დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman 1377 UP
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > კომპრესიული პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13
ja_ja
mamukaaa
კი შეიძლება ეგ PCP-სავითაა და პრობლემა არა რის თუ ცარიელ გასროლას გააკეტებ, არაფერი არ დაზიანდება, ცარიელი გასროლა საზიანოა ზამბარ დგუშიანი პნევმატიკისთვის (მაგალი\ტად გადასატეხლულიანისთვის)
mamukaaa
გამარჯობათ.
1377-ზე როცა ფოლადის კოლოფი აყენია მაინც უნდა მიმწოდებლის დაგრძელება?
nihontoman
mamukaaa
კი, ზუსტად ერთნაირი ფორმის და ზომის მიმწოდებელია ორივეზე და "დაგრძელება" მარტივად თუ გინდა, შეგიძლია ვიწრო დრელით ცხვირი ჩახვრიტო და რაიმე რკინის შტირი (წვრილი ლურსმანი, მავთული ა.შ.) ჩააწებო.
mamukaaa
ციტატა(nihontoman @ Mar 26 2019, 05:48 PM) *
mamukaaa
კი, ზუსტად ერთნაირი ფორმის და ზომის მიმწოდებელია ორივეზე და "დაგრძელება" მარტივად თუ გინდა, შეგიძლია ვიწრო დრელით ცხვირი ჩახვრიტო და რაიმე რკინის შტირი (წვრილი ლურსმანი, მავთული ა.შ.) ჩააწებო.

მადლობა.
დავაგრძელე და მემგონი შედედი არის.
mamukaaa
გამარჯობათ მაქვს 1377-ტი ამ მანძილზე არ მისვრია რაც ამ ვიდეოშია,თუ გაქვთ ვინმეს და მაქსიმუმ რა მანძილზე გინადირიათ ფრინველზე?
https://www.youtube.com/watch?v=qQW3SwwD8i0
ja_ja
გააჩნია მოვლას, მდგომარეობას და ტუნინგს, ქარხნულს პრეტენზია აქვს 20-დან 35 მეტრამდე, დატუნინგებულს PCP ვარიანტში 50 ჰა- და გა 70-75 მეტრი, ნუ ზოგი მეტზეც ახერხებს, მარა მემგონი უკვე ზღაპრებია ან ჩისტა "ვიზენიე"
nihontoman
mamukaaa
სტოკში ღია სამიზნით დიდად არაფერზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია, მაგრამ თუ "სასხლეტს" გააუმჯობესებ, ოპტიკას დაადგავ, ლულას ფასკებს გაუკეთებ და ა.შ, წესით საკმაო მანძილზე შეიძლება სროლა (გააჩნია ობიექტის ზომას)
mamukaaa
რაც ვიდეო დავდე მანდ არაა პსპ მარა მაინც მაგრა ისვრის ერთი გრძელი ლულითაა მარა მეორე მოკლე ლულით.მაგრამ მაინც 75 იარდი უწერია და რა კარგად მიდის ტყვია.
ტყვიაც რო ხვდება კაი ძალით ხვდება ეტყობა ხმაზე.რაექნება ისეთი გაკეთებული?

აქ საერთოდ 100 მეტრაო
https://www.youtube.com/watch?v=J9HCBJtJXRY
nihontoman
mamukaaa

რაც ვნახე, დაგრძელებული მიმწოდებლის ცხვირი, ჰერმეტულობაზე მუშაობა და გრძელი ლულა ახალ ვერსიებში იძლევა საშუალებას რომ საკმაო ძალით ისროლოს. თუ არ ვცდები მძიმე ტყვიებით .177 კალიბრში დაახლოებით 20 ჯოულამდე შეიძლება. რა თქმა უნდა ეგ მთლიანად დამოკიდებულია იმაზე რადენს დააკაჩავებ. ვფიქრობდი მაგის გაკეთებას, მარა ლოვემ Artemsi pp700 მაჩუქა და გადავიფიქრე biggrin.gif
Dushura198512
გამარჯობათ ვერ გავიგე ეს სად დამეწერა და აქ გეტყვით ეხლა რა ხდება : )))) მაქვს crosnam 1377. აქვს გასროლილი 1 კოლოფი ტყვია მეტი არც მიყიდია ზუსტად 1 კოლოფი.... მოვხსენი თავისი სამიზნე ის რაღაც პუჭურა რო აქვს და არ სწორდება.. და დავაყენე (იჟ) სამიზნე რკინის : ))))) ეხლა რა მინდა რო გითხრათ ვერ დავუმუღამე ამ ფიშტოს ამ წარამარა დაკაჩავებით მეზარება ძააან ბავშვს ვასწავლიდი მიზანში სროლას ხანდახან და გაკვირვებული მიყურებდა სანამ დავტუმბავდი დამღლელია რაააა : )))))) biggrin.gif აი ძაააან დამღლელი ჩემთვის არაპრაქტიკულია.... არის შავი ფერის... არავის გინდათ ზდპ გადამიცვალოთ ახალია.. ... ზდპ მირჩევია რა გადატენე გაისროლე გადატენე გაისროლე : ))))))


ხო კიდე იქნებ მითხრათ როგორ სდებთ აქ სურათებს რომელი სერვერით ადრე მახსოვს რადიკალიდ იდებოდა მგონი და სურათებსაც დავდებ ....
ja_ja
Dushura198512
შენ პრაქტიკულად აკეთებ ყიდვა გაყიდვის განცხადებას, ამიტომაც გადადი აი ამ განყოფილებაში, შექმენი ახალი თემა, დაარქვი შესაბამისი სათაური და დადე განცხადება გაყიდვა გადაცვლასთან დაკავშირებით. აქ კი მხოლოდ კონკრეუტლი მოდიფიკაციის განხილვა მიდის, ისედაც დომფხალია და სულმთლად ნუ ავჭრით.
dushura
კიდე გამარჯობათ გადავიფიქრე გაყიდვა... ვიყიდე არც თუ ისე კარგი ზდპ 1 პლიუსი აქვს სულ ახალია ბავშვიც კმაყოფილია უკეთესად ვარჯიშობს სროლაში და მეც დავისვენე ამ crosmanis კაჩაობით.... ეხლა რა მინდა გკითხოთ ამ crosmanis PCP. გადაკეთება საქართველოში თუ მოხერხდება ანუ ნაწილების კომპლექტაცია თუ არსებობს.. და თუ ეს მოსახერხებელია რა თანხა დაჯდება და საერთოდ თუ ღირს საწვალებლად.. მადლობელი დაგრჩებით თუ ამას ვინმე ამიხსნის და დამაკვალიანებს... smile.gif
ja_ja
გადაყვანა კი შეიძლება მარა იაფი არ გამოდის მაი ამბავი….

ნუ შენთვითონ დათვალე:

1) კოლოფი - 130 ლარი თავისი შავად შეღებვით
2) ბალონის მისაერთებელი გადამყვანი - 100 ლარი ესეც შეღებვით


ასევე დაგჭირდება მელკი დეტალები:

3) დამტენი პორტი - 5$
4) მანომეტრი ასევე სადღაც - 5$
5) ბალონი 200 კუბიანი - 20-დან 45$-მდე


ასევე ალტერნატიული შტუკები

6) შრაუდერი ან მოდერი - 100 ლარი
7) კონდახი 20-35$
8 კონდახის დასამაგრებელი გადამყვანი 60 ლარი

შედეგად გააჩნია ამორჩეულ კონფიგურაციას, მიიღებ რაღაც ასეთებს











და ასე შედმეგ რა… კონფიგურაციები და ვარიაციები დოხრენაა, 1377 და მისნაირები ჩათVალე კონსტრუქტორია, გააჩნია რამდენს დაახარჯან და ნებისმიერი ფორმის მიღება შეიძლება… ნუ პროსტა მაგას თავისი მოკლე ლულისა და კონფიგურაციის გამო ნუ მოსთვოს 280 და 300 მეტრ წამს… ვერ გაქაჩავს… რეალურია 220 მეტრ წამი 10.2 გრენიანი ტყვიით და სუპერ ჩალიჩის მერე 250 მაქსიმუმია რეალში 230-240
dushura
მადლობა smile.gif ანუ აქედან გამომდინარე აჯობებს რაიმე PCP ვიყიდო... თანხა იმდენზე ადის.სჯობს ქარხნული ვიყიდო...თუნდაც. pp700s. მშვენიერია მომწონს ძალიან... მაგრამ ერთი რამ არ მომწონს და არარეალური შედარება ფასში ხელის ნასოსების ფასი ჩემი აზრით ძვირია.. ჩვეულებრივი ნასოსით ვერ დაიტუმბება.. აქ გადავხედე ნასოსების გვერდს..... PCP პისტოლეტი 380 ლარი ღირს და ნასოსი 400 აბა რა არის ეს. : ))))))))))). რა უბედურრბააააა. : ))))))))
ja_ja
dushura
ციტატა(giorgi1985 @ 29th October 2019 - 02:25 PM) *
ჩვეულებრივი ნასოსით ვერ დაიტუმბება..

კი როგორ არ დაიტენება, ოღონდ ასე 4-6 ატმოსფერომდე, მერე მთელი მეგობრების დაწოლით შეიძლება 8-დან 10 ატმოსფერომდე ახვიდე... დალშე შანსი არაა, სპილოს მოყვანა დაგჭირდება, პლიუს თვითონ ნასოსი გაიხევა ნაკერზე...

ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო და იმედია არ მიწყენ...

ის ძვირი ნასოსები ჩვეულებრივი არაა, შიგნით რამდენიმე სარქვეკი და საფეხურია, სხვადასხვა დიამეტრების, რაც ამცირებს ზეწოლას და იოლად გატენინებს, მთელი საიდუმლო პატარა ფართობშია... ჩვეულებრივ ნასოსში კიდევ 40 მილიმეტრიანი მილია და ეგ გამოდის 12.5 კვადრატული სანტიმეტრი. 1 ატმოსფერო კი უდრის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე 1 კილოგრამის დაწოლას...

ანუ 10 ატმოსფეროზე უკვე 125 კილოს ძალით უნდა დააწვე, 100 ატმოსფეროზე 1250 კილოთი, ხოლო 200 ატმოსფეროზე 2500 კილოს ძალით. ვერც შენ შექმნი ეგეთ ძალას და ვერც ნასოსი გაუძლებს ეგეთ დატვირთვებს...

იმის გამო რომ მაღალი წნევის ნასოს რთული კონსტრუქცია აქვს იმიტომ ღირს ძვირი... ვერ გაექცევი მაგ საქმეს... მარა ასევე ბალონიც განიხილე, შეიძლება ეგ უფრო მომხიბვლელი იყოს, თუმცა 2-ჯერ ძვირი იქნება ნასოსზე, სამაგიეროდ ბუქნაობა არ გიწევს
Dushura198512
[quote name='ja_ja' date='Oct 29 2019, 05:07 PM' post='159377']
dushura
მადლობა რჩევებისთვის... აშკარად არ მინდა ნასოსში იმდენის ფულის გადახდა რამდენსაც იარაღშიი ვაპირებ გადახდას და თან სადაც წავალ ეგ ნასოსი თან უნდა ვატარო : ))) აი ეს ფიშტო შევათვალიერე და რას მირჩევთ ცუდი კომპლექტაცია არ უნდა იყოს თან ფასიც ძვირი არააა და უფრო პრაქტიკული მეჩვენება თან მოყვება ყველაფერი რაც ნაჩვენებია.. რას მირჩევთ...



vexam
გამარჯობა. ცპ2 ძალიან კარგი აგრეგატია. მსუბუქი, კომპაქტური, სიზუსტეც საკმაოდ კარგი აქვს (20-25 მ მანძილზე გრძელი ლულით). ეს თუ საკმარისია თქვენთვის, საუკეთესო არჩევანი იქნება, ეს საილენსერიც საკმაოდ ეფექტურია/
აქვე დავამატოთ, რომ:
1. სურათზე კი არის ორი მჭიდი, მაგრამ შეძნის დროს ჩემსას ერთი მოჰყვა ყუთში;
2. შეძენის დროს აუცილებლად შეამოწმეთ გადატენვისას ჭურვების მიწოდების მომენტი როგორც მჭიდიდან ისე ცალკეული ტყვიის მიმწოდებლიდან. ჩემსას პატარა პრობემა აქვს: ლულაშI ტყვიის მიწოდების მომენტში თითქოს რაღაც უშლისო და ტყვიებს "კაბის" კიდეზე მცირე დეფორმაციას ატყობს. აღმოჩნდა რომ მარტო ჩემსას არ ჰქონია ეს პრობლემა და აქ ფორუმელმაც აღნიშნა მის ცპ2-ზე მსგავსი ხარვეზი. თუ შეიძენთ ადგილზევე შეამოწმეთ, რომ ხარვეზის შემთხვევაში იქვე შეაცვკევიონთ და მერე არ მოგიწიოთ ამ პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი და მოქმედება;
3. ადრე თუ გვიან დაიწყებთ ფიქრს მის პცპ მოდერნიზებაზე. რადგან ძალიან კარგი აგრეგატია, ხელშიც საკმაოდ მძლავრად იგრძნობა და ცო2 -ის 56 ატმოსფეროსთვის ზედმეტადაც კარგ აგრეგატად მეჩვენება. smile.gif
ესეც მისი პცპ ვერსია ინტერნეტ სივრციდან :
https://www.youtube.com/watch?v=5ygpdJE0sSg
წრმატებები..
dushura
დიდი მადლობა რჩევისთვის ახლო მომავალში შევიძენ და იმედი მაქვს უკმაყოფილო არ დავრჩები
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.