დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman 1377 UP
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > კომპრესიული პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13
Lukiane123
მეორე ვარიანტი უფრო მაწყობს,რომ ვიყიდი ეგრევე უნდა დავიწყო მოდერზე ფიქრი და დატუნინგება,ასევე თუ შეიძლება ცოტა გაძლიერება რაღაცეების შეცვლით და გადაკეთებ გადმოკეთებით,თუ ვინმე მოკიდებს ამ საქმეს ხელს გამომეხმაუროს
ja_ja
შეძლებით ყველაფერი შეიძLება, გააჩნია რა გინდა smile.gif
Lukiane123
250 მწ.მსუბუქი ტყვიით უკან კონდახი და წინ მოდერი
Lukiane123
ებიჭო დაწერეთ რამე,ქარხნულ ვარიანტშI ანუ ყველაფერირომ არ გადააკეტო ცოტატი რომ შეავლო ხელ გამოვა ეგ ვარიანტი?250მწ მსუბუქ ტყვიით,ანუ სადღაც 15 ჯოული
soso66
15 ჯოული ძალიან საეჭვოა სერიოზული დანახარჯების გარეშე.იქნებ იფიქროთ
Benjamin 397 ზე.პირდაპირ ყუთიდან აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.
ja_ja
სადღაც მქონდა ჩამოწერილი რამდენ ბუქნზე რა სიჩქარეს იეოდა... დასაძებნია. ეხლა უცხოეთში ვარ და მობილით ვარ, მოძებნა გამიჭირდება....
gregory
ციტატა(ja_ja @ 5th April 2017 - 12:13 AM) *
სადღაც მქონდა ჩამოწერილი რამდენ ბუქნზე რა სიჩქარეს იეოდა...


ესეიგი თითოეულ პუმპინგზე 3-3 გასროლა გავაკეთე და 10.5 გრანია ტყვიით მივიღეთ შემდეგი

1 Pump - 31.50 | 30.34 | 34.24 - საშუალოდ იძლევა 0.348 ჯოულს

2 Pump - 69.92 | 68.96 | 70.37 - საშუალოდ იძლევა 1.619 ჯოულს

3 Pump - 84.72 | 87.85 | 85.33 - საშუალოდ იძლევა 2.516 ჯოულს

4 Pump - 96.87 | 96.90 | 96.52 - საშუალოდ იძლევა 3.135 ჯოულს

5 Pump - 108.2 | 107.2 | 105.6 - საშუალოდ იძლევა 3.894 ჯოულს

10 Pump - 127.3 | 128.2 | 130.6 - საშუალოდ იძლევა 5.487 ჯოულს

15 Pump - 140.0 | 141.0 | 138.6 - საშუალოდ იძლევა 6.667 ჯოულს

20 Pump - 147.1 | 144.2 | 143.7 - საშუალოდ იძლევა 7.054 ჯოულს

25 Pump - 148.1 | 146.8 | 145.6 - საშუალოდ იძლევა 7.251 ჯოულს

30 Pump - 150.5 | 149.2 | 147.0 - საშუალოდ იძლევა 7.552 ჯოულს

როგორც ამ სიიდან ჩანს 15 დაკაჩავების მერე დიდად არარ იზრდება სიჩქარე და დიდი აზრი შემდგომ კაჩაობას აღარ აქვს, ასევთქვათ ოპტიმალურია და სტანდართულ თითქმის 7 ჯოულს იძლევა.

ხელთ არ გვქონდა მსუბუქი ტყვიები რომ სიჩქარე იმით გაგვეზომა, 10.2 გრანიანმა JSB-იმ აშკარად მეტი სიჩქარე მოგვცა, მაგალიტად 1 დაპუმპვაზე თუ CP მიდიოდა საშუალოდ 30-33 მეტრ წამით, JSB-იმ ეგრევე 53 მეტრ წამი აჩვენა.

მოკლედ საშუალოდ კროსმანის 7.9 გრანია ტყვიით სავარაუდოდ უნდა იყოს შემდეგი სიჩქარეები:

1 Pump - 36.87 მ/წ

2 Pump - 79.53 მ/წ

3 Pump - 99.14 მ/წ

4 Pump - 110.6 მ/წ

5 Pump - 123.3 მ/წ

10 Pump - 146.4 მ/წ

15 Pump - 161.3 მ/წ

20 Pump - 166.0 მ/წ

25 Pump - 168.3 მ/წ

30 Pump - 171.7 მ/წ

P>S. ეს არის 2010 წლის 15 ნოემბრისშედეგები. როგორც ამბობენ მაგის მერე უფრო გაუმჯობესდა 1377
ja_ja
ჰო მაგი რომ შევამოწმე ძველი ვერსია მქონდა 1377-ის, ეხლა კიდო ახალი ვერსიაა, როგირც ვიზუალშია შეცვლილი ასევე პატარა კონსტრუქციული გაუჯობესებობები აქვენ
Lukiane123
ეს ცხრილი ვიცი და გამიკვირდა 7ჯოულიანი ვერსია ყოფილა ძველი და ახალზე წერდნენ 12 ჯოულამდე აქვს ენერგიაო და ამხელა სხვაობა აქვს კიმარა ?
vexam
ყოველ შემთხვევაში - 170 მ/წმ თუ აქვს მაქსიმალური მაჩვენებელი, თუნდაც ძალა გაუზარდო მოდერნიზაციით და 250 მ/წმ მიიყვანო, სიზუსტეს დაკარგავს. მაშნ ლულაც შესაბამის სიჩქარისთვის გათვლილი უნდა იყოს.
Lukiane123
მოკლედ შევიძინე ეგ იარაღი დღეს გრიგორთან,ცოტა გავისროლე და მივხვდი რომ ძალის მომატება ნამდვილად არ ჭირდება,ლულა გამოსაცვლელია,წინ მოდერი უკან კონდახი და ოპტიკა,ვსო მეტი არაფერი არ მჭირდება,უხეშად ვიტყვი 50 მეტრიდან გიფსოკარდონის ფენას სკვაზნოი გაუკეთა 15 დაჭირხვნით
ja_ja
vexam
ციტატა(vexam @ 6th April 2017 - 01:38 PM) *
170 მ/წმ თუ აქვს მაქსიმალური მაჩვენებელი, თუნდაც ძალა გაუზარდო მოდერნიზაციით და 250 მ/წმ მიიყვანო, სიზუსტეს დაკარგავს.

როგორც წესი მაგ თოფის მაქსიმუმი რაზგონი არის ხოლმე 210-220 მეტრ წამი, და თუ 230-250-მდე მიდიან ხოლმე როგორც წესი უნებლიედ ყველა ლულასაც ცვლის ხოლმე, ყველაზე ხშირად სიგრძეზე აკეთებენ ხოლმე აქცენტირებას და ამიტომაც, მარადიორის ლულას იღებენ ხოლმე, ეგ კი პირიქით დაბალ სიჩქარეებზე არ მუშაობს ....
vexam
ციტატა(SVD @ Apr 6 2017, 08:14 PM) *
მოკლედ შევიძინე ეგ იარაღი დღეს გრიგორთან,ცოტა გავისროლე და მივხვდი რომ ძალის მომატება ნამდვილად არ ჭირდება,ლულა გამოსაცვლელია,წინ მოდერი უკან კონდახი და ოპტიკა,ვსო მეტი არაფერი არ მჭირდება,უხეშად ვიტყვი 50 მეტრიდან გიფსოკარდონის ფენას სკვაზნოი გაუკეთა 15 დაჭირხვნით

მშვენიერი ყოფილა. კროსმანის "კასტომ შოპ"-ში გრძელ ლულიანი და სტანდარტული ფორმის კონდახით ვარიანტის შეკვეთაც არის შესაძლებელი.

მათ შორისმ ვალტერის ლულით.
r-O-m-A
გადმოვბარგდი ამ თემაში biggrin.gif. მშვენიერი იარაღია, შორიდან ფინტიკრუშკა რაღაც ჩანდა მარა ხელში რო ავიღე მესიმპატიურა. კონდახი აშკარად ჭირდება. სამიზნეც არმომწონსსავით მარა დავუმუღამებ. მოდერის დაყენებაზე არ ვფიქრობ მარა მომავალში რაღაცას მოუხერხებ. მარა აი ეს 15 ჩაკაჩავება პი...ცია biggrin.gif მარა მაგასაც თავის პლიუსი აქ, კაცი შვილი აღარ მთხოვს გამასროლინეოbiggrin.gif ტყვიებიც იზოგება
Pepesha
Crosmanis 1377- ტის გაძლიერებას თუ აქვს აზრი,თუ თავის ლულას დაუტოვებთ.
ja_ja
ძირითადად მაგ ლულითვე აძლიერებენ smile.gif ან დგუშის დატუნინგებით ან PCP-ზე გადაყვანით
r-O-m-A
ja_ja
ჯაჯა მანდ როგორი სისტემაა, დგუშით ჩაიტუმბება რეზერვუარში და და მერე ხდება გასროლა ხო, რეზერვუარი რომ გაიზარდოს 2-3 გასროლის გაკეთება შესაძლებელია? თუ გამშვები მთელი ჰაერის მარაგს ერთიანად უშვებს?
ja_ja
მაგას რეზერვუარი როგორც ასეთი არ აქვს, აქვს კლაპანი, რომელსაც ერთი მხრიდან აქვს შემსვლელი ხვრელი და იკეტება როგორც კი ჰაერი შედის, მეორე მხრიდან კი აქვს საბრძოლო კლაპანი, ანუ რომელიც ჩაქუჩის დარტყმისას ჰაერს უშვებს....

ამ პატარა დეტალში ადგილი ძალიან ცოტაა, შედეგად რამდენი ბუქნიც არ უნდა გააკეთო, ლიმიტირებული ხარ მოცულობით.... ამავე მოცულობის ლიმიტირების გამო გასროლისას მთლიანად იცლება ეგ კლაპანი, შედეგად მეორე მესამე და სხვა გასროლისთვის არაფერი არც რჩება და არც დარჩება.

აი ესაა მთელი კლაპანი თავისი შიგნეულობით

Lukiane123
მოკლედ მაგარი მოუხერხებელია სტანდარტული 1377 დან სროლა მიზანში,მიზანს რომ თავი დავანებოთ 20 მეტრში ხელიდან ბოთლს ვერ ვარტყამ რაღაც არაკომფორტულია,აუცილებლად უნდა კონდახი.

პ.ს.ერთი კითხვა მაქვს ოპტიკას რომ დააყენებ ჩვეულებრივ და მერე დაიწყებ ტენვას ჭირხვნის დროს არ აირევა კიმაგრამ?თუ არააქვს მაგაზე პრობლემა?
S.T.A.L.K.E.R
ოპტიკას გააჩნია როგორ დააყენებ თუ ლულაზე ამაგრებ ლულიანად დადის და გადამშვების გერმეტიზაცია ირღვევა, თუ კროსმანის ლულის კოლოფს დააყენებ არანაირი პრობლემს არ შეექმნება არც ირევა, ორივე ვარიანტი გამოცდილი მაქ wink.gif
r-O-m-A
სამიზნე არც მე არ მომწონსsad.gif
gigi30
ფასკა მოგწონს? ჩემს ეგზემპლიარს აშკარად არასიმეტრიული აქვს
r-O-m-A
ციტატა(gigi30 @ Apr 13 2017, 01:34 PM) *
ფასკა მოგწონს? ჩემს ეგზემპლიარს აშკარად არასიმეტრიული აქვს

რავი ნორმალური ქონდა რო ვათვალიერებდი, პროსტა სამიზნეები პლასმასის როა არ მომწონსsmile.gif ალბათ კოლიმატორს მოვარგებ, ჯერ არ მცალია ამისთვის და მერე ვნახოთ
okela84
ციტატა(gigi30 @ 13th April 2017 - 01:34 PM) *
ფასკა მოგწონს? ჩემს ეგზემპლიარს აშკარად არასიმეტრიული აქვს

მასე იავნად რო ეტყობა ძაან გვერდზე არ მიაქვს ტყვია ? ან ვაბშე კრუჩონებს ხომ არ უშვებს ? biggrin.gif

gigi30
სუბიექტური შეფასებით, ცუდად მიაქვს, მეც კოლიმატორს ვაპირებ, სამიზნე მეც ვერ მომწონს, მისახრახნი მავთულის კონდახიც უნდა მოვიფიქრო. თან ყველა ვარიანტში ფასკა უნდა გავუკეთო, რომ ჩემი ცუდი სროლა ფისტოლეტს არ დავაბრალო. biggrin.gif მთლად ასე "ხმელ ფოთოლს" ვერ აკეთებს
r-O-m-A
gigi30
okela84
სიმართლე რომ ვთქვა ჯგუფის გაკეთების მცდელობა მქონდა და ვიფიქრე სამიზნეს გავასწორებთქო, მე-2-ე გასროლაზე მივხვდი რომ ამ იარაღიდან ზედიზედ 5 და მეტი გასროლა ნერვოზს დამმართებდა და გადავდე გვერძე biggrin.gif 5 დღის ნაყიდი იარაღიდან 20 ჯერ ვერ გავისროლე, არა და ჰასანის პცპ რო ვიყიდე დღეში 5 ჯერ ვტენიდი თოფს იმდენს ვისროდიbiggrin.gif ეს იმენა მაზოხისტი იარაღი ყოფილა biggrin.gif
ja_ja
მოიცადეთ ხალხნო თქვენ გინდფათ თქვათ რომ:

1) ხელიდან ისვრით 1377-ს კონდახის გარეშე

2) და დასამიზნებლად იყენებთ 1377-ის ღია სამიზნეს და ვერაფერს არტყავთ....


და ვინმე არსებობს ამ პლანეტაზე რომელსაც აქვს ღირებული შედეგები და მხოლოდ თქვენ არ გამოგდით??? მთელი პლანეტა 1377-ს კონსტრუქტორისთვის ყიდულობს და თავენ სტოკით გინდათ შედეგი? მე ვურევ რაცხას თუ რაცხა ნიტოთ გავიგე smile.gif
r-O-m-A
ja_ja
აბა ღია სამიზნე რისთვის აქ ? biggrin.gif

ჯერ ჯერობით სანამ დავააფდეითებ ხო შეიძლება სტკი სამიზნით სროლა ? სხვათაშორის 10 მეტრში კონსერვის პატარა (10სმ დიამეტრის) ქილას ვარტყავ უპრობლემოდ. მეტი შორს არ მიცდია თორე 20 მეტრშიც ვფიქრობ გავარტყავ biggrin.gif
აი კონდახს რო დავუყენებ მერე უკვე ვფიქრობ უკვე რამე მოვინადირო biggrin.gif
gigi30
და რა არის ღირებული შედეგი თქვენი აზრით ამ ფისტოლეტისთვის ქარხნულ ვარიანტში?
r-O-m-A
gigi30
პლინკაობა, მიზანში სროლა ხელიდა 15-20მ-მდე (აუცილებელი არაა 20მმ-იანი ) ჯგუფები.გასართობია რა
mamukaaa
გამარჯობათ.1377-ზე სასხლეტი როგორ დავასლაბო.
ანუ უფრო მგრძნობიარე რომ გახდეს.
gigi30
მხები ზედაპირების გადაპრიალებით.
ja_ja
mamukaaa
საშტატო ვერსიას, ანუ ქარხნულ ვერსიას ვერაფერს უზამ, არ არსებობს მაგის დანავაროტკება smile.gif, ან უნდა დაითრიო Marauder Pistol-ის სახელური სა დადხლეტი (მიუხედავად რომ იგივეს გავს მაგას აქვს უკვე რეგულირება), ან თავიდან უნდა გააკეთო ხელით მთელი შიგნეულობა, ნუ რუსებს აქვთ ეგეთი გადაკეთება და აღწერილია ყველაფერი... აი სურათი სადაც ჩანს მთელი პრინციპი

ja_ja



ეს კიდევ არის ორიგინალი ქარხნული Marauder Pistol_ის სასხლეტი მექანიზმი



ესეც შედარება 1377-ის სასხლეტი მექანიზმის და Marauder Pistol-ის მექანიზმის (ამერიკელები P-rod-ს ეძახიან)

mamukaaa
მადლობა გაიხარეთ.
mamukaaa
გამარჯობათ.
ვინმემ თუ იცით რამდენი ჯოული აქ 1377-ს.
ანუ ქარხნულათ რამდენი უწერია?
ატ 44-ს უწერია 7.7 ჯოული
ლეშის მმემგონი 3-მი ჯოული.
1377-ზე ვერ გავიგე ზუსტად?
ja_ja
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 23rd April 2017 - 08:14 AM) *
ატ 44-ს უწერია 7.7 ჯოულილეშის მმემგონი 3-მი ჯოული.

ეგრევე გემჩნევა რომ რუსული ფორუმების და საიტების გადახედვის მერე ჩაფიქრდი და ეჭვები რომ გაგიჩNდა დაიწყე ფიქრი სად გაგერკვია რა ხდებოდა smile.gif

თუ რომელიმე ქვეყნის საიტზე კითხულობ ინფორმაციას (ნუ ამ შემთხვევაში რუსულს), მაშინ აუცილებლად იქაური წესებიც უნდა გაითვალისწინო და გახდება ნათელი თუ რატომ წერია ეგეთი სტრანნი ციფრები smile.gif კერძოდ:

1) რუსეთში იარაღის წარმოებაზე გაიცემა ლიცენზია და ლეში იქნება, ედგანი, კრიკეტი თუ სხვა რომ არ მოხვდეს იარაღის კანონში, უშვებენ თოფებს ქარხნიდან არაუმეტეს 3 ჯოულის ენერგეტიკით, ანუ რუსული კანონმდებლობით თუ იარაღს არ აქვს 3 ჯოულზე მეტი ენერგია ის იარაღად არ ითვლება, არამედ ითვლება схожее изделие, ანუ კანონი ეგეთ იარაღს უყურებს როგორც მიმსგავსებულ ნივთს (ნუ ვთქვათ ბავშვის პლასტმასის თოფის პონტად აღიქვავს კანონი), ასეთი იარაღის წარმოებას არ სჭირდება დამატებითი ლიცენზიები. (არ ვიცი რაიმე დიდი პრობლემებია რუსეთში იარაღის წარმოების ლიცენზიაზე თუ რა ხდება, მაგრამ ყველა პნევმო მწარმოებელმა ეგეთი გამოსავალი ნახა მანდანე, გარდა ძველი იჟევსკის ქარხნისა, რომელიც პახოდუ ცეცხლსასროლ იარაღებს შტამპავს, შეიძLება მანდ ცეცხლსასროლზე გაიცემა მხოლოდ ლიცენზია და დიდ თავხებთანაა დაკავშირებული)

მოკლედ ყველა აწარმოებს 3 ჯოულიანს და პლიუს ყუთშივე დევს გადასაკეთებელი ნაწილები (ძირითადად 2-3 დეტალია და მატტივად იცვლება) შედეგად 3 ჯოულიანი უცებ ხდება 30 ჯოულიანი smile.gif ინსტრუქციები ინტერნეტში ტონა ნახევარია

2) მაღაზიაში თუ იყიდება იარაღი, ნუ ვთქვათ უცხოური ფირმის წარმოებული, მაშინ თუ თოფს 7.5 ჯოულამდე აქვს ენერგია, ეგეთი იარაღის შეძენისას არაა საჭირო დამატებითი გაფორმება და ასე შემდეგ, პლიუს კანონმდებლობით შეზღუდულია 7.5 ჯოულზე მეტი ენერგიის მქონე იარაღის გაყიდვა... შედეგად ყველა მანდ გაყიდვაში არსებული არის ქარხნულად შესუსტებული და მიახლოებულია 7.5 ჯოულთან, როგორც წესი ეგეთ იარაღს ხუთკუთხედში ამოტვიფრული ლათინული ასო F აწერია, რომელიც კაკრაც პნვმო ენაზე ნიშნავს ქარხნულად ენერგია შემცირებულ ვერსიას...

ნუ გამოსავალი მანდაც იგივეა, ან მოყვება კოლოფშივე გადასაკეთებელი შტუკები (არადა ვერავინ მოგედევება სათადარიგო ნაწილია რა.. smile.gif ), ანა არა და ცალკე პაწა წაჩალიჩება უნდა და ეგ 7.5 ჯოულიც უცებ გახდება მეტი.

რაც შეეხება 1377-ს, ზუსტად იგივე კითხვა იყო დასმული წინა გვერდზე, ყველა გვერდზე რომ არ ვაკოპიროთ ერთი და იოგივე დიდი თხოვნაა ერთი გევრდით უკან გადაფურცლო და ერთი მშრალი ციფრის მაგივრად სხვა დამატებით ინფოებსაც გაიგებ.
mamukaaa
გამარჯობათ.
1377-ზე მიმწოდებელი რამდენი მილიმეტრით უნდა დაგრძელდეს ხომ არ იცით?
gregory
mamukaaa
სადღაც 1.5 - 2 მმ. გაითვალისწინე რომ ძველ მიმწოდებელს რომ აგრძელებ მას სიგრძე ისედაც დააკლდება
NRG
რამდენად ინფორმაციულია არ ვიცი, უბრალოდ დავწერ 1377-ით 50 მეტრში A4 ზომის ფურცელს ვარტყავდი პირდაპირი დამიზნებით
mamukaaa
მადლობა ბატონო გრეგორ.
mamukaaa
მე მაქ ნასროლი მაგ მანძილზე დაახლოებით და გარეული მტრედი ჩამოვაგდე უბრალოდ ვერ ვიპოვე მერე.
სანამ 4-ხე სართულიდან ჩამოვედი ვეღარ ვნახე.ალბათ ფისუნიამ მომპარა.მის მერე ბევრჯერ ვსინჯე მარა ამაოდ ვეღარ გავარტყი.
mamukaaa
გამარჯობათ.ჩემი 1377- ით 50- 60 ც მეტრში მტრედს ვარტყავ და ვაგდებ.
მიმწოდებელი რო დავაგრძელო რა შედეგს მომცემს.თუ დიდი განსხვავება არ იქნება ტყვილათ აღარ დავშალო.
gregory
ციტატა(mamukaaa @ 27th September 2017 - 04:15 PM) *
50- 60 ც მეტრში მტრედს ვარტყავ და ვაგდებ.

mamukaaa დაანებე ტავი მაშინ.
ისე ნაღდად 50-60 მეტრია?!

okela84
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 27th September 2017 - 04:15 PM) *
გამარჯობათ.ჩემი 1377- ით 50- 60 ც მეტრში მტრედს ვარტყავ და ვაგდებ.

მეტი რაღა უნდა შეძლოს თოფმა ? მაგაზე შორს უკვე ზიმლია-ვოზდუხები ისვრის biggrin.gif
mamukaaa
50-თი მეტრი ნამდვილად იყო.მიახლოებით ვთქვი 50-60 მეტრი.
მარა მერე კიდე ვესროლე მაგრამ ვეღარ გავარტყი ნაბახუსევი ვიყავი და ალბათ მაგიტომ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
mamukaaa
გამარჯობათ.
1377-ზე მიმწოდებელი ძალიან თავისუფლად მოძრაობს.
იქნებ მირჩიოთ რამე,კოლოფი შეცვლილი მაქ რკინის კოლოფი მიყენია.
ანუ რო გადავტენი და ტყვიას რო ჩავდეფ და ჩავკეტავ ისევ თავისუფლად მოძრაობს ზოგჯერ თვითონ იწევა ხოლმე მაღლა.
ja_ja
ნუ დისკოს და 1377-ს ასევე 2240 ან 2250 და 2260 ყველას ეგ პრობლემა აქვს.

ჯერ ნახე რეზინა ხომ არაა გაცვეთილი თავზე, მერე შეგიძლია კუსტარული მოდიფიკაცია გააკეთო

1) მოხსენი სახელური მიმწოდებელს
2) ჩამოაცვი ზამბარა
3) წინ დაუყენე რაიმე შაიბა და ხელახლა ჩაახრახნე თავოს ადგილზე

შედეგად ზამბარა მიაწვება ხოლმე შაიბას და კოლოფის თავისებური ფორმის გამო რაღაც სტოპერის ფუნქციას შეასრულებს
mamukaaa
ციტატა(ja_ja @ Jan 19 2018, 08:14 PM) *
ნუ დისკოს და 1377-ს ასევე 2240 ან 2250 და 2260 ყველას ეგ პრობლემა აქვს.

ჯერ ნახე რეზინა ხომ არაა გაცვეთილი თავზე, მერე შეგიძლია კუსტარული მოდიფიკაცია გააკეთო

1) მოხსენი სახელური მიმწოდებელს
2) ჩამოაცვი ზამბარა
3) წინ დაუყენე რაიმე შაიბა და ხელახლა ჩაახრახნე თავოს ადგილზე

შედეგად ზამბარა მიაწვება ხოლმე შაიბას და კოლოფის თავისებური ფორმის გამო რაღაც სტოპერის ფუნქციას შეასრულებს

მადლობა.
Dushura198512
გამარჯობათ ძალიან დიდი ხანია აქ არ შემოვსულვარ დაახლოვებით ასეთივე ნიკი მაქვს ძველი უბრალოდ ვეღარ აღვადგინე.. და თავიდან დავრეგისტრირდი... გუშინ მაჩუქეს სულ ახალი crosman 1377.. და არც მე მომწონს ის პატარა ზატვორი რომ აქვს ჩაკეტვის შემდეგ არამყარია.. სულ 20 გასროლა გავაკეთე მიზანიც არ გამისწორებია ჯერ არ მეცალა.. უნრალოდ ამოვიღე ყუთიდან და ჟეშტის კოლოფზე მოვსინჯე მაინტერესებდა ძალა.... : ))))) აქ რაც წერია ვერ მივხვდი რა ზამბარა უნდა დაუყენდესჩ?? ან როგორ..
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.