დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოპტიკის შერჩევა
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკური სამიზნეები
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27
ზაზა
ამ ოპტიკაზე რას მეტყვით დასაწყისისთვის როგორია მპ-512 რო დავაყენო? ბმული

30-50 მეტრში თუ ვინადირებ?
ja_ja
ზაზა
ეგ ისეთივე ტასკოა როგროც მე ობამა smile.gif

ნუ მიწყენ, მაგრამ მაგაზე უფრო იაფიანი ვერაფერი ნახე? მე რამდენადაც ვხვდები ზ.დ.პ-გაქვს, ნუ თუ მურკა გაქვს კიდევ ჰა-და ჰა... გაუძლებს და უცებ არ ჩაიშლება, მაგრამ აი სუპერ პუპერ გულით არ გირჩევ, ჯობია არ გაეკარო და ცოტა მეტი ფული შეაგროვო, და მინიმუმ, სულ მინიმუმ 2 ჯერ ძვირი ფასიანი იყიდო, თუმცა ახლავე გეუბნები ისიც გადასაგდები იქნება smile.gif

ეს კონკრეტული მოდელი არის, ეგრეთწოდებული "კარანდაში" ანუ თავისი სიწვრილისა და ერთგვაროვანი ფორმის გამო, ყველაზე არასასურველი, დასაცინი და ნუ მოკელდ მაქსიმალურად გაუბედურებული რეპუტაცია აქვს.

იმაზე არარ ვამახვინებ ყურადღებას რომ პლასტიკატის ლინზები აქვს, რომელიც ლინზა არაა და ზედ რომ აწერია 4 x იმას კი არა მგონი 2x -საც ვერ აკეთებს, ასევე კორპუსი მგონი პლასტმასია, და სამაგრო ხომ საერთოდ პროსტა ხსენებას ვერ უძლებს...

დაივიწყე კოშმარული სიზმარივით არ გაეკარო. smile.gif საერთოდ ოპტიკა რომელიც 30$-ზე ნაკლები ღირს, გადასაგდებია, აქ კიდევ პრაქტიკუალდ 10$-საც ვერ ქაჩავს.... თუმცა ფასით შეფასება არასწორია და შეიძლება ვიღაცამ გაჭირვების გამო მაგარი 1000$-იანი ოპტიკა გაყიდოს 10$-ად, ნუ მოკლედ აქ სიიაფე იმ კონტექსტში ვიგულისხმე რომ აი სუპერ პუპერ დიშოვკაა, ხელში დაჭერისთანავე გულისაცრუებას იგრძნობ
ზაზა
გასაგებია, მეც არ მომდის თვალში მაინცდამაინც smile.gif გამოხმაურებები წავიკითხე რუსულ ფორუმებზე

ლილოში თუ ვიყიდი ერთი 50 ლარის ფარგლებში ნორმალურს ცოტა მაინც რომ მასიამოვნოს?

gela
ციტატა(ზაზა @ Jul 6 2012, 12:08 PM) *
გასაგებია, მეც არ მომდის თვალში მაინცდამაინც smile.gif გამოხმაურებები წავიკითხე რუსულ ფორუმებზე

ლილოში თუ ვიყიდი ერთი 50 ლარის ფარგლებში ნორმალურს ცოტა მაინც რომ მასიამოვნოს?




გამომდინარე იქიდან რომ თანხაში გაქვს შეზღუდვა მე გირჩევ ეს ოპტიკა იყიდო

ფასიც ის არის რას შენ გაწყობს და შედარებით მაგ ფასიან ოპტიკებთან მიმართებაში უფრო გამძლეც არის
ზაზა
gela

არ მიხსნის ბმულს
gela
რაღაც არასწორად ჩავსვი ბმული როგორც ჩანს და ბოდიშს ვიხდი ფორუმის წინაშე თემის ,,დაბინძურების'' გამო 24.gif ამ ოპტიკაზე გეუბნები ან ეს
foxi
ზაზა

ეგ ოპტიკა არა არი! სათამაშოდაც არ გამოდგება.
ზაზა
ციტატა(gela @ Jul 6 2012, 01:33 PM) *
რაღაც არასწორად ჩავსვი ბმული როგორც ჩანს და ბოდიშს ვიხდი ფორუმის წინაშე თემის ,,დაბინძურების'' გამო 24.gif ამ ოპტიკაზე გეუბნები ან ეს



ესეთებს თბილისში ვიყიდი თუ იცი ?
gela
ციტატა(ზაზა @ Jul 6 2012, 02:05 PM) *
ესეთებს თბილისში ვიყიდი თუ იცი ?

თბილისში არა მგონია მაგრამ ამაზონიდან გამოწერაც არ არის პრობლემა, შენ მოინდომე და ბიჭები დაგეხმარებიან გამოწერაში, არავინ არ დაგზარდება : ) არის შესაბამისი თემა ჩვენს ფორუმზე და იქ ,,დაიწუწუნე'' და გამოგეხმაურებიან ჩვენი ბიჭები და დაგეხმარებიან ვისაც შეუძლია : ))

ზაზა
ციტატა(gela @ Jul 6 2012, 02:13 PM) *
თბილისში არა მგონია მაგრამ ამაზონიდან გამოწერაც არ არის პრობლემა, შენ მოინდომე და ბიჭები დაგეხმარებიან გამოწერაში, არავინ არ დაგზარდება : ) არის შესაბამისი თემა ჩვენს ფორუმზე და იქ ,,დაიწუწუნე'' და გამოგეხმაურებიან ჩვენი ბიჭები და დაგეხმარებიან ვისაც შეუძლია : ))



biggrin.gif არა გამოწერაზე არ მაქვს პრობლემა. მოკლედ ამას გამოვაწერინებ მაშინ click თუ ვინმეს ქონია შეხება ამ ოპტიკასთან იქნებ მითხრათ ორიოდე სიტყვით როგორია
ReMiNgToN
ამ ზომის რინგები არ გაქვთ არავის გასაყიდად? დღეს ან ხვალ რომ ვიყიდო თორე მერე კახეთში მივდივარ smile.gif ან მირჩიეთ სად წავიდე მაგნუმის საიტი გამორთულია და არ ვიცი აქვთ თუ არა თან მაგათი ფასები...
ilariona
ReMiNgToN
რინგები ძალიან იაფად (ლუპოლდის) ყაზბეგის გამზირზე ვნახეთ წითელი პარკის მოპირდაპირე მხარეს რაღაც სანადირო მაღაზიაში.
sekurifa
ციტატა(buybuya @ 8th July 2012 - 02:29 PM) *
ამ ზომის რინგები არ გაქვთ არავის გასაყიდად?

ლილოში ქონდათ რინგები. ხომარ ყოფილხარ იქ?
ReMiNgToN
sekurifa
Ar vyofilvar , magram isec ar minda 20 gela gadavixado lilos ringebshi, magati fasebi ar vici :X
Davitus
5 ლარი ღირდა ლილოში - ცალი. ახლაც იგივეა ალბათ ფასი

პცპ-სთვის მეტი არცაა საჭირო, რაც არის ის ხარისხი დამაკმაყოფილებელია
geojorjika
Davitus
ციტატა
5 ლარი ღირდა ლილოში - ცალი.

ესეიგი რინგების ცალ ცალკე გაყიდვა ალბათ მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი biggrin.gif
ReMiNgToN
Davitus
Gaixare davit,martali agmochndi 10 larad momces "2 cali" biggrin.gif
CHICO30
biggrin.gif არ ვიცი 5 ლარიანი რა რინგებია მაგრამ ქარავანში 22 ლარად ბაუერის რინგები იყიდებოდა. მე ლიჩნად 28 ლარად ვიყიდე ჩემი ოპტიკის დიუმიანი ბაუერის კარგი რინგები.

მაგნუმში არის 18 ლარიანებიც.
Davitus
ციტატა
არ ვიცი 5 ლარიანი რა რინგებია მაგრამ ქარავანში 22 ლარად ბაუერის რინგები იყიდებოდა. მე ლიჩნად 28 ლარად ვიყიდე ჩემი ოპტიკის დიუმიანი ბაუერის კარგი რინგები.

მაგნუმში არის 18 ლარიანებიც.


სავსებით ნორმალურია პცპ-სთვის, .22LR იანი საშხანისთვის, თუ მყარი კეისით დაგაქვს იარაღი და მანქანაში მიგდება არ გიყვარს, აგრეთვე დღეში 4-5 ჯერ მოხსნა მიყენება, ჩათვალე რომ სიცოცხლის ბოლომდე გეყოფა wink.gif
guricha
ბიჭებო 25 ლარიანი ლილოს ოპტიკა მაქვს და არ მაქვს ჯერ საშუალება კარგი შევიძინო რამე და ასეთში ფული გადაიხდება ?
http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=2897087
ilariona
guricha
არა, მაგ ფასში უკეთეს ჩამოიტან.
guricha
ვიყიდე ჩემი დაუდევრობით რაღაც ოპტიკა ებაიზე მეგონა რომ კარგს ვკითხულობდი და ბაზუკამ ისევ გამაწბილა smile.gif)
http://www.ebay.com/itm/120966032522?ssPag...9#ht_736wt_1398
Bushnell Sportsman Airgun Scope 3-9 x 32mm
მოკლეთ სავარაუდოდ ჩაინაა, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ იმ 25 ლარიანს ხომ აჯობებს თქო smile.gif ის ნორმალური იყო ასე თუ ისე გაისვრიდი ადამიანი მაგრამ რად გინდა ყოველ დილით თავიდან ვასწორებდი მიზანს
ja_ja
guricha
ციტატა(guricha @ 31st August 2012 - 07:05 PM) *
მოკლეთ სავარაუდოდ ჩაინაა,

ნუ ჩაინა დაიკიდე, ძვირიანია თუ იაფიანი ოპტიკების 90% ჩაინაშია აწყობილი smile.gif

მე უფრო აი ეს მაფიქრებს

RETICLE: Multi-X®

აზრზე არა ვარ რა სეტკაა... ვინმემ იცით? თუ არავცდები აი ასეთი ბადეა



წესით პმნევმოს ოპტიკაა ასე უწერია სათაურში, და იმედია რანცხა მილდოტისნაირი სეტკა იქნება, ხოლო თუ ისეთი იქნება როგორც სურათზეა , ეგ გაგაწვალებს, მაშინ როგორც კი ჩამოვა შეეცადე მაი მარკეტზე გაასაღო იმ ფასად რომ ხარჯები ამოიღო (ნუ წესით თუ ჟილკა გაქვს და ნიჭი მაი მარკეტზე ისე გაასუხარებ რომ მოგებაც დაგრჩება). აი შემდეგ ოპტიკას კი სანამ იყიდი აქ დააგდე ლინკები და ყველა ერთად გირჩევთ რა აქვს, რა არა აქვს, ღირს, არ ღირს თუ რაფრა იქნება მაგის საქმე.

ilariona
guricha
ბაზუკა სადღა ნახე?
Davitus
ilariona

+1

ეგ მეც მაინტერესებს, სანთლით საძებნელი გაგვიხდა ეგ კაცი და...

ja_ja
Davitus
ilariona
აბა თქვენა ხართ რა smile.gif

guricha არის ბაზუკას მეგობარი, ადრე ბაზუკამ რომელიღაც თემაში დაწერა კიდევაც მე ავარჩევინებ ამ კაცს თოფსო,...

შედეგად თუ ერთმანეთს იცნობენ და ამხანაგობენ ბოლო-ბოლო გაუვლიდნენ ერთმანეთს და ეგ იქნებოდა რა smile.gif...

აი რაც შეეხება ბაზუკა რომ სანთლით საძებნელი გაგვიხდა ჩვენ, ეგი მართალია, მაგრა მაკლია მაი კაცი აქინე sad.gif
guricha
ჩემი და ბაზუკას მეგობრობა უკვე დიდი ხნის ამბავია smile.gif)) ვაფასებ მაგ კაცს მაგრამ მიუხედავად აგიტაციისა და ჩემი დაუდევრობის გამო ეხლა მაქვს ის რაც მაქვს მოკლეთsmile.gif
არ ვიცი ეს მამაძაღლი ჯერ (ვიცი ძრავი ტურბინა ნასტროიკა და მანქანის გამამაძაღლება) და თქვენ არ გჯერათ ფორუმზე smile.gif ვერკვევი ვისწავლი smile.gif ეს ოპტიკაც დაუდევრობით და სიჩქარით ვიყიდე . . .

ეს როგორია? Center Point 4-16x40mm ნორმალური ოპტიკაა?
ოპტიკა დღეს მექნება და მოკლეთ ვნახავ რა შარში ვარ

თემოს რაც შეეხება კი საკმაოდ ძნელად საპოვნი ადამიანია smile.gif
gregory
ციტატა(guricha @ 3rd September 2012 - 12:48 PM) *
ეს როგორია? Center Point 4-16x40mm ნორმალური ოპტიკაა?

guricha
კი, საკმაოდ კარგი ოპტიკაა
ilariona
ციტატა
ეს როგორია? Center Point 4-16x40mm ნორმალური ოპტიკაა?


ციტატა
guricha
კი, საკმაოდ კარგი ოპტიკაა


ვენათხმები გამყრელიძის დასკვნას smile.gif შენ რისთვისაც გინდა მშვენიერი რამაა.

აი რაც იყიდე, ქე ნახავ რაცაა smile.gif წინასწარ გული, რომ არ დაგწყვიტო smile.gif

ბაზუკას თუ ნახავ, მოიკითხე ჩვენგან და თხოვე ლუდი დაასხას, თორე გაშრა ყელითქო biggrin.gif

პ.ს

BMW-Club-დან იცნობ თემოს?
guricha
ციტატა(ilariona @ Sep 3 2012, 03:42 PM) *
ვენათხმები გამყრელიძის დასკვნას smile.gif შენ რისთვისაც გინდა მშვენიერი რამაა.

აი რაც იყიდე, ქე ნახავ რაცაა smile.gif წინასწარ გული, რომ არ დაგწყვიტო smile.gif

ბაზუკას თუ ნახავ, მოიკითხე ჩვენგან და თხოვე ლუდი დაასხას, თორე გაშრა ყელითქო biggrin.gif

პ.ს

BMW-Club-დან იცნობ თემოს?

ჩამოვიდა ეხლა ავიღე ონექსიდან არანაირი პრობლემა არ იყო საბაჟოზე მითუმეტეს რომ შეუფუთავი იყო ანუ ყუთზევე ჩანდა რომ ოპტიკაა, რა ვიცი ბიჭებო ჩემთვის იმ 20 ლარიანის მერე ყველაფერი კარგია smile.gif) ისიც კარგი იყო ყოველდღე თავიდან რომ არ მქონოდა გასასწორებლად, საკმაოდ დიდია ზომაში არ მოველოდი ჩამოვოდა საბუთებით და ყველა მაკომპლექტებელით, სამიზნე ასეთი აქვს მოკლეთ ზუსტად

ვინმემ იცით ლიპერსის დონე მაინცაა??? ეგდოს თუ შევცვალო რას მირჩევთ მოკლეთ?

ბაზუკას მოვიკითხავ აუცილებლად, დღესაც გადავეცი სანთლით საზებნი გამხდარხართქოsmile.gif

კი ბმვ ს კლუბიდან კაკრაზ იმ პერიოდში როცა საფუძველი ეყრებოდა მაგ კლუბსsmile.gif მერე მივატოვე რწმენა და იაპონიას ვეთაყვანეsmile.gif))

ოპტიკა ესაა მოკლეთ BUSHNELL SPORTSMAN 3-9X32
gregory
ერთი მინუსი აშკარაა: მილდოტები არააქვს და პნევმატიკაში ეგ ძაან ცუდია
ja_ja
guricha
ციტატა(guricha @ 3rd September 2012 - 06:32 PM) *
ვინმემ იცით ლიპერსის დონე მაინცაა??? ეგდოს თუ შევცვალო რას მირჩევთ მოკლეთ?

შეცვლა გინდა აუცილებლად, ნუ იმედია იცი რომ ტყვია სწორ ხაზზე არ მიფრინავს არამედ აქვს, პარაბოლას ტრაექტორია. ცეცხლსასროლზე ეს პარაბოლა დიდ დისტანციაზე იჭიმება პნევმატიკაში კი 100 მეტრი უკვე სერიოზული ვა-ვაა, რეალურად კი კორექტივების შერტანა საჭიროა დაწყებული 10 მეტრიდან და ყოველ 10 მეტრში სხვადასხვა ადგილზე ხვდება ტყვია.

ანუ თავიდან ვთქვათ 10 მეტრში ხვდება ჯვარში, მერე 20-30 მეტრზე ნელნელა ადის ზემოთ, მერე იწყებს ჩამოსცლას 40- მეტრისკენ და პირობითად ვთქვათ 50 მეტრში ისეც ჯვარში ხვდება, მერე კი უკვე ძIრს და ძირს იწყებს ვარდნას, 60 მეტრზე ძირსაა 70-ზე უფრო ძირს და ასე შემდეგ.....

შე გაქვს მხოლდ 1 ათვლის წერტილი ჯვარი. საუკეთესო შემთხვევაში 2-მაქსიმუმ 3 წერტილი, ანუ
1) ჯვარი,
2) ზედა სქელი ჯოხის დასაწყისი
3) ქვედა სქელი ჯოხის დასაწყისი.

ამ 3 პარამეტრზე ძალიან ძნელია აიღო მეტკები, მითუმეტეს ჯვარსა და სქელ ჯოხს შორის არსებულ მანძილზე....

მოკლედ აქსიომადაა ლამის ქცეული პნევმატიკაში მილდოტის ბადე (ან მის ბაზაზე დაფუძნებული სხვადახვა ბადეები 1/2 მილდოტი, ექსტენდედ მიილდოტი და სხვა მრავალი). გამოიყურება აი ასე



ანუ გაქვს ჯვარი და დამატებით 4 წერტილი ზემოთ და ქვემოთ, (გვერდებზეც) პლიუს მე-5 წერტილის როლს ასრულებს სქელი ჯოხის დასაწყისი.

ეს ყველაფერი გაძლევს საშუალებას უფრო კარგად შეიტანო კორექტივები დასამიზნებელ ობიექტში, პლიუს მილდოტებით შეიძლება გაჭირვებისას მანძილის გაზომვა (რამდენ მილდოტში ეტევა ობიექტი, ამრავლებ სავარაუდო ობიექტის სიგრძეზე და ყოფ 1000-ზე თუ რაღაც ეგეთი, მოკლედ თავისი ფორმულა აქვს smile.gif )

ასევე გაცილებით იოლია დამიზნევაში კორექტივების შეტანა, მაგალიტად:
მილდოტზე დასმა - ანუ კონკრეტულ რაიმე წერტილზე მოხვედრა
მილდოტის თავზე ან ქვევით - ანუ ზუსტად წერტილი არ გადგება და ზემოთ ქვემოთაა ცოტა გადასაწევი სამიზნე
მილდოტებს შორის - ანუ არც ზედა არც ქვედა მილდოტია და უფრო მათ შOრის მანძილზეა საუბარი

და ასე შედმეგ, თან ყველას თავისი დაცილებები აქვს, ხაზის სისქე, ბურთულის სისქე, დაცილება, სქელი ხაზის სისქე...



ეგ ყველაფერი გამოთვლებში დაგეხმარება...
guricha
ja_ja

გაიხარე საკმაოდ გასარკვევადაა ახსნილი ყველაფერი და დიდი მადლობა დახმარებისთვის აშკარად გავყიდი ამ ოპტიკას !
gialo
150 ლარის ფარგლებში რომელ ოპტიკას მირჩევთ ფანტომისთვის ?
ხ.მ.ე.ლ.ო
მე გირჩევდი ამაზონიდან შეგეკვეთა ლეაპერს 3X9-50 თავის მონობლოკთან ერთად, სპეციალურად პნევმატიკისთვისაა TS- სისტემით (ანუ დარტყმაგამძლე) მშვენიერი რამეა, მე მაქვს.
აი ამაზონის ლინკი:
ეს ოპტიკა:
http://www.amazon.com/UTG-5th-3-9X50-Mil-D...rs+optic+3X9-50
ესეც მონობლოკი:

http://www.amazon.com/Instapark%C2%AE-Piec...e+dovetail+ring

სადღას სუ რო გაწელო და გამოწელო მაქსიმუმ 140 ლარი გიდდება smile.gif


აი ეს თემა გადაიკითხე მაგის შესახებ smile.gif

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2292
gialo
გაიხარე ძმაო დიდი მადლობა
sekurifa
ახლა დავაკვირდი ერთ რაღაცას.აქამდე არ დავკვირვებივარ. პირველ ლინკზე ის ზოსის ოპტიკაა მე რომ ვიყიდე. მეორე ლინკზეც ზოსის ოპტიკაა იგივე მონაცემებით ოღონდ ვიზუალურად განსხვავდებიან.

http://www.amazon.com/ZOS-10-40x60-Tacticl...2234&sr=1-1

http://www.amazon.com/dp/B008B24ZSC/ref=as...ASIN=B008B24ZSC

კერძოდ დააკვირდით ბარაბნებს. მეორე ლინკზე რომარის იმას ოპტიკის ცენტრი ცოტა მოგრძო ოვალური აქვს და პარალაქსის ბარაბანი ცოტა წინ არის გაწეული.
ვითომ არის რამე განსხვავება ამ ორ მოდელს შორის?

ერთს რომ აწერია sniper airsoft gun rifle scope MilDot Tacticle Rifle და მეორეს Hunting Scope ESF R6 Mildot Tactical Rifle ამას ააქვს რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა?

ხომარ შემშლია რამე და ასევთქვათ არასანადირო დანიშნულების ოპტიკა ხომარ ვიყიდე?
geojorjika
sekurifa
ერთი და იგივეა
ja_ja
sekurifa
ლინკებზე კი არის, განსხვავებული ოპტიკები, მაგრამ შენ რა გაინტერესებს, რაიმე ეჭვები შეგეპარა იმის გამო რომ ვერ ასწორებ 50 მეტრზე თავისი რინგებით ჯვაარს?

თუ ეგ იდეა გაწუხებს, მაშინ მაგ მხრივ აფსოლუტურად ერთი ფეხები ოპტიკებია...

კაროჩე მურტალი ისაა რომ არცერთ მათგანს არ უწერია პარალაქსი საიდან სწორდება, ნუ იმ პირველს აირსოფტი რომ უწერია შეიძლება ვიგულისხმოთ რომ ახლო მანძილიდან, აი მეორეს ვააბშე ხრენ ივო ზნაიტ, პლიუს არის, ასეთი შტუკა - ბარაბნების კლიკების ზაპასი.... არცერთს არ უწერია რამდენია

კაროჩე მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ZOS-ები არის, იგივე VEctor Optick-სის ოპტიკები, მაგრამ VO-ს საიტზე ყველა ეგეთ დიდი ჯერადობის ოპტიკას უწერია კლიკების რაოდენობა რამდენია... მაგალითად აი ამ მისამართზე არსებულ Minotaur-ს აქვს ასეთი მინაწერი:

Elevation Range: ±20 MOA
Windage Range: ± 20 MOA

ანუ ცენტრიდან 10 MOA ზემოთ 10 MOA ქვემოთ, იგივე ეხება გვერდებსაც, ამ კონკრეტულ ოპტიკას თითო კლიკი აქვს 1/8 MOA ანუ 1 MOA-ში აქვს 8 კლიკი, ახლა დარჩა ასეთი რამ გადასაანგარიშებელი, თუ 10 მოა შეუძლია ზემოთ აწევა ესე იგი ზემოთ 80 კლიკის ზაპასი აქვს, იგივე ზაპასი აქვს ქვემოთ, სულ ჯამში არის 160 კლიკი...

ახლა გადახედე შენს ოპტიკას და ნახე აბა რამდენი MOA-ს ზაპასი აქვს, თუ ძალიან ცოტა ზაპასი აქვს, ვთქვათ 4-5 MOA მაშინ ერთერთი მიზეზი ეგაა ანუ პროსტა არაა გათვლილი დიდ პაპრავკებზე.

მაგალითისთვის დააკვირდი აი ამ ლინკზე არსებულ მოდელს, ამას უწერია რომ სულ აქვს
Evaluation Range ±15 MOA
Windage Range: ±15 MOA

ანუ მიუხედავად იმისა რომ ოპტიკა უკეთესია, და წინა ფოკალში აქვს ლინზა, პაპრავკები მინოტავრზე ნაკლები აქვს, და ზემოთ მაქსიმუმ 7.5 MOA-აქვს იგივე ქვემოთ და გვერდებზე

მე რომ მქონდა საკაიფო მოდელი რომელიც ახლა ნორიკას აქვს, ის ვააბშე მაგარი ვერსიაა, იმიტომ რომ 6-25 ჯერადობა აქვს, პლიუს FFP-ა, პლიუს ნახე აბა რამდენი უწერია პაპრავკებში

Elevation Range: ±35 MOA
Windage Range: ±35 MOA

ანუ ზემოთ 17.5 MOA ქვემოთ იგივე და გვერდებზე... კაროჩე ახლა ნორიკა კიდევ ერთხელ იყვირებს რა მაგარი ოპტიკა მქონიაო, კი ბაზარი არაა მაგარი ოპტიკა აქვს.. მაგრამ გაცილებით მეტი ღირს ვიდრე ZOS-ი (ლამის 2-ჯერ ძვირი ღირს, იდეაში ზუსტად 2-ჯერ ძვირი ღირს, 250-260$)

კაროჩე ადრე ფორუმი ვინც დაარსა JAH-მა, მაგან სანამ ინტერესი დაკარგა პნევმოსთან თქვა ერთხელ ასეთი რამ (ნუ იმანაც რუსებისგან ისწავლა, მაგრამ მთავარი ეს არაა), თოფები მიდიან და მოდიან და ოპტიკა რჩებაო....

აქ იგულისხმება ის რომ ოპტიკა ძვირიანი უნდა იყოს და ზოგიერთ შემთხვევაში თოფზე ძვირი, ეს თავიდან მეც ცხვირის აპრეხვით მივიღე და ხელი ჩავიქნიე რა იციან რუსებმა და JAH-მა მეთქი (დღეს მე თვითონაც ვხედავ რომ ყველა ახალბედა და ის ვისაც იაფად გამოძრომა უნდა რაღაც იგივეს ფიქრობენ ), მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ასე ვთქვათ ვღვინდები და ხვდები, პროსტა სიტყვები არაა, მწარე გამოცდილებით მიღებული შედეგია smile.gif


კიდევ ერთ რამეს დავძენ შემდეგისთვის, ვიცი წინასწარ რომ ჩამითვლით ჭკუის დარიგებაში და გულში გაიფიქრებთ: შეგვჭამა ამ უბედურმა თავისი იდიოტური გენიალური იდეების ნთხევითო, მაგრამ ადრე თუ გვიან იგივე დასკვნებამდე მიხვალთ....

  • ყიდვის წინ მხოლოდ ფასს ნუ უყურებთ და მხოლოდ ერთ გამყიდველს,
  • შეეცადეთ ბევრგან ნახოთ ფასი, რამდენიმე საიტზე ნახოთ აღწერა და თუ არის ობიექტური მიმოხილვა,
  • კაი თუ გამოიყენებთ იუტუბსაც, ხშირად არის ხოლმე ვიდეო დემინსტრაცია რომელიც საკმაოდ ბევრის მთქმელია,
  • აუცილებლად მონახეთ მწარმოებლის საიტი და იქ გადაამოწმეთ დეტალური ინფორმაცია


მე არც VO მიყიდია ბრმად და არც ის მოდელი რომელიც ახლა მაქვს (საუბარი მაქვს Falcon T50-ზე), ლამის 2 თვე ინფოს ვაგროვებდი ვადარებდი Nikko Stearling-ს რომელიც პირდაპირი მისი კონკურენტია, ყველაფერი აწონ დაწონის მერე გდავწყვიტე და ვიყიდე, რა შეუძლია ჩემს რჩეულს ალბათ ბიჭები დაწერენ ვინც გაიჭყიტა დაჯდა ჩამოტანიან განბაჟებიანად მგონი 1700 ლარი, მაგრამ ღირს, იმიტომ რომ რა თოფიც არ უნდა გამოვიცვალო მაგ ოპტიკას აღარც შეცვლას ვუპირებ და აღარც აბდეიტს, სპორტისთვის მშვენიერი შენაძენია.... ერთადერთი ბრმად ვიყიდე Centrpoint 4-16x40 და ალბათ ასევე ბრმად ცოტახანში ვიყიდი Leapers Bug Buster 3-9-ს, იმიტომ რომ მათ მიმართ რამე კონკრეტული მოთხოვნები არ მაქვს, ვიცი რომ საშუალოზე დაბალი დონეა, მაგრამ იმ საქმისთვის რისთვისაც მინდა თავს გაართმევს (პლიუს ამათზეც აურაცხელი ინფო მაქვს მოქექილი smile.gif )...

რისთვის ვამბობ ამ ყველაფერს.... ZOS-ის მწარმოებელს ვერ მოძებნი მთელს ინტერნეტში (ნუ რავი მე ვერ ვნახე), ვერ მოძებნი დეტალურ მონაცემებს, ვერ შეაფასებს წინასწარ, ერთადერთი რამდენიმემ ჩამოიტანა მაგ ფირმის ოპტიკა სხვადასხვა მოდელი, იმათ გაუმართლა, მაგრამ.....

P.S. ნუ იდეაში მიუხედავად ამ ყველაფრისა, რავი ჯერ რაიმე სხვა დიდი ჯერადობის ოპტიკას შეადარე, ერთერთ გასვლაზე წამო და რომელიმეს ოპტიკა რაც მოერგება შენს თოფს, ნახე შეაფასე და გაიგებ ოპტიკა ახურებს თუ თოფი, მანამდე კი მაქსიმალურად შეეცადე არ აყვე იზმენებს, იმენნა გადაგრევს, გაგაყიდინებს ყველაფერს, დაგიგდებს თვითდაჯერებულობას, დაჟე სროლის შედეგს გაგიფუჭებს ისეთი საზიზღარი რამეა, გულს გაგიტეხავს და კაროჩე... smile.gif ამიტომაც კარლსონისა არ იყოს - სპაკოისტვიე, ტოლკო სპაკოისტვიე smile.gif


აუ ისევ პროსტინა დავწერე ბლიაძ რა! biggrin.gif
sekurifa
მადლობა ჯაჯა ისევ სრული ინფორმაციისთვის. მგონი ესაა მაგათი საიტი http://zos.en.alibaba.com/
ja_ja
sekurifa
ციტატა(sekurifa @ 25th November 2012 - 02:39 PM) *
მგონი ესაა მაგათი საიტი http://zos.en.alibaba.com/

ვაბშეტა ალიბაბა იგივეა რაც AMAzon-ი, პროსტა ალიბაბა ჩინური ამაზონია smile.gif

ანუ რავარც ამაზონზე შეუძლია რაიმე მაღაზიას ტავისი პლაშადკა გახსანას და გაყიდოს თავისი ტავარი, იგივეა ალიბაბა, ალიექსპრესი, მადეინჩაინა და კიდევ მილიონი ეგეთი საიტი....

ანუ აქაც ვხედავთ მხოლდო საბოლოო გასაყიდლ დახლს და რაცხა შეიძლება ქე დავბერდი ამ სიბერეში და თვალებიდან ვეღარ ვიხედები, მაგრამ მგონი ამ საიტზეც იგივე ზედაპირული ინფო დევს და სრული ინფო ხსენებაშიც არაა smile.gif

სუფთა ჩემი გონორით ვფიქრობ ZOS-ი უბრალოდ უკვეთავს VO-ს ოპტიკას და თავის სახელს არტყმევინებს... თუმცა მართალი გითხრა VO-ს საიტზე შენნაირი ოპტიკა ვერ ვნახე, შედეგად მეთვითონაც გაჭედილში ვარ და ზუსტ ვარიანტს ვერაფერს გეტვი.
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 25th November 2012 - 03:01 PM) *
თუმცა მართალი გითხრა VO-ს საიტზე შენნაირი ოპტიკა ვერ ვნახე,

აი მეც ეგ მიკვირს smile.gif
sekurifa
მოკლედ გულში მაინც ხენჯად მაქვს ის ფაქტი რომ ოპტიკას 40 მეტრზე არ ეყო პაპრავკები. ასე დახრილიც არმინდა მქონდეს როგორც ახლა მაქვს რა. კი გასწორდა მარა მე ეგრე ვერ ვიგუებ მოუწესრიგებლობას.

ერთი სიტყვით სხვა თოფზე უნდა გავტესტო რომ საბოლოოდ გავიგო მიზეზი. თუ სხვაზეც ეგრე იზამს მაშინ გავყიდი, ფულს დავამატებ და ვიქტორია დეიდას ვიყიდი რა smile.gif

თუ ვინმე გახვალთ ტირში ან სადმე თბილისის ფარგლებში გამაგებიეთ და გამატესტინეთ ოპტიკა.
ilo
sekurifa

პაპრავკების პრობლემა როგორაა, მოგვარდა?

კმაყოფილი ხარ მაგ ოპტიკის?
sekurifa
ციტატა(iglait @ 12th January 2013 - 02:17 PM) *
პაპრავკების პრობლემა როგორაა, მოგვარდა?

კმაყოფილი ხარ მაგ ოპტიკის?


ოპტიკის გასწორების თემაში დავწერე უკვე. ბრაკია ჩემი ოპტიკა. ვერტიკალში ბადე არ მუშაობს. შესაკეთებელია. ანუ ოპტიკის გამოწერაში დავუშვი მე შეცდომა. რარაც სხვა მოდელი გამოვიწერე. ებაიზე ვათვალიერებდი ზოსებს და გამოვიწერე ამაზონიდან. ამაზონზე კი რარაც სხვა მისდაგვარი მოდელი იყო.

მერე დავაკვირდი როცა გამოვიწერე რომ ცოტა განსხვავდებოდა ვიზუალურად სხვა ზოსებიდან. ის ზოსი უნდა გამომეწერა რაც ებაიზე იყო. ახლა ეგეთები ამაზონზეც დაიდო უკვე.

ესეც ლინკი
http://www.amazon.com/10-40x50-E-sf-Varmin...words=zos+scope


ეს კი რაც მე ვიყიდე ოღონდ მილდოტის ბადით
http://www.amazon.com/ZOS-10-40x60-Riflesc...words=zos+scope

პირველ ლინკზე რომელიც არის ისაა კარგი. ჩემნაირი კი ამაზონის გარდა ვერსად ვერ ვნახე. ანუ მაგან შემაცდინა რომ ვიზუალს არ მივაქციე ყირადღება.
მიხომიტო
ვინმეს თუ აქ ოპტიკა 6x32??
მიხომიტო
ან 4x32 მხოლოდ ბაუერის
მიხომიტო
ასეთი ამბებია რა დამეწერა და როგორ დამეწერა აქ არ ვიცოდი სანამ ამას არ წავაწყდი.

bazuka: მე მაქვს 2 ცალი ლიპერსის ოპტიკა, ერთი არის 3-9X32 მეორე 6-24X50, მაგრამ აღარ მომწონს, ნუ დიკოსათვის შესანიშნავია მარა HW-სათვის არ მომწონს და მომკალით არადა 3-9 უფრო მადგება მარა იმსისქე ჯვარი აქვს, რომ პატარა ობიექტი შეიძლება სულ დაფაროს


აი მეც ასეთ დღეში ჩავვარდი. ვაირახუ 80 მიყენია ბაუერის ოპტიკა წვრილი. ეს კიდე სქელია. მეც ვერ ვეგუები . მინდა ან გავცვალო ან გავყიდო და ვიყიდო ბაუერი 4/32 ნეტა ვინმეს ქონდეს ეგრევე გავცვლიდი ფულსაც დავუმატებდი. ბაუერიც არ არი იდეალური. ჩემი დაიშალა სროლისგან 2 წლის მანძილზე, მარა ვხმარობ განათების გარეშე. ანუ ამ სუსტი მინუსების სულაც არ მეშინია მთავარია რომ შევეჩვიე ამ წვრილ ბადეს. და ლეაპერსი 3-12-40 არც დამიყენებია, აი ასე ახალი მიდევს რამოდენიმე კვირაა. და რატომ არ ვიყიდე მანამდე ბაუერი? იმიტომ რომ არ ვიცოდი რო იაფიანიც ქონდათ. მეგონა ჩემი ბაუერივით 350 ზევიდ ადიოდა ფასები. ვაირახუ 95 რო ავიღე ახალ წელს 31 დეკემბერს იქვე მივაყოლე ლეაპერსიც ისე რო არც გავხედე.
მიხომიტო
ამის გარდა 7 ზევით ზუმი არ მჭირდება (თურმე) მე ხომ არ ვნადირობ ისე მიზანში ვისვრი. ეს კი წონაცაა ზედმეტი. აი ეს არი მთელი სიმართლეsmile.gif ოპტიკას ხარისხობრივად სულაც არ ვიწუნებ. უბრალდ სქელი ბადე აქ, დიდი გამოუყენებელი ცემთვის ზუმი და სიმძიმე. დიდი სიამუვნებიტ გავცვლიდი ბაუერ 4/32 ან გავყიდიდი რო ვიყიდი ბაუერი 4/32. თუ არა და რა გაეწყობა...
geojorjika
მიხომიტო
ეს ოპტიკა მაქვს , თხელი ბადითაა, მაგრამ ზდპ–ზე რამდენად იმუშაცებს არ ვიცი , 500 გრამია
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.