დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman 1377 UP
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > კომპრესიული პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13
gregory
ციტატა(romamanjavidze @ 22nd August 2013 - 11:32 AM) *
ისე თAვიდან 10 მეტრშიც ძლისვს ვარტყამდი , გუშინ 20 მეტრში ლითონის ჭიქას 5 დან 3 მოვარტყი , მგონი კოლიმატორი გაცილებით გამიადვილებს საქმეს ოპტიკა აღარ დამჭირდება, ვნახავ.


Ex3
აი კონდახს რომ დაუყენებ მერე ნახე smile.gif

Ex3
გადავწყვიტე არ ვიჩქარო, ჯერ მხოლოდ კონდახს გამოვიწერ, მერე კიდე საჭიროების მიხედვით )
gregory
ციტატა(Ex3 @ 23rd August 2013 - 02:25 AM) *
გადავწყვიტე არ ვიჩქარო, ჯერ მხოლოდ კონდახს გამოვიწერ, მერე კიდე საჭიროების მიხედვით )

Ex3
ნამდვილად სწორი მიდგომაა....
r-O-m-A
ციტატა
ციტატა(Ex3 @ 23rd August 2013 - 02:25 AM)
გადავწყვიტე არ ვიჩქარო, ჯერ მხოლოდ კონდახს გამოვიწერ, მერე კიდე საჭიროების მიხედვით )

Ex3
ნამდვილად სწორი მიდგომაა....


+1

მე მეგონა კონდახი უკვე ნაყიი გქონდა ოპტიკაზე რო დაიწყე ლაპარაკი, პირველი რაც უნდა ქანა ამ იარაღზე ეს კონდახია. შენ ადგილზა მე კონდახს და კოლიმატორს დავადგავდი და ვისიამოვნებდი მაგრად.
Ex3
r-O-m-A
არა ჯერ მარტო იარაღი და ტყვიები მაქვს, ესენი წინასწარ მოვამზადე shopping cart ში რომ საქართველოში ჩამოსვლის მერე გამოვიწერ მეთქი ))
Ex3
ხომ არ იცით მოდერი სად შეიძლება ვიყიდო ?
თემის ავტორს უწერია რომ 10$ ად იყიდა და მაგას კიდე ადაპტორი უნდა? ხმა მინდა ჩავუხშო )
geojorjika
Ex3
გააკეთებინე ვინმეს wink.gif

მაგრამ 10$-შჳ ეჭვი მეპარება ჩაეტიო wink.gif
Ex3
geojorjika
გასაგებია ) მაგას ბოლოსთვის დავიტოვებ მაშინ )
bazuka
ტუნინგებზე აფებზე არსებობს განყოფილება, და ოსტავეთ იმ განყოფილებაში

!!!
gigi30
ხომ ვერ მეტყვით, რა სხვაობაა 1377-სა და pc77b-ს შორის?
gregory
ციტატა(gigi30 @ 6th July 2014 - 11:15 AM) *
ხომ ვერ მეტყვით, რა სხვაობაა 1377-სა და pc77b-ს შორის?

ახალ მოდელებში პლასტიკის ფერის გარდა არავითარი.

gigi30
მადლობა, ბატონო გრიგოლ!
mamukaaa
გამარჯობათ და გილოცავთ ყველაფერს ერთად.
გრიგორთან ვიყიდე კროსმან 1377-ი და მინდა მოდერი დავუყენო სად შევიძინო ან სად გავაკეთებინო ვინ იცის მოდერის კეთება კარგად.
თქვენი დახმარება მინდა.
geojorjika
mamukaaa
შეძენის რა გითხრა მაგრამ , აო როგორ უნდა დამარგდეს მოდერი 1377-ზე თუ გიფიქრია?

მე დავაყენე მაგალითად , მაგრამ მომიწია , ლულისკოლოფის და წინ კომპრესორში რომ რაღაც პლასმასია ჩათხრილი მაგის შეცვლა
mamukaaa
კოლოფი რისი დააყენეთ?
პლასმასი ქარხნულია თუ თვითნაკეთი?ისეთი ხმა აქვს სრილისას რო კველაფერი გარბის.იქნებ დამეხმაროთ რამე.
mamukaaa
თუ ყიდვა პრობლემაა იქნებ თვითნაკეთი რამე მასწავლოთ.თორემ მეზობლებმა შემჩამეს თავიანთი დამფრთხალი ქათმებით და კატებით.მე მიზანში მინდა ვისროლო და ვერ მისვრია.

დამეხმარეთ რამე.
ja_ja
mamukaaa
ქარხნული არ არსებობს, ასე რომ ეგ საკითხი ისედაც გამორიცხულია.

რაც შეეხება ტუნინგს და შენით ან სხვისი დახმარებით გაკეთებას, მაგაზე კითხვა დაგისვა geojorjika-მ, კერძოდ
ციტატა(giorgi @ 5th January 2015 - 12:25 AM) *
აო როგორ უნდა დამარგდეს მოდერი 1377-ზე თუ გიფიქრია?


ანუ დამაგრების 2 ძირითადი მეთოდი არსებობს:

1) ლულაზე უნდა იყოს მოჭრილი რომელიმე ზომის რეზბა როგორც ვინტზე, ხოლო მოდერატორზე (რომელიც ჰაერის ნაკადს მოკვეთავს) შიგნიდან როგორც ბოლტზე ამოხრახნილი იქნება იგივე ზომის რეზბა. შედეგად როგორც ჰოლივუდის ფილმებშია ხოლმე ისე დაახრახნი მოდერატორს ლულაზე. მაგრამ 1377-ს არ აქვს ლულა თავისუფალი შედეგად ვერ დაახრახნი ვერაფერს რომც მოჭრა ლულაზე რეზბა,

2) მეორე დამაგრების მეთოდი მდგომარეობს შემდეგში, ლულას რა გარე დიამეტრიც აქვს, იმ დიამეტრის ხვრელიან მოდერატორს აკეთებს, ჩამოაცმევ ლულაზე მოდერატორს და დაფიქსირებისთვის სიტყვაზე ზემოდან ან გვერდიდან ერთ ვინტს გადაუჭერ. აქაც ისევ და ისევ ეჭედები, იმიტომ რომ 1377-ს სტანდარტულად ლულა შეფუთული აქვს პლასტმასის შტუკაში და ვერაფერს ზედ ვერ ჩამოაცმევ.

ანუ პრობლემა არის ყოველთვის ლულის თავზე წამოცმული პლასტმასი, რომელიც ასევე ასრულებს დამტენი ბერკეტის დამჭერ როლს





აქედან გამომდინარე ხელახლა ისმის ჟორჯიკას კითხვა
ციტატა(giorgi @ 5th January 2015 - 12:25 AM) *
აო როგორ უნდა დამარგდეს მოდერი 1377-ზე თუ გიფიქრია?


აქ ის კი არაა ნახსენები რომ ვიღაც ქულას იწერს, აი არ გამოდის და რაფერ წარმოგიდგენია ეგ საქმეო, არამედ კითხვა სულ სხვანაირად ტექნიკური კუთხით ჟღერს, კერძოდ - რადგან ზემოთხსენებულის გამო პირდაპირ ვერ წამოვაცმევთ ლულაზე მოდერატორს, რჩება შემდეგი ტექნიკური საშუალებები:

1) უნდა მოხდეს გრძელი ლულის დაყენება და შედმეგ როდესაც ეგ პლასტმასი დაძლეული იქნება და გავცდებით შესაძლებელი იქნება გინდა რეზბაზე, და გინდა ვინტზე დასმა... პროსტა ეგაა რომ ეს მეთოდი მინიმუმ გულისხმობს დამატებით ლულის შეძენას, ეგ კი ყველას არ მოსწონს



2) საჭიროა სპეციალური გადამყვანის გაკეთება რომელიც ჩაჯდება სტანდარტული პლასტმასის ადგილზე, და ზედ ექნება რეზბა გაკეთებული რომელზეც მერე შენს მოდერატორს ჩამოახრახნი.... მე პირადად ერთხელ ეგეთის კეთება დავიწყე და ბოლოს ვთქვი რომ მაგის გამკეთებელი მეორედ არ ვარ, იმიტომ რომ აურაცხელი დრო იხარჯება, ლამის 6-7 საათი მუშაობა და ახლა რა ფასი უნდა უთხრა მაგ კუკუ დეტალში ადამიანს? 10-20 ლარი პროსტა შენი ტავი გეცოდება, პლიუს მასალა და ინსტრუმენტის ცვეთა, მაგ ფასად მერჩივნა გოგოებთან ერთად კაფეში გავსულიყავი და არა სტანოკთან ვმდგარიყავი 6-7 საათი და ამოვგანგლილიყავი ზეთში და უბედურებაში.. 60-100 ლარს იტყვი და ყველა გეტყვის შენ შილო გიჟი ხომ არა ხარო, ნუ მამენტ შეიძლება იმის გადასახედიდან ეგრეც არის, და სულაც არ ხედავს იმას რომ რამდენიმე საათი ვიღაცამ იჩალიჩა და იმასაც მაგ დროში სულ სხვა რამე შეეძლო გაეკეთებინა უფრო მარტივად და მეტი მოგება მიეღო...



3) ნუ ზოგიერთი უფრო შორს მიდის და სულაც არ უნდა არც ეგეთი გადამყვანი და არც ისეთი გრძელი ლულა, ნუ მაშინ უკვე ჩალიჩი მიდის იმაზე რომ ლულა და რეზერვუარის ცილინდრი ერთმანეთს დააშორონ, იმისათვის რომ ლულაზე ნორმალურად ჩამოიცვას რაიმე, თორემ სტანდარტულ პონტში ლულიდან მხოლოდ 1 მილიმეტრია დარჩენილი ადგილი, ანუ უნდათ რაღაც ამდაგვარის მიღება:



ზოგს ეგეთი არ ყოფნის და კიდევ კლიპის დამაგრებაც უნდა მაშინ უკვე რაღაც ამდაგვარი კოლოფია საჭირო



მაგრამ ეგ უკვე მოდერის გარდა კოლოფის მოთხოვნილებას აჩენს, ლულა მოსარგებია ახალ კოლოფზე და აეე იმდენი საქმე ჩნდება რომ მზად უნდა იყო ფინანსური ხარჯებისთვის



ამ ყველაფერი ზემოთ ნახსენებიდან გამომდინარე გასაგებია რომ მოდერი გინდა, რათა მეზობლის ქათმები არ დაფრთხნენ, მაგრამ როგორ ამაგრებ ლულაზე მოდერს? თორემ თუ პროსტა მოდერი გინდა მითხარი და 50 ლარად ჩაგახუტებ, მაგრამ თუ ვერ დააყენებ მაგ შტუკაზე, მაშინ რა აზრი აქვს?
geojorjika
აი ამს ვგულისხმობდი მე (ეს მარადიორის კლიპზეა)



პ.ს. რვიანის დამაგრებას ვფქირობდი და რაცხა გავიჭედე smile.gif სად დავამაგრო ვერ გადამიწყვეტია, შუაში თუ ბოლოში მოდერთან

ja_ja
კსტაწი ისე იტენება რომ ზედმეტი მოძრაობები კლიპის დასატრიალებლად (რაც წინა მოდელებს სჭირდებოდა) აღარ სჭირდება smile.gif , ჰოდა დროა გადმოხვიდე ამ ტექნოლოგიაზე 2 მეტრიანი მიმწოდებლები რომ გიყენია ფიშტოებზე biggrin.gif

პ.პ.ს. წითლად მინდა შევღები კოლოფი, წინ პროპკა, მოდერი და ტარის ალუმინის ნაწილი რაც არის ეგ და ჰა რას იტყვით ვქნა მაგი თუ არა? biggrin.gif
cz80
ციტატა(giorgi @ 5th January 2015 - 05:58 PM) *
პ.პ.ს. წითლად მინდა შევღები კოლოფი, წინ პროპკა, მოდერი და ტარის ალუმინის ნაწილი რაც არის ეგ და ჰა რას იტყვით ვქნა მაგი თუ არა?

კი , ეგრე ქენი და თან აირსოფტის შარიკები ატარე ხოლმე, ნა ვსიაკი სლუჩი biggrin.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 5th January 2015 - 05:58 PM) *
წითლად მინდა შევღები კოლოფი, წინ პროპკა, მოდერი და ტარის ალუმინის ნაწილი რაც არის ეგ და ჰა რას იტყვით ვქნა მაგი თუ არა?

და რავი მე სათოფეზე 2 თვეა აღარ მინახიხარ და თუ მოხვალ კიბატონო შევღებოთ smile.gif

P.S. აი მიმწოდებელი კი რა გითხრა ეგ კი მარტივია და მოკლეა, მაგრამ რაცხა სათამაშოს აჩუჩენიეს მიტოვებს მე smile.gif
geojorjika
ja_ja
ებიჯო შესაღები შტუკები მე არ მაქვენ თუ? biggrin.gif , პროსტა არ ვიცი როგორი წითელია რაც მაქვს ეგ smile.gif
mamukaaa
დიდი მადლობა რჩევისთვის მე არ მქონია შეხება და არ ვიცოდი.
თვითნაკეთსაც მაგდენი ჩალიჩი უნდა?
ერთი კითხვა მაქ მიახლოებით რა დაჯდება კარგად რო გადავაკეთო 1377-ი.
ხმაზე მაქ გართულება თორე დანარჩენს ნელ ნელა მივხედავ.
ოპტიკას და კონდახს.
geojorjika
mamukaaa
გააჩნია რა უნდა გაუკეთო , იმის მიხედვით wink.gif
ja_ja
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 5th January 2015 - 10:12 PM) *
ერთი კითხვა მაქ მიახლოებით რა დაჯდება კარგად რო გადავაკეთო 1377-ი.

საინტერესოა რა იგულისხმება სიტყვაში "კარგად"... აი გადახედე ამ თემას, თითქმის ყველაფრის გაკეთება შეიძლება ჩვენთან, მაგრამ ასე 900$ ან უფრო მეტი უნდა გაამზადო smile.gif

ცოტა იაფი დაჯდება აი ასეთი ვარიანტი, მაგრამ მაინც კარგად დაიხარჯები, ასე რომ კაი ნავაროტკა ისეთი სიტყვაა რა "ფართო გაგების" smile.gif

საერთოდ კროსმანის პროდუქცია ცნობილია იმით რომ არის იდეალური კონსტრუქტორი და შეგიძLია მინიმალური ტუნიგიდან მაქსიმუმამდე უპრობლემოდ გაქაჩო smile.gif
mamukaaa
გამარჯობათ და გილოცავთ შობას.
ფასი მაინტერესებს
კარობკა მარაიდერის
ლულა მარაიდერის
და
ოპტიკა შესაბამისი.
ან ვის აქვს გასაყიდი.
ja_ja
რაღაც ვერ გავიგე 1377-ის თემაში რაზე სვავ კითხვას მარადიორზე???
mamukaaa
იმტომ ვკითხულობ 1377-ის თემაზე მარადიორის ლულაზე და კარობკაზე რომ თუ მოდერის დაყენება მინდა ლულა უნდა შეცვალოო.
თან გავიგე რო მარადიორის ლულა და კარობკა მიდისო.მემგონი სწორად მითხრეს ხომ???


აბა სხვა რით შევცვალო???
ja_ja
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 9th January 2015 - 09:30 PM) *
თან გავიგე რო მარადიორის ლულა და კარობკა მიდისო.მემგონი სწორად მითხრეს ხომ???

ლულა მარადიორის შეგიძლია გამოიყენო, მაგრამ გადაკეთება უნდა ცოტათი, კოლოფს კი მარადიორისას ვერ გამოიყენებ, მაგას თავისი უნდა ანუ ახალი უნდა გაკეთდეს თავიდან, ეგ სიამოვნება კი მინიმუმ 100 ლარს უკაკუნებს...

1377 არის კარგი კონსტრუქტორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რომელიმე არსებული იარაღის ნაწილი პირდაპირი მიდის, მაგაზე. ყველაფერი თავიდან უნდა გააკეთო, იქნება ეს ლულის მორგება, კოლოფი, მიმწოდებელი კონდახი, და მერე კიდევ იქ რეზერვუარი, კლაპანი გადამშვები და აეეეეე... ეგ ყველაფერი უკვე კაი ძვირი გამოდის....
geojorjika
ისე შესაფერისი თემაა და სანამ შეიღებება ასეთია ჯერ smile.gif , ვეღარ ვიცლი ამისთვის smile.gif

mamukaaa
გამარჯობათ.
1377-ზე რომელი ტყვიებია სანადიროდ უკეთესი.
მე მაქვს Crosman LPH Hollow Point Pell.
უკეთესი თუ არი რამე.
Ex3
geojorjika
კანფეტია ))




რა ხერხით შეიძლება მოხდეს ისე რომ ყველა სროლის დროს ერთი და იგივე წნევა იყოს რეზერვუარში?
მაგალითად რაღაც წნევაზე მაღლა რომ ავა გამოუშვას ზედმეტი ჰაერი და დამუღამებული რომ გვქონდეს რამდენ პუმპზე ადის ამ წნევაზე
ან უფრო მარტივია რამე მეტალი ( ან სხვა გამძლე რამე) რომ მოვათავსოთ რეზერვუარში და შევამციროთ მოცულობა, იმაზე მეტს აღარ შეუშვებს.

მნიშვნელოვანი შედეგი ექნება სიზუსტეზე? ჩემი აზრით უნდა ჰქონდეს
სხვა რისი მოდიფიკაცია შეიძლება სიზუსტის მოსამატებლად?

ბაიკერი
1377 რომ პისიპიზე გადაიყვანო რა დაჯდება ეგ სიამოვნება დაახლოებით?
ja_ja
ბაიკერი
ჰოო იაფი არ გამოვა smile.gif... ნუ გააჩნია კონფიგურაციას, სადღაც 200$-დან დალშე სადღაც 1100$-მდე smile.gif

კიდევ ერთხელ ვიმეორებ გააჩნია კომფიგურაციას, ანუ რეზერვუარი, კოლოფი, ლულა, შრაუდერი, კონდახი და ასე შედმეგ და ასე შემდეგ....
Ex3
დატენვის მერე გაჟონვის ხმას გამოსცემს ჩემი 1377 ასე 1 წამი ან ნაკლები გრძელდება, ზეთს ვაბარალებ, რა ზეთიც მომყვებოდა ხელში იმას ვაწვეთებდი(საჭმელი ზეთის გარდა biggrin.gif ) , სოფელში ღუმელთან დამრჩა იარაღი და რომ გახურდა ახალივით იყო biggrin.gif რეზინები გაცვითა ალბათ აგრესიულმა ზეთმა არა? რომ გათბა გაფართოვდა, მარა იმდენი ტყვია მაქვს უკვე ნასროლი რომ სადაც ის მრგვალი რკინა არის ჩადებული გაღუნულია (არ მახსოვს რომელი მიმართულებით, მგონი ბოლოსკენ) და ძნელად გამოდის ტუმბო, o-ring რეზინა დაზიანდება შედების დროს რომც გამოვიღო და შევცვალო, ხოდა რომ გამოვიღებ, რითი მოვაშორო შეღუნული რკინის ფენა? შესაბამისი ხელსაწყოები არ მაქვს ასე რომ თუ გინდა საწვალებელი იყოს ხელით ოღონდ რამე მარტივი საშოვნი რამეთი რომ მოვაშორო მირჩიეთ რა ვისაც გესმით, მადლობა წინასწარ.


ალბათ "შკურკით" უნდა ვქნა და სისქე ან პარამეტრები(თუ აქვს) როგორ გავიგო? კი არადა რომელი აჯობებს
აგერ გუგლში ვნახე რაღაც სურათი, მაგრამ არ წერია ზომა და რამე, სულერთია?
Multi-Tool
Ex3
სქვარაუდოდ ნასოსის წინა მხარეზეა საუბარი ხომ, სადაც პრობკა ზის.
ხო და თუ მაგაზეა საუბარი
, მაშინ მგონი ჯერ რიხტოვკა აჯობებდა დამერე რაც დარჩება შკურკით დაამუშავე.
რაც შეეხება ჰაერის გაპარებას, მეც ზეთისგან შეჭმული რეზინების ბრალი მგონია.
Ex3
Multi-Tool
კი მაგაზეა საუბარი მაგრამ პრობკა არ მაქვს ზედ o-ring ია ,
ასეთი შტუკა მაქვს ზედ (რათ მინდოდა biggrin.gif )

ისე მარტო შკურკა ვერ მოერევა არა ? რიხტოვის ხელსაწყოს და ა.შ. აზრზე არ ვარ. ახლა მაინც არ მაქვს მაგის დრო
სკოლის დამთავრებამდე მეეჭვება მოვიცალო, მანამდე რამეს მოვიფიქრებ
მადლობა.
Multi-Tool
Ex3
მაიცა კაცო ნასოსის ბერკეტის ღერძი ცარიელ ტრუბაში გადის? არა მგონია მაქ მარტო შკურკამ უშველოს.
აგ კი მე ვხვდი,რმ დგუში დატუნგებული გაქვს და შესაბამისად ნაკაპიტელიც.
ისე მაგ რეზინის რგოლის მაგივრად პოლიურეთანის ბრტყელი მანჟეტა გაგეკეთებია სჯობდა.
რეზინა როდის გიღალატებს ხ. ევო ზნაეტ.
Ex3
Multi-Tool
ცარიელ ტრუბაში როგორ? ვერ გავიგე
ციტატა
ისე მაგ რეზინის რგოლის მაგივრად პოლიურეთანის ბრტყელი მანჟეტა გაგეკეთებია სჯობდა.

მაგდენი რომ ვიცოდე biggrin.gif
აგერ ვიპოვე, აქ ჩანს ყველაფერი
http://accustomparts.blogspot.com/2013/05/...-and-valve.html
აქ რაღაც ხელსაწყოთი აკეთებს(ალბათ დრემელი ან მისი მსგავსია) , მაგრამ შკურკითაც გამოვა პროსტა დიდი ხანი დაჭირდებაო, მაგრამ ჩემში გაცილებით უფრო დიდადაა რკინა შიგნით "შეღუნული" ,4-5 ათასამდე ტყვია გავისროლე უკვე და ჯერ არ გამიკეთებია ეს
ja_ja
Ex3
ორიგინალშI არაა ეგეთი შტუკა ორიფინალს დგუშI აქვს წინა მხარეს რეზინის და არა O-ring-ი, ასე რომ რა გაქვს მოდიფიცირებული ვერსია თუ რა ხდება?
Multi-Tool
ja_ja
კი მოდიფიცირებული აქვს. სიგრძეში რეგულირებადი დგუში უყენია ბრტყელი თავით, შესაბამისად ნაკაპიტელის კონუსური თავიც ბრტყელით აქვს შეცვლილი მკვდარი მოცულობა რომ მოსპოს.

Ex3
მარტო შკურკით რომ გააკეთო ბევრ მეტალს წაიღებს და მაგ დატვირთულ ადგლს კარგად არ წაადგება.
ამიტომ სჯობს ჯერ გეომეტრია აღადგინო და შკურკით. მხოლოდ დარჩენილი ხარვეზები გამოასწორო, ანუ მხოლოდ კოსმეტიკა.
ja_ja
Multi-Tool
მაიცა კაცო მაშIნ რა პრობლემა გაქვს ვააბშე ვერ გამიგია?

რეზინის რგოლს ელიავაზე ითრევ, ნაბორებში რომ ყიდიან არის მეტრულები და დუიმები, ერთერთი ნაბორიდან წავა ცალობაშI მგონი 1 ლარი უნდათ ეგ ერთი (ერთს გაფუჭებული ჰქონდა და მე გამოვუცვალე და წავიდა ოღონდ რომელი ნაკრებიდან აღარ მახსოვს, ცოდა დაჟე პლოტნად იჯდა).

მეორე - რას ამუშავებ შკურკით? შიდა ადგილი სადაც რეწინა დადის არაფერი არ უნდა, იქ ისედაც გაკრიალებულია და სადაც ღერძია სამოძრაო, იქ გინდა შკურკით და გინდა ტაჩილით დაამუშავე მანდ რეზინა მაინც არ ეხება მაქსიმუმ ჩასმის დროს რომ არ გაფუჭდეს და მაგ შემთხვევისტვის კიდევ დიდად მოფრთხილება და ნამეტანი თავის მტვრევა ნამდვილად არაა საჭირო...
Multi-Tool
ja_ja
პრობლემა მე კი არა Ex3 აქვს.
მე იმიტომ დავწერე რომ მგონი უფრო ვიცი რა აქ შიგნით.
მაგას დაზიანებული იქა აქვს სადაც ღერძი აყანია, და იქ
მნჟეტა დაშლის დროს თუ გაივლის. ქვემოთ კი სადაც დგუში მუშაობს ,
რა თქმა უნდა შკურკაზე ზედმეტია საუბარი. რეზინინის რგოლი კი სავარაუდოდ
ნასოსიდან ამოღების დროს დაუზიანდა, მიჭეჭყილი ადგილი რომ გაიარა.
Ex3
ja_ja
Multi-Tool
რეზინის რგოლი კი მაქვს
კი მასეა ,ახალი გამოცვლილ-რეზინიანის ჩასმის დროს მიჭეჭყილი ადგილით რომ არ გაფუჭდეს იმიტომ მინდოდა მოშორება


გასაგებია , მადლობა )
mamukaaa
გამარჯობათ.
ჩემ 1377-ზე მინდა ოპტიკა დავაყენო.კოლოფი რო არ ვიყიდო და ლულაზე დავაყენო ოპტიკა რამდენად მიღებულია?
ხომ არ აირევა ხოლმე?
ja_ja
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 17th February 2015 - 07:08 PM) *
ლულაზე დავაყენო ოპტიკა რამდენად მიღებულია

ნორმალურია თუ მძიმე და დიდი ჯერადობის ოპტიკას არ დააყენებ... მაგის ცალკე ლულაზე დასაყენებელი სამაგრებიც კი იყიდება
mamukaaa
ძველებური ოპტიკა მაქ რუსული და ის მინდა დავაყენო.სამაგრები სად ვიკიდო და რა ღირს თუ იცით?
geojorjika
mamukaaa
რა ოპტიკაა?
mamukaaa
სურათი როგორ დავდო?
მასწავლეთ რა ჩემი ოპტიკა მინდა განახოთ.
SCORPIONS
mamukaaa მონადირის,იარაღის მაღაზიებში ნახავ..სასურველია,ოპტიკა თან წაიღო. wink.gif


pix.ge-ზე ატვირთე ფოტო და მერე იქედან აქ დადებ.
mamukaaa
არ ვიცი საიდან ქონდა მამაჩემს მოტანილი მარა სახლში იყო და ძველებურ ტირის თოპზე ეყენა.
სურათი როგორ დავდო არ ვიცი თორემ განახებდით.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.