი მზის კეპი.

ამ მოდელს ადრე არ მოყვებოდა რინგები და იყიდებოდა 60$-ად, ახლა რინგები დაამატეს და 80$-მდე აწიეს ფასი... რავი თუ არ გეჩარება შეგიძლია ჩაუსაფრდე.

ეგ მოდელი აქვს ჩვენს ერთერთ ფორუმელს, Soxa-ს თუ რამე იამს გამოკითხე რა და როგორ (მოსწონს არ მოსწონს)... თვითონ ამაზონზე რევიუების მიხედვით ამ ბაგ-ბასტერს უფრო მეტი გამოხმაურება აქვს და დადებითი ბლომადაა....
sekurifa
ჩიკო და ჯაჯა მადლობა გამოხმაურებისთვის. დღეს ლილოში ვიყავი და ისევ იქ ვიყიდე ოპტიკა.ზუსტად ისეთი მოკლე და კომპაქტურია როგორიც მინდოდა ოღონდ 4X40 ია.მე 6X მინდოდა. ამ სეზონზე ვიხმარ და მერე გადავწყვეტ რამეს. შენაძენს ლილო ოპტიკების თემაში დავდებ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.