დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman 1377 UP
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > კომპრესიული პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13
ja_ja
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 3rd June 2016 - 02:58 PM) *
მოვხსნი წინ და ვნახავ.

ეხლა შეიძლება ეგრეც დარჩეც უკვე აპრეხილი...

რაც შეეხება მიზეზს სწორედ გითხრეს, მოდერატორის დასამაგრებელი გადამყვანი რაც გაქვს დაყენებული მაგია აცდენილი ცხოვრებას და გაგებას smile.gif

ანუ ლულასა და ცილინდრს შორის მგონი 1.15 თუ 1.20 მილიმეტრია დაცილება ორიგინალში, ანუ ეგ ნიშნავს რომ მაგ გადამყვანს ქვვეიდან ათლილი უნდა ჰქონოდა ზედაპირი, შენთან როგორც ჩანს რავარც გამოიჩარხა მრგვალად ეგრევე დატოვე და შედეგად ვერ შეეტია იმ 1.2 მილიმტერში, ძალით შესმისას კი აპრიხა ლულა და ისე შეეტია... ქვემოთა მხრიდან უნდა დაგეთხელებინა ეგ შტუკა, ან სტანოკზე, ან ვთქვათ ქლიბით ან ტაჩილით, ან უნდა გაგეთვალა რომ ლულის დიამეტრი არის 11.1 მილიმეტრი და დამატებული მაგას 1.2 მილიმეტრი დისტანცია ნიშნავს რომ გარე დიამეტრი მაქსიმუმ მაგ ლულაზე ჩამოსაცმელის იმ ნაწილს რაც შემომჯდარია ლულაზე და ვერ გადასცდა პორშენის ცილინდრს უნდა ყოფილიყო 11.1+1.2+1.2 ანუ მაქსიმუმ 13.5 მილიმეტრი..

ნუ 13.5 მილიმეტრი გარედან საკმაოდ მოუხერხებელი და თხელი იქნებოდა smile.gif (ალბათ შენც მაგიტომ ცოტა სქელი გამოათლევინე), ამიტომაც, უმეტესობა აკეთებს გარე დიამეტრს მეტს, ვთქვათ 15-16 მილიმეტრს, მაგრამ ლულაზე რომ სწორედ ჩამოეცვას ქვედა ნაწილს ათხელებენ ხოლმე და მაგის მერე ლულაც სწორედ ზის და კოლოფიც...

P.S. უი მართლა.... ვეებერთელა თხოვნაა შემდეგში ამხელა პროსტინა სურათები არ დაყერო... ამახინჯებს საიტს და ძნელად იტვირთება.
mamukaaa
მოკლეთ დავშალე ჩემი ხირიმი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
და თავიდან აწყობისას რა აღმოვაჩინე კოლოფში ლულა რომ შედის და ზემოდან პატარა ვინტით რო ეჭირება,ანუ ლულას რო აქვავებს ის ქაჩავს ლულას მაღლა.
როგორ მოვიქცე?რა ვუშველო?
geojorjika
ან ლულის დიამეტრია კოლოფის შესაბამის დიამტრზე ვიწრო, ან კოლოფის ხვრელია სტანდარტულზე დიდი + ლულაც გაღუნულია ყველაფერ სიკეთესთან ერთად
mamukaaa
ლულა არაა გაღუნული.
ან რას უნდა დაეღუნა?ძალით არაპერი გამიკეთებია.როგორც დაჯდა ლულა ისე მოვარგე ყველაფერი.
ანუ საშველი რა არი?
Multi-Tool
ციტატა(mamukaaa @ 3rd June 2016 - 09:03 PM) *
აღმოვაჩინე კოლოფში ლულა რომ შედის და ზემოდან პატარა ვინტით რო ეჭირება,ანუ ლულას რო აქვავებს ის ქაჩავს ლულას მაღლა.

და ეგ ვინტი რატომ უნდა ქაჩავდეს მაღლა? ეგ ვინტი ლულას შუა წელზე აწვება და მანდ გამორიცხულია მაგის ბრალი
იყოს. არც ლულა იქნება გაღუნული, შეუძლებელია მასეთი მოკლე ლულის გაღუნვა კოლოფის პატარა ვინტის
დაჭერით. მანდ ვინტის მოწყვეტა უფრო იოლია რეზბიდან. აწყობის დროს ჯერ მოუჭირე პატარა ვნტს, რომელიც
მიმწოდებელის ღარშია და მერა უკანა ვინტი. თუ ლულა არ გასწორდა, ესეიგი პერეპუსკის ბოლოები არა ჩაჯენილი
თავის ბუდეებში სწორად.
თუ პატარა ვინტი მოწყვეტილია, მაშინ დაგჭირდება რვიანი, რომელიც მიასიკვდილებს კოლოფს ნასოსთან.
მე ვინტიც გამოვცვალე უფრო მსხვილით და მეტრიკული ბიჯით, თან რვიანიც მივაყოლე.
ჩემი აზრით მანდ რვიანი ყველა შემთხვევაში აუცილებელია, იარაღი უფრო შეკრული ხდება.
mamukaaa
მე კლაპანთან სანტებელის რეზინა დაუყოლე,
შეიძლება მაგის ბრალი იკოს?

ლულა სწორდება მარა იმ პატარა ვინტს რო უჭერ ზემოდან ლულას რო ამაგრებს მაშინ ქაჩავს მაღლა.
mamukaaa
ნუ მოკლედ რა არა ვცადე მარა მაინც წევს წინა მხარეს მაღლა.
ლულის სამაგრი როა ვინტი ზემოდან ის ქაჩავს მაგღლა.
თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება მადლობელი ვიქნები.
ja_ja
mamukaaa
პირველ რიგშI ლულა მოხსენი და რაიმე შუშა თუ გაქვს იმაზე გააგორე. ეგრევე გაიგებ გაღუნულია თუ არა..

თუ გაღუნული არაა ,ერე დალშე სათითაო ეტაპად გავიაროთ და მივაგნებთ ძაღლის თავს
geojorjika
ლულის დიამეტრი გაზომე რითაც ჯდება კოლოფში და მერე კოლოფის ხვრელი გაზომე რაშის ლულა ჯდება და თუ დიდი სხვობა დიამტრში მაგის ბრალი იქნება , იმას თუ გამოვრიცხავთ რომ ლულა გაღუნულია

უფროკი მგონია რომ კოლოფიც არ არის ბოლომდე დაჭერილი , იმიტომ რომ ლულა არ აძლევს ამის საშუალებას, ლულას კი წინ ის არასწორად გაკეთებული ყლინჯი რაზეც მოდერი გაქვს დამაგრებული
mamukaaa
ციტატა(ja_ja @ Jun 4 2016, 04:40 PM) *
mamukaaa
პირველ რიგშI ლულა მოხსენი და რაიმე შუშა თუ გაქვს იმაზე გააგორე. ეგრევე გაიგებ გაღუნულია თუ არა..

თუ გაღუნული არაა ,ერე დალშე სათითაო ეტაპად გავიაროთ და მივაგნებთ ძაღლის თავს

ლულა შევამოწმე შუშაზე,გავაგორე გამოვაგორე.
იდეალურია არავითარი დეფეკტი არა აქ.


წინ ის ყლინჯიც მოვხსენი.მაგრამ ზედა შურუპს რო უჭერ ისევ მაღლა ქაჩავს.
როცა მოშვებულია მაშინ კარგ ზომაზეა.
geojorjika
mamukaaa
გაზომე დიამეტრები? რატომღაც მგონის რომ მაგაშია საქმე ან ლულაა სტანდარტულზე ვიწრო და ან კოლოფი ფართე
mamukaaa
ციფრული შტანგელი ვერ ვიშოვე.
იქნებ დღეს ვნახო სადმე.
mamukaaa
გავზომე ლულაც და კოლოფიც.ციფრული შტანგელით ვერა მარა ძველებურით გავზომე.
ისეთი განსხვავებაა რომ ძაან უმნიშვნელო ალბათ ეგრეც უნდა იყოს რო ლულა შევიდეს კოლიფში.
კოლოფში რო ჩავდებ ლულას და გავატოკებ ლულა თამაშობს აქეთ იქით.ძაან პატარაზე რა თქმა უნდა
mamukaaa
https://www.youtube.com/watch?v=8n6pTxr8nZI
როგორც აქ შევიდა კოლოფში ლულა მასეა ჩემთანაც
Multi-Tool
mamukaaa
გამოირბინე ჩემთან და ვნახოთ რა ხდება.
mamukaaa
გამარჯობათ.
1377-ზე რკინის კოლოფში რო ეჭირება პატარა შურუპი თავი გაუფუჩდა.
რას მირჩევთ რა გავაკეთო???
mamukaaa
???
pilotina
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 19th January 2017 - 01:08 PM) *
1377-ზე რკინის კოლოფში რო ეჭირება პატარა შურუპი თავი გაუფუჩდა.
რას მირჩევთ რა გავაკეთო???


ეგ გადააგდე და ახალი დაუყენე scratch_one-s_head.gif
mamukaaa
ახალი სად ვნახო?
მაგას ხომ სხვა რეზბა აქვტ როგორც ვიცი
pilotina
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 19th January 2017 - 11:12 PM) *
ახალი სად ვნახო?
მაგას ხომ სხვა რეზბა აქვტ როგორც ვიცი


ან ელიავაზე უნდა მოძებნო შესაბამისი შურუპი, ან და ახალი რეზბა ( მეტრული) მოაჭრევინე კილოფში და მეტრული შურუპი უფრო ადვილი საშოვნია.
Multi-Tool
mamukaaa
ახალი მეტრული რეზბა მოჭერი, მეჩიკი უნდა იყოს 3 მმ. ბიჯი 0,5. იყიდება ელიავაზე დახლების დასაწყისში.
მეჩიკის ყდვისას სვერლოც არ დაგავიწყდეს, მგონი 2,5 უნდა. მერე შლიციან ვინტს შეურჩევ და ეგაა.
ვინტის ქუდის დიამეტრი და სიმაღლე უფრო დიდია ვიდრე კოლფში ბუდე. მაშინ ვინტი ჩადე შურუფავიორტში ან დრელში და ბრუნების დროს ნადფილით მიიყვანე საჭირო ზომამდე. კოლოფში ჩახრახნილი ვინტი ხელს არ უნდა უშლიდეს მიმმარრთველს თა ისუფლად მოძრაობაში. იდეალში, კოლოფის ღარის ზედაპირის სწორედ იყოს.

ja_ja
Multi-Tool
ციტატა(gabrichidzegocha @ 20th January 2017 - 02:05 AM) *
მეჩიკი უნდა იყოს 3 მმ. ბიჯი 0,5. იყიდება ელიავაზე დახლების დასაწყისში

ეგ კიბატონო, მაგრამ აი
ციტატა(gabrichidzegocha @ 20th January 2017 - 02:05 AM) *
მეჩიკის ყდვისას სვერლოც არ დაგავიწყდეს, მგონი 2,5 უნდა

ეგ არარ უნდა smile.gif ისედაც არის მანდ მეჩიკის ხვრელი და კიდევ თუ სვერლოს გაატარებ მერე საერთოდ ვავა იქნება. რომ არ იყოს შესაბამისი ხვრელი და რეზბა ბაზარი არაა 2.5-იანი სვერლო უნდა, მაგრამ პრაქტიკულად რეზბას რეზბაზე გაატარებ და მაგის გამო არაა საჭირო სვერლო....

P.S. ისე ყველაზე სწორი ვარიანტია გრიშას უთხრათ შეიძლება ჰქონდეს ეგ ვინტები, იმირომ რომ ცალკე მეჩიკი ცალკე ჩალიჩი, ცალკე ვინტის ფორმების მიცემა და მთელი უბედურება, ამდენ ჩალიჩს პირდაპირ ვინტი ითრიოთ მოგნი ის ჯობია smile.gif
mamukaaa
მადლობა ყველას.
გრიშა გრეგორი გულისხმობთ ხომ?
mamukaaa
მოკლეთ ის შურუპი ავიღე და ზემოდან ხელის ლობზიკით ჩაუჭერი,
დაეჩირა კარგათ.მადლობა ყველას რჩევისთვის.

ეხლა მეორე პრობლემა.ნელა რო ვტენი ჩემ 1377-ს 10-ჯერ 15-ჯერ,კი ისვრის მარა საკმაოდ ნაკლები ძალა აქ.
მაგრამ თუ მალ მალე გადავტენე მაშინ მაგარი ძალა აქ.
მე დავშალე გავწმინდე და ბოშის ტაოტი წაუსვი რო დგუშს კარგად ემუშავა,
შეიძლება ტაოტის ბრალი იყოს და ჰაერს ვერ იჭერდეს?

რომელიღაც რუსული ტაოტი მიდისო ვიღაცამ დაწერა ფორუმზე ადრე.
ხომ არ იციტ რომელი ტაოტია???
ja_ja
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 22nd January 2017 - 08:42 AM) *
მე დავშალე გავწმინდე და ბოშის ტაოტი წაუსვი

-----

შეიძლება ტაოტის ბრალი იყოს და ჰაერს ვერ იჭერდეს?

ნუ მოდი ჯერ ასე ვთქვათ Bosh-ს რა უნდა ტაოტებში? ეგ ტექნიკის მწარმოებელია და შესაბამისად მისი მარკით გამოსული ტაოტი მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთერთი კომპონენტისთვის იქნება გათვლილი.

ტაოტი არის რეზინა, რკინაზე სამუსაოდ, არის რკინა რკინაზე, არის ნახშირი პლასტმასზე, არის პლასტმასი პლასტმაზე. და კიდევ მილიონნაირი მოდიფიკაცია... ეგ იგივეა რომ დაწერო მანქანის მატორში რაღაც ზეთი ჩავასხი და იმის მერე რაცხა ბორძიკით დადის და შეიძლბა ზეთის ბრალი იყოსო????

ნუუუ თუ არ თქვი კონკრეტულად რა გამოიყენე პასუხი შეიძLება იყოს დადებითიც და უარყოფითიც smile.gif სუფთა წყლის მკითხაობაა

ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დიდი ეჭვი მაქვს Bosh-ის ტაოტი სასარგებლო იყოს პნევმოსთვის და განსაკუთრებით დგუშისთვის... მანდ გამოიყენება ძირითადად სილიკონის ტაოტო ან ზეთი, კონკრეტულად 1377 არის Crosman-ის წარმოების, და როგორც წესი იყენებენ ხოლმე Crosman Silicon chamber Oil-ს, რომელიც პირდაპირ მაგისთვისაა განკუთვნილი...

მოკლედ ისევე როგორც თოფის ზეთს არ იყენებს მანქანის ტაოტშI ასევე არ შეიძლება მანქნაის ტაოტი ან ზეთი, თუნდაც სანაქებო Bosh-ის იყოს გამოყონებული თოფში....

ნუ ახლა სხვა თუ ხელთ არაფერი გქონდა და ჩათვალე რომ ერთი ფეხებია და ეგეც წავიდოდა... smile.gif მოკლედ რა ტაოტია ზუსტად ის მაინც დაწერე.... ღმერთმა ქნას ლიტოლი ან ნავთოპროდუქტების არ იყოს, თორემ რეზინები იქნება გაბამბახებული smile.gif
gregory
ციტატა(ja_ja @ 23rd January 2017 - 02:15 PM) *
როგორც წესი იყენებენ ხოლმე Crosman Silicon chamber Oil-ს, რომელიც პირდაპირ მაგისთვისაა განკუთვნილი...

წესით ნამდვილად ესეა, მაგრამ რატომღაც მწარმოებელი ცო პისტოლეტის ზეთს გვთავაზობს. გადავამოწმე ქროსმანთან და ეგრეაო მომწერეს unknw.gif
mamukaaa
ბოშის ტაოტი მოიხმარება სვერლოებისთვის და პერფერატორის პორშინში.
ხარისხი მაღალია.ცუდი ტაოტი ნამდვილად არააა.
ja_ja
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 24th January 2017 - 10:04 AM) *
ხარისხი მაღალია.ცუდი ტაოტი ნამდვილად არააა.

ცუდობას არავინ გეუბნება... შენ ისევ არ დაუკვირდი რა დავწერეთ მე და გრიშამ...

ანუ რაიმენაირად პარალელი რომ გაავლო შედარებებს მოგიყვან:

ცუდი არაა და გადასარევია დიზელის საწვავი ისევე როგორც გადასარევია ბენზინი, მაგრამ გააჩნაი რომელ მანქანაში ჩაასხავ ან ერთს ან მეორეს smile.gif ბენზინის მატორში დიზელია არ იმუშავებს, ხოლო დიზელის მატორში ბენზინი საერთოდ მატორს მოსპობს....

ეგრევეა მაგ ტაოტშიც, არავინ ამბობ ცუდია თუ კარგიაო, საუბარია იმაზე რომ არაა განკუთვნილი იმსაქმისთვის რაშიც იყენებ, ანუ ეგ კონკრეტული ტაოტი შეიძLება იყოს ნავთოპროდუქტებზე დამზადებული შედეგად დატუმბვის დროს გიჩნდება დიზელის ეფექტის მიღებისა.

შეიძლება შეიცავს ისეთ ნივთიერებებს რომელიც რეზინებს უბრალოდ დაარბილებს და დაბერავს, შედეგად ვერარ დაიჭერენ წნევას.... შეიძლება პირიქით გეგონოს დატაოტეუბლია ზედაპირი, მაგრამ ამასობაში რეზინას ელასტიურობა დააკარგინოს და შედეგად კედლებს სრულად არა შეეხება...

აი მაგაშია საქმე და არა იმაში რომ კაი ბრენდია თუ ცუდი, ხარისხიანია თუ უხარისხო smile.gif

შენ როგორც აღწერ თუ ნელა მოძრაობისას არ ტენის და პირიქით ჩქარი მოძრაობისას ტენის, მანდ აშკარად რაღაც ისეთი აზრი იბადება რომ ნელი მოძრაობისას დგუშის წინ დასაგროვებელი ჰაერი სინამდვილეში ნახულობს სადღაც გამოსავალს და დგუშის გვერდებიდან იპარება, ანუ სავარაუდოდ დგუში არაელასტიურია და კედლებს მთლად ბოლომდე არ ედება, ხოლო ჩქარი მოძრაობისას ჰაერი უბრალოდ ვერ ასწრებს ბოლომდე გამოპარებას, იმიტომ რომ დგუშისა და კედლებს შორის კი იპარება ჰაერი, მაგრამ იმდენი ადგილი არაა რომ ჩქარი მოძრაობისას შეკუმშული ჰაერი მთლიანად გამოიპაროს....

ამიტომაცაა ყურადღება მისაქცევი რომ ცეცხლსასროლის საპოხი მასალა გამოყენებული იყოს ცეცხლსასროლში, მანქანის საპოხი საშუალება მანქანაში, დრელის დრელში და პნევმატიკის პნევმატიკაში... თორემ ეგრე რამდენ რუსს აუფეთქდა იცი თავის დროზე PCP ნასოსი! და იცი რატომ? უბრალოდ მაგათთვის ზეთი და ტაოტი ერთი ფეხები იყო საბჭოთა აღზრდის გადამკიდე (მაშIნ მხოლოდ ერთი ტაოტი და ერთი სახის ზეთი იყო), ჰოდა უშვლიპინებდნენ ნასოსის დასაზეტად მანქანის ზეთებს, ტან ზოგიერტს რომ უყვარს ჩქარჩქარა და კაიხანი ნასოსით მუშოაბა... შედეგად ნასოსი გახურდა, ზეთის ორთქლი წარმოიშვა და გაიხსენე აბა დიზელის ამტორი როგორ მუშოაბს? სადმე ელექტრო ნაპერწკალი სჭირდება თუ უბრალოდ შემთბარი საწვავის ანაორთქლის ჩქარი და ძლიეირ შეკუმშვის ხარჯზე ხდება აალება?
mamukaaa
сохраняя свой пневматический пистолет
прежде чем пытаться маслом ваш пневмопушек убедитесь, что пистолет unioaded и воздух был удален
ваш пневмопушек будет поддерживать надлежащую функцию дольше, если масло, если каждый 250 shots.put 1 каплю Crosman 0241 pellgunoil на чашке насоса (рис 8а) и рычаг насоса рис.8б и 8c)
легкое пальто pellgunoil на стволе помогает предотвратить ржавчину.
не модифицировать или изменять свои airgun.attempts изменить пневматический пистолет каким-либо образом anconsistent с этим руководством может сделать yourairgun небезопасно использовать, привести к серьезным травмам или смерти, а также аннулирует гарантию.
если youdrop ваш пневмопушек, визуально проверить, чтобы увидеть, что никаких повреждений не имеет ОКК к gun.if что-то кажется изменилось, как короче или слабее курка, это может означать, изношенные или сломанные детали, вызовите Crosman обслуживания клиентов за помощью, прежде чем использовать пневматический пистолет снова.

ნათარგმნია.იქნებ ვინმეს გამოადგეს
pilotina
ეს გუგლითაა ნათარგმნი და ვინც რუსული ბრწყინვალედ იცის, იმასაც კი გაუჭირდება აზრის გამოტანა.
ასე რომ, ჯობდა ისევ ინგლისური ტექსტი დაგედო.
okela84
pilotina
დაბადებისდღიდან ხომ არ ბრუნდები სახლში მაგ თვითმფრინავით ? biggrin.gif

mamukaaa
რა არის ამისთანა უშოვნელი ? სანამ სხვა რაღაცეებსაც გაიხდი საყიდელს არ გირჩევნია სპეციალური ტაოტი იშოვო ? მანქანის ნასოსებში როა ეგ არ წავა ?
pilotina
okela84
ციტატა(aleqsandre @ 26th January 2017 - 03:52 PM) *
დაბადებისდღიდან ხომ არ ბრუნდები სახლში მაგ თვითმფრინავით ?


ავატარზე უბნობ? biggrin.gif
არა, ახალი წლიდან. biggrin.gif
Multi-Tool
mamukaaa
თუ გინდა შემომირბინე და დაგიტაოტებ სილიკონის ტაოტით.
pilotina
ისე მაგარი შხუილა ავატარი გაქ.
ja_ja
mamukaaa
ეს რა დადე smile.gif უნდა წავშალო smile.gif

თუ თარგმანი შეგიძLია დადე შენით თარგმნილი ხოლო თუ არ შეგიძლია დაგედო ორიგინალი

გუგლით გადათარგმნა ყველას შეუძლია smile.gif მარა მანქანური თარგმანი როგორც ყოველთვის აბდაუბდაა, აღარაფერს ვამბობ აზრზე და გადაადგილებულ სიტყვებზე თუ ალაგალაგ ინგლისურ რუსულ სტრანნი სიტყვებზე smile.gif

რას გვერჩოდი smile.gif

ბოლო ბოლო თუ თარგმანი გინდა მოიტა ორიგინალი ტექსტი და მე გითარგმნი smile.gif

okela84
ციტატა(aleqsandre @ 26th January 2017 - 03:52 PM) *
მანქანის ნასოსებში როა ეგ არ წავა ?

კაცოუ მანქანის ნასოსია და არა პნევმოს ნასოსი smile.gif

აუ გადევირევი (იმერული კილოთი smile.gif ) რა გახდა 2-3 ლარიანი პატარა ტუბიკი ზეთის დათრევა? რათ უნდა ამდენი ალტერნატივების ძებნა და ყველაფერზე პასუხი მერე რომ არა ეგ არ წავა ის არ წავა ეს არ ვარგა და ასე შედმეგ...

მწარმოებელზე უკეთესად ვიცით ვინმემ რა ხილს უშვებს?smile.gif

P.S. მერე საქართველოში იჩითება ხოლმე ლეგენდები, ის მანქანა არ ვარგა მალე ფუჭდება, ეს ტელევიზორი უხხარისხოა, ის მასალა ნაგავია ეს ისეთია ის ისეთია.... ამირტომაც ყველაფერს ჯობია ძველი საბჭოთა 200 ტონიანი ჯარხანა smile.gif იმიტომ რომ ჩაქუჩსაც იტანს და რუსულ ტაოტსაც :0 ვაბშეტა არც წიხლი სწყინს ხოლმე smile.gif

ყველაფერს თუ ინსტრუქციით მოუვლი - თუ მუდმივად არა, იმაზე უფრო დიდხანს იმუშავებს ვიდრე თვითმკურნალობით გამოტანილი დასკვნების შედეგად გაწეული მოვლით smile.gif
okela84
ja_ja
მეც ეგ არ ვურჩიე ?
mamukaaa
სად ვიყიდი 2-3 ლარიან ზეთს ან ტაოტს?
vexam
smile.gif) საბოლოო ჯამში მაინც ვერ გადაწყდა ნელი დატუმბვისას ძალის დაკლების ან საერთოდ ვერ დატენვის მიზეზი რა არის? ჩემს იჟ 46-ს იგივე პრობლემა აქვს. დავშალო და მანჟეტი ვნახო?
ja_ja
vexam
ციტატა(vexam @ 27th January 2017 - 12:00 PM) *
საბოლოო ჯამში მაინც ვერ გადაწყდა ნელი დატუმბვისას ძალის დაკლების ან საერთოდ ვერ დატენვის მიზეზი რა არის?

აი ეხლა შენ ისეთ რაღაცას კითხულობ რა...

- ექომო მცივა და მახსველებს და რისი ბრალიაო smile.gif

არავის არ უნახავს და ჰაერში იმდენნაირი ვირტუალური განაჩენის მოფიქრება შეიძლება რომ ვავა smile.gif

- შეიძლება გაცვეთილია მანჟეტი,
- შეიძლება არასწორი საპოხი მასალა ახურებს
- შეიძლება კლაპანი ნელი დატუმბვისას ვერ იკეტება
- და ასე შედმეგ

მართლა სერიოზულად, იმდენი რაღაცის ჩმაოწერა შეიძლება რომ ჩემს მტერს. და არაა გამორიცხული რომ არცეერთი არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს...

ამიტომაც პირველ რიგში ქარხნულ პარამეტრებზე უნდა დაბრუნდე და მერე ან ვინმე მცოდნესთან გაიტანო, ან უნდა დაშალო, სურათებიც დაყარო და ყველამ ერთად ცალცალკე ნაწილი უნდა გავიაროთ რომ გამორიცხვის მეთოდით მივიდეთ დამნაშავე კომპონენტამდე, შემდეგ კი ერთადვე უნდა მოვძენბოთ გამოსავალი...
mamukaaa
1377-ზე თუ აქვს ვინმეს დგუში გამზადებული და გასაყიდი?
ფასი გამაგებინეთ?
ან ვინ რამდენში აკეთებს?
mamukaaa


აი ეს მინდა ვინმეს თუ აქ გამზადებული?
ან რამდენში დაამზადებს?
და ფასი რა თქმა უნდა?
mamukaaa
გამარჯობათ.
1377-ზე აი ამ დგუშზე რა მასალის მანჟეტი უნდა მე დავაყენე და უცებ გაფუჩდა.ტაოტიც ქონდა წასმული სილიკონის.
კაპრონის ჯობია თუ რეზინა?
ja_ja
mamukaaa
კაპრონს სად აპირებ? თუ რეზინის მაგივრად აპირებ რომ ჰაერი დაიჭიროს ეხლავე გეუბნები აზრშივე მოკალი ეგ ამბავი... არა აქვს კაპრონს მაგის საშუალება, არ დეფორმირდება რეზინასავით, შედეგად კედელსა და მაგის კორპუს შორის ყოველთვის იქნება ჰაერის დანაკარგი...
mamukaaa
რეზინა გავაკეთე.
მადლობა რჩევისთვის.
mamukaaa
1377-ს რამდენი ჯოული აქ?
ja_ja
ძნელია სათქმელად, რადგანაც დამოკიდებულია ჩაკაჩავების რაოდენობაზე, და თან რამდენად მართებულად გახსნა ბოლომდე რიჩაგი პატრონმა... შედეგად 1 ჯოულიდან 12 ჯოულამდე შეუძLია მოგცეს თუ არავცდები...
mamukaaa
12 ჯოულამდე ალბათ 15-ტ დაკაჩავებაზე?
Lukiane123
ამ დღეებში ვაპირებ ყიდვას და იმედია გავერთობი ცოტას,ენერგა თუ მართლა 12 ჯოული აქვს არცაა მეტი საჭირო
mamukaaa
მაგის კაჩაობაა მოსაბეზრებელი.
მერე გაძლიერება მოგინდება,და წავიდა წვალება და ხარჯები. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Lukiane123
ციტატა(mamukaaa @ Mar 28 2017, 08:51 AM) *
მაგის კაჩაობაა მოსაბეზრებელი.
მერე გაძლიერება მოგინდება,და წავიდა წვალება და ხარჯები. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე ბევრი კაჩაობა არ მომიწევს,ჩასაფრებით უნდა ვინადირო,12 ჯოული თუ აქვს მეტი არც მჭირდება,აი მოდერზე კი ვფიქრობ,ვინ და რამდენად გამიკეთებს/?
ja_ja
მოდერი?

ციტატა(SVD @ 28th March 2017 - 08:08 PM) *
რამდენად გამიკეთებს

ნუ ეგ ადრესატს უნდა ჰკითხო, მაგრამ მოდერის გარდა მგონი მაგას თავისი გადამყვანიც უნდა ეგ უფრო რთული საკითხია ვიდრე მოდერი smile.gif...

არის მოდერის დამაგრების 2 გზა.

- პირველი იაფიანი, მაგრამ არამყარი, ანუ წინა მხარეს არსებულ რვიანს ხსნი და იაფიან გადამყვანს ამაგრებ ზედ, შედეგად მოდერი ყენდება, მაგრამ ლულა ჰაერშია, თუ გავითვალისწინებთ რომ 1377-ის ლულის ფიქსირება ისედაც დიდი ვერაფერია, გამოდის რომ ლულა ალთასაა თოფი ბალთას, თუმცა მაღალ კოლოფზე გადაკეტების შემდეგ (ალუ კლიპი რომ ჩაჯდეს) ლულა უკვე მყარად ზის მაგრამ როგორც ხვდები კოლოფი კიდევ ცალკე ხარჯია

- მეორე ძვირი, მაგრამ მყარი და ვიდზეც საკაიფოდ გამოიყურება, ამისათვის მზადდება სპეციალური მოდერის დასამაგრებელი, რომელიც თან რვიანის და ლულის ფიქსატორის როლს ასრულებს, გამოიყურება აი ასე:





ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.